ტეტოვო
ტეტოვო (მაკედ. Tetovo; ალბ. Tetova) — ქალაქი ჩრდილოეთ მაკედონიის პოლოგის რეგიონში. მდებარეობს შარ-პლანინას მთისწინეთში. მოსახლეობა — 52 915 კაცი (2002).
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტეტოვო მაკედ. Tetovo; ალბ. Tetova | |||||
ტეტოვოს ხედი | |||||
| |||||
ქვეყანა | ჩრდილოეთი მაკედონია | ||||
რეგიონი | პოლოგი | ||||
კოორდინატები | 42°00′00″ ჩ. გ. 20°58′00″ ა. გ. / 42.00000° ჩ. გ. 20.96667° ა. გ. | ||||
პირველი ხსენება | XIV საუკუნე | ||||
ადრეული სახელები | კალკანდელენი | ||||
ფართობი | 1 068 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 468 მ | ||||
მოსახლეობა | 52 915 კაცი (2002) | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ალბანელები - 54,61 % მაკედონელები - 35,07 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 044 | ||||
საფოსტო ინდექსი | 1200 | ||||
ოფიციალური საიტი | tetovo.gov.mk | ||||
ისტორია
რედაქტირებაქალაქი XIII საუკუნეში დაარსდა, როგორც მცირე მართლმადიდებლური დასახლება ღვთისმშობლის ეკლესიის გარშემო და ეწოდებოდა ხტეტოვო. XIV საუკუნეში ტეტოვო, ისევე როგორც მთელი ჩრდილოეთი მაკედონია, დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ. მუსულმანური მოსახლეობის ზრდამ გამოიწვია ქალაქში მეჩეთების, აბანოებისა და ბაზრების მომრავლება. ტეტოვო გახდა ადგილობრივი მიწათმფლობელებისა და ოსტატების მთავარი სავაჭრო ცენტრი. თურქების ბატონობის პერიოდში ტეტოვოს ეწოდებოდა კალკანდელენი. 1912 წელს ბალკანეთის პირველი ომის შემდეგ ტეტოვო სერბეთის ხელში გადავიდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მართავდა იტალია და მისი მარიონეტი ალბანეთის რეჟიმი.