ASAN მომსახურება
ASAN მომსახურება (აზერ. «ASAN xidmət»; ინგლ. Azerbaijan Service and Assesment Network[1]) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ქვეშ მყოფი მოქალაქეების მომსახურებისა და სოციალური ინოვაციების აზერბაიჯანული სახელმწიფო სააგენტო. სააგენტოს ხელმძღვანელი არის ულვი მეხტიევი[2].
ASAN მომსახურება | |
---|---|
აზერ. Azərbaycan Xidmət və Qiymətləndirmə Şəbəkəsi | |
აბრევიატურა |
ASAN აზერ. «ASAN xidmət» |
შეიქმნა | 2012, 13 ივლისი |
ტიპი | საჯარო ხელისუფლების ორგანო |
მიზანი | მოქალაქეთა მომსახურების გაწევა და სოციალური ინოვაციები |
მდებარეობა | ბაქო, სუმგაითი, განჯა, ბარდა, საბირაბადი, გაბალა, მასალი, მინგეჩაური, ყუბა |
ხელმძღვანელი - ულვი მეხტიევი | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
asan.gov.az |
ASAN სერვის ცენტრები ასევე ითვალისწინებენ საბანკო, სადაზღვევო, იურიდიულ, სამედიცინო, სამაუწყებლო, ფოტო და კულტურულ ღონისძიებებს.
ისტორია
რედაქტირებააზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, 2012 წლის 13 ივლისის # 685 ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა “ASAN” მომსახურება, რომლის მიზანია მოქალაქეთა მიერ გაცემული დამატებითი ხარჯების შემცირება, მათთან ეთიკური წესებისა და თავაზიანი ურთიერთობის დაცვა, შემდგომი პროფესიული განვითარება, გამჭვირვალობა, სახელმწიფო ორგანოებისადმი ნდობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, ელექტრონული მომსახურების ფართო გამოყენება და ამ სფეროში ინსტიტუციური რეფორმების ეფექტურობის გაუმჯობესება[3].
2012 წლის 9 დეკემბერს ბაქოში გაიმართა ASAN სერვის პირველი ცენტრის გახსნა[3]. გახსნის ცერემონიალს პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც დაესწრო[4].
2013 წლის 15 იანვრიდან ცენტრი ემსახურება მოსახლეობას[3]. მოგვიანებით დედაქალაქში გაიხსნა კიდევ 5 მომსახურების ცენტრი. 2013 წლის მაისში, გაიხსნა მომსახურების ცენტრი სუმგაითში[5]. იმავე წლის 21 დეკემბერს კი განჯაში.
2014 წლის 15 დეკემბერს, ASAN მომსახურების ცენტრი გაიხსნა საბირაბადში[6].
2015 წლის 12 მარტს ცენტრი გაიხსნა ბარდაში[7]. ამავე წლის წლის ივნისში დაიწყო „ASAN“-ის მობილური სერვისის მომსახურების გაწევა აზერბაიჯანის რამდენიმე რეგიონში[8]. 2015 წელს, ASAN სერვისს მიენიჭა გაეროს საზოგადოებრივი სამსახურის ჯილდო „საჯარო მომსახურების გაწევის გაუმჯობესების“ კატეგორიაში[2][9].
კერძო პირებისა და იურიდიული პირებისათვის საჯარო მომსახურების გაწევის გასაადვილების მიზნით, ბაქოში ორი კომუნალური სერვის ცენტრი - „ASAN Kommunal“ გაიხსნა[10].
ქვეყანაში უცხოელებისთვის შემოსასვლელად ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების მიზნით, 2017 წლის იანვრიდან ჩაშვებულ იქნა ელექტრონული ვიზის- ASAN VIZA -სისტემა[11].
2017 წლის დეკემბერში, „ASAN“ სერვისის ცენტრი გაიხსნა ქალაქ ყუბაში და 2018 წლის თებერვალში კი ქალაქ მინგეჩაურში.
საქმიანობა
რედაქტირება“ASAN“ სერვის ცენტრები ექვემდებარებიან მოქალაქეების და სოციალური ინოვაციების მომსახურებას და „უნიფიცირებული სივრცის“ პრინციპს. ASAN-ის მოდელს აქვს ექვსი ძირითადი პრინციპი: ეფექტურობა, გამჭვირვალობა, თავაზიანობა, პასუხისმგებლობა, ეთიკური ქცევის და კომფორტის წესების დაცვა. საჯარო სამსახურები კოორდინირებულად ფუნქციონირებს ყველა ცენტრში. მოქალაქისთვის უკეთესი მომსახურების გაწევისთვის, ASAN სერვის ცენტრები იყენებენ ახალ მეთოდებს და თანამედროვე ინოვაციებს. დაახლოებით 100 მოხალისე მუშაობს ყველა ცენტრში.
მომსახურებები
რედაქტირებასახელმწიფო ორგანოების მიერ გაწეული მომსახურებებია:
- პირადობის მოწმობების გაცემა და გამოცვლა;
- მართვის მოწმობის შეცვლა;
- სისხლის სამართლის ჩანაწერების მოწმობის გაცემა;
- ბინების საკუთრების უფლების პირველადი და განმეორებითი სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ ამონაწერის გაცემა;
- მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე მიღებული უძრავი ქონების რეგისტრაცია;
- სახელმწიფო რეესტრიდან ცნობები გაცემა უძრავი ქონების აღწერაზე, სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებული უფლებების შესახებ და მათი შეზღუდვა;
- ტექნიკური პასპორტების გაცემა ბინებზე;
- ტექნიკური პასპორტების გაცემა კერძო სახლებზე;
- ბანკების, საფონდო ბირჟების, პოლიტიკოსების, სადაზღვევო ასოციაციების და ბროკერების, წარმომადგენლობითი ოფისებისა და უცხოური იურიდიული პირების ფილიალების რეგისტრაცია;
- იურიდიული პირების რეგისტრაცია, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში საქმიანობენ;
- სხვა იურიდიული პირების რეგისტრაცია;
- ფიზიკური პირების სამეწარმეო აღრიცხვა;
- ურიდიული პირებისა და კერძო პირებისათვის საარქივო მოწმობების გაცემა;
- აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემა;
- აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის დროებითი ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილისთვის ნებართვის გაცემა;
- აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის გადახდილი შრომითი საქმიანობის განხორციელების ინდივიდუალური ნებართვის გაცემა;
- მიწის საკადასტრო ბარათის შესახებ ინფორმაციის სერთიფიკატების გაცემა;
- შრომის პენსიების დანიშვნა;
- დაბადების რეგისტრაცია;
- სიკვდილის რეგისტრაცია;
- ქორწინების რეგისტრაცია;
- განქორწინების რეგისტრაცია;
- შვილად აყვანის რეგისტრაცია;
- მამობის დადგენის რეგისტრაცია;
- სახელის, მამის სახელისა და გვარის ცვლილებების რეგისტრაცია და სხვა მომსახურებები.
მობილური მომსახურება „ASAN“
რედაქტირება2013 წლის 1 ივნისიდან, მობილური ავტობუსები, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, გამოიყენება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ მოდიან „ASAN“-ის ცენტრებში სერვისების სარგებლობით. მობილური ავტობუსები თითოეულ რეგიონში ორი კვირის განმავლობაში რჩება. ამჟამად, მობილური ავტობუსების რაოდენობა ათია. ბაქოსა და სუმგაითში დარეგისტრირებულ მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ ეს სერვისი.
ASAN მატარებელი
რედაქტირებააზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დავალებით, შემუშავდა კონცეფცია ASAN მატარებელი, რომელიც აღწურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და რომლის მიზაია სახელმწიფო მომსახურება გაუწიოს მოქალაქეებს რეგიონებში, სადაც არაა სერვის ცენტები. მომსახურება უზრუნველყოფილია 4 სახელმწიფო ორგანოს მიერ (იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ქონებრივი საკითხების სახელმწიფო კომიტეტი, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტრო).
ASAN Kommunal
რედაქტირება2016 წლის მაისში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებით ASAN KOMMUNAL-ის ცენტრების შექმნა მოქალაქეთა და სოციალური ინოვაციების მომსახურების სახელმწიფო სააგენტოს დაევალა. ASAN Kommunal-ის ცენტრები გთავაზობთ 45 ტიპის კომუნალურ მომსახურებას. ამჟამად ბაქოში ASAN Kommunal-ის ორი ცენტრი ფუნქციონირებს.
ASAN მოხალისე
რედაქტირებაASAN მოხალისე - ახალგაზრდული ორგანიზაცია, აერთიანებს მოხალისეებს ASAN სერვის ცენტრებში. ორგანიზაცია დაარსდა 2013 წელს. იმავე წელს ორგანიზაციის პირველი ყრილობა ჩატარდა. ორგანიზაცია ატარებს მოხალისეებისთვის ტრენინგებს, სხვადასხვა პროექტებსა და საზაფხულო სკოლებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Azerbaijan's one-stop public service shop is driving up efficiency
- ↑ 2.0 2.1 «ASAN xidmət» на церемонии награждения ООН - oxu.az
- ↑ 3.0 3.1 3.2 Служба "ASAN" отмечает свое 2-х летие. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-07. ციტირების თარიღი: 2018-07-27.
- ↑ Ильхам Алиев принял участие в открытии Государственного агентства по услугам гражданам и социальным инновациям и центра номер 1 «ASAN xidmət» - president.az
- ↑ Ильхам Алиев принял участие в открытии Сумгайытского центра «ASAN xidmət» Государственного агентства по услугам гражданам и социальным инновациям
- ↑ Ильхам Алиев принял участие в открытии Сабирабадского регионального центра «ASAN xidmət» - 1news.az
- ↑ Состоялось открытие Бардинского регионального центра «ASAN xidmət»
- ↑ Передвижная служба «ASAN» начала предоставлять услуги в этих районах - oxu.az
- ↑ 2015 UNITED NATIONS PUBLIC SERVICE AWARDS WINNERS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-21. ციტირების თარიღი: 2018-07-27.
- ↑ В Баку начал работу Центр ASAN Kommunal
- ↑ e-Visa - для Азербайджана