გაერთიანებული სამეფო

კუნძულოვანი სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში
(გადამისამართდა გვერდიდან შეერთებული სამეფო)

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ცნობილი როგორც გაერთიანებული სამეფო (UK ან U.K.)[10] ან დიდი ბრიტანეთისუვერენული სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. მოიცავს კუნძულ დიდი ბრიტანეთს, კუნძულ ირლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს და მრავალ პატარა კუნძულს.[11] მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს — ირლანდია. სახმელეთო საზღვრების გარდა, დიდი ბრიტანეთი გარშემორტყმულია ატლანტის ოკეანით, აღმოსავლეთით - ჩრდილოეთის ზღვით, სამხრეთით - ლა-მანშის სრუტითა და სამხრეთ-დასავლეთით - კელტების ზღვით. დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას ერთმანეთისგან ირლანდიის ზღვა ჰყოფს. ქვეყანა საფრანგეთს უკავშირდება ევროგვირაბით. გააჩნია მსოფლიოში მე-12 ყველაზე გრძელი სანაპირო ზოლი. ფართობი – 240,000 კმ2

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
United Kingdom of Great Britain and Northern Ireland
გაერთიანებული სამეფო
A flag featuring both cross and saltire in red, white and blue გაერთიანებული სამეფოს Coat of arms containing shield and crown in centre, flanked by lion and unicorn
დროშა
ჰიმნი: „God Save the King“[1]
Two islands to the northwest of continental Europe. Highlighted are the larger island and the northeastern fifth of the smaller island to the west.
Two islands to the northwest of continental Europe. Highlighted are the larger island and the northeastern fifth of the smaller island to the west.
გაერთიანებული სამეფოს მდებარეობა ევროპაში
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ლონდონი
51°30′ ჩ. გ. 0°07′ დ. გ. / 51.500° ჩ. გ. 0.117° დ. გ. / 51.500; -0.117
ოფიციალური ენა ინგლისური
აღიარებული რეგიონული ენები შოტლანდიური, ოლსტერულ-შოტლანდიური, უელსური, კორნული, ირლანდიური, შოტლანდიურ-გელური[2]
ეთნიკური ჯგუფები (2011)
ეთნოქორონიმი ბრიტანელი, ბრიტონი
მთავრობა საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქია
 -  მონარქი ჩარლზ III
 -  პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი
საკანონმდებლო ორგანო პარლამენტი
 -  ზედა პალატა ლორდთა პალატა
 -  ქვედა პალატა თემთა პალატა
ფორმირება
 -  უნიის აქტი 1707 1 მაისი, 1707 
 -  უნიის აქტი 1800 1 იანვარი, 1801 
 -  ანგლო-ირლანდიური
ხელშეკრულება
6 დეკემბერი, 1922 
ფართობი
 -  სულ 242,495[4] კმ2 (78-ე)
 -  წყალი (%) 1.34
მოსახლეობა
 -  2020 შეფასება 67 886 004[5] (22-ე)
 -  2011 აღწერა 63 182 178[6] (22-ე)
 -  სიმჭიდროვე 270.7 კაცი/კმ2 (50-ე)
მშპ (მუპ) 2019 შეფასება
 -  სულ $3.131  ტრილიონი[7] (მე-9)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $46 827[7] (26-ე)
მშპ (ნომინალი) 2019 შეფასება
 -  სულ $2.744[7] ჯინის წელი = 2018 (მე-6)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $41 030[7] (მე-20)
ჯინიpositive decrease 33.5[8]
საშუალო · 33-ე
აგი (2018) 0.920[9]
ძალიან მაღალი · მე-15
ვალუტა გირვანქა სტერლინგი (GBP)
სასაათო სარტყელი UTC±00:00 (UTC​)
 -  ზაფხული (DST) UTC+01:00 (UTC+1)
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ 
მოძრაობა მარცხენა
სატელეფონო კოდი +44
ინტერნეტ-დომენი .uk

მმართველობის მხრივ არის უნიტარული საპარლამენტო დემოკრატია და კონსტიტუციური მონარქია.[12][13] ამჟამინდელი მონარქია მეფე ჩარლზ III. დედაქალაქი არის ლონდონი, გლობალური ქალაქი და ფინანსური ცენტრი 10.3 მილიონი მცხოვრებით.[14]

გაერთიანებულ სამეფოში შედის ოთხი ქვეყანა: ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია.[15] მათი დედაქალაქები, შესაბამისად, არის: ლონდონი, ედინბურგი, კარდიფი და ბელფასტი. ინგლისის გარდა, ქვეყნებს აქვთ თავიანთი ჩამოყალიბებული მთავრობები,[16] თითოეული განსხვავებული უფლებამოსილებით.[17][18] სხვა ძირითად ქალაქებს მიეკუთვნება: ბირმინგემი, გლაზგო, ლიდზი, ლივერპული და მანჩესტერი.

ახლომდებარე მენი, გერნზი და ჯერზი გაერთიანებულ სამეფოს არ ეკუთვნის; ისინი წარმოადგენენ სამეფოს დაქვემდებარებაში მყოფ გვირგვინის მიწებს, რომელთა წარმომადგენელი და მცველი დიდი ბრიტანეთის მთავრობაა.[19] ბრიტანეთის გავლენა მკაფიოდ შეინიშნება მისი ყოფილი კოლონიების ენაში, კულტურასა და პოლიტიკურ სისტემაში.[20][21][22][23][24] ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტით, გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა მსოფლიოში მე-6 უდიდესია, ხოლო მთლიანი შიდა პროდუტის (PPP) მიხედვით მე-9 ადგილს იკავებს. გააჩნია მაღალშემოსავლიანი ეკონომიკა და ადამიანის განვითარების ინდექსის ძალიან მაღალი რეიტინგი (მსოფლიოში მე-14 ადგილი). იყო მსოფლიოში პირველი ინდუსტრიული ქვეყანა და უპირველესი ძალა XIX-XX საუკუნეების დასაწყისში.[25][26] დიდი ბრიტანეთი რჩება დიდ ძალად, საერთაშორისო მასშტაბის მნიშვნელოვანი ეკონომიკური, კულტურული, სამხედრო, სამეცნიერო და პოლიტიკური გავლენით.[27][28] არის ბირთვული კლუბის წევრი; სამხედრო ხარჯების მიხედვით იკავეს მსოფლიოს მე-6 პოზიციას.[29] 1946 წლის პირველი სესიიდან მოყოლებული, არის გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი.

გაერთიანებული სამეფო არის ერთა თანამეგობრობის, ევროპის საბჭოს, დიდი შვიდეულის, დიდი ოცეულის, ნატოს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ინტერპოლის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოწინავე წევრი. იგი 1973 წლის 1 იანვრიდან, 47 წლის განმავლობაში, 2020 წლის 31 იანვრამდე იყო ევროკავშირის წევრი.

სახელწოდება

რედაქტირება
  • ოფიციალური: ქართულად — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; ინგლისურად - UK; United Kingdom; United Kingdom of Great Britain and Northern Ireland.
  • ეტიმოლოგია — დიდი ბრიტანეთი (Great Britain) კუნძულებს ჰქვია. სახელი ბრიტების ტომისაგან მომდინარეობს. ეთნონიმის მნიშვნელობაა „დახატული“, რაც კუნძულების უძველეს მცხოვრებთა სხეულის მოხატვის (ტატუირების) ტრადიციას უნდა უკავშირდებოდეს. ასევე შესაძლებელია სახელი აიხსნას კელტური ქალღმერთის — ბრიგიდის სახელის მიხედვით.
  • ქვეყნის კოდი — GB.
 
შოტლანდიის პარლამენტის შენობა

XV საუკუნის ბოლოს ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო. 1707 წელს მიღებული იქნა აქტი ინგლისისა და შოტლანდიის კავშირის შესახებ, 1801 წელს გაერთიანდა ბრიტანეთი და ირლანდია. 1918 წელს ჩრდილოეთი ირლანდია ინკორპორირებულ იქნა გაერთიანებულ სამეფოში. 1931 წელს — შეიქმნა ბრიტანეთის თანამეგობრობა, რომელიც 54 ქვეყანას (ყოფილ დომინიონებსა და კოლონიებს) აერთიანებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ბრიტანეთის იმპერიის დაშლა. უკანასკნელ წლებში შოტლანდიისა და უელსის მოსახლეობა აქტიურად ითხოვდა საკუთარი პარლამენტების შექმნას. ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის კათოლიკური ნაწილი კი მოითხოვს შეერთებას ირლანდიის რესპუბლიკასთან. ამან გამოიწვია სამეფოს ამ ნაწილში სამოქალაქო ომის დაწყება 1961 წელს. 1994 წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა პრობლემის საბოლოო მოწესრიგებამდე ალბათ ჯერ კიდევ შორია. 1993 წელს რატიფიცირებულ იქნა მაასტრიხტის შეთანხმება. უკანასკნელ წლებში ბრიტანეთის სახელმწიფო მოწყობაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ, ედინბურგსა და კარდიფში — შეიქმნა შოტლანდიისა და უელსის ასამბლეები.

გეოგრაფია და ბუნება

რედაქტირება
 
გაერთიანებული სამეფოს ქვეყნები

გაერთიანებული სამეფო მდებარეობს დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს - ირლანდია. XX საუკუნის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ქვეყნის გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ. რელიეფი ჩრდილოეთით და დასავლეთით მთიანია. ევროკავშირის მასშტაბით სამეფო ენერგეტიკული რესურსებით უმდიდრესი ქვეყანაა. გამოირჩევა წყალუხვი ჰიდროგრაფიული ქსელი, კლიმატი ძირითადად ყალიბდება ატლანტის ოკეანის გავლენით. დასავლეთი რაიონები ტენიანობით გამოირჩევა. უდიდესი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვას. მოქმედებს 15 ეროვნული პარკი. ბენ-ნევისი 1343 მ. სიმაღლით სამეფოს უმაღლესი მწვერვალია.

გაერთიანებული სამეფოს ფართობი დაახლ. 245 000 კვ. კმ-ია. იგი მდებარეობს ჩრდილო ატლანტიკურ ოკეანესა და ჩრდილოეთის ზღვას შორის და გამოყოფილია საფრანგეთისაგან ლა-მანშის სრუტით.

სახელმწიფო წყობა

რედაქტირება
 
ვესტმინსტერის სასახლე გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის შენობა

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
 
გაერთიანებული სამეფოს ადმინისტრაციული ერთეულები

გაერთიანებული სამეფო არის ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკური გაერთიანება. სამეფო გვირგვინის ქვეშ მყოფი ტერიტორიებია: გერნსი, ჯერსი და მენი, რომელთაც განსაკუთრებული სტატუსი აქვთ.

დემოგრაფია

რედაქტირება

აღწერა გაერთიანებული სამეფოს ყველა წევრ ქვეყანაში ერთად, ათ წელიწადში ერთხელ ტარდება.[30] 63 181 775 მოსახლეობით (2011 წლის აღწერით),[31] სამეფო მესამე ქვეყანაა ევროკავშირში, ხოლო 22-ე უდიდესი – მსოფლიოში. ძირითადი მკვიდრნი არიან ინგლისელები (81,5 %), შოტლანდიელები (9,6 %), ირლანდიელები (2,4 %), უელსელები (1,9 %) და ჩრდილოეთ ირლანდიელები (1,8 %). აქ ცხოვრობს ასევე 4 მლნ-ზე მეტი უცხოელი, რომლებიც ძირითადად ჩავიდნენ თანამეგობრობის ქვეყნებიდან. გაერთიანებული სამეფო ურბანიზაციის სამაგალითო ქვეყანაა. მოსახლეობის 91 % ცხოვრობს ქალაქში.

ინგლისის მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით დაახლოებით 53 მილიონია.[32] ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა: 2015 წლის შუა პერიოდში 420 ადამიანი ცხოვრობდა კვადრატულ კილომეტრზე.[33] განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულია ლონდონი და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი.[34] 2011 წლის აღწერის შედეგად შოტლანდიის მოსახლეობამ 5.3 მილიონი შეადგინა,[35] უელსმა – 3.06 მილიონი, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიამ – 1,81 მილიონით.[32]

2017 წელს საშუალო შობადობის მაჩვენებელი გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით შეადგენდა 1.7 ბავშვს/ქალზე.[36] აღნიშნული მაჩვენებელი 1964 (2.95 ბავშვი/ქალზე)[37] და 1815 (6.02 ბავშვი/ქალზე)[38] წლების შედეგებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, თუმცა აღემატება 2001 წლის (1.63 ბავშვი/ქალზე) მაჩვენებელს.[39] 2011 წელს, ახალშობილთა 47.3% დაუქორწინებელ ქალებზე მოდიოდა.[40] 2018 წელს გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის საშუალო ასაკი შეადგენდა 41.7 წელს.[41]

 
ანგლოფონები. მუქი ლურჯით აღნიშნული სახელმწიფოების და ტერიტორიების მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ინგლისურად, ან ინგლისურ კრეოლზე საუბრობენ, ხოლო ღია ლურჯით აღნიშნულია ის ქვეყნები, სადაც ინგლისური ოფიციალური ენაა, თუმცა არა უმრავლესობის ენა. ინგლისური ევროკავშირში[42] და აშშ-ში[43] ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ენაა.

გაერთიანებული სამეფოს დე-ფაქტო ენა არის ინგლისური.[44][45] დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 95% არის ინგლისურენოვანი მონოლენგუალი.[46] სამხრეთ აფრიკულ ენებზე, მათ შორის, პენჯატურ, ჰინდურ, ბენგალურ და გუჯარათულ ენებზე მოსაუბრეები, ქმნიან გაერთიანებული სამეფოს უდიდეს ლინგვისტურ ჯგუფს (ანგლოფონების გარდა), რომელშიც მთლიანი მოსახლეობის 2.7% შედის.[46] 2011 წლის აღწერის მიხედვით, ლინგვისტურ უმცირესობებს შორის მეორე ყველაზე გამოყენებადი ენაა პოლონური, რომელზეც 546,000 საუბრობს.[47]

გაერთიანებულ სამეფოში ვხვდებით სამ ძირძველ კელტურ ენას: უელსურ, ირლანდიურ და შოტლანდიურ-გელურ ენებს. სამეფოში ცდილობენ კორნული ენის, რომელიც XVIII საუკუნის ბოლოს გაქრა, როგორც მშობლიური ენა, აღორძინებას: ვხვდებით მცირე ჯგუფს, რომლის წევრებიც კორნულს მეორე ენის სტატუსით ფლობენ.[48][49][50][51] 2011 წლის აღწერის მონაცემებით, უელსის მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედმა (19%) თქვა, რომ მათ შეეძლოთ უელსურად საუბარი.[52][53] გარდა ამისა, დადგენილია, რომ ინგლისში დაახლოებით 200 000 ადამიანს შეუძლია უელსურად საუბარი.[54] ამავე აღწერის დროს ჩრდილოეთ ირლანდიაში 167,487 ადამიანი (10.4%) აცხადებდა, რომ ისინი „ირლანდიურს გარკვეულ დონეზე ფლობდნენ“. შოტლანდიაში 92000-ზე მეტმა ადამიანმა (მოსახლეობის მხოლოდ 2% -ზე ნაკლები) გარკვეულ დონეზე იცოდა გელური ენა, მათ შორის 72% ცხოვრობს გარე ჰებრიდებში.[55] სამეფოში იზრდება იმ ბავშები რიცხვი, რომლებიც უელსურ ან შოტლანდიურ-გელურ ენებს სწავლობენ.[56]

ამჟამინდელი გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიებზე უკვე 1400 წელია, რაც ქრისტიენული რელიგიები დომინირებენ.[57] მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა რელიგიურ მრწამსს ჯერ კიდევ ქრისტიანობას უკავშირებს, ეკლესიის რეგულარული დასწრება მკვეთრად დაეცა XX საუკუნის შუა პერიოდის შემდეგ,[58] ხოლო ემიგრაციამ და დემოგრაფიულმა ცვლილებებმა ხელი შეუწყო სხვა სარწმუნოების, განსაკუთრებით, ისლამის, ზრდას.[59]

2001 წლის აღწერის მიხედვით, გამოკითხულთა 71.6%-მა აღნიშნა, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ, შემდეგი მოდიოდნენ ისლამის (2.8%), ინდუიზმის (1.0%), სიქიზმის (0.6%), იუდაიზმის (0,5%), ბუდიზმის (0.3%) და ყველა სხვა რელიგიის (0.3%) მიმდევრები. გამოკითხულთა 15%-მა განაცხადა, რომ ისინი არცერთ ერლიგიას მისდევდნენ, ხოლო 7%-მა გამოკითვაში მონაწილეობაზე უარი თქვა.[60] 2007 წელს ტარფუნდის კვლევამ აჩვენა, რომ ყოველ კვირას ეკლესიაში დაახლოებით ერთი მეათედი დადიოდა.[61] 2001-2011 პერიოდში, სამეფოში იმ ადამიანთა რიხვი, რომლებიც თავს ქრისტიანად მიიჩნევდნენ, 12%-ით შემცირდა, ხოლო ურელიგიოთა რიცხვი გაორმაგდა. აგრეთვე, აღნიშნულ პერიოდში მუსლიმთა რაოდენობა 1.6 მილიონიდან (2001) 2.7 მილიონამდე (2011) გაიზარდა,[62] რითაც მუსლიმები რიგით მეორე უდიდესი რელიგიური ჯგუფი გახდნენ გაერთიანებულ სამეფოში.[63]

ეკონომიკა

რედაქტირება
 
ლონდონი არის ევროპის უდიდესი, ხოლო მსოფლიოს ერთ-ერთი ფინანსური ცენტრი ნიუ-იორკსა და ჰონგ კონგთან ერთად.

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება ლიბერალიზმის, საბაზრო ეკონომიკისა და დაბალი გადასახადების პრინციპებს. ის ითვლება წინაპრად ე. წ. ანგლოსაქსური კაპიტალიზმისა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის 1 %-ს შეადგენს, გაერთიანებული სამეფო მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ვაჭრობის მხრივ, ხოლო მისი მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოში სიდიდით მეექვსე, ხოლო ევროპაში მესამეა გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ.[64]

ეკონომიკის უდიდესი დარგია მომსახურების სფერო, რაშიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს საბანკო-საფინანსო ბიზნესი და ტურიზმი. ენერგეტიკული შესაძლებლობებით უძლიერესია ევროკავშირში. ქვეყანა მანქანათმშენებლობის სამშობლოა. სამრეწველო საწარმოები აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით. შრობის ნაყოფიერება[65] ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში. გამოირჩევა ქიმიური, ფარმაცევტული და ბიოტექნიკური ინდუსტრია. მნიშვნელოვანია ასევე ელექტრონიკა და თვითმფრინავთმშენებლობა. აგრობიზნესი ერთი-ერთი ყველაზე მაღალპროდუქტიულია მსოფლიოში.

მრავალფეროვანი ლანდშაფტი, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები და ულტრათანამედროვე საკომუნიკაცია საშუალებების გამო, ბრიტანეთი მსფოლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული რეგიონია. ყოველწლიურად აქ 28-30 მილიონი ტურისტი ჩამოდის. უდიდესი ტურისტული ცენტრებია: ლონდონი, სტრატფორდი მდ, ეივონზე, უინძირო, ედინბურგი და ა. შ.

ტურისტების უდიდესი ნაწილი ჩამოდის აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან და ნიდერლანდებიდან. ბოლო წლებში ტურისტული ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი დარგი გახდა.

კულტურული მემკვიდრეობა

რედაქტირება
 
ბაკინგემის სასახლე გაერთიანებული სამეფოს მონარქის ოფიციალური რეზიდენცია

ბრიტანეთის კულტურული მრავალფეროვნება განპირობებულია როგორც რეგიონული თავისებურებებით, ასევე ბრიტანეთის იმპერიის მემკვიდრეობით. ბრიტანული ლიტერატურის სახეებია ინგლისელი შექსპირი, შოტლანდიელი რობერტ ბერნსი, უელსელი დილან თომასი, ჩრდილოეთირლანდიელი შეიმან ჰინი. 60-იანი წლებიდან დაწყებული, The Beatles-ისა და როლინგ სტოუნზის პოპულარობის გამო, ბრიტანეთი ახალგაზრდული კულტურის ავანგარდშია. ღირსშესანიშნაობანი:

 
უემბლი (London), ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საშინაო მოედანი, არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სტადიონი რაც კი ოდესმე აშენებულა.[66]

ვიქტორიანული ეპოქის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში წარმოიშვა ან დიდად, მნიშვნელოვნად განვითარდა სპორტის ისეთი სახეობები, როგორებიცაა: ფეხბურთი, ჩორბურთი, რაგბი, რაგბი ლიგა, გოლფი, კრივი, ნეტბოლი, ნიჩბოსნობა და კრიკეტი. 2012 წელს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ჟაკ როგემ, თქვა: „ეს დიდი, სპორტისმოყვარული ქვეყანა ფართოდ არის აღიარებული, როგორც თანამედროვე სპორტის სამშობლო. პირველად, აქ დაშიფრეს სპორტსმენისა და სამართლიანი თამაშის ცნებები გარკვეულ წესებში და აქ შედიოდა სპორტი სკოლის სასწავლო გეგმაში, როგორც სასწავლო ხელსაწყო“.[67][68]

საერთაშორისო კონკურსების უმეტესობაში ინგლისს, შოტლანდიასა და უელსს ცალკეული გუნდები წარმოადგენენ. ჩრდილოეთ ირლანდიას და ირლანდიის რესპუბლიკას, ჩვეულებრივ, ერთი გუნდი ჰყავთ, რომელიც მთლიან ირლანდიას წარმოადგენს საერთაშორისო შეჯიბრებებზე (გამონაკლისია ფეხბურთი და თანამეგობრობის თამაშები). სპორტულ კონტექსტებში, ინგლისის, შოტლანდიის, უელსის და ირლანდიის/ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდებს ხშირად კოლექტიურად მოიხსენიებენ, როგორც საშინაო ერები. არის რამდენიმე სპორტი, რომელშიც ერთი გუნდი წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს ყველა ქვეყანას (ოლიმპიადის ჩათვლით); ამ შემთხვევაში გუნდი დიდი ბრიტანეთის სახელით ასპარეზობს. 1908, 1948 და 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადები ჩატარდა ლონდონში; ამით იგი გახდა პირველი ქალაქი, რომელმაც ზაფხულის ოლიმპიადას სამჯერ უმასპინძლა.

2003 წლის გამოკითვამ აჩვენა, რომ გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა ფეხბურთია.[69] ინგლისი ფიფას მიერ აღიარებულია, როგორც ქვეყანა, სადაც ფეხბურთი წარმოიქმნა; მისი ფეხბურთის ასოციაცია ყველაზე ძველია ფეხბურთის წესებით, რომელიც პირველად 1863 წელს ებენეზერ-კობ მორლიმ შეადგინა.[70][71] სამეფოს თითოეულ წევრ ქვეყანას გააჩნია საკუთარი საფეხბურთო ასოციაცია, ეროვნული გუნდი და ლიგის სისტემა. ინგლისის უმაღლესი დივიზია, პრემიერლიგა, ყველაზე ყურებადი საფეხბურთო ლიგაა მსოფლიოში.[72] პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი ჩატარდა 1872 წლის 30 ნოემბერს, ინგლისისა და შოტლანდიას შორის.[73] ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია საერთაშორისო საფეხბურთო ჩემპიონატებში, ჩვეულებრივ, ცალკეული ქვეყნის სტატუსით ასპარეზობენ.[74]

 
კარდიფის მილენიუმი, რომელიც 1999 წლის რაგბის მსოფლიო თასისთვის გაიხსნა.

2003 წელს, რაგბი გაერთიანებული სამეფოს სპორტის მეორე ყველაზე პოპულარული სახეობა გახდა.[69] სპორტის სახეობა შეიქმნა რაგბის სკოლაში, იურიკშირში, და პირველი რაგბის საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა 1871 წლის 27 მარტს ინგლისსა და შოტლანდიას შორის.[75][76] ინგლისი, შოტლანდია, უელსი, ირლანდია, საფრანგეთი და იტალია ასპარეზობენ ექვსი ერის ჩემპიონატში (ჩრდილოეთ ნახევარსფეროს პრემიერლიგის საერთაშორისო ტურნირში). ინგლისში, შოტლანდიაში, უელსსა და ირლანდიაში აღნიშნულ სპორტის სახეობასთან დაკავშირებულ საკითხებს ორგანიზებას სპორტის მმართველი ორგანოები დამოუკიდებლად უწევენ.[77] ოთხ წელიწადში ერთხელ, ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია და უელსი ქმნის გაერთიანებულ გუნდს, რომელიც ცნობილია როგორც ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები. გუნდი სტუმრობს ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკას.

კრიკეტი ინგლისში გამოიგონეს, ხოლო მისი წესები, 1788 წელს, მარილებონის კრიკეტის გუნდმა ჩამოაყალიბა.[78] ინგლისის კრიკეტის ნაკრები, რომელსაც ინგლისისა და უელსის კრიკეტის საბჭო მართავს, და ირლანდიის კრიკეტის ნაკრები, რომელსაც კრიკეტ-ირლანდია მართავს, წარმოადგენენ ინგლისის კლუბებს, რომლებსაც ტესტ სტატუსი გააჩნიათ. გუნდის წევრები არიან ქვეყნის მთავარი მხარეებიდან არიან არჩეულნი და მასში როგორც ინგლისელი, ისე უელსელი მოთამაშეები შედიან. კრეკეტი განსხვავდება ფეხბურთისა და რაგბისაგან, სადაც უელსსა და ინგლისს ცალკეული ეროვნულ გუნდები ჰყავთ; აღსანიშნავია, რომ უელსს წარსულში საკუთარი გუნდი ჰყავდა. ირლანდიელი და შოტლანდიელი კრიკეტის მოთამაშეები ინგლისში თამაშობდნენ, რადგან არცერთ მათგანს არ გააჩნდა ტესტ სტატუსი. ქვეყანაში ვხვდებით პროფესიონალური ლიგის ჩეპიონატსაც, რომელში ასპარეზობენ ინგლისის 17 მუნიციპალიტეტისა და 1 უელსის წარმომადგენლები გუნდები.[79]

თანამედროვე თამაში, ჩოგბურთი, ბირმინგემში (ინგლისში), 1860-იან წლებში წარმოიქმნა.[80] მსოფლიოს უძველესი ჩოგბურთის ჩემპიონატი, უიმბლდონის ტურნირი, პირველად 1877 წელს ჩატარდა, დღეს კი, აღნიშნული ჩემპიონატი ორ კვირის განმავლობაში, ივნისის ბოლოდან ივლისის დასაწყისამდე, მიმდინარეობს.[81]

გოლფი, მიმდევართა რაოდენობით, ქვეყნის მეექვსე ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
ძირითადი ინფორმაცია
  1. ეროვნული ჰიმნი, ბრიტანეთის მონარქიის ოფიციალური საიტი. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი, 2022.
  2. List of declarations made with respect to treaty No. 148. ევროპის საბჭო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 12 December 2013.
  3. 2011 Census: KS201UK Ethnic group, local authorities in the United Kingdom ONS, Retrieved 21 October 2013
  4. „Demographic Yearbook – Table 3: Population by sex, rate of population increase, surface area and density“ (PDF). United Nations Statistics Division. 2012. ციტირების თარიღი: 9 August 2015. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  5. World Population Prospects - Population Division - United Nations. ციტირების თარიღი: 31 March 2020
  6. 2011 UK censuses. Office for National Statistics. ციტირების თარიღი: 17 December 2012.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 World Economic Outlook Database, October 2019. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 30 October 2019.
  8. Gini coefficient of equivalised disposable income - EU-SILC survey. Eurostat. ციტირების თარიღი: 22 June 2020
  9. Human Development Report 2019. United Nations Development Programme (2019). ციტირების თარიღი: 9 December 2019.
  10. United Kingdom Permanent Committee on Geographical Names. (May 2017) Toponymic guidelines for the United Kingdom. ციტატა: „usually shortened to United Kingdom ... The abbreviation is UK or U.K.“
  11. Definition of Great Britain in English. Oxford University Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აგვისტო 2016. ციტატა: „Great Britain is the name for the island that comprises England, Scotland and Wales, although the term is also used loosely to refer to the United Kingdom.“ ციტირების თარიღი: 29 October 2014.
  12. The British Monarchy, "What is constitutional monarchy?". Retrieved 17 July 2013
  13. "United Kingdom" დაარქივებული 2019-01-07 საიტზე Wayback Machine. CIA The World Factbook]. Retrieved 17 July 2013
  14. The 30 Largest Urban Agglomerations Ranked by Population Size at Each Point in Time, 1950–2030, World Urbanization Prospects, the 2014 revision დაარქივებული 18 February 2015 საიტზე Wayback Machine. , Population Division of the United Nations Department of Economic and Social Affairs. Retrieved 22 February 2015.
  15. Countries within a country. Prime Minister's Office (10 January 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 სექტემბერი 2008. ციტირების თარიღი: 8 March 2015.
  16. Devolution of powers to Scotland, Wales and Northern Ireland. United Kingdom Government. ციტატა: „In a similar way to how the government is formed from members from the two Houses of Parliament, members of the devolved legislatures nominate ministers from among themselves to comprise executives, known as the devolved administrations...“ ციტირების თარიღი: 17 April 2013.
  17. „Fall in UK university students“. BBC News. 29 January 2009.
  18. Country Overviews: United Kingdom. Transport Research Knowledge Centre. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 April 2010. ციტირების თარიღი: 28 March 2010.
  19. Key facts about the United Kingdom. Directgov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 October 2012. ციტატა: „The full title of this country is 'the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland'. Great Britain is made up of England, Scotland and Wales. The United Kingdom (UK) is made up of England, Scotland, Wales and Northern Ireland. 'Britain' is used informally, usually meaning the United Kingdom.
    The Channel Islands and the Isle of Man are not part of the UK.“ ციტირების თარიღი: 6 March 2015.
  20. Hogg, p. 424 chapter 9 English Worldwide by David Crystal: "approximately one in four of the worlds population are capable of communicating to a useful level in English".
  21. Reynolds, Glenn. (28 October 2004) Explaining the 'Anglosphere'.
  22. Head of the Commonwealth. Commonwealth Secretariat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 July 2010. ციტირების თარიღი: 9 October 2010.
  23. (2007) „A Globalizing Constitutionalism?, Views from the Postcolony, 1945-2000“, Constitutionalism and political reconstruction. Brill, გვ. 92–94. ISBN 978-90-04-15174-1. 
  24. Ferguson 2004, p. 307.
  25. Mathias, P. (2001). The First Industrial Nation: the Economic History of Britain, 1700–1914. London: Routledge. ISBN 978-0-415-26672-7. 
  26. Ferguson, Niall (2004). Empire: The rise and demise of the British world order and the lessons for global power. New York: Basic Books. ISBN 978-0-465-02328-8. 
  27. (2005) "Great+power" Balance of Power. State University of New York Press, გვ. 59, 282. ISBN 978-0-7914-6401-4.  Accordingly, the great powers after the Cold War are Britain, China, France, Germany, Japan, Russia and the United States p. 59
  28. McCourt, David (2014). Britain and World Power Since 1945: Constructing a Nation's Role in International Politics. United States: University of Michigan Press. ISBN 978-0-472-07221-7. 
  29. IISS Military Balance 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 6 March 2018.
  30. Census Geography. Office for National Statistics (30 October 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 June 2011. ციტირების თარიღი: 14 April 2012.
  31. 2011 Census: Population Estimates for the United Kingdom. Office for National Statistics (27 March 2011). ციტირების თარიღი: 18 December 2012.
  32. 32.0 32.1 2011 UK censuses. Office for National Statistics. ციტირების თარიღი: 18 December 2012.
  33. Population Estimates for UK, England and Wales, Scotland and Northern Ireland, Mid-2015. Office for National Statistics (23 June 2016).
  34. Khan, Urmee (16 September 2008). „England is most crowded country in Europe“. The Daily Telegraph. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მაისი 2009. ციტირების თარიღი: 5 September 2009.
  35. Carrell, Severin. (17 December 2012) Scotland's population at record high. ციტირების თარიღი: 18 December 2012.
  36. Vital statistics: population and health reference tables. ციტირების თარიღი: 6 March 2018.
  37. Boseley, Sarah (14 July 2008). „The question: What's behind the baby boom?“. The Guardian. London. p. 3. ციტირების თარიღი: 28 August 2009.
  38. Max Roser (2014), "Total Fertility Rate around the world over the last centuries", Our World In Data, Gapminder Foundation, https://ourworldindata.org/grapher/children-born-per-woman?year=1800&country=GBR. წაკითხვის თარიღი: 10 December 2019
  39. Vital Statistics: Population and Health Reference Tables (February 2014 Update): Annual Time Series Data. ONS. ციტირების თარიღი: 27 April 2014.
  40. Tables, Graphs and Maps Interface (TGM) table. Eurostat (26 February 2013). Retrieved 12 July 2013.
  41. "World Factbook EUROPE : United Kingdom", The World Factbook, 12 July 2018, https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/uk.html. წაკითხვის თარიღი: 13 აგვისტო 2020 დაარქივებული 7 January 2019[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  42. Official EU languages. European Commission (8 May 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 February 2009. ციტირების თარიღი: 16 October 2009.
  43. Language Courses in New York. United Nations (2006). ციტირების თარიღი: 29 November 2010.
  44. English language – Government, citizens and rights. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 23 August 2011.
  45. Commonwealth Secretariat – UK. Commonwealth Secretariat. ციტირების თარიღი: 23 August 2011.
  46. 46.0 46.1 Languages across Europe: United Kingdom. BBC. ციტირების თარიღი: 4 February 2013.
  47. Booth, Robert (30 January 2013). „Polish becomes England's second language“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 4 February 2012.
  48. Track, Robert Lawrence (2007). Language and Linguistics: The Key Concepts, გვ. 63. ISBN 9780415413589. ციტირების თარიღი: 4 August 2019. 
  49. Framework Convention for the Protection of National Minorities, Strasbourg, 1.II.1995. Council of Europe. ციტირების თარიღი: 9 March 2015.
  50. List of declarations made with respect to treaty No. 148. Council of Europe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 12 December 2013.
  51. European Charter for Regional or Minority Languages, Strasbourg, 5.XI.1992. Council of Europe. ციტირების თარიღი: 9 March 2015.
  52. Welsh Language. National Statistics Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 July 2011. ციტირების თარიღი: 9 March 2015.
  53. Comisiynydd y Gymraeg - Census Data. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 8 May 2020
  54. Wynn Thomas, Peter. (March 2007) Welsh today. BBC. ციტირების თარიღი: 5 July 2011.
  55. Scotland's Census 2001 – Gaelic Report. General Register Office for Scotland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 May 2013. ციტირების თარიღი: 28 April 2013.
  56. „Local UK languages 'taking off'. BBC News. 12 February 2009.
  57. Cannon, John, ed. (2nd edn., 2009). A Dictionary of British History. Oxford University Press. p. 144. ISBN 0-19-955037-9.
  58. Field, Clive D. (November 2009). "British religion in numbers". BRIN Discussion Series on Religious Statistics, Discussion Paper 001. Retrieved 7 March 2015.
  59. Yilmaz, Ihsan (2005). Muslim Laws, Politics and Society in Modern Nation States: Dynamic Legal Pluralisms in England, Turkey, and Pakistan. Aldershot: Ashgate Publishing. pp. 55–56. ISBN 0-7546-4389-1.
  60. Religious Populations. Office for National Statistics (11 October 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 June 2011.
  61. United Kingdom: New Report Finds Only One in 10 Attend Church. News.adventist.org (4 April 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 December 2011. ციტირების თარიღი: 9 March 2015.
  62. "British Census: Islam Fastest-Growing Faith in England; Christians Drop to 59 per cent of Population". CNS News. 12 December 2012.
  63. The percentage of the population with no religion has increased in England and Wales (4 April 2013).
  64. საერთაშორისო სავალუტო ფონდი
  65. დროის ერთეულში წარმოებული პროდუქციის რაოდენობა
  66. Ponsford, Matthew (19 January 2016). „Los Angeles to build world's most expensive stadium complex“. CNN. ციტირების თარიღი: 12 February 2017.
  67. "Opening ceremony of the games of the XXX Olympiad". Olympic.org. Retrieved 30 November 2013.
  68. "Unparalleled Sporting History" დაარქივებული 2013-12-03 საიტზე Wayback Machine. . Reuters. Retrieved 30 November 2013.
  69. 69.0 69.1 Rugby Union 'Britain's Second Most Popular Sport'. Ipsos-Mori (22 December 2003). ციტირების თარიღი: 28 April 2013.
  70. Rudd, Alyson (7 April 2008). „The father of football deserves much more“. The Times. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 29 January 2015.
  71. Sheffield FC: 150 years of history. FIFA (24 October 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ოქტომბერი 2007. ციტირების თარიღი: 29 January 2015.
  72. Ebner, Sarah (2 July 2013). „History and time are key to power of football, says Premier League chief“. The Times. London. ციტირების თარიღი: 30 November 2013.
  73. Mitchell, Paul. (November 2005) The first international football match. BBC Sport Scotland. ციტირების თარიღი: 15 December 2013.
  74. „Why is there no GB Olympics football team?“. BBC Sport. 5 August 2008. ციტირების თარიღი: 31 December 2010.
  75. "Six ways the town of Rugby helped change the world". BBC. Retrieved 29 January 2015.
  76. Godwin, Terry; Rhys, Chris (1981).The Guinness Book of Rugby Facts & Feats. p. 10. Enfield: Guinness Superlatives Ltd
  77. (2008) The Girlfriends Guide to Rugby. Johannesburg: South Publishers. ISBN 978-0-620-39541-0. 
  78. Colin White (2010). "Projectile Dynamics in Sport: Principles and Applications". p. 222. Routledge
  79. Glamorgan. BBC South East Wales (August 2009). ციტირების თარიღი: 30 December 2010.
  80. History of Tennis დაარქივებული 2010-03-22 საიტზე Wayback Machine. International Tennis Federation. Retrieved 28 July 2008.
  81. Morley, Gary (22 June 2011). „125 years of Wimbledon: From birth of lawn tennis to modern marvels“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 თებერვალი 2020. ციტირების თარიღი: 21 January 2015.