კაჭარი — დამრგვალებული ქანის ნატეხები, რომელთა განივკვეთი 0,2 მ აღემატება. წარმოშობის მიხედვით შეიძლება იყოს კონტინენტური (მყინვარული, დელუვიური, პროლუვიური და ალუვიური) და ზღვიური. სიდიდის მიხედვით: მსხვილი (500–1000 მმ); საშუალო (250–500 მმ) და წვრილი (100–250 მმ-მდე). ცნობილია მყინვარული წარმოშობის კაჭარი ზომით 7–9 მ.[1]

კაჭარი
კაჭარი
ცნობები
ტიპი ნატეხი ქანები
გამოიყენება მშენებლობაში,
ლანდშაფტურ დიზაინში და სხვა

დამრგვალებულ ფორმას კაჭარი იღებს მყინვარებისა და წყლის ნაკადების გადატანის დროს, უდაბნო პირობებში ლოდების ქარისმიერი დამუშავებისას. კაჭარი გვხვდება მყინვარულ დანალექებში, ალუვიონის, პროლუვიონის, კოლუვიონის, ეოლურ-ელუვიური დანალექების შემადგენლობაში. მყინვარული კაჭარი მოპრიალებულია, ზოგჯერ მყინვარული ნაკაწრით.[1]

შედარებით იშვიათი ქანებით ან სასარგებლო წიაღისეულით აგებული კაჭარი, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია მათი დატარებისა და ქანების და მადნის მკვიდრი გამოსასვლელების ადგილის დადგენა ხელმძღვანელი კაჭარის სახელითაა ცნობილი; ისინი სასარგებლო წიაღისეულის საძიებო ნიშნებს წარმოადგენენ. კაჭარი გამოიყენება ღორღის მისაღებად, საძირკველისა და ღობურების ასაგებად, მიწის ფერდოს გასამაგრებლად, კაშხლის სხეულის ამოსავსებ მასალად.[2]

კაჭარი გამოიყენება აგრეთვე ლანდშაფტურ დიზაინში. ცალკეულ შემთხვევებში წარმოადგენს მოსაპირკეთებელი ქვის ნედლეულს. დიდ კაჭარზე ასვლას ბოულდერინგი ეწოდება.[3] პრუსიაში არსებობდა „კაჭარის შესწავლის საზოგადოება“.[4]

  1. 1.0 1.1 Валун | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-13. ციტირების თარიღი: 2021-02-15.
  2. Горная энциклопедия. — М.: Советская энциклопедия. Под редакцией Е. А. Козловского. 1984—1991
  3. Rock climbing facts and information - National Geographic
  4. Яковлев С. А. Комиссия по изучению четвертичного периода // Природа. 1927. № 4. Стлб. 307—308.