ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ოქტომბერი - 2010 წლის მეათე თვეა. დაიწყო პარასკევს და დამთავრდა 31 დღის შემდეგ კვირას.

<< ოქტომბერი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
2010
მიმდინარე მოვლენები 1 ოქტომბერი, 2010 (2010-10-01) (პარასკევი)
  • ავღანეთში კიდევ 4 ქართველი სამხედრო დაიღუპა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დავალების შესრულებისას ნაღმზე აფეთქდნენ პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე და კაპრალები გიორგი კოლხიტაშვილი და ნუგზარ კალანდაძე. ანდრეს ფოგ რასმუსენმა დაღუპულთა ოჯახებს და ქართველ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა. (რადიო თავისუფლება)
  • სამართალდამცავებმა მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 15 წლის გოგონა დააკავეს. ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ახლად დაქორწინებული წყვილი ბინაში მარტო იმყოფებოდა. აღიარებით ჩვენებაში არასრულწლოვანი გოგონა ამბობს, რომ მეუღლე მას ცუდად ექცეოდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა. რის გამოც მან სახლიდან წასვლა გადაწყვიტა და კონფლიქტი სწორედ ამ დროს წარმოიშვა. 20 წლის კახაბერ ვალიშვილს ცივი იარაღით ნაკვეთი ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, არასრულწლოვან გოგონას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული. (პირველი არხი)
მიმდინარე მოვლენები 2 ოქტომბერი, 2010 (2010-10-02) (შაბათი)
  • ავღანეთის საზღვრის პირას, პაკისტანში, ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში, აშშ-ის ორმა სარაკეტო თავდასხმამ, სავარაუდოდ, 12 მეამბოხე დახოცა. პაკისტანის დაზვერვის სამსახურის თანახმად, ორი იერიში, განხორციელდა სოფელ დათა ხელზე, სადაც იმყოფებიან თალიბანისა და ალ ყაიდის ის მებრძოლები, რომლებიც ავღანეთში თავს ესხმოდნენ ნატოსა და აშშ-ის ჯარს. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 3 ოქტომბერი, 2010 (2010-10-03) (კვირა)
მიმდინარე მოვლენები 4 ოქტომბერი, 2010 (2010-10-04) (ორშაბათი)
  • მედიცინის დარგში 2010 წლის ნობელის პრემია მიენიჭა ბრიტანელ მეცნიერს რობერტ ედვარდსს მედიცინაში შეტანილი წვლილისათვის. გადაწყვეტილება დღეს სტოკჰოლმის ნობელის კომიტეტმა გამოაცხადა. 85 წლის ფიზიოლოგს პრემია მიენიჭა ხელოვნური განაყოფიერების სფეროში ჩატარებული მრავალწიანი ექსპერიმენტებისათვის, რომლის გამოყენებითაც მსოფლიოში 4 მილიონი ბავშვი გაჩნდა. ნობელის პრემიის მოცულობა წელს 1.5 მილიონი დოლარია. ლაურეატები მიიღებენ ასევე ოქროს მედალს და სპეციალურ სიგელს. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 5 ოქტომბერი, 2010 (2010-10-05) (სამშაბათი)
  • ფიზიკის დარგში 2010 წლის ნობელის პრემია რუსული წარმოშობის ორ მეცნიერს, მანჩესტერის უნივერსიტეტში მოღვაწე ანდრე გეიმსსა და კონსტანტინ ნოვოსიოლოვს მიანიჭეს ნახშირბადის კვლევისას გაკეთებული აღმოჩენებისთავის. ნობელის პრემიით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო წელს 10 მილიონ შვედურ კრონს (1,5 მილიონ ამერიკულ დოლარს) შეადგენს. (რადიო თავისუფლება)
  • ინდონეზიაში წყალდიდობების შედეგად, სულ ცოტა, 26 ადამიანი დაიღუპა და ასობით სახლი დაინგრა. მეწყრებსა და წყალდიდობებს ყოველ წელს ათობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება ინდონეზიის ტროპიკული არქიპელაგზე, რომელიც 17 ათასზე მეტ კუნძულს მოიცავს. (რადიო თავისუფლება)
  • 95 წლის ასაკში გარადიცვალა ბრიტანელი კომედიის მსახიობი ნორმან უიზდომი, რომელიც ცნობილი იყო ასევე როგორც კომპოზიტორი, პროდიუსერი და სცენარისტი. ახლობელთა ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში მსახიობმა რამდენიმე ინსულტი გადაიტანა. მასხიობი, რომელსაც ჩარლი ჩაპლინმა „საყვარელი კლოუნი“ უწოდა, ორშაბათს კუნძულ მენზე გარდაიცვალა. ნორმან უიზდომს განსაკუთრბული აღიარება მოუტანა მის მიერ შექმნილმა კომიკურმა გმირმა - მისტერ პიტკინმა, რომელიც ათზე მეტ ფილმში გამოვიდა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 6 ოქტომბერი, 2010 (2010-10-06) (ოთხშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 7 ოქტომბერი, 2010 (2010-10-07) (ხუთშაბათი)
  • ლიტერატურის დარგში 2010 წლის ნობელის პრემია მიენიჭა პერუელ მწერალ მარიო ვარგას ლიოსას. 74 წლის მწერალი მთელს მსოფლიოშია ცნობილი რომანებით „ხულია დეიდა და მოკალმე“, „ომი და სამყაროს დასასრული“, „საუბრები ტაძართან“. „ის, არსებითად, მთხრობელია, ამბებს გვიყვება - თუმცა სრულიად, სრულიად განსაკუთრებული მთხრობელი, რომელმაც ამბის მოყოლის ახალ ლიტერატურულ გზებს მიაკვლია", ამბობს ენგლუნდი და ამატებს, რომ მარიო ვარგას ლიოსას რომანები "კომპოზიციის მხრივ, ხშირად არის ძალიან კომპლექსური. ის ოსტატობას ავლენს, როცა საქმე ეხება დიალოგებს, დროის მონაკვეთების ან პერსონაჟების ცვლას, მუდამ მასშტაბური სურათის ძიებაში“. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 8 ოქტომბერი, 2010 (2010-10-08) (პარასკევი)
  • მშვიდობის დარგში 2010 წლის ნობელის პრემია ცნობილ ჩინელ დისიდენტ ლიუ სიაობოს მიენიჭა. როგორც ნორვეგიის ნობელის კომიტეტის პრეზიდენტმა ტურბიორნ იაგლანდმა განაცხადა, - „ჩინეთში ადამიანის ძირითადი უფლებების დასაცავად ხანგრძლივი და არაძალადობრივი ბრძოლისათვის.“ ნობელის მშვიდობის პრეტედენტთა შორის იყვნენ რუსი უფლებათდამცველი სვეტლანა განუშკინა, ავღანელი აქტივისტი ქალი სიმა სამარი და გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ კოლი. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 9 ოქტომბერი, 2010 (2010-10-09) (შაბათი)
მიმდინარე მოვლენები 10 ოქტომბერი, 2010 (2010-10-10) (კვირა)
  • პაკისტანის ხელისუფლებამ კვლავ გახსნა სასაზღვრო უღელტეხილი პროვინცია ხაიბერ-პახტუნყვაში, რომელზეც გადის ავღანეთში მყოფი უცხოეთის ძალებისათვის საჭირო მომარაგების მთავარი მარშრუტი. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 11 ოქტომბერი, 2010 (2010-10-11) (ორშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 12 ოქტომბერი, 2010 (2010-10-12) (სამშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 13 ოქტომბერი, 2010 (2010-10-13) (ოთხშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 14 ოქტომბერი, 2010 (2010-10-14) (ხუთშაბათი)
  • ოცდაცამეტივე ჩილელი მაღაროელი ზედაპირზე ამოიყვანეს. ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინერამ მათ გადარჩენას უწოდა სასწაული, რომელმაც ჩილე გააერთიანა. მაღაროელებმა 69 დღე გაატარეს ოქროსა და სპილენძის ცხელ, ნესტიან მაღაროში 622 მეტრ სიღრმეზე. მაღაროს ჩანგრევიდან პირველი 17 დღის მანძილზე ჩილელ მაღაროელებს დაღუპულებად მიიჩნევდნენ. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 15 ოქტომბერი, 2010 (2010-10-15) (პარასკევი)
  • შვეიცარიელმა ინჟინრებმა დაასრულეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბის გათხრის სამუშაოები. ალპებში მდებარე გოტჰარდის გვირაბის სიგრძე 57 კილომეტრია. ის ამოკლებს გზას ევროპის ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებს შორის და, იმავდროულად, ამცირებს ალპებში ტრანსპორტის ინტენსიურ მოძრაობას. სარკინიგზო გვირაბი 2017 წელს გაიხსნება. 7 მილიარდ ევროდ შეფასებული გვირაბის მშენებლობა 15 წლის წინ დაიწყო და მის პროცესში რვა მუშა დაიღუპა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 16 ოქტომბერი, 2010 (2010-10-16) (შაბათი)
  • პაკისტანში აშშ-ს მიერ მიტანილ საჰაერო იერიშს ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი 9 პირი ემსხვერპლა. ბოლო ორი თვის განმავლობაში აშშ-მ მკვეთრად გაზარდა პაკისტანის სასაზღვრო რეგიონზე ექსტრემისტების წინააღმდეგ საჰაერო იერიშების რაოდენობა. ოფიციალურად პაკისტანი ამ პროგრამის წინააღმდეგ გამოდის, თუმცა, გავრცელებული ვარაუდით, ის მას საიდუმლოდ მხარს უჭერს. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 17 ოქტომბერი, 2010 (2010-10-17) (კვირა)
  • რომის პაპმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ წმინდანად პირველი ავსტრალიელი - მერი მაკილოპი შერაცხა. მსახურების დროს ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე დაახლოებით 50 ათასი მორწმუნე შეიკრიბა. პარალელურად, სიდნეიში, მაკილოპის საფლავთან დაახლოებით 10 ათასი კათოლიკე იყო თავშეყრილი. მერი მაკილოპი 1909 წელს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან მთელი ცხოვრება დაუთმო ავსტრალიის მიყრუებულ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის განათლების მიცემას. ამასთან, ის ქვეყნის პირველი რელიგიური გაერთიანების დამაარსებელი იყო. მას მიაწერენ რამდენიმე სასწაულის მოხდენას - მათ შორის ორი ვატიკანის მიერ არის აღიარებული. რომის პაპმა კიდევ ოთხი ქრისტიანის კანონიზაცია მოახდინა - კანადელის, პოლონელის, ესპანელისა და იტალიელის. (რადიო თავისუფლება)
  • პოლიციის ინფორმაციით, ინდოეთის ჩრდილოეთში, ხალხით გადაჭედილ ტაძარში მომხდარ ჭყლეტას სულ მცირე 10 ადამიანი შეეწირა. ბიჰარის რეგიონის სოფელ ტილდიჰის ტაძარში დაახლოებით 20,000 ადამიანი იყო მისული ქალღმერთ დურგას წინაშე სალოცავად, ინდუისტური დღესასწაულის, ნავრატრის ბოლო დღეს. დაღუპულებს შორის ოთხი ქალი და ექვსი კაცია. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. (რადიო თავისუფლება)
  • დღეს დილით, ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთის მახლობლად მდინარე რიონმა დამცავი ჯებირი გაარღვია და ასამდე სახლი დატბორა. ზოგიერთ ადგილას წყლის სიმაღლე ერთ მეტრს უტოლდება. წყალდიდობას ადამიანური მსხვერპლი არ მოჰყოლია. იუწყებიან, რომ დაიღუპა პირუტყვი, განადგურდა სიმინდის მინდვრები. ფოთის მუნიციპალიტეტში მიყენებულ ზარალს საგანგებო კომისია ითვლის. დახმარების აღმოჩენის მიზნით ადგილზე მივლენილია შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ძალები. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 18 ოქტომბერი, 2010 (2010-10-18) (ორშაბათი)
  • გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპატრამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა დაადასტურა, რუსეთის სამხედრო წარმოადგენლები სოფელ პერევიდან გავიდნენ. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ უტიაშვილის განცხადებაზე მითითებით იუწყება, რომ საჩხერის რაიონის ამ სოფელს უკვე სრულად აკონტროლებს საქართველოს პოლიცია. იუწყებიან ასევე, რომ სოფელში სრული სიმშვიდეა. ცნობა, რომ რუსეთის მხარე ოკუპირებულ სოფელ პერევიდან სამხედროების გაყვანას აპირებდა, გასულ ხუთშაბათს, 14 ოქტომბერს გავრცელდა, როცა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე რუსული მხარის დელეგაციის ხელმძღვანელმა გააკეთა ამ შინაარსის განცხადება. მაგრამ მაშინ არ დაზუსტებულა, როდის მოხდებოდა სოფლის დეოკუპაცია. (რადიო თავისუფლება)
  • რუსეთის კრასნოდარის მხარის ტუაფსეს რაიონში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 14-ს მიაღწია. 9 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. სულ 4 ათასამდე ადამიანია დაზარალებული. რაიონში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. შაბათს გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ 20 დასახლებულ პუნქტში ათასზე მეტი სახლი დატბორა. (რადიო თავისუფლება)
  • მწერალ ჭაბუა ამირეჯიბს გუშინ ბერად აღკვეცის ლოცვა ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ სახლში წაუკითხა, რადგან ავადმყოფობის გამო მწერალს გადაადგილება უჭირს. ცერემონიის შემდეგ მეუფე სერაფიმემ ჟურნალისტებს ამცნო, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 19 ოქტომბერი, 2010 (2010-10-19) (სამშაბათი)
  • საფრანგეთში გრძელდება გაფიცვები და დემონსტრაციები, რომლებიც მიმართულია საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. პარიზში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა სტუდენტების წინააღმდეგ, რომლებიც ქვებს ისროდნენ. დღეისთვის დემონსტრაციები იყო დაგეგმილი საფრანგეთის 200-მდე ქალაქში, გაფიცვები აფერხებს საჰაერო, სარკინიგზო მიმოსვლას, სკოლების მუშაობას. პროტესტის ფარგლებში, ერთი კვირაა, დაკეტილი რჩება ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები. პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის განცხადებით, ის მაინც აპირებს საპენსიო რეფორმის განხორციელებას, რაც საპენსიო ასაკის ამჟამინდელი 60-დან 62 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. (რადიო თავისუფლება)
  • პაკისტანის პოლიციის ცნობით, სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა პოლიტიკური დაპირისპირებით გამოწვეული მორიგი ინციდენტის დროს. ინციდენტი ქალაქ კარაჩიში მოხდა. ეს ინციდენტი არჩევნების დამატებით ტურთან დაკავშირებული უთანხმოებაა, რომელმაც უკვე 50-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 20 ოქტომბერი, 2010 (2010-10-20) (ოთხშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 21 ოქტომბერი, 2010 (2010-10-21) (ხუთშაბათი)
  • მექსიკის სანაპიროსთან, კალიფორნიის ყურეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, თუმცა დაშავებულების, ან ზარალის შესახებ ჯერ არაფერს იუწყებიან. შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე რიხტერის სკალაზე 6,9 მეათედს აღწევდა. ეპიცენტრი დაფიქსირდა მექსიკის ერთ-ერთი შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ლა-პასის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 140-მდე კილომეტრში. ამავე რეგიონში შედარებით სუსტი მიწისძვრები მოხდა სამშაბათს და ოთხშაბათს. მათ ნგრევა არ მოჰყოლია. (რადიო თავისუფლება)
  • არეულობა იყო დღეს თბილისში, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც მოვაჭრეთა განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ათობით მაღაზია დალუქა. სხვა მაღაზიების მფლობელთა ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა და მთავრობის საგადასახადო პოლიტიკისადმი უკმაყოფილების ნიშნად და ფიქსირებული გადასახადის დაწესების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია დაიწყო. საინფორმაციო სააგენტოთა ცნობით, ბაზრობის დაცვის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოვაჭრეებს და ჟურნალისტებს. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ნაცემია ტელეკომპანია ”კავკასიის” თანამშრომელი და დამტვრეულია ინტერნეტ-ტელევიზია ITV-ის ვიდეოკამერა. უთანხმოება მოხდა დაცვის თანამშრომლებსა და ეროვნული ფორუმის ლიდერებს შორისაც, ამ ორგანიზაციის წევრი ზაზა ჩაკვეტაძე კი, დაკავებულია. თავის მხრივ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ ლილოს ბაზრობაზე მაღაზიების დალუქვა უარყო. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 22 ოქტომბერი, 2010 (2010-10-22) (პარასკევი)
  • ჩილელი მაღაროელები, რომლებმაც მაღაროს ნგრევის შედეგად მიწისქვეშ ორი თვე გაატარეს და მაშველებმა მათი ამოყვანა 13 ოქტომბერს შეძლეს, სასამართლოს მიმართავენ. როგორც მათი ადვოკატი იტყობინება, მაღაროელები სასამართლოს დახმარებით შეეცდებიან გაარკვიონ, თუ ვინ არის მაღაროში ნგრევაზე პასუხისმგებელი. როგორც ერთ-ერთი მაღაროელი იტყობინება, 5 აგვისტოს, სანამ მაღაროში ნგრევა მოხდებოდა, მათ ოპერატორს შეატყობინეს, რომ იქ ქანების რყევის საკმაოდ ძლიერი ხმა ისმოდა და მათ მიწის ზევით ამოყვანა მოითხოვეს, თუმცა, ამ მოთხროვნაზე მაღაროელებმა უარი მიიღეს. (რადიო თავისუფლება)
  • ჰაიტიზე გამძვინვარებულმა ქოლერის ეპიდემიამ 135 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როგორც საინფორმაციო სააგენტო ”ფრანს პრესი” იტყობინება, იმ რაიონებში, რომლებსაც ეპიდემია შეეხო, საავადმყოფოები გადაჭედილია. ჰაიტელთა დიდი ნაწილი იანვარში მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად, რომელსაც 230 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, კვლავაც კარვებში უწევთ ცხოვრება. რის გამოც იქ ანტისანიტარიაა შექმნილი, რაც ეპიდემის აფეთქების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 23 ოქტომბერი, 2010 (2010-10-23) (შაბათი)
  • ქოლერის ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ჰაიტიზე 200 კაცს მიაღწია. ჰაიტის ხელისუფლების ინფორმაციით, 2600-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება. ექიმები შიშობენ, რომ ეპიდემიამ შეიძლება მოიცვას მრავალრიცხოვანი კარვის ქალაქები, რომლებიც იანვარში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ აიგო. სტიქიის შედეგად 230 ათას კაცზე მეტი დაიღუპა და 1,5 მილიონი უსახლკაროდ დარჩა, ქოლერის ეპიდემიის ცენტრი დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის ჩრდილოეთით მდებარეობს. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 24 ოქტომბერი, 2010 (2010-10-24) (კვირა)
  • დეკემბრის ბოლოს საქართველოში მაუწყებლობას ახალი ტელევიზია GMG დაიწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „მედიანიუსი“ ავრცელებს. GMG ექვს არხს გააერთიანებს და ადგილობრივი საკაბელო ტელევიზიით როგორც თბილისში, ისე ქვეყნის ცენტრალურ ქალაქებში გავრცელდება. ახალი ტელევიზიის გენერალური პროდიუსერის, ბიძინა ბარათაშვილის განცხადებით, ახალი ტელევიზია დამფუძნებელი ორგანიზაციის - „გლობალ მედია გროუპ”-ის - სახელს ატარებს. იგი ორ-ორ კინო და სპორტულ არხებს, ასევე თითო საბავშვო და სერიალების არხებს გააერთიანებს. GMG-ს უკვე მოპოვებული აქვს ევროპის რამდენიმე წამყვანი ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის, NBA-სა და სხვადასხვა საჩოგბურთო ტურნირის პირდაპირი ტრანსლაციის უფლება. (რადიო თავისუფლება)
  • ქოლერის შემთხვევები გამოვლინდა ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო- რენსში. ქოლერის ეპიდემიის შედეგად, რომლის ეპიცენტრიც დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს, 220 კაცი გარდაიცვალა და 2 600 კი ჰოსპიტალიზებულია. ექიმები შიშობენ, რომ ქოლერის შემდეგი სამიზნე შეიძლება გახდეს პორტ-ო-პრენსი, რომელსაც შარშანდელი მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ძალიან ბევრი ადამიანი აფარებს თავს. დევნილები კარვების ქალაქებში ცუდ სანიტარულ პირობებში ცხოვრობენ, რაც დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს. (რადიო თავისუფლება)
  • საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, - იუწყება ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“. მაროკოს ქალაქ აგადირში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჭრიკიშვილმა ექვსი შეხვედრა მოიგო. ქალაქ აგადირში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი დღეს დასრულდება. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 25 ოქტომბერი, 2010 (2010-10-25) (ორშაბათი)
  • ჰაიტის ხელისუფლების ცნობით, ქოლერის ეპიდემიის მსხვერპლთა რიცხვმა 250-ს გადააჭარბა, დაავადებულია 3000-ზე მეტი ადამიანი. დაავადების გავრცელება ძირითადად არტიბონიტისა და ცენტრალური პლატოს რეგიონებში ხდება. სულ ცოტა ხუთი შემთხვევა აღინიშნა დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში. მაგრამ ოფიციალური ინფორმაციით, როგორც ჩანს, ეს პირები ეპიდემიით მოცული რაიონებიდან ჩავიდნენ ქალაქში. (რადიო თავისუფლება)
  • ექვსი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა პაკისტანში, ბომბის აფეთქების შედეგად. შემთხვევა მოხდა ფენჯაბის პროვინციის ქალაქ პაკ პატანში მდებარე სუფისტური ტაძრის გარეთ. პოლიციის თანახმად, ბომბი, სავარაუდოდ, დამონტაჟებული იყო ტაძართან მდგარ მოტოციკლზე. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 26 ოქტომბერი, 2010 (2010-10-26) (სამშაბათი)
  • ინდონეზიაში მძლავრი მიწისვრებით გამოწვეული ცუნამის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. 7,7 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგი ორშაბათს საღამოს, მენტავაის კუნძულთან ახლოს მოხდა. მიწისძვრით გამოწვეულმა ტალღამ ერთი სოფელი მთლიანად დაანგრია. ოფიციალური წყაროები ჯერჯერობით ერთი ადამიანის დაღუპვაზე საუბრობენ. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 27 ოქტომბერი, 2010 (2010-10-27) (ოთხშაბათი)
  • როგორც იტყობინებიან, ინდონეზიაში ცუნამისა და ვულკანური ამოფრქვევის შედეგად 180 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლება აცხადებს, რომ 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 400 უგზო-უკვლოდ დაიკარგა მას მერე, რაც სამმეტრიანი ცუნამი დაატყდა თავს მენტავაის კუნძულების რეგიონს სუმატრის დასავლეთში. ცუნამი მოჰყვა 7,7 - ბალიან მიწისძვრას, რომელიც ორშაბათს მოხდა. ამასობაში, ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა 28 ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა ფერფლით, ცხელი გაზითა და ნამსხვრევებით, მას მერე, რაც ცუნამის ზონიდან 1300 კილომეტრით დაშორებულ კუნძულ იავაზე ვულკანის ამოფრქვევა მოხდა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 28 ოქტომბერი, 2010 (2010-10-28) (ხუთშაბათი)
  • მექსიკის ხელისუფლების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა 15 ადამიანი მოკლეს უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში მესამე ხოცვა-ჟლეტისას. ოთხშაბათს ქალაქ ტეპისში მათ ცეცხლი გაუხსნეს ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებსა და კლიენტებს. გამომძიებელთა თქმით, შესაძლოა, საქმე ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ჰქონდეთ. ეს მესამე მრავალჯერადი მკვლელობა იყო გასული პარასკევის შემდეგ, როცა შეიარაღებულმა პირებმა 14 ადამიანი მოკლეს სიუდად ხუარესში. კვირას შეიარაღებულმა პირებმა ქალაქ ტიხუანაში, ნარკომანიის რეაბილიტაციის ცენტრთან 13 ადამიანი მოკლეს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მექსიკაში 28 ათასი ადამიანი დაიღუპა იმ მკვლელობების შედეგად, რომლებსაც სავარაუდოდ ნარკოტიკებთან აქვს კავშირი. (რადიო თავისუფლება)
  • ინდონეზიაში ცუნამისა და ვულკანური ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამასამდე გაიზარდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ მენტავაის კუნძულების რეგიონში ცუნამის დარტყმის შედეგად დაიღუპა 282 ადამიანი. 400-ზე მეტი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. ამასთან, 30 ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა ფერფლით, ცხელი გაზითა და ნამსხვრევებით, მას მერე, რაც ცუნამის ზონიდან 1300 კილომეტრით დაშორებულ კუნძულ იავაზე ვულკანის ამოფრქვევა მოხდა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 29 ოქტომბერი, 2010 (2010-10-29) (პარასკევი)
მიმდინარე მოვლენები 30 ოქტომბერი, 2010 (2010-10-30) (შაბათი)
  • იემენის სამართალდამცავები იძიებენ, თუ ვინ დგას იმ გზავნილების უკან, რომლებსაც გუშინ მიაგნეს ორი სატრანსპორტო ფირმის, „ფედექსის“ და „იუ-პი-ესის“ ტვირთში. ამანათები, რომლებიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს შეიცავდა, გაგზავნილი იყო აშშ-ში ებრაული ორგანიზაციებისთვის იემენიდან. დუბაის პოლიციამ, მიაგნო ერთ გზავნილს, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობის ტიპი ემთხვევა იმას, რომელსაც ტერორისტული ორაგანიზაცია ალ-ყაიდა იყენებს. მეორე ამანათი, ასევე იემენიდან გაგზავნილი და აშშ-ში მიმავალი, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობით, ნახეს ბრიტანეთში, მიდლენდის აეოროპორტში. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ამანათებს „ნამდვილი ტერორისტული საფრთხე“ უწოდა. აშშ-ის შინაგანი უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ აეროპორტებში გამკაცრდა ტვირთის შემოწმება. "ფედექსმა" და "იუ-პი-ესმა" იემენიდან ყოველგვარი ტვირთის გაგზავნა შეწყვიეტს. აშშ-ის ფილადელფიის, ნიუარკის, ნიუ ჯერსის, ასევე ქალაქ ნიუ იორკის სატვირთო აეროპორტებში შემოწმების შედეგად ასაფეთქებელი ნივთიერებები ვერ ნახეს. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 31 ოქტომბერი, 2010 (2010-10-31) (კვირა)
  • შაბათს ამსტერდამში გარდაიცვალა ცნობილი ნიდერლანდელი მწერალი, დრამატურგი და პოეტი ჰარი მულიში. ის 83 წლის იყო. მულიში, რომელიც 70 წიგნის ავტორია, ლიტერატურის სფეროში ჰოლანდიის პრაქტიკულად ყველა პრემიის ლაურეატი იყო. (რადიო თავისუფლება)
  • კოტ-დ’ივუარში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები. ქვეყნის უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობაზე პრეტენზიას აცხადებდა 14 კანდიდატი. ფავორიტებად ითვლებოდნენ სამნი - მოქმედი პრეზიდენტი ლორან გბაგბო, ყოფილი პრეზიდენტი ჰენრი კონან ბედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალასან უატარა. არჩევნების პროცესში ქვეყნის მთავარ ქალაქ აბიჯანის საკვანძო მნიშვნელობის წერტილებში გაეროს სამშვიდობო ძალები განთავსდა. 2004 წელს სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში აქტიურად განაგრძობენ მოქმედებას ანტისამთავრობო ძალები. კოტ დ'ივუარი კაკაოსა და ყავის მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწარმოებელია. (რადიო თავისუფლება)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოქტომბერი_2010“-დან