სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარკეთილი (მრავალმნიშვნელოვანი).

ვარკეთილითბილისის ერთ-ერთი საცხოვრებელი უბანი. მდებარეობს თბილისის აღმოსავლეთით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ისანი-სამგორის რაიონში.[1] სახელწოდება მომდინარეობს ამ ტერიტორიის ძველი ტოპონიმიდან — ველკეთილი.[1] წინათ ამ ტერიტორიაზე ხეხილის ბაღები ყოფილა, რომელიც საბჭოთა პერიოდში სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა და ვარკეთილის საბჭოთა მეურნეობას დაექვემდებარა.

1970-იან წლებში ხეხილის ბაღები გაიკაფა და დაიწყო ამ ტერიტორიის ურბანიზაცია. 1980-იან წლებში გაშენდა ახალი საცხოვრებელი რაიონები: ვარკეთილი–2 და ვარკეთილი–3, რომლებიც მიკრორაიონებადაა დაყოფილი. 1985 წელს ამოქმედდა მეტროსადგური „ვარკეთილი“.[1]

სქოლიო რედაქტირება