ჩრდილოეთ მაკედონიის ტურიზმი
ტურიზმი ჩრდილოეთ მაკედონიაში ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი სექტორია. ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობების სიუხვე მაკედონიას ტურისტულად საკმაოდ მიმზიდველს ხდის.
ყოველწლიურად, ჩრდილოეთ მაკედონია საშუალოდ 700 000 ტურისტს იღებს.[1]
სტატისტიკა
რედაქტირებაქვეყანაში ვიზიტორთა რიცხვის მუდმივი მატების ტენდენცია შეიმჩნევა. 2008 წლის იანვარ-მარტში, შიდა ტურისტების რიცხვი 23,5%-ით გაიზარდა წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამევე დროს, 2008 წელს, უცხოელ ტურისტთა რაოდენობა 2007 წელთან შედარებით 44,7%-ით გაიზარდა.[2] 2007 წელს, ოჰრიდის ტბამ სულ 250 000 ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი მიიღო.[3]
2009 წლის თებერვალში, ჩრდილოეთ მაკედონიას 28 000 ტურისტი ეწვია, წინა წლის იგივე თვის მაჩვენებელზე 3,2%-ით მეტი. ამავე წელს, უცხოელ ტურისტთა რიცხვი 8%-ით გაიზარდა.[4]
2009 წლის ზაფხული საუკეთესო სეზონი აღმოჩნდა ქალაქ დოირანისთვის, რომელმაც წინა წლის მაჩვენებელი 12,5%-ით გააუმჯობესა და 135 000 ვიზიტორი მიიღო.[5]
2010 წლის მაისში, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ტურისტთა ოდენობამ 0,8%-ით მოიმატა, 2011 წლის პირველ ნახევარში კი 25%-ით.[6]
2012 წლის პირველ ოთხ თვეში, ჩრდილოეთ მაკედონიაში ტურისტთა რაოდენობამ 130 083-ს მიაღწია, რითაც წინა წლის მაჩვენებელი 4,6%-ით გაიზარდა.[7]
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაჩრდილოეთ მაკედონიის ყველაზე პოპილარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა:
- სკოპიე — ქვეყნის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი.
- ქალაქი ოჰრიდი — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
- ბიტოლა — ჩრდილოეთ მაკედონიის მეორე უდიდესი ქალაქი, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში.
- შტიპი — აღმოსავლეთ მაკედონიის უდიდესი ქალაქი.
ქვეყანაში შექმნილია სამი ეროვნული პარკი და 33 ბუნების ნაკრძალი, რომლებიც ტურისტებს შორის ასევე პოპულარულია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- National Macedonian Tourism Portal
- Travel 2 Macedonia Tourism Portal დაარქივებული 2020-02-03 საიტზე Wayback Machine.
- მაკედონია, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 101 facts about Macedonia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-06. ციტირების თარიღი: 2012-08-02.
- ↑ State Statistical Office of the Republic of Macedonia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-22. ციტირების თარიღი: 2012-08-02.
- ↑ Southeast European Times
- ↑ MINA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-15. ციტირების თარიღი: 2012-08-02.
- ↑ Mina. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-15. ციტირების თარიღი: 2012-08-02.
- ↑ State Statistical Office of Macedonia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-22. ციტირების თარიღი: 2012-08-02.
- ↑ „Macedonia's 4-mo Tourist Numbers Rise 4.6% Y/Y - Table“ (English). Skopje: SeeNews. 13 June 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 19 June 2012.