მთავარი მენიუს გახსნა

ეგზარაცია (ლათ. exaratio – დახვნა) — მყინვარის მოქმედება ხმელეთის ზედაპირზე, რის შედეგადაც წარმოიქმნება რელიეფის მყინვარული ფორმები. ეგზარაცია ეგზოგენური პროცესების ერთობლიობაა. კონტინენტური და მთის მყინვარებისთვის გამოიყოფა ეგზარაციის ზონა, სადაც მყინვარი აწარმოებს მხოლოდ დამანგრეველი სამუშაოების შესრულებას. ასეთ შემთხვევაში წარმოიქმნება რელიეფის მყინვარული ფორმები: ტროგი, ვერძის შუბლი, ტბის ქვაბული, მყინვარული ნაკაწრი, ხუჭუჭა კლდეები და სხვ.

ქანების დამსხვრევასთან ერთად მიმდინარეობს მათი გაბრტყელება და გაკრიალება.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება