შტიპი (მაკედ. Штип) — ქალაქი ჩრდილოეთ მაკედონიის აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ რეგიონში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 43 652 კაცი.

ქალაქი
შტიპი
მაკედ. Штип

შტიპის პანორამა
დროშა გერბი

ქვეყანა ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდილოეთი მაკედონია
რეგიონი აღმოსავლეთი
თემი შტიპი
კოორდინატები 41°44′00″ ჩ. გ. 22°11′00″ ა. გ. / 41.73333° ჩ. გ. 22.18333° ა. გ. / 41.73333; 22.18333
პირველი ხსენება I საუკუნე
ადრეული სახელები ასტიბო
ფართობი 13.5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 300
მოსახლეობა 43 652[1] კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი (+389) 032
საფოსტო ინდექსი 2000
საავტომობილო კოდი ŠT
ოფიციალური საიტი stip.gov.mk
შტიპი — ჩრდილოეთი მაკედონია
შტიპი

შტიპი მაკედონიის ერთ-ერთი ისტორიული ქალაქია. იგი ისტორიულ დკუმენტებში პირველად მოიხსენიება I საუკუნეში ასტიბოს სახელით. მოგვიანებით ბულგარელმა სლავებმა უწოდეს შტიპი. IX საუკუნიდან ქალაქი ბულგარეთის შემადგენლობაშია. მომდევნო საუკუნეებში ქალაქი ბიზანტიელების და სერბეთის (1330 წლის შემდეგ) ხელშია. XIV საუკუნიდან 1912 წლამდე კი ოსმალეთის იმპერიის კუთვნილებაა. ოსმალებმა მას ისტიპი (იშტიპი) უწოდეს. XIX საუკუნეში ქალაქი ოსმალური ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრია. 1812 წელს ბალკანეთის პირველი ომის დროს ქალაქი ბულგარელებმა გაათავისუფლეს ოსმალებისაგან, ხოლო 1913 წელს ბალკანეთის მეორე ომის შედეგად სერბეთის ხელში გადავიდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება