ლა-მანშის გვირაბი
(გადამისამართდა გვერდიდან ევროგვირაბი)
ევროგვირაბი, ლა-მანშის გვირაბი (ფრანგ. tunnel sous la Manche, ინგლ. Channel Tunnel ან Euro Tunnel) — რკინიგზის გვირაბი, რომელიც ლა-მანშის ქვეშ გადის და აკავშირებს კონტინენტურ ევროპას დ. ბრიტანეთის კუნძულთან. გვირაბის პუნქტებია კალე, საფრანგეთი — დუვრი, ინგლისი. გვირაბი ოფიციალურად გახსნეს ფრანსუა მიტერანმა და დედოფალმა ელისაბედ II-მ 1994 წლის 6 მაისს.
გვირაბის სიგრძე შეადგენს 51 კმ, მათ შორის 39 კმ არხის ქვეშ მდებარეობს.
ამერიკის ინჟინერ-მშენებართა საზოგადოებამ (American Society of Civil Engineers) ევროგვირაბი თანამედროვე მსოფლიოს შვიდ საოცრებათა სიაში შეიტანა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ახალი ვებ გვერდი დაარქივებული 2009-08-15 საიტზე Wayback Machine.
- არხის ახალი გეგმა, 1929 წლის მაისი