ტორბეშები
ტორბეშები (მაკედ. торбеши, ლათ. torbeš) — მაკედონელი ხალხის სუბეთნოსი, სლავურენოვანი მუსლიმანები. ტორბეშთა უმცირესობა ცხოვრობს მაკედონიასა და კოსოვოში. საუბრობენ მაკედონურ ენაზე. მათი რიცხვი სავარაუდოდ დაახლოებით 120 000-დან 200 000-მდე კაცს შეადგენს.
ტორბეშებს მაკედონელებისა და სერბებისაგან მათი რელიგიური კუთვნილების გამო განასხვავებენ, ხოლო ამავე რეგიონში მცხოვრები თურქებისა და ალბანელებისაგან კი ენობრივად.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- გორანები – ლიტერატურაში მათ ზოგჯერ ტორბეშებთან აიგივებენ.
- პომაკები – მუსლიმი ბულგარელები
- ბერძენი მუსლიმები