ტრანს-ანატოლიური მილსადენი

ტრანს-ანატოლიური მილსადენი (ინგლ. Trans-Anatolian Natural Gas Pipeline, შემოკლებით TANAP, (თურქ. Trans-Anadolu Doğalgaz Boru Hattı) — მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით გადის. მისი გაგრძელება იქნება ტრანს-ადრიატიკული მილსადენი.

TANAP-ის რუკა (აღნიშნულია წითლად)

TANAP-ის მილსადენი ითვალისწინებს გაზის ტრანსპორტირებას „შაჰ-დენიზის“ საბადოდან საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთით. მისი მშენებლობა ფორმალურად 2015 წლის მარტში დაიწყო[1]. 2019 წლისთვის იგეგმება გაზის მიწოდება საბერძნეთის საზღვარზე[2].

მილსადენის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2,700 მეტრია, ხოლო სიგრძე 1804 კმ-ია[3].

პროექტის შესახებ რედაქტირება

ისტორია რედაქტირება

პროექტის იდეა პირველად გაჟღერდა 2011 წლის ნოემბერში, სტამბოლში ორგანიზებული მესამე შავი ზღვის ენერგეტიკისა და ეკონომიკის ფორუმზე. ამავე წლის დეკემბერში თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს მილსადენის განვითარების შესახებ[4]. 2012 წელს აზერბაიჯანის ეროვნული ნავთობის კომპანიამ განაცხადა ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებზე მუშაობის შესახებ[5]. 2012 წლის 26 ივნისს სტამბოლში ხელი მოეწერა მილსადენის მთავარ სამთავრობათაშორისო შეთანხმებას[6]. 2015 წელს ყარსში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანისა და თურქეთის პირველ პირებთან ერთად საძირკველი ჩაუყარეს პროექტის ამოქმედებას[7].

2018 წლის 12 ივნისს თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირში შედგა ტრანს-ანატოლიური მილსადენის გახსნის ცერემონია. მასში მონაწილეობდნენ თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ილჰამ ალიევი. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი[8][9]. საქართველოს მხრიდან ცერემონიის გახსნას დაესწრო საქართველოს ელჩი თურქეთში ირაკლი კოპტალაძე[10].აზერბაიჯანის ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი როვნაგ აბდულაევი, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბარატ ალბაირაკი, ბულგარეთის პრემიერ მინისტრი ბოიკო ბორისოვი, BP-ს გენერალური დირექტორი რობერტ დადლი[11].

აღწერა რედაქტირება

პროექტის ღირებულება შეადგენს 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს. [12]. წლიურად TANAP-ის მილსადენი 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს. პირველ ეტაპზე მოცემული 16 მლრდ კუბური მეტრიდან, ექვსი მლრდ კუბური მეტრი განკუთვნილია თურქეთის შიდა გამოყენებისათვის, ხოლო ათი მლრდ კუბური მეტრი ევროპაში მიწოდებისთვის[6]. მომავალში დაგეგმილია გამტარუნარიანობის გაზრდა 2023 წლისთვის 23 მილიარდი კუბური მეტრით, 2026 წლამდე კი 31 მილიარდი კუბური მეტრით და საბოლოო ეტაპზე 60 მილიარდი კუბური მეტრით გაზრდა, რათა განხორციელდეს დამატებით გაზის მიწოდება აზერბაიჯანიდან და ტრანსკასპიური გაზსადენის გაყვანის შემთხვევაში კი თურქმენეთიდან[6].

მარშრუტი რედაქტირება

მილსადენის მარშრუტი დაიწყება აზერბაიჯანში სანგაჩალის ტერმინალიდან, როგორც სამხრეთ კავკასიის გაზსადენის (შაჰდენიზის გაზსადენი) გაფართოება. შაჰდენიზის გაზსადენის უკანასკნელი წერტილიდან თურქული ერზურუმიდან ის გაგრძელდება ესქიშეჰირამდე, სადაც თურქეთის მომხმარებელთა განშტოება იქნება. თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე TANAP-ი დაუკავშირდება ტრანს-ადრიატიკულ მილსადენს (TAP), რომელიც გადის საბერძნეთის, ალბანეთისა და იტალიის ტერიტორიებს[13]. ასევე იგეგმება, რომ თურქეთიდან ერთი შტო ბულგარეთში ჩავა[14].

აქციონერები რედაქტირება

ტრანს-ანატოლიური მილსადენის პროექტის აქციონერებია — აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია - SOCAR (80 %), თურქეთის მილსადენების სახელმწიფო კომპანია — „BOTAŞ “(15 %), თურქეთის ნავთობის კორპორაცია — „TPAO“ (5 %) და British Petroleum (BP) (12 %)[15].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Foundation laid for pipe to carry Azeri gas to EU
  2. В Турции открыли газопровод TANAP
  3. Trans Anatolian Natural Gas Pipeline (TANAP) დაარქივებული 2018-02-22 საიტზე Wayback Machine. - Technical parametres
  4. Trans Anatolian Natural Gas Pipeline Project (TANAP)
  5. Interest Growing All-Round in Trans-Anatolia Pipeline Project
  6. 6.0 6.1 6.2 Aliyev, Erdogan Sign Inter-Governmental Agreement on Trans-Anatolia Gas Pipeline to Europe
  7. საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი თურქეთში: - //www.president.gov.ge/[მკვდარი ბმული]
  8. თურქეთში დღეს ტრანსანატოლიური გაზსადენის გახსნის ცერემონია გაიმართება - 1tv.ge
  9. TANAP-ის გახსნის ცერემონიას თურქეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და სერბეთის პრეზიდენტები ესწრებიან - 1tv.ge
  10. საქართველოს საგარეო უწყება - TANAP-ის გახსნის ცერემონიაზე მთავრობიდან მაღალი დონის დასწრება ვერ მოხერხდა - 1tv.ge
  11. Leaders open TANAP pipeline carrying gas from Azerbaijan to Europe
  12. ტრანსანატოლიურ მილსადენში ბუნებრივი გაზის ჩატვირთვა უკვე დაიწყო - 1tv.ge
  13. SCP, TANAP, TAP: Segments of the Southern Gas Corridor to Europe
  14. Pipeline to Ship Azeri Gas to Central Europe, Balkans, WSJ Says
  15. BP acquires 12 percent stake in TANAP pipeline project - hurriyetdailynews.com