ჩრდილოეთი მაკედონია

ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში
(გადამისამართდა გვერდიდან ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა)
ტერმინს „მაკედონია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მაკედონია (მრავალმნიშვნელოვანი).

ჩრდილოეთი მაკედონია (მაკედ. Северна Македонија), ოფიციალურად ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა (მაკედ. Република Северна Македонија) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში, სამხრეთ ევროპაში. არის იუგოსლავიის ერთ-ერთი მემკვიდრე ქვეყანა. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი 1993 წელს გახდა, თუმცა საბერძნეთთან უთანხმოების გამო, 1991-2019 წლებში მისი ოფიციალური სახელი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია (მაკედ. поранешна Југословенска Република Македонија) იყო.[6][7][8] ასევე მოიხსენიებდნენ აბრევიატურით: FYROM.

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა
Република Северна Македонија
ჩრდილოეთი მაკედონია
ჩრდილოეთ მაკედონიის
დროშა გერბი
დევიზი: Слобода или смрт
ჰიმნი: Денес Над Македонија
ჩრდილოეთ მაკედონიის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
სკოპიე
42°00′ ჩ. გ. 21°26′ ა. გ. / 42.000° ჩ. გ. 21.433° ა. გ. / 42.000; 21.433
ოფიციალური ენა მაკედონური[1][2]
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი სტევო პენდაროვსკი
 -  პრ.-მინისტრი ზორან ზაევი
 -  პარლამენტის სპიკერი ტალატ ჯაფერი
ფართობი
 -  სულ 25 713 კმ2 (148-ე)
 -  წყალი (%) 1.9
მოსახლეობა
 -  2011[3] შეფასებით 2 058 539 (146-ე)
 -  2002 აღწერა 2 022 547 
 -  სიმჭიდროვე 80,1 ად კაცი/კმ2 (122-ე)
მშპ (მუპ) 2012 შეფასებით
 -  სულ $22.147 მილიარდი[4] 
 -  ერთ მოსახლეზე $10 718[4] 
აგი (2011) 0.728[5] (მაღალი) (78-ე)
ვალუტა მაკედონური დენარი (MKD)
დროის სარტყელი UTC+01:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+02:00 (UTC)
ქვეყნის კოდი MKD
Internet TLD .mk
სატელეფონო კოდი 389

ჩრდილოეთ მაკედონიას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და ესაზღვრება შემდეგი ქვეყნები: ჩრდილო-დასავლეთიდან სერბეთი (კოსოვო), აღმოსავლეთიდან ბულგარეთი, სამხრეთიდან საბერძნეთი და დასავლეთიდან ალბანეთი.[9] ის მოიცავს ისტორიული მაკედონიის რეგიონის დიდ ნაწილს, რომლის დანარჩენი ნაწილები შედის საბერძნეთის და ბულგარეთის შემადგენლობაში. მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 2.06 მილიონ კაცს. ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქია სკოპიე, რომლის მოსახლეობაც 2002 წლის აღწერის მიხედვით შეადგენდა 506,926 კაცს. სხვა დიდი ქალაქებია: ბიტოლა, კუმანოვო, პრილეპი, ტეტოვო, ოჰრიდი, ველესი, შტიპი, კოჩანი, გოსტივარი, კავადარცი და სტრუმიცა. ჩრდილოეთ მაკედონიაში არის დაახლოებით 50 ტბა და 2000 მეტრზე მაღალი 16 მთა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეთნიკურად მაკედონელები არიან. ეთნიკურ უმცირესობებს შორის რაოდენობით ლიდერობს ალბანელები (25%-ით); შემდეგ მოდიან: თურქები, ბოშები, სერბები, ბოსნიელები და არომანები.

მმართველობის მხრივ არის უნიტარული საპარლამენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა; არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მსოფლიო ბანკის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, ნატოს წევრი 2020 წლიდან და 2005 წლიდან ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი. აგრეთვე არის განვითარებული ქვეყანა, რომელიც ადამიანთან განვითარების ინდექსით 82-ე ადგილზეა.

სახელწოდება

რედაქტირება

ქვეყნის დასახელება მოდის ბერძნული სახელწოდებიდან: Μακεδονία (მაკედონია),[10][11] ასევე ეწოდებოდა ამ ტერიტორიაზე მოგვიანებით წარმოქმნილ სახელმწიფოს, ხოლო შემდგომში რეგიონს. დასახელება Μακεδόνες (მაკედონიელები) მომდინარებს ანტიკური ბერძნულის ზედსართავისგან - μακεδνός (მაკედნოს), რაც ნიშნავს „მაღალს, წვრილს“,[12] ასევე არის ვერსია, რომ დასახელება თავიდან აღნიშნავდა „მთიელს“ ან „მაღალს“,[11][13][14] რაც შესაძლებელია მომდინარეობდეს, ანტიკური მაკედონიელების ფიზიკური მახასიათებლის ან მათი მაღალმთიანი საცხოვრებელი ადგილების გამო.

1991 წელს კომუნისტური იუგოსლავიის დაშლის შემდეგ გამოცხადდა მაკედონიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. იგი იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკებს შორის შემავალი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომლის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას ბელგრადის წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე 500 ამერიკელი ჯარისკაცი გაიგზავნა გაეროს მანდატით მშვიდობის შესანარჩუნებლად. პრეზიდენტმა კირო გლიგოროვმა შეძლო ჩამოეყალიბებინა კარგი ურთიერთობები ბელგრადთან და სხვა რესპუბლიკებთან. მაკედონია — ამ სახელის წინააღმდეგ გაილაშქრა საბერძნეთმა, ვინაიდან მისი ჩრდილოეთი ოლქი, რომლის ცენტრია სალონიკი, ატარებს იგივე სახელს. აღსანიშნავია, რომ ისტორიული მაკედონიის ტერიტორია სამი მეზობელი სახელმწიფოს — საბერძნეთის, ბულგარეთის და დღევანდელი ჩრდილოეთი მაკედონიის მიწებს მოიცავდა.

გეოგრაფია

რედაქტირება
 

ქვეყანა მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. საერთო ფართობი შეადგენს 25,7132-ს და მოქცეულია ჩრდლოეთის 40° და 43° პარალელებსა და აღმოსავლეთის 20° და 23° მერიდიანებს შორის. საზღვრის მთლიანი სიგრძეა 748 კმ, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია ჩემდეგ ქვეყნებთან იზიარებს: ჩრდილოეთით სერბეთი (62 კმ), ჩრდილო-დასავლეთით კოსოვო (159 კმ), აღმოსავლეთით ბულგარეთი (148 კმ), სამხრეთით საბერძნეთი (228 კმ), და დასავლეთით ალბანეთი (151 კმ). არის მაკედონიის ოლქის ნაწილი.

ჩრდილოეთ მაკედონიას არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი. მის სამხრეთ ნაწილში ვხვდებით სამ დიდი ტბას: ოჰრიდის, პრესპისა და დოირანის ტბებს. ოჰრიდი ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძველ ტბად და ბიოტოპად.[15] რეგიონი სეისმურად აქტიურია; წარსულში აქ არაერთი დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. განსაკუთრებით გამანადგურებელი იყო 1963 წელს მომხდარი მიწისძვრა, როცა სკოპჯე ძირითადი რყევებით მნიშვნელოვნად დაზიანდა: დაიღუპა 1,000-ზე მეტი ადამიანი.

ქვეყანაში ვხვდებით სარის მთიანეთს,[16][17] რომელიც გრძელდება დასავლეთ ვარდარის/პელაგონიის მთების ჯგუფამდე (ბაბა, ნიდჟე, იაკუბიცა). აგრეთვე ვხვდებით ოსოგოვო-ბელასიცას მთიანეთს (აგრეთვე ცნობილია, როგორც როდოპები). მდინარეები ჩაედინება სამ სხვადასხვა აუზში: ეგეოსის, ადრიატიკის და შავი ზღვის აუზებში.[18] მათგან უდიდესია ეგეოსის აუზი. იგი ფარავს ჩრდილოეთ მაკედონიის 87%-ს, რაც 22,075 კმ2-ის ტოლია. ვარდარი, აუზის უდიდესი მდინარე, შენაკადებით ფარავს 20,459 კმ2-ის ტოლ ტერიტორიას. მისი ხეობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკასა და საკომუნიკაციო სისტემაში. ვარდან-ვალეის პროექტი უმნიშვნელოვანესადაა მიჩნეული ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისთვის. მდინარე შავი დრინი ქმნის ადრიატიკის აუზს, რომელიც ფარავს 3,320 კმ2 ტერიტორიას. იგი წყალს ტბებიდან, პრეპსადან და ოჰრიდიდან იღებს. ყველაზე პატარა აუზია შავი ზღვის აუზი, რომელიც მხოლოდ 37 კმ2 ტერიტორიას. იგი ფრავს სკოპსკა-ცრნა-გორა ჩრდილოეთ ნაწილს. აღნიშნული აუზი არის მდინარე ბინაჩკა მორავას წყარო, რომელიც ჯერ მორავას, ხოლო შემდეგ დუნაის უერთდება და ბოლოს შავ ზღვაში ჩაედინება.

 
ჩრდილოეთ მაკედონიის რუკა კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით

ქვეყანაში ოთხი განსხვავებული სეზონი გვხვდება თბილი და მშრალი ზაფხულით და ზომიერად ცივი და თოვლიანი ზამთრით. მთელი წლის განმავლობაში აღნიჭნული ტემპერატურის დიაპაზონი მერყეობს −20° C-დან (ზამთარში), 40° C- მდე (ზაფხულში). ზამთრის დაბალ ტემპერატურაზე გავლენას ახდენს ჩრდილოეთის ქარი, ხოლო ზაფხულის პერიოდში ცხელი სეზონი წარმოიქმნება ეგეოსის ზღვის სუბტროპიკული წნევის და შუა აღმოსავლეთის კლიმატის გავლენის შედეგად, ეს უკანასკნელი კი მშრალი პერიოდების წარმოქმნის მიზეზი ხდება ხოლმე.[19] ქვეყანაში სულ სამი ძირითადი კლიმატური ზონაა: ჩრდილოეთ ნაწილი ზომიერად კონტინენტური კლიმატით, სამხრეთ ნაწილი ხმელთაშუა ზღვის კლიმატით და შედარებით მაღალმთიანი ადგილები ალპური კლიმატით.[20] მდინარეების ვარდარისა და სტრიმიკის ხეობების გასწვრივ, გევგელგიის, ვალანდოვოს, დოირანის, სტრუმისა და რადოვიშის რაიონებში, ვხვდებით ზომიერ ხმელთაშუა ზღვის კლიმატს. ყველაზე ცხელი რეგიონებია დემირ-კაპია და გევგელიჯა, სადაც ტემპერატურა ივლისსა და აგვისტოში დაახლოებით 40 გრადუსს აღწევს.[21]

საშუალო წლიური ნალექის ოდენობა მერყეობს 1700 მმ-დან (დასავლეთ მთიანეთში) 500 მმ-მდე (აღმოსავლეთ მხარეში). ვარდარის ხეობაში ნალექების დაბალი ოდენობა (500 მმ წელიწადში) ფიქსირდება.[19] კლიმატი და სარწყავად მრავალფეროვანი გარემო საშუალებას იძლევა გაშენდეს სხვადასხვა ტიპის მცენარეები, მათ შორის ხორბალი, სიმინდი, კარტოფილი, ყაყაჩოები, არაქისი და ბრინჯი.[22]

სახელმწიფო

რედაქტირება
  • სახელმწიფო სისტემა: დემოკრატიული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი გეორგე ივანოვი.
  • მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი.
  • საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი - სობრანიე (120 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: 123 მუნიციპალიტეტი (opstina).

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
 
ჩრდილოეთ მაკედონიის სტატისტიკური რეგიონები

ჩრდილოეთი მაკედონია შედგება შემდეგი 8 სტატისტიკური რეგიონისგან:

2004 წლის მიხედვით, სტატისტიკური რეგიონები დაყოფილია 84 თემად.

დემოგრაფია

რედაქტირება
ეთნიკური ჯგუფები (2002)
მაკედონიელები
  
64.2%
ალბანელები
  
25.2%
თურქები
  
3.9%
ბოშები
  
2.7%
სერბები
  
1.8%
ბოსნიელები
  
0.8%
არომანები
  
0.5%
სხვა
  
1.0%
ზემოთ მოცემულ ცხრილში (მრგვალი ფიგურები) ნაჩვენებია მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა 2002 წლის აღწერის მიხედვით:[23]
 
ძირითადი ეთნიკური ჯგუფები, 2002.

ბოლო აღწერა 2002 წელს ჩატარდა რის მიხედვითაც ჩრდილოეთ მაკედონიის მოსახლეობა შეადგენდა 2 022 547 მაცხოვრებელს.[23] ხოლო ბოლო ოფიციალური მონაცემები ეკუთვნის 2009 წელს რის მიხედვითაც მოსახლეობა არის დაახლოებით 2 050 671 ადამიანი.[24] ბოლო აღწერის მონაცემებით, ქვეყანაში ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს მაკედონიელები ქმნიან. მეორე უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ ალბანელები, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არიან კონცენტრირებულნი. მათ მოჰყვება თურქები, რომელთა რაოდენობა ბოლო აღწერის მიხედვით, ოფიციალურად, არის დაახლოებით 80,000, ხოლო არაოფიციალური რაოდენობა დაახლოებით 170,000-200,000 შორისაა. ზოგი არაოფიციალური კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ბოშების რაოდენობა 260,000-სს აღწევს და აჭარბებს კიდეც.[25]

ჩრდილოეთ მაკედონიაში ყველაზე გავრცელებული რელიგიაა აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ქრისტიანობა, რომელსაც მთლიანი მოსახლეობის 65% მისდევს (მათი უმრავლესობა მაკედონიური მართლმადიდებლური ეკლესიაში ირიცხება). მოსახლეობის 33.3% -ს შეადგენენ მუსლიმები. ევროპის მასშტაბით, ჩრდილოეთ მაკედონიაში ვხვდებით მუსლიმთა ყველაზე მაღალ პროცენტულ მაჩვენებელს კოსოვოს (96%),[26] თურქეთის (90%),[27] ალბანეთისა (59%)[28] და ბოსნია და ჰერცეგოვინას (51%) შემდეგ.[29] მუსლიმთა უმეტეს ნაწილს წარმოადგენენ ალბანელები, თურქები და ბოშები; აგრეთვე ვხვდებით ტორბეშებსაც.

2011 წლის ბოლოს ქვეყანაში სულ 1,842 ეკლესია და 580 მეჩეთი იყო.[30] მართლმადიდებლურ და ისლამურ რელიგიურ საზოგადოებებს გააჩნიათ საშუალო სკოლები დედაქალაქ სკოპიეში. აგრეთვე, დედაქალაქში ვხვდებით მართლმადიდებლურ თეოლოგიურ კოლეჯს. მაკედონიის მართლმადიდებლურ ეკლესიას 10-ზე მეტ პროვინციაში გააჩნია იურისდიქცია (ქვეყანაში შვიდი და სამი საზღვარგარეთ), ჰყავს 10 ეპისკოპოსი და დაახლოებით 350 მღვდელი. ყოველწლიურად, ყველა პროვინციაში ერთად, 30,000 ადამიანი ინათლება.

ქვეყანაში ვხვდებით მცირე პროტესტანტულ საზოგადოებასაც. ჩრდილოეთ მაკედონიის ყველაზე ცნობილი პროტესტანტია გარდაცვლილი პრეზიდენტი ბორის ტრაიკოვსკი. ის იყო XIX საუკუნის ბოლო პერიოდით დათარიღებული მეთოდისტური საზოგადოებიდან, რომელიც არის რესპუბლიკის ყველაზე დიდი და უძველესი პროტესტანტული ეკლესია. 1980-იანი წლებიდან პროტესტანტული საზოგადოება თანდათან იზრდება.

ეკონომიკა

რედაქტირება

ტურიზმი ჩრდილოეთ მაკედონიაში ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი სექტორია. ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობების სიუხვე ჩრდილოეთ მაკედონიას ტურისტულად საკმაოდ მიმზიდველს ხდის. ყოველწლიურად, ჩრდილოეთ მაკედონია საშუალოდ 700 000 ტურისტს იღებს.[31]

 
ფილიპე II მაკედონელის სახელობის ეროვნული არენა

ჩრდილოეთ მაკედონიაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებია ფეხბურთი და ხელბურთი. ქვეყნის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს მართავს ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაცია. ნაკრების საშინაო სტადიონია ფილიპე II მაკედონელის სახელობის ეროვნული არენა. 2003 წლის ნოემბერში, უეფას იუბილეს აღსანიშნავად, დარკო ფანჩევი შეირჩა მაკედონიის ოქროს მოთამაშედ (გასული 50 წლის საუკეთესო სპორტსმენად).[32] დარკო ფანჩევი იყო 1991 წლის ოქროს ბუცის მფლობელი; მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა 1991 წლის ევროპის თასის ფინალში გატანილი პენალტი, რომელმაც ცვერნა ზვეზდას ბოლო 50 წლის განმავლობაში პრესტიჟული ევროპული თასი მოაგებინა.

ხელბურთი არის ქვეყნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გუნდური სპორტი. 2002 წელს კომეტალ სკოპემ მოიგო ევროპის ქალთა ჩემპიონთა ლიგა (ევროპის თასი). 2008 წელს ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარდა ევროპის ხელბურთის ქალთა ჩემპიონატი. ის ადგილები, სადაც ტურნირი გაიმართა, განთავსებული იყო სკოპიესა და ოჰრიდში; ეროვნულმა ნაკრებმა ჩემპიონატი მე-7 ადგილით დაასრულა. აგრეთვე, მაკედონური კლუბები წარმატებით ასპარეზობენ ევროპის ჩემპიონატებში. RK ვარდარმა 2016–17 და 2018–19 წლების ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო, ხოლო კომეტელ-ჯორჟე-პეტროვს-სკოპიმმა - 2002 წელს ევროპის ქალთა ჩემპიონატი.

ჩრდილოეთ მაკედონიას საერთაშორისო საკალათბუეთო ტურნირებზე მაკედონიის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები წარადგენს. გუნდს მართავს ჩრდილოეთ მაკედონიის კალათბურთის ფედერაცია, ქვეყანაში კალათბურთის მმართველი ორგანო, რომელიც შეიქმნა 1992 წელს, ხოლო ფიბას 1993 წელს შეუერთდა. ამ პერიოდიდან, ქვეყნის ნაკრებმა სამჯერ მიიღო მონაწილეობა ევრობასკეტში; მათგან საუკეთესო შედეგი, მე-11 ადგილი, 2011 წელს დააფიქსირეს. ნაკრები საშინაო შეხვედრებს თამაშობს სკოპიეში მდებარე ბორის ტრეიკოვსკის არენაზე. პერო ანტიჩი პირველი მაკედონიელია, რომელმაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ითამაშა; მას აგრეთვე მოგებული აქვს სამი ევრილიგის თასი.

ზაფხულის თვეებში, ოჰრიდში, ყოველწლიურად ტარდება საცურაო მარათორის ოჰრიდის ტბაზე, ხოლო ზამთრის თვეებში ქვეყანაში სხვადასხვა ტერიტორიაზე ტარდება ჩემპიონატი თხილამურებით სრიალში. ჩრდილოეთ მაკედონია აგრეთვე მონაწილეობს ოლიმპიურ თამაშებშიც. ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ საკითხებს ორგანიზებას უკეთებს ჩრდილოეთ მაკედონიის ოლიმპიური კომიტეტი.[33] 2002 წლის ზამფუხლის ოლიმპიადაზე მაგომედ იბრაგიმოვი მაკედონიის FYR-ისთვის ასპარეზობდა თავისუფალ ჭიდაობაში (85კგ წონით კატეგორიაში); ოლიმპიადა მან ბრინჯაოს მედლით დაასრულა; აღნიშნული მედალი იყო დამოუკიდებელი ჩრდილოეთ მაკედონიის პირველი მედალი.

მემკვიდრეობა

რედაქტირება
  • ღირსშესანიშნაობანი - ძველბერძნული ქალაქის ჰერაკლეის ნანგრევები; მეფე სამუილის ციხე-სიმაგრე (XI ს.); სტრუმნიცის ციხე (XI ს.); წმ. სოფიის ბაზილიკა ოხრიდში (XI ს.); წმ. მიხეილის ეკლესია ლესნოვოში; ოჰრიდი და მისი ტბები.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Article 7 of the Constitution of the Republic of Macedonia
  2. „Languages Law passed in Parliament“. macedoniaonline.eu. 26 July 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 27 July 2008. ციტატა: „Using the Badenter principles, the Parliament had passed the use of languages law that will touch all ethnicities in Macedonia. The law doesn't allow for use of Albanian or any other minority language as a second official language on Macedonia's territory.“
  3. Population from the State Statistical Office.
  4. 4.0 4.1 Report for Selected Country. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 9 October 2012.
  5. CIA – The World Factbook – Field Listing :: Distribution of family income – Gini index. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივნისი 2007. ციტირების თარიღი: 31 December 2010.
  6. United Nations, A/RES/47/225, 8 აპრილი 1993
  7. UN resolutions made on 1993. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-27. ციტირების თარიღი: 2014-01-03.
  8. Делегација на Европската Унија во поранешна Југословенска Република Македонија. ციტირების თარიღი: 01-10-2013.
  9. The Republic of Macedonia – BASIC FACTS, მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
  10. Μακεδονία, Henry George Liddell, Robert Scott, A Greek-English Lexicon, on Perseus
  11. 11.0 11.1 Macedonia, Online Etymology Dictionary
  12. μακεδνός, Henry George Liddell, Robert Scott, A Greek-English Lexicon, on Perseus
  13. Eugene N. Borza, Makedonika, Regina Books, ISBN 0-941690-65-2, p.114: The "highlanders" or "Makedones" of the mountainous regions of western Macedonia are derived from northwest Greek stock; they were akin both to those who at an earlier time may have migrated south to become the historical "Dorians".
  14. Nigel Guy Wilson, Encyclopedia of Ancient Greece, Routledge, 2009, p.439: The latest archaeological findings have confirmed that Macedonia took its name from a tribe of tall, Greek-speaking people, the Makednoi.
  15. Macedonian Ministry of Environment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 January 2008. ციტირების თარიღი: 28 April 2010.
  16. Encyclopædia Britannica. „Britannica's article about Sar Mountains“. Britannica.com. ციტირების თარიღი: 28 April 2010.
  17. Sar Mountains on the Euratlas map of the Europe's most significant mountain ranges. Euratlas.com. ციტირების თარიღი: 28 April 2010.
  18. Macedonia. Mymacedonia.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ოქტომბერი 2010. ციტირების თარიღი: 25 January 2010.
  19. 19.0 19.1 (Georgieva & Konechni 1998, p. 2)
  20. (Georgieva & Konechni 1998, p. 31).
  21. Zikov, Mihailo (1995). Клима и климатска регионализација во Република Македонија, "Географски разгледи" (mk). Skopje. 
  22. (Georgieva & Konechni 1998, p. 2)
  23. 23.0 23.1 Census of Population, Households and Dwellings in the Republic of Macedonia, 2002 – Book XIII, Skopje, 2005.. State Statistical Office of the Republic of Macedonia.
  24. Macedonia - State Statistical Office. www.stat.gov.mk.
  25. [1] UNDP's Regional Bureau for Europe დაარქივებული 25 March 2009 საიტზე Wayback Machine.
  26. CIA The World Factbook: Kosovo. CIA.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 24 November 2016.
  27. Türkiye'deki Ateist Nüfus Hızla Artıyor. onedio.com. ციტირების თარიღი: 31 January 2016.
  28. Presentation of the main results of the Census of Population and Housing 2011.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 March 2017. ციტირების თარიღი: 15 August 2014.
  29. CIA The World Factbook: Bosnia and Herzegovina. CIA.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი 2018. ციტირების თარიღი: 24 November 2016.
  30. „Во Македонија има 1.842 цркви и 580 џамии“ (Macedonian). Dnevnik. 28 December 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 January 2012. ციტირების თარიღი: 28 December 2011.
  31. 101 facts about Macedonia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-06. ციტირების თარიღი: 2014-01-03.
  32. [2] დაარქივებული 17 March 2005 საიტზე Wayback Machine.
  33. IOC approve name change to North Macedonia National Olympic Committee.