დოდო აბაშიძე

საბჭოთა და ქართველი მსახიობი
(გადამისამართდა გვერდიდან აბაშიძე, დავით)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

დავით (დოდო) ივანეს ძე აბაშიძე (დ. 1 მაისი, 1924, ტფილისი — გ. 26 იანვარი, 1990, თბილისი) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1967).

დოდო აბაშიძე

მსახიობი დოდო აბაშიძე
დაბადების სახელი დავით აბაშიძე
დაბადების თარიღი 1 მაისი, 1924
ტფილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 26 იანვარი, 1990 (65 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1954–1988
შვილ(ებ)ი ზაზა აბაშიძე
მშობლები მამა: ივანე აბაშიძე
დედა: ნინო ანდრონიკაშვილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა მსახიობ ივანე აბაშიძისა და ნინო ანდრონიკაშვილის (ნატო ვაჩნაძის და) ოჯახში. ივანე აბაშიძე 1937 წელს დახვრიტეს. დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (1949) და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. განასახიერა გოდუნის (ბორის ლავრენიოვის „რღვევა“), გიორგის (ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“), როლერის (ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“) და სხვა როლები.

1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. შექმნა ბიჭიკოს („ჭრიჭინა“, 1954), აბდუშაჰილის („ბაში-აჩუკი“, 1956), დღვირის („თეთრი ქარავანი“, 1963), ალუდას („ხევსურული ბალადა“, 1965), ომარის („მაცი ხვიტია“, 1966), სოსანას („დიდი მწვანე ველი“, 1967), ალექსანდრეს („სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, 1969. პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, მინსკის საკავშირო კინოფესტივალი, 1970), მამამზე ერისთავის („დიდოსტატის მარჯვენა“, 1970), პოლიციის პრისტავის („ვერის უბნის მელოდიები“, 1973), ვარლამის („რაჭა, ჩემი სიყვარული“, 1977), სეთურის („დათა თუთაშხია“, 1977), გიორგის („ფესვები“, 1987) და სხვა სახეები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რეჟისორული ნამუშევრები

რედაქტირება

გადაღებულია ფილმებში

რედაქტირება

ახმოვანებს

რედაქტირება

წოდებები და ჯილდოები

რედაქტირება

წოდებები

რედაქტირება

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის

რედაქტირება

საუკეთესო რეჟისურა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება