ბიგ-ბენი

(გადამისამართდა გვერდიდან ბიგ-ბენის კოშკი)

ბიგ-ბენი (ინგლ. Big Ben)  — უესტმინსტერის სასახლის ექვსი ზარიდან ყველაზე დიდი ზარის სახელი, ხშირად ამ სახელს თვითონ საათის კოშკსაც მიაკუთვნებენ[3], რომელსაც 2012 წლის სექტემბრიდან ოფიციალურად „ელისაბედის კოშკი“ ჰქვია[4]. კოშკს მსოფლიოში ყველაზე დიდი, ოთხივე მხარეს მიმართული, ზარის მრეკავი საათი აქვს, ხოლო თვითონ კოშკი, მსოფლიოში მარტოდ მდგარი საათის კოშკებიდან, სიმაღლით მესამეა . კოშკის მშენებლობა 1858 წელს დასრულდა, მისი 150-ე წლისთავი კი 2009 წლის 31 მაისს აღინიშნა[5], რომლის დროსაც სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა[6][7]. კოშკი, როგორც ლონდონის ასევე ინგლისის, ყველაზე თვალშისაცემი სიმბოლო გახდა და ხშირად ლონდონში გადაღებული ფილმების მთავარი მოქმედების ობიექტს წარმოადგენს.

ელისაბედის კოშკი
Big Ben

ელისაბედის კოშკი 2022 წელს
ზოგადი ინფორმაცია
შენობის ტიპი საათის კოშკი
არქიტექტურული სტილი ნეო-გოთიკა
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო[1]
მდებარეობა ვესტმინსტერი, ლონდონი, ინგლისი
კოორდინატები 51°30′02″ ჩ. გ. 0°07′28″ დ. გ. / 51.5006694° ჩ. გ. 0.1245694° დ. გ. / 51.5006694; -0.1245694
დაიწყო 28 სექტემბერი, 1843[2]
დასრულდა 31 მაისი, 1859; 165 წლის წინ (1859-05-31)
ზომები და ტექნიკური დეტალები
სიმაღლე 96 მეტრი
სართულთა რაოდენობა 11
არქიტექტორ(ებ)ი ავგუსტუს პიუჯინი
საიტი
parliament.uk/bigben/

ამ სახელის წარმოქმნასთან დაკავშირებით ორი თეორია არსებობს. პირველის თანახმად, იმ დროისთვის ყველაზე მძიმე, 13,7 ტონის, ზარმა თავისი სახელი ბიგ-ბენი (დიდი ბენი) სერ ბენჟამინ ჰოლის(ინგლისური)ქართ. პატივსაცემად მიიღო, რომელიც ზარის ჩამოსხმის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა. მეორე ვერსიის თანახმად, ბიგ-ბენი დაერქვა ბენ კაუნტის(ინგლისური)ქართ., იმ დროს ძალიან პოპულარული მძიმე წონიანი ბოქსიორის, პატივსაცემად.

ელისაბედის კოშკი

რედაქტირება
 
უესტმინსტერის სასახლე, ელისაბედის კოშკი და უესტმინსტერის ხიდი

ელისაბედის კოშკი (თავდაპირველად საათის კოშკი), ასე დედოფალ ელისაბედ II-ის პატივსაცემად მისი ბრილიანტის იუბილედ წოდებულ წელს[8], აშენდა, როგორც ჩარლზ ბერის ახალი სასახლის დიზაინის ნაწილი. მას შემდეგ, რაც უესტმინსტერის ძველი სასახლე დიდად დაზიანდა 1834 წლის 16 ოქტომბრის ღამეს მომხდარი ხანძრის შედეგად[9][10], ახალი პარლამენტი ნეო-გოთიკურ სტილში აშენდა. იმისდა მიუხედავად, რომ ბერი სასახლის მთავარი არქიტექტორი იყო, საათის კოშკის დიზაინისთვის მან ავგუსტუს პიუჯინს მიმართა, რომლის დიზაინიც ძალიან ჰგავს პიუჯინის ადრეულ დიზაინებს, მაგალითად ისეთს, როგორი დიზაინის კოშკიც სკერისბრიქ ჰოლშია. ელისაბედის კოშკი პიუჯინის უკანასკნელი ნამუშევარი იყო, მოკლე პერიოდის შემდეგ ის საბოლოოდ გაგიჟდა და გარდაიცვალა. პიუჯინმა, ბერის მასთან ბოლო ვიზიტამდე, რათა მისი ნახაზები წაეღო, თავისთვის ჩაიწერა: „ჩემს ცხოვრებაში მისტერ ბერისთვის ასე თავგამოდებით ჯერ არ მიმუშავია, ხვალისთვის ჩემს ყველა ნახაზს წარვუდგენ, რათა მისი ზარის კოშკი დამთავრდეს — ის მშვენიერია“[11]. კოშკი დაპროექტებულია პიუჯინის ცნობილ გოთური აღორძინების სტილში, ის 96 მეტრი (315 ფტ) სიმაღლისაა (დაახლოებით 16 სართულიიანი შენობის სიმაღლის)[12].

კოშკის ქვედა ნაწილი, რომელიც 61 მეტრი (200 ფტ) სიმაღლისაა, ანსტონის ქვიშისფერი კირქვის აგურითაა მოპირკეთებული. კოშკის დანარჩენი ნაწილი დამშვენებულია თუჯის წვეტოვანი სახურავით. კოშკი აშენებულია 15,2 მეტრის კვადრატულ ტივზე, რომელიც მიწის ქვეშ 4 მეტრ (13 ფტ) სიღრმეზე მდებარე 3 მეტრი (10 ფტ) სისქის სქელი ბეტონისგანაა დამზადებული. საათის ოთხივე ციფერბლატი მიწის ზედაპირიდან 54,9 მეტრის სიმაღლეზეა. კოშკის შიდა მოცულობის ფართობი კი 4650 კუბურ მეტრს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ კოშკი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ტურისტული ღირსშესანიშნაობებიდან ერთ-ერთია, უცხოელი მნახველებისთვის კოშკში შესვლა აკრძალულია, მაგრამ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს მისი დათვალიერება და ტურების მოწყობა, მხოლოდ პარლამენტში მათ წარმომადგენელთან სპეციალური წინასწარი შეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ[13]. ასევე აღსანიშნავია, რომ კოშკს არ გააჩნია ლიფტი და მნახველებს მის კენწოროში მოსახვედრად 334 კიბის ფეხით ავლა უწევთ[12].

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება
 
წარწერები „Domine Salvam fac Reginam nostram Victoriam primam“ და „Laus Deo“
  • საათის ოთხი ციფერბლატიდან თითოეულის საფუძველში მდებარეობს ლათინური წარწერა „Domine Salvam fac Reginam nostram Victoriam primam“ („ღმერთო, დაიფარე ჩვენი დედოფალი ვიქტორია“).
  • კოშკის პერიმეტრზე, საათის მარჯვნივ და მარცხნივ, მდებარეობს სხვა ლათინური ფრაზა — „Laus Deo“ („მადლობა ღმერთს“ ან „დიდება ღმერთს“)
  • ბიგ-ბენში იყო ციხე, რომელშიც ძალიან თავზე გასულ პარლამენტარებს ათავსებდნენ. ამ ციხის ბოლო პატიმარი ქალების უფლებებისთვის მებრძოლი ემელინ პანკჰიორსტი იყო. ამჟამად პარლამენტის გვერდზე მისი ძეგლი დგას[14][15].

ხსენება მასობრივ კულტურაში

რედაქტირება

ოლიმპიადა

რედაქტირება

XXX ოლიმპიური თამაშის ლონდონში გახსნის პატივსაცემად, თამაშების პირველ დღეს ბიგ-ბენის საათმა 8:12-დან 8:15 მდე 40-ჯერ დარეკა ზარი. 1952 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ კურანტები განრიგის გარეშე რეკდნენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. archINFORM — 1994.
  2. https://www.parliament.uk/about/living-heritage/building/palace/big-ben/building-clock-tower/building-elizabeth-tower/
  3. Fowler, H. W. (1976). The Concise Oxford dictionary of current English, First edited by H. W. Fowler and F. G. Fowler, Sixth edition, Clarendon Press, გვ. 95. ISBN 0-19-861121-8. „Big Ben, great bell, clock, and tower, of Houses of Parliament“ 
  4. Биг Бен официально переименован в честь королевы Елизаветы II
  5. "Happy birthday, Big Ben", The Times (UK) (69521): p. 1, 1 January 2009
  6. Join in the anniversary celebrations, United Kingdom Parliament, http://www.bigben.parliament.uk/ixbin/indexplus?record=ART16. წაკითხვის თარიღი: 2013-07-18 დაარქივებული 2009-02-02 საიტზე Wayback Machine.
  7. Great Clock facts. Big Ben. UK Parliament (13 November 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ოქტომბერი 2009. ციტირების თარიღი: 23 November 2009.
  8. Rath, Kayte (26 June 2012). „Big Ben's tower renamed Elizabeth Tower in honour of Queen“. BBC.
  9. Big Ben—Frequently asked questions. UK Parliament. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 18 August 2011.
  10. Key dates: 1289–1834. UK Parliament. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-10. ციტირების თარიღი: August 2011.
  11. Rosemary Hill, God's Architect: Pugin & the Building of Romantic Britain (2007) p. 482
  12. 12.0 12.1 „Bong! Big Ben rings in its 150th anniversary“. Associated Press. 29 May 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მაისი 2009. ციტირების თარიღი: 1 June 2009.
  13. Clock Tower tour. UK Parliament (21 April 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 30 September 2010.
  14. GPS-путеводитель. Вокруг света. Темза и Парламент. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-17. ციტირების თარიღი: 2013-05-01.
  15. Мир. Биг Бен. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-24. ციტირების თარიღი: 2013-05-01.