გრამპიანის მთები
გრამპიანის მთები (ინგლ. Grampian Mountains) — უმაღლესი მთები დიდ ბრიტანეთში. სიმაღლე 1344 მ-მდე (მთა ბენ-ნევისი). მდებარეობს შოტლანდიაში, გლენ-მორის გრაბენსა და (ჩრდილოეთით) და შოტლანდიის დაბლობს შორის (სამხრეთით). სიგრძე დაახლოებით 250 კმ. აგებულია კრისტალური და მეტამორფული ქანებით, ზედაპირი ოდნავ ტალღოვანია, დანაწევრებულია მდინარეთა ვიწრო ხეობებითა და ტბიური ქვაბულებით. განვითარებულია მყინვარული ეგზარაციის ფორმები. განვითარებულია ზომიერი ოკეანური კლიმატი, გრილი ზაფხულით; ნალექები 1000 მმ-ზე მეტი წელიწადში. კალთებიდან სათავეს იღებენ მდინარეები: ნესი, ტეი, სპეი და სხვა. დამახასიათებელია მანანიანი, ტორფნარები და მთის მდელოები. გრამპიანის მთების აღმოსავლეთით არის დანოტარის ციხე-სიმაგრე.
გრამპიანის მთები | |
---|---|
გრამპიანის მთები | |
კოორდინატები: 56°55′ ჩ. გ. 4°00′ დ. გ. / 56.917° ჩ. გ. 4.000° დ. გ. | |
ქვეყანა | დიდი ბრიტანეთი |
ტერიტორიული ერთეული | შოტლანდია |
უმაღლესი წერტილი | ბენ-ნევისი |
სიმაღლე | 1344 მ |
სიგრძე | 250 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გრამპიანის მთები — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)