უესტმინსტერი
უესტმინსტერი (ინგლ. Westminster) — ლონდონის ისტორიული რაიონი, უესტმინსტერის ადმინისტრაციული ოლქის ნაწილი, სადაც მდებარეობს დიდი ბრიტანეთის პარლამენტი.
უესტმინსტერი დაარსდა VII საუკუნეში იმ დროისთვის აქ არსებული მონასტრის გარშემო. თავად სახელწოდება „უესტმინსტერი” სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც მონასტრის დასავლეთი ეკლესია. თავდაპირველად სახელწოდების ქვეშ უეჭველად იგულისხმებოდა უესტმინსტერის სააბატოს ტერიტორია, რომელიც თითქმის ათასი წლის განმავლობაში წარმოადგენდა ინგლისის ხელისუფლების რეზიდენციას.
მოგვიანებით, ვესმინსტერი უწოდეს თანდათანობით და სწრაფად მზარდ რაიონს, რომელსაც 1965 წელს შეუერთდა სენტ-მერილიბოუნი და პადინგტონი. ოლქის ისტორიულ ბირთვს წარმოადგენს კუნძული ტორნი, რომელზეც აიგო უესტმინსტერის საბატო, რომელიც დღემდე ბრიტანეთის მონარქთა კორონაციის ტრადიციული ადგილია.
უესტმინსტერის რაიონი განლაგებულია მდინარე ტემზას მარცხენა სანაპიროზე, ლონდონის სიტის დასავლეთით.
1066 წლიდან ნორმანდიელთა მიერ ინგლისის დაპყრობის შემდეგ უესტმინსტერის სასახლე გახდა ინგლისის მეფეების რეზიდენცია, მოგვიანებით კი ინგლისის პარლამენტის სხდომათა და ე.წ. უესტმინსტერის სასამართლოს ადგილად.
და მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ინგლისის მეფეები ცხოვრობდნენ ლონდონის ტაუერში, მათ არ სურდათ ლონდონი ღარიბთა შორის ცხოვრება. თანდათანობით წარმოიქმნა ორი ცენტრი: ერთი — ეკონომიკური სიტიში, მეორე — პოლიტიკური და კულტურული — უესტმინსტერში. ეს გაყოფა შენარჩუნებულია დღემდე. მოგვიანებით ბრიტანელმა მეფეებმა თავისი რეზიდენცია გადაიტანეს ქალაქის სხვა ნაწილებშიც, მაგრამ პარლამენტის სხდომები დღემდე იმართება უესტმინსტერის სასახლეში, ხოლო მინისტრთა უმრავლესობა განთავსებულია უიტჰოლში.
სახელწოდება „უესტმინსტერი” გამოიყენება პარლამენტის და გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური ცენტრის აღსანიშნავად. ხშირად საუბრობენ უესტმინსტერის სისტემის შესახებ.
უესტმინსტერის სასახლისა და უესტმინსტერის სააბატოს მახლობლად მდებარეობს უესტმინსტერის სკოლა, ინგლისის ერთ-ერთი ცნობილი კერძო სკოლა. უესტმინსტერის უნივერსიტეტის ოთხიდან სამი კორპუსი მდებარეობს უესტმინსტერის ოლქში.
დემოგრაფია
რედაქტირებაოლქში მუდმივად ცხოვრობს მნიშვნელოვანი რაოდენობის მოსახლეობა. მისი შენობების დიდი უმრავლესობა, ფაქტობრივად, საცხოვრებელი სახლია. სასტუმროები, დიდი ვიქტორიანული ტიპის სახლები და ბარაკები მდებარეობს ბუკინგემის სასახლის მახლობლად.
ისტორია
რედაქტირებასახელწოდება გულისხმობს არაუმეტეს 1,6 კმ. ფართობს უესტმინსტერის სააბატოდან და უესტმინსტერის სასახლიდან მკვეთრად ტემზის დასავლეთით. მოსახლეობა გაიზარდა სასახლისა და სააბატოს გარშემო, როგორც მათთვის მომსახურე ზონა. ეს თავდაპირველად იყო დაახლოებით პატარა სოფლის ზომის მოსახლეობა. მოგვიანებით ის შეუერთდა ქალაქს განვითარებული საქალაქო ზოლით მდინარის ნაპირებამდე.
XVI საუკუნის დასაწყისში ჰენრი VIII-ის რეფორმაციისას შეიცვალა სააბატო. შეიქმნა ტაძარი. აქაურმა მოსახლეობამ მიიღო სამოქალაქო უფლებები, ხოლო ადგილმა „ქალაქის“ სტატუსი, თუმცა იმ დროისთვის ეს ადგილი ლონდონის მხოლოდ პატარა ნაწილი იყო.
ტაძარი და ეკლესიის ეპარქიალური სტატუსი გაგრძელდა მხოლოდ 1539 წლიდან 1556 წლამდე, მაგრამ ამ ადგილმა ქალაქის სტატუსი შეინარჩუნა. მოგვიანებით, ის ცნობილი გახდა, როგორც საპარლამენტო ადგილსამყოფელი.
სამეფო რეზიდენცია
რედაქტირებაუესტმინსტერის ისტორიული ბირთვი გახდა პატარა კუნძული თორი, რომელზე აიგო უესტმინსტერის სააბატო. სააბატო გახდა ინგლისის მეფეთა და დედოფალთა კორონაციის ტრადიციული ადგილი, ჯერ კიდევ ჰაროლდ გოდვინსონიდან დაწყებული (1066 წ.).
დაახლოებით, 1200 წლიდან აქ აღმართული უესტმინსტერის სასახლე გახდა მთავარი სამეფო რეზიდენცია, სადაც ხელიდან ხელში გადადიოდა სამეფო ხაზინა და ფინანსური დოკუმენტები. მოგვიანებით სასახლეში განთავსდა ინგლისის პარლამენტი და სასამართლო. ამრიგად, ლონდონში წარმოიქმნა ორი მაკოორდინირებელი ცენტრი — ლონდონის (ფინანსურ/ეკონომიკური) და უესტმინსტერის (პოლიტიკურ-კულტურული).
მოგვიანებით, მონარქები გადავიდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჯერ სენტ-ჯეიმზის და უიტჰოლის, საბოლოო ჯამში კი დასახლდნენ ბუკინგემისა და სხვა სასახლეებში.
ტერმინის მნიშვნელობა
რედაქტირებაამრიგად, ტერმინი „უესტმინსტერი“ ადრეული პერიოდიდან ფოკუსირებულია საზოგადოებრივ ცხოვრებასთან. ის ფართო მნიშვნელობით გამოიყენება პარლამენტის და გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური საზოგადოების აღსანიშნავად. გამოიყენება, აგრეთვე, უესტმინსტერის სისტემასთან მიმართებაში, პარლამენტის დემოკრატიული მმართველობის მოდელთან მიმართებაში და სხვ.
ტერმინი „სოფელი უესტმინსტერი“, ზოგჯერ გამოიყენება ბრიტანული პოლიტიკის კონტექსტში. მასში არ იგულისხმება გეოგრაფიული რაიონი, არამედ ფრაზა აღნიშნავს პარლამენტის წევრთა, პოლიტიკურ ჟურნალისტთა, უესტმინსტერის მოვლენებთან და სხვა სამთავრობო სამინისტროებთან დაკავშირებულ უახლოეს სოციალურ წრეს.