მომხმარებლის განხილვა:გიო ოქრო/არქივი 4

ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა ჯეო თემაში გთხოვთ შეამოწმოთ
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

კურაპალატი თუ კუროპალატი

რედაქტირება

გიორგი ახალ წელს გილოცავ! მრავალს დაესწარი ოჯახთან და საყვარელ ახლობელ ადამიანებთან ერთად. ინგლისურ და სხვაენოვან ვიკიპედიებში, რომლებსაც მოჰყავთ წყაროები, ტიტულის სახელწოდება — კუროპალატია. მემგონი წყაროები კარგადაა გადასამოწმებელი თუ რატომაა ქართულში კუროპალატი შეცვლილი კურაპალატად. თუმცა ვახუშტი ბატონიშვილი ტიტულს კუროპალატად მოიხსენიებს ისევე, როგორც კირილ თუმანოვი. გაუგებარია თუ რა საფუძველი გააჩნდა ახალ ქართულ რეალობაში შეცვლილიყო ტიტულის სახელწოდება თუ ყველა უცხოური წყარო გვეუბნება რომ ტიტულის სახელი კუროპალატია. ტიტული კი ბიზანტიურია, ბერძნები კი სწორედ კუროპალატად მოიხსენიებდნენ აღნიშნულ ტიტულს.

ვიკიციტატა
„Kouropalatēs, Latinized as curopalates or curopalata (Greek: κουροπαλάτης, from Latin: cura palatii "[the one in] charge of the palace") and Anglicized as curopalate, was a Byzantine court title, one of the highest from the time of Emperor Justinian I (r. 527–565) to that of the Komnenoi in the 12th century. The female variant, held by the spouses of the kouropalatai, was kouropalatissa.“
Lasha-george განხილვაწვლილი 07:35, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
გამარჯობა, ასევე გილოცავ. მრავალს დაესწარი. ამ საკითხთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ალბათ ლათ. cura palatii-ს გამო ეწოდება კურაპალატი. რადგან ბერძნ. κουροπαλάτης-ა და ვახუშტიც ამასვე ამბობს, მაშინ გადამისამართება უნდა გავაკეთოთ ჩემი აზრით. გიო ოქრო 07:46, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

შესაძლებელია გადამისამართება, მაგრამ ლათინური მკვდარი ენაა და ბერძნული წარმოშობისაა ეს ტიტული და აქედან გამომდინარე თავიდანვე კუროპალატის სახელწოდებით უნდა ყოფილიყო მხოლოდ. Lasha-george განხილვაწვლილი 09:15, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

არ ვიცი, ვერ გეტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ თანამედროვე ქართულ ისტორიულ ლიტერატურაში კურაპალატია მიღებული. გიო ოქრო 09:22, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

საერთოში გადასატანი და შესაქმნელი გვერდები

რედაქტირება

გიო, გადასატანია ბარტომ II[1]; კაოსი[2]; დეროკი[3] და ქართამ I[4]. იქნებ გადაიტანო? მე კი არმაზელს და მირდატს შევქმნი.Lasha-george განხილვაწვლილი 12:15, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

@Lasha-george: სად არის გადასატანი? გიო ოქრო 12:18, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

საერთო გვერდზე, მაგალითად ფრანგულსა და კატალონიურ ენებზე წერია და ქართულად სულ სხვაგან, ცალკეა დაწერილი. ასევეა დაწერილი გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე.--Lasha-george განხილვაწვლილი 12:22, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

აააა, სხვა ენები რო მივაბა ხო? ახლა მივხვდი. გიო ოქრო 12:25, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

კი. არმაზელი არ კეთდება რატომღაც.--Lasha-george განხილვაწვლილი 12:27, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

რა არ კეთდება? გიო ოქრო 12:28, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

არმაზელი, მცხეთის მეფე ორმეფობის ჟამს [5].--Lasha-george განხილვაწვლილი 12:29, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

რო შექმნი სტატიას მერე მიაბი. მანამდე ვერ მიებმევა. გიო ოქრო

კარგი.--Lasha-george განხილვაწვლილი 12:32, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

(მომხმარებლის გიო ოქრო ცვლილებების გაუქმება (№3604547))

რედაქტირება

აი ამ თემასთან დაკავშირებით მაინტერესებს, რატომ მიცვლით ჩასწორებულ და დაკორექტირებულ სტატიას? არც მიზეზი და რაც მთავარია შლით ციტირებულ და ზუსტ ინფორმაციას

ვიკიპედია არ არის რეკლამის ადგილი. საჭიროა წყაროები ინფორმაციის შეტანისას და რაც მთავარია: ენციკლოპესიურ სტილში უნდა დაიწეროს სტატიები. ეგ გაუქმრბა ფორმალურია, მაგ სტატიას მივხედავ და ალბათ ნახევარზე მეტი ინფორმაცია (თუ ასე ვუწოდებთ) ამოიღება. გიო ოქრო 14:16, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გიო გავაკეთე არმაზელი და გადაიტანე → [6].Lasha-george განხილვაწვლილი 16:33, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

არმაზელის გვერდზე, ოჯახის ქვემოთ მემგონი სქოლიო უნდა დაიწეროს ხო?--Lasha-george განხილვაწვლილი 16:35, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

კი. გიო ოქრო 16:54, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გიო აზორკს გადახედე გთხოვ და გადაიტანე საერთოში. ოჯახის კატეგორიაში სხვადასხვა ვერსიის მიხედვით მიწერია აზორკის შვილი (მისი შვილი ლეონტი მროველის და ვახუშტის მიხედვით სხვადასხვაა). ნახე და შეაფასე აბა.Lasha-george განხილვაწვლილი 18:35, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ასეთ შემთხვევაში ჯობია ეს გრაფა გამოვიყენო

წინამორბედი

თრდატი
იბერიის მეფე

406-409
მემკვიდრე

მირდატ IV
--Lasha-george განხილვაწვლილი 18:39, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მეფეების შრიფტი ხომ არ გავამუქოთ? აზორკის წინამორბედსა და მემკვიდრეს ვგულისხმობ, მემგონი ყველაზე კარგი გამოვიდა.--Lasha-george განხილვაწვლილი 18:48, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

@Lasha-george: მომხმარებლის განხილვა:გიო ოქრო/სავარჯიშო 4ლეონტი მროველი „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“ ამ სვეტში ქვემოთ მგონი ძველი და ახალი წელთაღრიცხვებია შეცდომით. გიო ოქრო 18:54, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

კი, კი. შევასწორებ გიო. კოპირებისას დაშვებული შეცდომაა.--Lasha-george განხილვაწვლილი 18:57, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

აზორკი

რედაქტირება

გიო დამეხმარე, სქოლიო და ინფოდაფა შესაბამისობაში იქნებ მოიყვანო?--Lasha-george განხილვაწვლილი 18:53, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

87 - 119 თეიმურაზის ვერსიის მიხედვით მეფობდა. ამიტომ ჩავამატე.--Lasha-george განხილვაწვლილი 19:10, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

შემთხვევით ამომეშალა ალბათ. გიო ოქრო 19:10, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გიო → [7] გადაიტანე, ფრანგულ და კატალონიურ ვერსიაზე რომ ჩანდეს.--Lasha-george განხილვაწვლილი 19:12, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ისე თუ აზორკი და ხსეფარნუგი ერთიდაიგივეა, მაშინ ეს უკანასკნელი სტატია არსებობის აზრს კარგავს. გიო ოქრო 19:15, 3 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ცნობისთვის ხსეფარნუგის ინფოდაფაში წინამორბედის და შემდეგის (სწორია მემკვიდრე) და საერთოდ ქრონოლოგია, იმ პირობითი მეფეებითაა შევსებული, რომელიც იბერიის სამეფოს გვერდზეა. ამ პირობით მეფეებს კი ვეწინააღმდეგებით (ვგულისხმობ, თარგი:საქართველოს მმართველები/იბერია და მსგავსი თარგების სისწორე წყაროს მოუთითებლობის გამო საეჭვო წარმომავლობისაა. სწორედ მაგ ვერსიაშია ვახტანგ I გორგასლის მამად მითითებული მითრიდატე VII და ეს ასევე მითითებულია მთავარ ინფოდაფაში და სახელიც ასე წერია, რაც ეწინააღმდეგება და მომავალში შეგვიქმნის სირთUლეებს სხვადასხვა მეფეთა ქრონოლოგიის დადგენისას. ხსეფარნუგი შესაძლებელია დარჩეს და გამოვიყენოთ როგორც პავლე ინგოროყვას ვერსია.Lasha-george განხილვაწვლილი 16:00, 4 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

უტექსტო სტატიები

რედაქტირება

გიო გამარჯობა, ამ კატეგორიაში ისეთი სტატიებია ვფიქრობ შენ უკეთ გამოგივა, რომ შეავსო. თუ სურვილი გექნება მინიმუმ 3 წინადადება დაამატე. --ჯაბა 1977 08:39, 5 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გამარჯობა. შეძლებისდაგვარად გავაფართოვებ. გიო ოქრო 12:42, 5 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ერთი ეგაა, ვერიფიცირება სჭირდება და უკატეგორიოაო რომ წერს აზორკის გვერზე. ეს რომ წავშალო, ისევ გაჩნდება ხო ალბათ?--Lasha-george განხილვაწვლილი 16:45, 5 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

კარგი.--Lasha-george განხილვაწვლილი 16:49, 5 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

აზორკი

რედაქტირება

გიორგი გამარჯობა. დახმარება მინდა აზორკთან მიმართებაში და შეგიძლია დამეხმარო? გეტყვი.

ეს ცხრილი → პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სიის“. 551-ე გვერდზეა. მინდა რომ სერაფიტის ძეგლის გრაფა ფარავდეს: სრულიად იბერიის მეფენი:-ს და ქართული მატიანეები:-ს, შესაბამისად, ქართული მატიანეების გრაფა ფარავდეს: „იმიერი“ მეფენი-ს და „ამიერი“ თანა-მეფენი:-ს. ვერიფიცირება სჭირდება კიდევ... წინასწარ მადლობა.

სერაფიტის ძეგლი: ქართული მატიანეები:
სრულიად იბერიის მეფენი: არმაზელი პიტიახშები: „იმიერი“ მეფენი „ამიერი“ თანა-მეფენი:
ფარსმანი
ხსე-ფარნუგი
პუბლიკი-აგრიპა
(მოხსენებული არაა)
XVI ფარსმანი
XVII ფარნუკი
XVI-ა. კაოსი
XVII-ა. არმაზაერი
--Lasha-george განხილვაწვლილი 15:48, 5 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
@Lasha-george: გაგიმარჯოს. გასწორებას ვცდი აბა. გიო ოქრო 15:53, 5 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
@Lasha-george: ნახე აბა. გიო ოქრო 16:05, 5 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ვნახე გიო. დიდი მადლობა. კარგ საქმეს ვაკეთებთ! აზორკი და არმაზელი დავასრულე, უახლოეს ხანში მირდატ I-ს დავიწყებ, რომელიც ფარსმან II-სთან ერთად მეფობდა.--Lasha-george განხილვაწვლილი 16:11, 5 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

აბა შენ იცი, წარმატებები! გიო ოქრო 16:12, 5 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ერთი ეგაა, ვერიფიცირება სჭირდება და უკატეგორიოაო რომ წერს აზორკის გვერზე. ეს რომ წავშალო, ისევ გაჩნდება ხო ალბათ?--Lasha-george განხილვაწვლილი 16:46, 5 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მერე მე გავასწორებ მაგას. გიო ოქრო 16:49, 5 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

კარგი.--Lasha-george განხილვაწვლილი 16:58, 5 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მირდატ I მცხეთელი მოვრჩი გიო და გადაიტანე საერთოში, ფრანგულსა და კატალონიურ ენაზე რომ ჩანდეს. გრაფიკული შეფერილობა (ფერი ნაწერისა გრაფაში) წიგნის ფერის ტონალობაშია გადაწყვეტილი. წყარო → თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“. გვერდი —215—, —216—.Lasha-george განხილვაწვლილი 20:32, 5 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გადავიტანე მირდატ I მცხეთელი!--Lasha-george განხილვაწვლილი 09:51, 6 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

@Lasha-george: თუ შეგიძლია ეგ ტექსტი იქნებ თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნო? ცანგალამაც აღნიშნა რომ ციტატები ვიკიციტატაში უნდა იყოს. ჩვენთან პირდაპირ ტექსტი აჯობებს. გიო ოქრო 13:47, 6 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ციტატა უფროა. წესით ციტატად უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვიკიციტატაში რომ გატავიტანო რაღა დარჩება? თანამედროვე ქართულით ნათარგმნია ვახუშტის "საქართველოს სამეფოს აღწერა" საპატრიარქოს მიერ და მაშინ ეს ჩავსვათ მთავარ გვერდზე და ეგ თეიმურაზის ციტატა კი ვიკიციტატაში გადავიტანოთ (ვიკიციტატაში გადატანა არ ვიცი გიო და ეგ თეიმურაზის ციტატა გადაიტანე ვიკიციტატაში. მე კი ჩავსვამ ვახუშტის "საქართველოს სამეფოს აღწერიის" თანამედროვე ქართულ ვერსიას.--Lasha-george განხილვაწვლილი 14:12, 6 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მირდატ I მცხეთელი

რედაქტირება

გიორგი, აბა ნახე მირდატ I მცხეთელი. მაშინ გადავიტანოთ ვიკიციტატაში მხოლოდ თეიმურაზ ბატონიშვილის ცხრილი. მთავარ გვერდზე კი დარჩეს ვახუშტის "საქართველოს სამეფოს აღწერა".--Lasha-george განხილვაწვლილი 14:31, 6 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გიო ფარნავაზ I-თან მიმართებაში რაღაც არ მომწონს, მგონი არმაზელის ვერიანტში რომ გავაკეთოთ აჯობებს. ასე, არ გამოდის ლამაზი მემგონი, როგორც ფარნავაზ I-თანაა. მაპატიე, მაგრამ მე არ მომწონს--Lasha-george განხილვაწვლილი 16:23, 6 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გიო გრაფებში შევთანხმდეთ ჯობია, თორემ ასე, ამ ფორმაში არ მგონია სწორი იყოს. ჯობია ისევ ისე გავაკეთოთ, როგორც არმაზელის გრაფაა გაკეთებული.--Lasha-george განხილვაწვლილი 16:33, 6 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

კონკრეტულად რა არ მოგწონს? არმაზელთან რო გრაფაა ყველგან ერთნაირად ვერ გამოვა. გიო ოქრო 18:19, 6 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ჩამონათვალი რაღაც არ არის ისეთი... თუ გინდა გავაკეთებ და შეფასების შემდეგ გადავწყვიტოთ.--Lasha-george განხილვაწვლილი 19:44, 6 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

სახელის კომბინავია იგივეა და უბრალოდ წლებში მივუთითებთ სქოლიოს სახით თუ ვისი ვერსიაა. ასე ისტორიკოსების გრაფაში გამოსაჩენად ჩასმა არ მომწონს...--Lasha-george განხილვაწვლილი 19:47, 6 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მზის სრული დაბნელება

რედაქტირება

გიო, არ ვიცი, ამ სტატიაში მემგონი ჩვენი წელთაღრიცხვით უნდა იყოს...[8]--Lasha-george განხილვაწვლილი 12:19, 8 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

არა. წყაროში წერია -281 წელი ანუ ძვ. წ. გიო ოქრო 12:21, 8 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

კარგი, გასაგებია... მაშინ შესაცვლელია ძვ. წ. აღრიცხვით...--Lasha-george განხილვაწვლილი 12:27, 8 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

როკი და მირდატი

რედაქტირება

ეს გვერდი უნდა არსებობდეს თანახმად წყაროებისა: „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ (შატბერდის კრებულის 1979 წლის გამოცემიდან), ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. ტფილისი, 1911, "საქართველოს ისტორია". ქუთაისი, 1915 და პავლე ინგოროყვა «ძველი ქართული მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია», მაგრამ ჩავასწორებ ერთ ნიუანსს, სახელდობრ, მეფე როკ, „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ (შატბერდის კრებულის 1979 წლის გამოცემიდან)-ს მიხედვით, პირველი როკია → ია~. და მეფობდა როკ, რომელმან რაჲთურთით მცხეთაჲ გაიშორა. და მეფობაჲ ორად გაიყო, ორნი მეფენი დასხდეს იმიერ და ამიერ. მეორე კი → იზ~. და მეფობდა იმიერ როკ და ამიერ -- მირდატ. და ამისა ზე მოაკლდა არმაზი სამეუფოჲ და მცხეთას ოდენ იყო მეფობაჲ. ამათგან პირველი შეესაბამება ადერკს (სქოლიოში კი ზუსტად მივუთითებ განმარტებით, აღრევის პრევენციისთვის), ხოლო მეორესთან მიმართებაში ს. რ. გორგოძის და პ. ინგოროყვას მიერ მითითებულ მმართველობის წლებს მივუთითებ. ეს → [[9]] გვერდი კი დასასრულს უახლოვდება, მაგრამ აკლია კორექტირება. ფარნავაზ I-ის გრაფას გავაკეთებ და აქ გამოვაქვეყნებ და შეაფასე. მე ვფიქრობ, რომელი წინაპრის და მემკვიდრის (შემდეგი) სხვადასხვა ვერსია არსებობს, ასეთ მეფეს მხოლოდ ქვემო ინფოდაფა ჰქონდეს, ხოლო რომელსაც ყველა ერთხმად, წინაპრის და მემკვიდრის ერთნაირ ვერსიას აღიარებს, ის კი ორივეგან, მთავარ ინფოდაფაში და ქვემო ინფოდაფაში.--Lasha-george განხილვაწვლილი 15:35, 8 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ადერკი

რედაქტირება

გიორგი გამარჯობა! მოკლეთ ამდაგვარ ფორმაზე შევვჩერდი და ნახე →ადერკი. მემგონი არაუშავს. ასეთი ფორმულირებით მინდა გავაფორმო ყველა მეფე, ისტორიკოსთა ყველა ვერსიით. და ერთი, ინფოდაფაში მმართველობის დასაწყისი/მმართველობის დასასრული-ს ნაცვლად უნდა იყოს მმართველობის წლები (ადერკი ინფოდაფა ასეა გაფორმებული), რადგან წყაროს ჩასმა მანამდელი ფორმით ძალიან რთულია. მემგონი ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.--Lasha-george განხილვაწვლილი 10:15, 9 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

კარგია. ახლა რა უნდა გასწავლო: სქოლიოს რომ წერ, მაგალითად, <ref>[http://www.wikipedia.org ვიკიპედია]</ref> და იგივე სქოლიო გინდა მეორე ადგილას გამოიყენო, ასეთ შემთხვევაში ასე მოიქეცი თავდაპირველ სქოლიოს ასეთი სახე მიეცი <ref name="ვიკი">[http://www.wikipedia.org ვიკიპედია]</ref> და მეორედ სადაც გინდა რომ გამოიყენო იქ მხოლოდ ეს ჩაწერე <ref name="ვიკი" />. ცხადია "ვიკი"-ს ადგილას შესაბამისი სახელი მიუთითე მოკლედ. გიო ოქრო 10:24, 9 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
გიო, ადერკის გვერდზე, არშაკ III-ის ზემოთ ასეთ: ---- ხაზს ვაკეთებ, პირველ ჯერზე აკეთებს და მერე შლის ავტომატურად! მინდა რომ გამოიყოს მხოლოდ არშაკ III ხაზით, მიხვდი?--Lasha-george განხილვაწვლილი 10:27, 9 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
ახლა ხომ გამოყოფილია? გიო ოქრო 10:34, 9 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

კი. ანუ არშაკ III-ის ზემოთ მინდა ხაზი იყოს გიო. ანუ ეს სხვა ვერსიაა და იმიტომ.--Lasha-george განხილვაწვლილი 11:09, 9 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

პირველი სტრიქონი კი ძალიან დაულაგებელია. წაიკითხე გთხოვ, იბერიის მეთერთმეტე მეფეო, შემდეგ წერია მეათე მეფეო და შემდეგ ისევ მეთერთმეტე მეფე, გრამატიკულად არის გასასწორებელი.--Lasha-george განხილვაწვლილი 11:11, 9 იანვარი 2019 (UTC)
კი ეხლა გამოყოფილია, მაგრამ იმ სტრიქონს ვალაგებ--Lasha-george განხილვაწვლილი 11:16, 9 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ადერკი

რედაქტირება

გიო იქნებ დაალაგო, საწყისში დაულაგებელია, ჯერ მე-11 მეფე, მერე მეათე მეფე, მერე ისევ მე-11 მეფე წერია, გრამატიკულადააა გასასწორებელი. მე კი გავასწორებდი, მაგრამ ტეგები იკარგება და ვერ მოვუხერხე გასაღები--Lasha-george განხილვაწვლილი 11:24, 9 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ჩვენი ცხრილი მიხედვით გავასწორებ.--Lasha-george განხილვაწვლილი 11:33, 9 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გიო შენს მერე კიდევ დავარედაქტირე და ნახე აბა. არ უნდა იყოს ურიგო.--Lasha-george განხილვაწვლილი 12:37, 9 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ხაზს რატომ შლის არშაკ III-ის ზემოთ ვერ გამიგია!--Lasha-george განხილვაწვლილი 12:40, 9 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

დაბლა რომ ინფოდაფაა იმას გულისხმობ? ჩემთან ჩანს ხაზი არშაკ III-ის ზევით. გიო ოქრო 12:42, 9 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

კი, ეხლა ჩანს. დავასრულე გიო და აბა დაარედაქტირე. იმედია საბოლოო ჯამში გამოჩნდება მას შემდეგ, რაც დაარედაქტირებ.--Lasha-george განხილვაწვლილი 12:48, 9 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

აზორკის ვერიფიკაციას გაასწორებ? ხო მართლა კურაპალატი და კუროპალატი ორივე იძებნებოდეს კარგი? გადაამისამართე.--Lasha-george განხილვაწვლილი 12:50, 9 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ჩემთან ეხლა არ ჩანს, შენთან თუ ჩანს ხაზი?--Lasha-george განხილვაწვლილი 12:52, 9 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

აზო

რედაქტირება

გიო, ერთი შეკითხვა მაქვს, აზოს გვერდზე ქვემო ინფოდაფის მმართველობის წლებში წერია: დაახ. ძვ. წ. 330 - ძვ. წ. 284 წლები. ეს ვერსია ვერსად ვნახე და თუ გაქვს ინფორმაცია თუ ვისი ვერსიაა იქნებ მომაწოდო. მე ვერ გავარკვიე...--Lasha-george განხილვაწვლილი 19:19, 9 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ქართამ I = ფლავიოს დადე და ბარაცმან (ბარცომ, ბერცუმ)

ადერკის ქვემო ინფოდაფაში, ერთ ხაზზე მინდოდა განმელაგებინა: ქართამ I = ფლავიოს დადე და ბარაცმან (ბარცომ, ბერცუმ). არაუშავს თუ არ შვება.--Lasha-george განხილვაწვლილი 07:09, 10 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გიო აზო გავაკეთე. ნახე. იმედია მოგეწონება.--Lasha-george განხილვაწვლილი 11:38, 10 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მირვან I

რედაქტირება

მირიან I საერთოდ წაშაშლელია გიო, რადგან ყველა ავტორი მირვანად მოიხსენიებს მას. რიგითობით II-ის სახელია მირეანი ("მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს და პავლე ინგოროყვას მიხედვით) დანარჩენი წყაროების მიხედვით კი მირვანია, რაც შეეხება III-ეს, მირეანია "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მიხედვით, დანარჩენი წყაროები კი მხოლოდ მას აღიარებს მირიანად, სპარსული ღვთაება მითრას საპატივსაცემოდ. აღინიშნებოდა — „ხელშეკრულების“, „თანხმობის“, სიმართლის, სამართლიანობისა და თანხმობის ღმერთი [1]. საფიქრებელია, რომ მირიანი (ქართული შემოკლებული ფორმით "მირო") უკვე ქრისტიანული სარწმუნოების შემდგომ დაერქვა, სავარაუდებელია, რომ მირონის საპატივსაცემოდ. რადგან მის წინამორბედს არცერთს არ ერქვა მირიანი და ეს ფაქტია!--Lasha-george განხილვაწვლილი 12:33, 12 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

არშაკ I/ არსოკ I

რედაქტირება

გიო, ეს გვერდი შეგიძლია რომ ორივე იძებნებოდეს? ანუ მსგავსი პრობლემატური საკითხი შეიძლება მომავალშიც დადგეს, ვგულისხმობ იმას, რომ ორივე სახელით იძებნებოდეს. არშაკ I (სომხეთი) იყოს, რატომ საქართველოს გვერდი? ჩვენი მეფე იყოს სათაურში მოხსენიებული სახელით წარმოდგენილი.--Lasha-george განხილვაწვლილი 14:02, 12 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გიო, ერთი წუთით, პ. ინგოროყვას ვერისია: ბარაცმან [ბარაცმან-ავაზ | | ფარსმან-ავაზ] = ფარნავაზ II არ ჩნდება...--Lasha-george განხილვაწვლილი 17:13, 12 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

არტაგის გვერდზე

რედაქტირება

პ. ინგოროყვას ვერისია: ბარაცმან [ბარაცმან-ავაზ | | ფარსმან-ავაზ] = ფარნავაზ II ← არ ჩანს ქვემო ინფოდაფაში. აქ → მომხმარებლის განხილვა:გიო ოქრო/სავარჯიშო 4 კი ჩანს.--Lasha-george განხილვაწვლილი 17:23, 12 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

იგივე ფარნავაზ II-ა და წყაროს გავაიგივებ იმ ავტორთან, რომელიც ბარტომს ფარნავაზ II-ედმიიჩნევს.--Lasha-george განხილვაწვლილი 17:28, 12 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გთხოვთ

რედაქტირება

გთხოვთ შეამოწმოთ ეკვადორი და ყარაბაღი (საფეხბურთო კლუბი) ჯეო განხილვაწვლილი 10:33, 13 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

შეკითხა მაქვს ეკვადორი რატომ წაშალეთ ინფორმაცია?1 საათი ვამოწმებდი და ვთარგმნიდი ჯეო განხილვაწვლილი 10:35, 13 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

@ჯეო: უნდა თარგმნოთ გამართულ ენაზე და მიუთითოთ წყაროები. გიო ოქრო 10:54, 13 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გასაგებია,გავითვალისწინებ --ჯეო განხილვაწვლილი 10:55, 13 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გთხოვთ შეამოწმოთ ალფონსო დევისი --ჯეო განხილვაწვლილი 11:36, 13 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გთხოვთ შეამოწმოთ სტატია კრიშტიანუ რონალდუ,რაღაცეები ჩავამატე და სტატისტიკა განვაახლე,აგრეთვე განვაახლე სტატია ყარაბაღი (საფეხბურთო კლუბი) ახლახანს ჩავამატე რაღაც სტატია ეკვადორში.კიდევ სტატია დინამო ზაგრები (საფეხბურთო კლუბი) და ლიონელ მესი ჩავასწორე და განვაახლე,აგრეთვე ზაზა ფაჩულია.მაკა ჩიჩუაც,შერიფ ისმაილი,ჩისკო მუნიოსი,ვალერიან გვილია

ჰაროლდი & კუმარი წასვლა თეთრ სასახლეში

ნიკოლოზ ბასილაშვილი --ჯეო განხილვაწვლილი 12:10, 13 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

@ჯეო: არ არის საჭირო აქ მითითება. ვხედავ თქვენს ცვლილებებს. გიო ოქრო 12:49, 13 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ბოდიში

ტელეფონიდან ხელმოწერა არ ვიცი

ბარტომ I-ის გვერდზე, სქოლიოში: Cassius Dio 49.24, მითითებულია კირილ თუმანოვის წიგნიდან „Chronology of the Early Kings of Iberia“ [1]--Lasha-george განხილვაწვლილი 08:07, 14 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მირვანი

რედაქტირება

მირიან I საერთოდ წაშაშლელია გიო, რადგან ყველა ავტორი მირვანად მოიხსენიებს მას. რიგითობით II-ის სახელია მირეანი ("მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს და პავლე ინგოროყვას მიხედვით) დანარჩენი წყაროების მიხედვით კი მირვანია, რაც შეეხება III-ეს, მირეანია "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მიხედვით, დანარჩენი წყაროები კი მხოლოდ მას აღიარებს მირიანად, სპარსული ღვთაება მითრას საპატივსაცემოდ. აღინიშნებოდა — „ხელშეკრულების“, „თანხმობის“, სიმართლის, სამართლიანობისა და თანხმობის ღმერთი [2]. საფიქრებელია, რომ მირიანი (ქართული შემოკლებული ფორმით "მირო") უკვე ქრისტიანული სარწმუნოების შემდგომ დაერქვა, სავარაუდებელია, რომ მირონის საპატივსაცემოდ. რადგან მის წინამორბედს არცერთს არ ერქვა მირიანი და ეს ფაქტია!

მირვან II-ესთან მიმართებით გიორგი, წყაროში მირიანი მას არცერთგან არავინ არ მოიხსენიებს. ანუ ესეთი რამე რომ გაკეთდეს. პირველ რიგში მთავარ გვერდად მირვან II რომ იყოს და მირეან II ანალოგიურ, მეორე სახელად ჩანდეს. ანუ ახლა რომ მირეან II-ზე გადამისამართდეს, მთავარ გვერდზე მირეან II გამოჩნდება. უმჯობესი კი პირიქით იყოს ეგაა, ანუ ჯერ მირვან II/მირეან II.--Lasha-george განხილვაწვლილი 08:22, 14 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

@Lasha-george: ამას გადახედე, ყველა ამ გვერდზე ბმული გაკეთებულია მირიან I-ზე და რომ წაიშალოს, ამ ყველა გვერდზე წითლად გამოჩნდება. იყოს ჯერჯერობით. გიო ოქრო 08:26, 14 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

კარგი, მაგრამ საბოლოოდ იმედია გასწორდება. მირიანი მხოლოდ მირიან III იყო მხოლოდ მაშინ, როდესაც ქრისტიანი მეფე გახდა, მანამდე სპარსული ღვთაების საპატივსაცემოდ ერქვა მირვანი მასაც და მანამდელ მირვანებსაც. საგულისხმოა, რომ მას შემდეგ არავის არ რქმევია მეფეებს შორის მირიანი...--Lasha-george განხილვაწვლილი 08:30, 14 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

სტატიის დამოწმება

რედაქტირება

სანამ სხვას მიუთითებ რამეზე, მანამ ასეთი რამეები გაითვალისწინე და ისე დაამოწმე სტატიები. --ჯაბა 1977 19:03, 14 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მომხედე ჯაბა. წინადადება „ბავშვთა სახლი მდებარეობს პუშკინში“ სწორია. აი ეს კი არ არის სწორი „ბავშვთა სახლი — მდებარეობს პუშკინში“. ტირე აქ არ უნდა. გიო ოქრო 19:04, 14 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
სხვა რამეები ნახე რა შევცვალე? --ჯაბა 1977 19:07, 14 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
ვნახე, ამათი ისტორიები ნახე: ოფიცერთა სახლი (სანქტ-პეტერბურგი), ფიტინგოფის სახლი, კიტაევის სახლი და სხვა მრავალი. ასე რომ „რამეები გაითვალისწინე“ შენც გეხება :))) გიო ოქრო 19:12, 14 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
შენც რომ გეხება, მეც რომ მეხება და ყველას რომ ეხება, ამიტომ უნდა იყო მშვიდად და აკეთო საქმე. --ჯაბა 1977 19:20, 14 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
მშვიდად ვარ, ნუ დარდობ. გიო ოქრო 19:22, 14 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ძალიან ვდარდობ. :)))))))))))) --ჯაბა 1977 19:23, 14 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ვიცი :))))) გიო ოქრო 19:24, 14 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
))))) გავილიე დარდში. --ჯაბა 1977 19:25, 14 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
ხო გითხარი ვიცი თქო :)) გიო ოქრო 19:25, 14 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მეფეთა ქრონოლოგიის საკითხი

რედაქტირება

გიორგი, ერთ პრობლემატურ საკითხს მინდა შევეხო, მეფეთა ქრონოლოგიის საკითხს. იბერიის სამეფოს ვიკი გვერდზე იმ პირობითი მეფეების სიის ნაცვლად უნდა განთავსდეს კირილ თუმანოვის ვერსია, მისი ვერსიის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს — ქართლის საერისმთავროს გვერდი, რაც კანონზომიერია. ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება, რადგან მთელი უცხოენოვანი ვიკიპედია კირილ თუმანოვის ვერსიითაა გაჯერებული უმეტესწილად, და ეს ნაბიჯი თანხვედრაში მოვა უცხოენოვანი ვიკიპედიების გვერდებთან მიმართებაში.--Lasha-george განხილვაწვლილი 14:09, 15 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ვიკიპედიის პოლიტიკის ნაწილია, რომ თუ მაგალითად ერთ თემაზე ორი განხვავებული აზრი არსებობს, ჩვენ ორივეს ვუთითებთ. ამ შემთხვევაში მხოლოდ თუმანოვს ვერ ჩავსვავთ. ყველა ისტორიკოსის ქრონოლოგიაა გასაზიარებელი. გიო ოქრო 14:19, 15 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

OK. ფარსმან I დავასრულე. ღადამიდან აღარაა პრობლემატური, თუმცა გიო, ერთი თხოვნა, შენ როგორც შემმოწმებელი, შესაძლებელია მცირე ცვლილებები (კორექტირებები) შევიტანო. ზოგადად ვიძახი, როგორც მეფეების საკითხზე ერთ-ერთი ვიკიპედიის წევრი. --Lasha-george განხილვაწვლილი 15:34, 15 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

სპორტი

რედაქტირება

გთხოვთ შეამოწმოთ საქართველო-სპორტი ჩავამატე წყარო:ინგლისური ვიკიპედიაა --ჯეო განხილვაწვლილი 17:28, 15 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გიორგი ზანგური

რედაქტირება

გიორგი ზანგური — რა არ მოგეწონა?--ცანგალა 18:07, 16 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

უი... ბოდიში. ცარიელი სექციის სათაურები უნდა ამომეღო და ფილმოგრაფიაც მიმიყოლებია. გიო ოქრო 18:10, 16 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
მაგასაც ვწერ, რომ მომავალში ჩავწეროთ.--ცანგალა 18:13, 16 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
დავაბრუნე ძველი ვერსია. გიო ოქრო 18:19, 16 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

განხილვა:ქარხალა

რედაქტირება

განხილვა:ქარხალა — გადახედე.--ცანგალა 10:33, 17 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ცხოვრება ქართუელთა მეფეთა გადავამისამართე ცხოვრება ქართველთა მეფეთაზე[10].--Lasha-george განხილვაწვლილი 08:43, 18 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მითრიდატე I-ის გვერდი

რედაქტირება

გიო გამარჯობა. მივადექი მითრიდატე I-ის გვერდს. აქ სტელის წარწერა წერია რუსულ ენაზე. არსებობს შესაბამისი ლიტერატურა, სახელდობრ: მიხეილ თამარაშვილის „ქართული ეკლესიის ისტორია დასაბამიდან დღემდე“ [11] (გვერდი 98, 99), საიდანაც გადმოვიღებ ქართულ წარწერას, შესაბამისი ტექსტით. ამ გვერდს გავამდიდრებ და დავხვეწავ შენის ნებართვით და შემდეგ შეამოწმე. ინფოდაფასაც დავურთავ. რუსულად რატომ უნდა ეწეროს? რუსულის დატოვება მემგონი არ ღირს. თუ ქსე-დანაა რუსული წარწერა, მაშინ დავტოვოთ ქართულთან ერთად. მიხეილ თამარაშვილის 98-ე და 99-ე გვერდზე თანამედროვე ქართულით, ყველასათვის გასაგები ენით წერია. ხო კიდევ, ამაზასპუჰი გაუგებარია თუ საიდანაა მოტანილი? მ. თამარაშვილის წყაროში ფარსმან I-ის მეუღლედ მოხსენიებულია დედოფალი იამასასპი (და არა რუსულ წყაროში ფარსმან I-ის გვერდზე მითითებული Хамасаспух) (ამაზასპუჰი წაშაშლელია, ვინაიდან წყარო არაა მითითებული, და შესაქმნელია იამასასპი)--Lasha-george განხილვაწვლილი 09:28, 18 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ამაზასპუჰი გადაიტანე იამასასპი-ზე და შეავსე ტექსტი. გიო ოქრო 14:17, 18 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

კი, მაგრამ ამაზასპუჰი თუ საიდანაა არ წერია, წყარო არ აქვს მითითებული?--Lasha-george განხილვაწვლილი 15:36, 18 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

არ აქვს მითითებული, ასე რომ შენ თუ გაქვს წყარო, მის მიხედვით დაარედაქტირე. გიო ოქრო 15:40, 18 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

წყარო არ აქვს გიო მითითებული. მე იამასასპი ვიცი თუ საიდანაა, ხოლო ამაზასპუჰის წყარო რუსული ვიკიპედიაა. ამ უკანასკნელს წყარო არ აქვს. ამიტომ სახელის შეცვლა რომ მოხდეს მხოლოდ თუ შეიძლება. დარჩეს მხოლოდ იამასასპი.--Lasha-george განხილვაწვლილი 16:30, 18 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გადაიტანე გვერდი. ხომ იცი გადატანა? და შეავსე იმ ინფორმაციით, რაც შენ მოგეპოვება. გიო ოქრო 16:32, 18 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

OK.--Lasha-george განხილვაწვლილი 16:33, 18 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ქვედა ინფოდაფა

რედაქტირება

გიორგი, მე ვფიქრობ ამგვარი მაგალითი უფრო მისაღებია, განსაკუთრებით მაშინ, როცა კირილ თუმანოვის მიხედვით ერისმთავრები არიან, დანარჩენი კი მეფედ თვლის მაგალითად, არჩილს. რას იტყვი?

წინამორბედი:
ქართლის ერისმთავარი შემდეგი:
წინამორბედი:
მირი
ქართლის მეფე
668718
შემდეგი:
ჯუანშერი და იოვანე
--Lasha-george განხილვაწვლილი 19:00, 19 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
კარგია, მაგრამ ხო იცი ყველა წყარო მიუთითე წლებითურთ, როგორც აკეთებდი. გიო ოქრო 19:01, 19 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

კი, კი რათქმაუნდა. ესე უფრო გასაგებთან ახლოსაა. გმადლობთ. ასე შევცვლი.--Lasha-george განხილვაწვლილი 19:03, 19 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ფარნავაზ I-ის გვერდის შესახებ

რედაქტირება

გიო, ფარნავაზის მეფობა თანამედროვე ქართულით რომ ჩავსვა? საქართველოს საპატრიარქოს მიერაა თანამედროვე ქართულად → [12], მე-17, მე-18, მე-19, მე-20, 21-ე და 22-ე გვერდებზე. მემგონი უფრო ლამაზი გამოვა. ციტატებში გადატანას იმ უბრალო მიზეზით არ ვთვლი საჭიროდ, ამგვარ გათანამედროვებულ ტექსტს, რომ ეს ციტატა უკვე აღარაა! რას იტყვი?--Lasha-george განხილვაწვლილი 12:55, 21 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

თანამედოვე ქართულით ჯობია რათქმაუნდა. ენციკლოპედიურად გამართე წინადადებები, არ იყოს მიკერძოებული, აღმატებული სიტყვები. გიო ოქრო 13:03, 21 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მითითებული გვერდების ტექსტი რომ დავაკოპირო იმას ვგულისხმობ. უფრო გაიმართება გვერდი. აზოდან დავიწყებ მაშინ.--Lasha-george განხილვაწვლილი 13:07, 21 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

დააკოპირე, მაგრამ ცოტა ჩაასწორე ხოლმე, რომ ენციკლოპედიურ ტექსტს დაემსგავსოს და ცოტა გადააკეთე შეძლებისდაგვარად, რადგან საავტორო უფლებები არ დაირღვეს. გიო ოქრო 13:09, 21 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

აბზაცები მაქვს ბევრგან გაკეთებული ტექსტის მიხედვით. ყოვეშემთხვევაში ვინაიდან ციტატა არ არის, თანამედროვე ქართულით არის დაწერილი და ვიკიში თუ როგორ უნდა დაიწეროს კონკრეტულად ვერ ვხვდები.--Lasha-george განხილვაწვლილი 16:11, 21 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ტაშისკარი

რედაქტირება

გიო, ფარნავაზი დავასრულე და ტასისკარიც ერქვას, რადგან ძველქართულში ასე ჰქვია. ანუ ასეც რომ იძებნებოდეს. სხვათაშორის ლეონტი მროველთან სამარას სამარი ჰქვია, ანუ მცხეთის მამასახლისი ასევე ორი სახელით შეიძლება იძებნებოდეს.--Lasha-george განხილვაწვლილი 19:56, 21 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

აზო და ფარნავაზი დავასრულე.--Lasha-george განხილვაწვლილი 19:58, 21 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

საპატრიარქოს საიტის ტექსტები ამოვიღე, რადგან არ შეესაბამება ვიკის სტანდარტებს. ეგ არის ვახუშტის „ენაზე“ დაწერილი, რომელიც თანამედროვე ქართულიდან განსხვავდება. გიო ოქრო 20:18, 21 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გიო, ერთ-ერთ ვერსიაში მირიან III-ის მამად ლევია მიჩნეული, ვიკიში ლევის ვერ ვპოულობ და არსებობს ეს გვერდი ისევ თუ იცი? თუ არის შეგიძლია მოძებნო და მომწერო?--Lasha-george განხილვაწვლილი 11:57, 22 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

კახი კავსაძე

რედაქტირება

კახი კავსაძე — რაღაცეები ამოვიღე სქოლიოდან და გვერდით ზის მეორე სქოლიო. მინდა, რომ ქვევით იყოს.--ცანგალა 11:59, 24 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გაკეთდა. გიო ოქრო 12:10, 24 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მადლობა.--ცანგალა 13:00, 24 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
არაფრის. გიო ოქრო 13:42, 24 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

თემა

რედაქტირება

გიო როგორ ხარ? საბოლოოდ შეჯერებული ვერსიის მიხედვით ვაკეთებ ქვედა ინფოდაფას და ნახე აბა. ეს წინამორბედს მე ვფიქრობ ჯობია. უფრო გარკვევითაა.--Lasha-george განხილვაწვლილი 14:02, 24 იანვარი 2019 (UTC) მადლობ კარგად, თავად? კი, კარგად ჩანს ბევრად. ნამდვილად ჯობია. ადვილად გასაგებია. გიო ოქრო 14:03, 24 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მირდატ II/ მითრიდატე II

რედაქტირება

გიო დასალაგებელია, ეს გვერდი [13]. მირდატი (რომელიც ამჟამად გაიგივებულია მირდატ II-სთან) უნდა გადამისამართდეს მითრიდატე II-ზე ისე, რომ იძებნებოდეს მხოლოდ, მირდატ II/მითრიდატე II. ანუ მითრიდატე II-ეს ნაცვლად, ეს უნდა იყოს. ანუ მითრიდატე II-ზე უნდა მოიძებნოს მირდატ II.--Lasha-george განხილვაწვლილი 14:11, 24 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

@Lasha-george: აბა ახლა ნახე. გიო ოქრო 14:31, 24 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
კარგია. მითრიდატეს გვერდზეც ავტომატურად გასწორდა!

არშაკ III

რედაქტირება

არშაკ III-ში შეცდომებია. ეს მეფე მხოლოდ თეიმურაზს ჰყავს მოხსენიებული. ამიტომ მხოლოდ თეიმურაზის ცნობები უნდა დარჩეს გიორგი.--Lasha-george განხილვაწვლილი 19:50, 24 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ჩვენივე გვერდს რომ გადავხედოთ: ;მოქცევაჲ ქართლისაჲ[3]

ვიკიციტატა
„და მეფობდა არსუკ, რომელმან კასპი შეიპყრა და უფლისციხე განაგო.“
ეს არსუკი, არშაკ II-ა.
მეც მასე ვფიქრობ. მიწერე აბა Surprizi-ს (მან გააფართოვა სტატია), მაინც რამე გაუგებრობა რომ არ გვქონდეს. გიო ოქრო 19:57, 24 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
კარგი. მასე ვიზავ. მადლობა.--Lasha-george განხილვაწვლილი 20:35, 24 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

საქართველოს მეფეები

რედაქტირება

გიო გამარჯობა! მოკლეთ მოდი ერთ დასკვნამდე მივიდეთ. მეფეების გვერდების ინფოდაფებში, როგორც ვთქვათ ფარნავაზ I-ის და საურმაგის, წინამორბედი, თვით მეფის მმართველობის წლები და შემდეგი. ეს ვერსი ჩვენს შორის შეჯერებული და მოწონებულია და სჯობია ყველა წინამორბერ ვერსიას, მაგრამ თვით საქართველოს მმართველთა სიის გვერდზე ერთი ვერსია უნდა დარჩეს. ანუ განხილვაშიც მიწერია წყაროები თუ საიდანაა, უძველესი დროიდან ბაგრატ მესამემდე ვახუშტის ვერსიაა, შემდეგ კი საქართველოს სამეფო სახლის ისტორიკოსთა ვერსია. ეგ გვერდი ჯერ არაა დასრულებული და მეფეების შიდა ინფოდაფები რომ დასრულდება მერე შეიძლება მაგ საკითხს მიეხედოს, თუმცა გაუმჯობესებას ყოველთვის ითხოვს ესა თუ ის გვერდი, ამ შემთხვევაში რაზეც ვმუშაობთ, და შეუძლებელია საუკეთესო ვარიანტს არ ემხრობოდე დროთა განმავლობაში.--Lasha-george განხილვაწვლილი 14:55, 25 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ამ შემთხვევაში თუ მხოლოდ ერთი ისტორიკოსის მიხედვით გაკეთდება ქრონოლოგია, მაშინ უნდა გარკვევით მიეთითს, რომ ეს იმ ისტორიკოსის ვერსიაა და მონაცემები შესაძლოა სხვა ისტორიკოსებთან განსხვავებული იყოს. გიო ოქრო 15:03, 25 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გიორგი, მითრიდატე III-ზე წერია რომ ამაზასპის ძმაა, მაგრამ აქ, →ფარსმან I-ის ინგლისურენოვან ვიკიპედიაში, რომელიც კირილ თუმანოვის ვერსიას წარმოადგენს, მირდატ I/ მითრიდატე I, რადამისტი და ამაზასპი ფარსმან I-ის შვილები არიან. ამიტომ ფარსმან I-ის გვერდზე დავამატებ მირდატ I/ მითრიდატე I, რადამისტს და ამაზასპს ინფოდაფაში და მივუთითებ რომ კ. თუმანოვის ვერსიის მიხედვითაა. ანუ მითრიდატეში მითრიდატე III-ის ტექსტი უნდა გადავიდეს და დაემატოს მითრიდატე Iს, ხოლო მითრიდატეში, ამჟამინდელი მითრიდატე III მოიძებნოს, როგორც მირდატ III. უკეთესია იძებნებოდეს მხოლოდ მირდატ I ან/და მითრიდატე I--Lasha-george განხილვაწვლილი 16:48, 25 იანვარი 2019 (UTC) ეს შეცვალე და მე ასევე დავამატებ ფარსმან I-ის მეუღლეებს: 1. ტიგრან IV-ის ასული; 2. იამასასპი.--Lasha-george განხილვაწვლილი 17:55, 25 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

@Lasha-george: გავასწორე, მირდატ III გადადის მითრიდატე III-ზე. სხვა ხომ არაფერი? გიო ოქრო 18:00, 25 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

კი გიორგი. მისმინე. ანუ ეხლა მირდატ III გადადის მითრიდატე III-ზე, მაგრამ ამ მეფის ტექსტი ამოსაღებია და უნდა გადავიდეს მითრიდატე I-ში, რამეთუ როგორც ვთქვი მირდატ I, რადამისტი და ამაზასპი (ფარსმან I-ის ძე) ფარსმანის შვილები არიან, ფარსმანის I-ის პირველი მეუღლის-ს ტიგრან IV-ის ასულისგან, ხოლო აზორკი იამასასპის, ფარსმანის მეორე მეუღლისგანაა. ანუ მითრიდატე III-ის ტექსტი ამოჭერი და გადაიტანე მითრიდატე I-ში. და მირდატ III (მირდატი (ბაქარის ძე)) იგივეა, რაც მირდატ III ანუ მითრიდატე III. ეს უკანასკნელი უნდა მოიძებნოს როგორც მითრიდატე III. მიხვდი?--Lasha-george განხილვაწვლილი 18:28, 25 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გასაგებია. გიო ოქრო 18:34, 25 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
ხვალ მივხედავ მაგას. გიო ოქრო 18:34, 25 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
წინასწარ მადლობა!--Lasha-george განხილვაწვლილი 18:36, 25 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

საბოლოოდ, [14] გადასატნია →[15]-ზე ოღონდ, მიტდატი (ბაქარის ძე)-ის ნაცვლად უმჯობესია მოიძებნოს მირდატ III-ით ან მითრიდატე III-ით.--Lasha-george განხილვაწვლილი 18:50, 25 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მითრიდატე III-ის ძველი გვერდი კი, წასაშლელი იქნება..--Lasha-george განხილვაწვლილი 18:53, 25 იანვარი 2019 (UTC).პასუხი

გიო გააკეთე რა ბარემ ზემოაღნიშნული... და ჩემი აზრით ერთი მინდა სამომავლოდ გაკეთდეს, მაგალითად, მირდატ I და მითრიდატე I იგივეა, განსხვავება სახელებში კი მდგომარეობს სახელის წარმოშობაში, მითრიდატე ლათინური სახელწოდებაა, ხოლო მირდატი სპარსული წარმოშობის სახელია ქართულთან ახლოს მდგარი, ქართული სამეფო დინასტიის სპარსულთან ნათესაური კავშირის გამო. ამიტომ უნდა გაიმიჯნოს მირდატის და მითრიდატეს გვერდები ან იყოს როგორცაა, მაგრამ ვთქვათ მითრიდატე I-ში შესვლისას მირდატ I დაეწეროს მთავარზე, მითრიდატე II-ში შესვლისას მირდატ II დაეწეროს და ა. შ. ანუ ხო მიხვდი? ქართულ სინამდვილეში მირდატი ერქვა, მაგრამ ლათინური ანალოგიური ალტერნატიული სახელის გამო, რომლითაც სახელი გაითქვა ამ სახელის მეფეებმა მითრიდატეა.--Lasha-george განხილვაწვლილი 20:45, 26 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

@Lasha-george: მოდი ერთ-ერთი სახელი ავარჩიოთ და მერე გადავიტან, რომ არანაირი პრობლემა არ შეიქმნას. რომელ სახელს უფრო ხმარობენ ქართველი ისტორიკოსები? აი მაგალითად ქსე-ში მითრიდატეა როგორც ვიცი. სხვები? გიო ოქრო 20:57, 26 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ყველა მირდატს ხმარობს, ქსე–ს გარდა! ქსე იცი რატომ არ მომწონს, ენციკლოპედიაა ისევე, როგორც ვიკიპედია. გამოდის რომ სხვა ვიკიპედიები ასევე წყარო ყოფილა. მეფეებთან მიმართებაში სწორი მგონია რომ ისტორიკოსებით ვიხელმძღვანელოთ. მითრიდატეთი იძებნებოდეს, მაგრამ მითრიდატეზე რომ შეხვალ და დააკლიკებ, მირდატზე შევიდეს, რადგან ეს სახელები ერთიდაიგივეა.--Lasha-george განხილვაწვლილი 14:03, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ქსე-ს ისტორიკოსები ქმნინდნენ, ჩვენ კიდევ ჩვეულებრივი ხალხი ვართ. მითრიდატე არცერთ წყაროში არ არის? გიო ოქრო 14:07, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

არსად არაა. მითრიდატე ლათინურია, მაგრამ ვხმარობთ ასევე ჩვენც, როგორც მაგალითად მითრიდატე კოლხი ხომ იყო, ასევეა ეს მითრიდატები, ამიტომ შეიძლება ერთ გვერდზე დავტოვოთ. ისტორიკოსები კი ქმნიდნენ, მაგრამ მათი ქრონოლოგიური უსაფუძვლობა ყველა სხვა ისტორიკოსის ქრონოლოგიას რიგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება.--Lasha-george განხილვაწვლილი 14:12, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

არ მინდა მათი ქრონოლოგიის მითითება ჩვენს გვერდზე არა იმიტომ რომ ქსე-ს წიგნი არ მაქვს--Lasha-george განხილვაწვლილი 14:14, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

აბა? გიო ოქრო 14:15, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ქრონოლოგიას რომ მივყვები გიო, რიგ შემთხვევებში ცდომილებებია, მაგალითად კახეთის ერისმთავარი იყო სტეფანოზ III, ჩვენს ვიკიში კი მითითებულია როგორც სტეფანოზ IV, მაგრამ მას ყველა სტეფანოზ III-დ აღიარებს, ასევეა სხვა უამრავი შემთხვევა, იგივე მითრიდატესთან მიმართებით, იგივე ფარსმანთან მიმართებით. ანუ მას შემდეგ, რაც VI საუკუნეში იბერიის (ქართლის) სამეფო აღდგა, მასთან ერთად აღმოცენდა ასევე კახეთის სამეფო, მანამდე რათქმაუნდა არ იყო კახეთის სამეფო. ამიტომ რიგი ერისმთავრები, მაგალითად, სტეფანოზ IV და სხვა არაერთი, მაგალითად იგივე ადარნასე (ერისმთავარი)=ადარნასე I-ს. ეს ადარნასე იმიტომ იყო I, რომ მეფეთა ქრონოლოგიაში შედის ისე, როგორც აშოტ II, რომელიც ერისმთავართა შორის აშოტ IV-ა.--Lasha-george განხილვაწვლილი 14:28, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

თუ ქსე რამე განსხვავებულს ამბობს, სხვა წყაროების გვერდიც ესეც უნდა ეწეროს, ვიკიპედიის პოლიტიკიდან გამომდინარე. გიო ოქრო 14:31, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ქსე კი კახეთის ერისმთავრებს რატომღაც არ აღიარებს, განსხვავებით სხვა ისტორიკოსებისა. მაგრამ ყველა აღიარებს, რომ ქორეპისკოპოსებამდე, კახეთს მართავდნენ ხოსროვიანები მთავრის ტიტულით 580 წლიდან, ეს კი ქსე-ს არ უწერია და ამიტომ მისი ნუმერაცია მოიკოჭლებს.--Lasha-george განხილვაწვლილი 14:34, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

რავიცი, ჩემი სუბიექტური აზრია გიო, თავდაპირველად ვიკიპედია უნდა შევსებული ისტორიკოსების ქრონოლოგიის მიხედვით, ქსე კი, როგორც ენციკლოპედია, კომენტარებში გამოყენებულიყო. თავიდან საშინელება იყო ვთქვათ მეფეთა ქრონოლოგიის ვიკიპედიური ვერსია, მხოლოდ საუკუნეების მითითებით. აღრეული. ქსე-ს ჩვენს გვერდს უბრალოდ ვერ მიუწერ იმდენად ანაქრონიზმია ქრონოლოგიურად.

კარგი მაშინ, მივხედოთ საქმეს? ეს მითრიდატე →[16] (ესეც ქსე!) სინამდვილეში, მითრიდატე I–ა. ამირომ ამის →[17] ტექსტი გადაიტანე მითრიდატე I-ში. ეს→[18] კი წაშაშლელი იქნება. რადგან ნამდვილი მირდატ III (იგივე მითრიდატე III) არის მირდატი (ბაქარის ძე), ეს დაარედაქტირე როგორც მირდატ III. ანუ მითრიდატეს გვედიდან მითრიდატე III-ეს რომ დავაკლიკებთ, მოიძებნოს მირდატ III. მიხვდი?--Lasha-george განხილვაწვლილი 14:48, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ჩვენ რომ გვიწერია მითრიდატე I, ეგ ტექსტი ქსე-ში უწერია მითრიდატე II-ს. რა ხდება ნეტავ? გიო ოქრო 14:53, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ეგ ხომ შესწორდა შენს მიერ. მითრიდატე II–ს აღარ უწერია მითრიდატე I-ის ტექსტი.--Lasha-george განხილვაწვლილი 15:00, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ხვდები რამხელა ანაქრონიზმია? ფარსმან I-ის [19] შვილები (Issue) არიან: მირდატ I, რადამისტი და ამაზასპი (ფარსმან I-ის ძე) და როგორ იქნება ამჟამინდელი მითრიდატე III ამაზასპის ძმა? ანუ მირდატ I, რადამისტი და ამაზასპი (ფარსმან I-ის ძე) იყვნენ ფარსმანის პირველი მეუღლის ტიგრან IV-ის ასულის შვილები, აზორკი კი იამასასპის, ფარსმანის მეორე ცოლისგანაა.--Lasha-george განხილვაწვლილი 14:57, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მითრიდატე I-ის თავდაპირველი (ქსე-სეული) ვერსია. რომელ მეფეს შეესაბამება ეს ინფორმაცია? გიო ოქრო 15:03, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მითრიდატე I-ა ეგ მეფე. სწორია, მაგრამ მითრიდატეზე რომ შევალთ მირდატ I დაეწეროს მთავარზე, მაგრამ ორივეთი იძებნებოდეს.--Lasha-george განხილვაწვლილი 15:28, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გვარი

რედაქტირება

გამარჯობათ ბატონო გიო ოქრო, მაინტერესებს რატომ გააუქმეთ ჩემი ცვლილება? როდესაც მივუთითე წყაროც და რესურსიც საიდან არის ვერ მივხვდი რატომ გააუქმეთ... (კონუნი)

მასე არ ხდება ციტატის ჩასმა და მიტომ. გიო ოქრო 14:00, 26 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ბლოკირების შესახებ

რედაქტირება

ამ მომხმარებელმა რა ჩაიდინა, რომ დასაბლოკად მონიშნე ? → მომხმარებლის განხილვა:31.146.242.188. - OTOGI Messages 06:40, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

Google-ზე 89.232.59.247-ის ცვლილებები გავაუქმე და შეცდომით წინა რედაქტორს (31.146.242.188) მივწერე განხილვაზე. გიო ოქრო 08:21, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
O.K. გააუქმე შენი რედაქტირება. - OTOGI Messages 08:23, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
როგორ? პირდაპირ ამოვიღო? გიო ოქრო 08:23, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
კი, პირდაპირ შეგიძლია ამოიღო. - OTOGI Messages 08:26, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მეფეთა ქრონოლოგიის საკითხი

რედაქტირება

მირდატ III = ამჟამინდელ მირდატ (ბაქარის ძეს). სხვა ენებზე რომ იძებნებოდეს ესეც გასასწორებელია.--Lasha-george განხილვაწვლილი 15:04, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

@Lasha-george: ქსე გაქვს სახლში? გიო ოქრო 15:07, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გიო, ძალიან გთხოვ, ამ წიგნის მხოლოდ 48–ე გვერდის ბოლო აბზაციდან წაიკითხე 49-ე გვერდის ჩათვლით [20]. აქ ეს მითრიდატე მოხსენიებულია როგორც მირდატ I, მას კი სომხეთში იმპერატორის ბრძანებით ჩამოუგდია არსაკი და გაუმეფებია თავისი შვილი, მითრიდატი. იბერიის ტახტი კი მისი გარდაცვალების შემდეგ, მის მეორე შვილს, ფარსმან I-ს დაუკავებია.--Lasha-george განხილვაწვლილი 15:21, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ქსე არ მაქვს.--Lasha-george განხილვაწვლილი 15:23, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ქსე-შიც ეგ უწერია მითრიდატე I-ს. ანუ ქსე და ეს წიგნი ერთიდაიგივეს წერენ. თუ არ გაქვს სახლში, ფეიბიკზე ხარ? ფოტოებს გამოგიგზავნი, იქ 7-ვე მითრიდატეზეა ინფორმაცია. გიო ოქრო 15:27, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ფეისბუქი არ მაქვს. კი მაგრამ ერისმთავრებთან დაკავშირებით ამ მხრივ არაა კარგად საქმე. ისე მითრიდატე I-ზე შეიძლება ინფორმაციის დამატება, ძალიან ცოტაა. ეს →[21] გიო მითრიდატე I-ზე გადაიტანე და შემდეგ ეს გვერდი წაშალე, ხოლო მირდატ III = ამჟამინდელ მირდატ (ბაქარის ძეს).--Lasha-george განხილვაწვლილი 15:32, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ელფოსტაზე გამოგიგზავნი მაშინ. მინდა რომ გაეცნო და მერე გავაკეთოთ. გიო ოქრო 15:35, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

tandilashvililasha@yahoo.com-ზე გამოგზავნე.--Lasha-george განხილვაწვლილი 15:37, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ეს მთავარ ინფორმაციად მხოლოდ იმიტომ არ უნდა ჩაიწეროს გიო რომ დაახლოებითი წლები წერია. შეიძლება მივაწეროთ ქვემოთ, ვთქვათ ქსე-ს ციტატად. მაგრამ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით შეუძლებელია. ამიტომ ვამბობ, რომ კ. თუმანოვის ქრონოლოგია ჩავსვათ იბერიის სამეფოში, პირობითი მეფეების ნაცვლად, მაგრამ კონკრეტულად, ვთქვათ, თითოეული მეფეების გვერდზე იქნება ინფოდაფები, მსგავსად ფარნავაზისა, რომელშიც ეწერება მეფეთა ვერსიები. იმიტომ რომ იბერიას მწერლებიდან მხოლოდ პ. ინგოროყვა და კ. თუმანოვი უწოდებდა, შემდეგ კი ქრონოლოგია გადავიდოდა იმავე თუმანოვზე, ვგულისხმობ იბერიის საერისმთავროს.--Lasha-george განხილვაწვლილი 16:37, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ქსე-ში წერია რომ მირდატი (ბაქარის ძე) ქართლის ცხოვრებაში მითრიდატე V–ა. ეს კი არ წერია ქართლის ცხოვრებაში. იქ ნუმერაცია არ უწერიათ მეფეებს, ნებისმიერ ქართლის ცხოვრებაში, თვით სიმონ ყაუხჩიშვილის ქართლის ცხოვრებაშიც კი (არის კიდევ ანა დედოფლისეული და სხვ.) სიტყვასიტყვით წერია: მეოცდაექუსე მეფე, მირდატ, ძე ბაქარისი, ხოსროიანი (1-20 სტრ., 131). საერთოდ რაზეა ლაპარაკი. საერთოდ ღირს კი ჩაწერა ამგვარი ანაქრონიზმის? ასევეა სტეფანოზ IV-ის რიგითობა, რომელიც სტეფანოზ III-ა. თუ ჩვენ ჩავწერთ (და მე მაქვს მზად), ქორეპისკოპოსამდელ კახეთის ხოსროვიან მთავრებს, რიგითობა გასწორდება. ხო კიდევ, წეღან მითრიდატე ვინ არისო რომ მითხარი, ეგ მითრიდატე, იგივე მირდატ I, მხოლოდ ა. გორგაძის ვერსიითაა ფარსმან I-ის მამა.--Lasha-george განხილვაწვლილი 17:36, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მირდატ IV-დ წერია ქართლის ცხოვრებაში (ქსე-ში ეს წერია). შესაძლოა მოხსენიებული იყოს არა რიგითი ნომრით არამედ მეხუთე მირდატი იყოს მეფეთა სიაში. გიო ოქრო 17:44, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ქსე-ში მირდატ III წაიკითხე აბა? მოხსენიებულია მითრიდატეს ძმა ამაზასპიო, მაგრამ ფარსმან I-ის ძე და შესაბამისად, მითრიდატე I-ის და არა III-ის ძმა გამოდის ამაზასპი.--Lasha-george განხილვაწვლილი 18:21, 27 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მითრიდატე III-ის ტექსტის ჩამატება მითრიდატე I-ში

რედაქტირება

გიო რა ვქნათ დარჩენილ პრობლემატურ საკითხზე? ეს მითრიდატე →[22] (ესეც ქსე!) სინამდვილეში, მითრიდატე I–ა. ამიტომ ამის →[23] ტექსტი გადაიტანე მითრიდატე I-ში. ეს→[24] კი წაშაშლელი იქნება. რადგან ნამდვილი მირდატ III (იგივე მითრიდატე III) არის მირდატი (ბაქარის ძე), ეს დაარედაქტირე როგორც მირდატ III. ანუ მითრიდატეს გვედიდან მითრიდატე III-ეს რომ დავაკლიკებთ, მოიძებნოს მირდატ III. მიხვდი?--Lasha-george განხილვაწვლილი 10:28, 28 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ეხლა გავდივარ სახლიდან და მერე მოგწერ. გიო ოქრო 10:32, 28 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

კარგი. ანუ ხო ხვდები გიო, კიდევ განვმეორდები, ფარსმან I-ის [25] შვილები (Issue) არიან: მირდატ I (იგივე მითრიდატე I), რადამისტი და ამაზასპი (ფარსმან I-ის ძე) და როგორ იქნება ამჟამინდელი მითრიდატე III ამაზასპის ძმა? ანუ მირდატ I, რადამისტი და ამაზასპი (ფარსმან I-ის ძე) იყვნენ ფარსმანის პირველი მეუღლის ტიგრან IV-ის ასულის შვილები, აზორკი კი იამასასპის, ფარსმანის მეორე ცოლისგანაა. ანუ, მითრიდატე III-ის ტექსტი ჩაამატე მითრიდატე I-ის ტექსტის პირველი აბზაცის შემდეგ. ნახე, კ. თუმანოვის მიხედვით, რადამისტის დედა (Mother) ტიგრან IV-ის ასულის შვილია. Lasha-george განხილვაწვლილი 10:33, 28 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ამიტომ ვამბობდი, თავდაპირველად სათარგმნი იყო ის ვერსია, რომელიც გაზიარებულია მთელი თანამედროვე მსოფლიოს მიერ. აზორკი გიორგი მელიქიშვილის მიერ გაიგივებულია მირდატ I-თან, არმაზელი კი მისი აზრით ტერიტორიულ ეპითეტს, არმაზს ნიშნავს. უნდა თარგმნილიყო და შემდეგ ვერსიები დამატებოდა ქართველი ისტორიკოსებისა. ანუ თარგმნილიყო კ. თუმანოვის გაზიარებული ვერსია და მეფეთა თითოეულ გვერდზე ასევე დაემატებოდა სხვა ავტორთა ვერსიები. მაგრამ ქართული ქრონიკებით დასტურდება რომ ფარსმანის ძე, ასევე იყო აზორკი. თუმანოვს მიაჩნია, რომ მირდატ I, რადამისტი და ამაზასპი (ფარსმან I-ის ძე) იყვნენ ფარსმანის ძეები, მაგრამ ესენი ტიგრან IV-ის ასულისგან ჰყავდა, მაგრამ იამასასპი კი ფარსმანის მეორე მეუღლეა, რომლისგან ფარსმანს აზორკი შეეძინა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ როგორც ზემოთ ვთქვი აზორკი გაიგივებულია მირდატ I-თან, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ქართლის ცხოვრება რომ არ გვაწვდის აზორკის გარდა სხვა შვილების შესახებ ინფორმაციას? მოკლეთ, როგორც ამის წინ მოგწერე, ისე უნდა დავარედაქტიროთ. ფარსმანის ძეებს მირდატ I-ს, რადამისტს და ამაზასპს მივუთითებ, როგორც კ. თუმანოვის ვერსიას, ხოლო აზორკს, როგორც ქართლის ცხოვრების ვერსიას.--Lasha-george განხილვაწვლილი 15:27, 28 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მითრიდატე

რედაქტირება

ეს ფარსმანის I მითრიდატე I-ის მეორე ძეა (წყარო — ლიტერატურა: საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძის და რ. მეტრეველის რედაქციით, თბ., 2000). წყარო მხოლოდ ს. გორგაძეს ეთანხმება, რომელიც თავის მხრივ გაზიარებულია ქსე-ში. მთელი ქართული ვიკიპედია მხოლოდ ქსე-ზეა აწყობილი, არადა უმეტესად, რომელი ისტორიული ქრონოლოგიაც უმრავლესობაშია ის უნდა ჩაწერილიყო, მაგრამ ვინაიდან ძველი ქრონიკები თანამედროვეობაში გაზიარებული არაა, მაშინ უნდა თარგმნილიყო მეფეების ქრონოლოგია, კ. თუმანოვის ვერსიის მიხედვით, რომ ერთის მხრივ თანხვედრაში მოსულიყო უცხოელი მკითხველისთვის და მეორეს მხრივ, თვით მეფეების გვერდებზე, მხოლოდ მას შემდეგ რაც ვთქვათ ფრანგულ ვიკიპედია ითარგმნებოდა (კ. თუმანოვის ვერსია), ჩაიწერებოდა ასევე ყველა ის ქრონიკა რომელიც ჩვენს მე-4 განხილვაშია. ასევე უნდა არსებობდეს ეს გვერდი იბერიის მეფეების სია, სადაც სხვადასხვა ვერსიების ჩაწერა იქნებოდა შესაძლებელი. Lasha-george განხილვაწვლილი 08:04, 29 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ქრონოლოგია გაკეთდება ყველა წყაროს მიხედვით ერთად. არაა საჭირო მხოლოდ ერთი ისტორიკოსის ინფორმაციას მივდიოთ. სხვა ვიკიპედიები იმიტომ იზიარებენ, რომ მათ არ აქვთ წვდომა სხვა ისტორიკოსების ნაშრომებზე (ქართულ ენაზე დაწერილებზე). ისინიც ვიკიპედიები არიან, ჩვენც. ისინი თუმანოვს იყენებენ, ჩვენ — ქსე-ს, მაგრამ ახლა უკვე სხვა წყაროებსაც ხომ ვამატებთ. ახლა იცი რა მინდა? ზუსტად მაინტერესებს ჩემ მიერ გამოგზავნილი მითრიდატეებიდან სინამდვილეში რომელი რომელია. ანუ მაგ., I და III ხომ ერთიდაიგივეა? ასევე მაინტერესებს სხვები, რომ ზუსტად გადავიტანო. გიო ოქრო 11:50, 29 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

შენს მიერ მოწოდებულ მასალაში:

  1. მითრიდატე – მითრიდატე (კოლხეთი). წესით უნდა იძებნებოდეს როგორც მითრიდატე კოლხი. კოლხეთი ზოგადი სახელია. ამაში მაინც მივბაძოთ უცხოენოვან ვიკის;
  2. მითრიდატე – მითრიდატე (სომხეთის მეფე);
  3. მითრიდატე I – წინამორბედის მამა;
  4. მითრიდატე II – ფარსმან I-ის ძე, მაგრამ კირილ თუმანოვის ვერსიით მირდატ I-ა; აქ მინდა შევჩერდე. ქსე-ს ვერსია იდენტურია მხოლოდ ს. გორგაძის ვერსიის და ამასთან რიგითობაში აღრეულია. იმიტომ არ მინდა ეს ვერსია რომ 7 ავტორი ერთს ამტკიცებს და სხვათა აზრი მეტნაკლებად ეთანხმება ერთმანეთს. ანუ ამ გვერდზე → [26] რომელი შვილებიცაა მითითებული, ისენია ფარსსმანის ძეები (მირდატ I, რადამისტი და ამაზასპი ტიგრან IV-ის ასულისგან.
  5. მითრიდატე III – ეს მითრიდატე ამაზასპის ძმად, შესაბამისად ფარსმან I-ის ძედაა მოხსენებული.
  6. მითრიდატე IV – ვიკიში მითითებული მირდატ II, ასფაგურის მამა. რატომ მაინცდამაინც IV გაუგებარია, როცა ყველა ავტორის მითითებით იგი რიგით მეორეა. ქსე-ში მითითებული ეს რიგითობა საერთოდ არსად არაა გაზიარებული.
  7. მითრიდატე V – მირიანის შვილიშვილი, მირდატი (ბაქარის ძე). ეს მეფე სინამდვილეში მირდატ III-ა ქრონოლოგიით.
  8. მითრიდატე VI – ქრონოლოგიით – მირდატ IV, ძმა ფარსმან IV-ისა (აქ ქსე რატომღაც სწორ ინფორმაციას იძლევა) და ძე ვარზა-ბაქარ II-სა;
  9. მითრიდატე VII – ქრონოლოგიით – მირდატ V, ვახტანგ გორგასლის მამა;

მითრიდატე VIII – ეს კი მითრიდატე III-ა რიგითობით. იხილე ფრანგ. მითრიდატე III ან ინგლ. წყარო: მითრიდატე. ამ რიგოთობასთან დაკავშირებითაა პრობლემა და რიგითობის აღრევა დამეთანხმები, მხოლოდ სხვა ენოვან ვიკიპედიებთან მიმართებაში აღრევა არაა. ეს ანაქრონიზმია! Lasha-george განხილვაწვლილი 15:26, 29 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

თუ ქართლის მეფეებს გადავიტანთ მირდატზე, მაშინ მითრიდატე (სომხეთის მეფე)-ც ხომ მირდატი გამოდის? გიო ოქრო 15:32, 29 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ამიტომაა სომხეთის და კოლხეთი მეფე მხოლოდ მითრიდატე და შეგვიძლია ეგენი გავმიჯნოთ მირდატისგან. თუმცა, მირდატი და მითრიდატე ორივე იძებნებოდეს, მაგრამ სომხეთის და კოლხეთის მეფეები მხოლოდ მითრიდატეთი მოიძებნოს.--Lasha-george განხილვაწვლილი 15:35, 29 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გასაგებია. ახლა ეს: მითრიდატე II (ფარსმან I-ის ძე) არის მირდატ II ხომ, მაშინ მითრიდატე IV მირდატ II რატოა? შეიძლება რაღაც ამერია და ვერ მივხვდი? გიო ოქრო 15:37, 29 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

შევასწორე ეს პუნქტი: მითრიდატე II – ფარსმან I-ის ძე (ქსე და ს. გორგაძე), მაგრამ კირილ თუმანოვის და პ. ინგოროყვას ვერსიით ფარსმან I-ის ძე მირდატ I-ა; აქ მინდა შევჩერდე. ქსე-ს ვერსია იდენტურია მხოლოდ ს. გორგაძის ვერსიის და ამასთან რიგითობაში აღრეულია. იმიტომ არ მინდა ეს ვერსია რომ 7 ავტორი ერთს ამტკიცებს და სხვათა აზრი მეტნაკლებად ეთანხმება ერთმანეთს. ანუ ამ გვერდზე → [27] რომელი შვილებიცაა მითითებული, ისენია ფარსსმანის ძეები (მირდატ I, რადამისტი და ამაზასპი ტიგრან IV-ის ასულისგან. ასევე, კ. გ. მელიქიშვილის აზრით აზორკი=მირდატს. Lasha-george განხილვაწვლილი 16:23, 29 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

საქართველოს მმართველთა სიაში მირდატები სწორადაა ჩამოთვლილი და რომელიც შავი შრიფტითაა და არ იძებნება, ისაა შესაქმნელი. უპირველესად კი უნდა თარგმნილიყო გიო!--Lasha-george განხილვაწვლილი 16:48, 29 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ძაან დიდი არეულობაა. ახლა უნდა ჩავუჯდე და ვიკითხო სხვადასხვა წიგნები. ერთი წიგნიც ვიცი, მაგრამ სოფელში მაქვს და უნდა ჩამოვიტანო. გიო ოქრო 17:07, 29 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მომხმარებლის განხილვა:გიო ოქრო/სავარჯიშო 4 ესეც ნახე. მაგრამ მე მაინც ვიძახი, რომ თავიდანვე ჯობდა თარგმნილიყო და არა ესე დაწერილიყო როგორც ეხლაა. ქსე-ში გაკვრითაა დაწერილი და თან არადამაჯერებლობითაა, ეგაა სწორედ მიზეზი არეულობის, მაგრამ მაინც არ გინდა აღიარო ეგ:-)--Lasha-george განხილვაწვლილი 17:13, 29 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მთლად ერთ წყაროს რო მიჰყვე აღრევები არ შეგხვდება. მხოლოდ თუმანოვით და მხოლოდ ქსე-თი რომ დაგვეწერა, არ გვექნებოდა არეულობა. ჩვენ ვიყენებთ ყველა წყაროს (თავიდან მხოლოდ ქსე-ს ვიყენებდით, რადგან არ გვყავდა ისეთი ხალხი ვინც ისტ. წყაროებს ფლობდა) სხვა ვიკიები იყენებენ თუმანოვს მხოლოდ, რაც არ არის კარგი მიდგომა და თუმანოვის გამოცხადება შეუცდომლად არ გვარგებს. გიო ოქრო 18:19, 29 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მხოლოდ თუმანოვს არ მივყვეთ, ამას არც ვამბობ. ქსე თვითონ აღრევაა. მირდატ V-ეს ეძახის მითრიდატე VII-ეს. მაგალითად, მირდატ I-ის Medieval Georgian chronicles-ში მითითებული ასევე გიორგი მელიქიშვილის მოსაზრება, სადაც მეცნიერი მირდატ I-ს აიდიტინციფირებს ქართულ ქრონიკებში მოხსენიებულ აზორკთან, ხოლო მის თანა-მეფეს არმაზელს, ტერიტორიულ ეპითეტად მიიჩნევს. აქვე, ქვეთავები გაკეთდებოდა და ასევე ყველა ისტორიკოსის მოსაზრება დაემატებოდა. ეს გააკეთა უცხოენოვანმა ვიკიპედიამ და გაცილებით დალაგებულად გამოუვიდა კიდეც. ერთი აზრის გატარებას არ ვგულისხმობ გიორგი, უბრალოდ რიგითობაა აღრეული ქსე-ში. ქვეთავად კიბატონო მივუთითოთ, მაგრამ ქსე-ს მიხედვით მივყვეთ ქრონოლოგიას, არამარტო აღრევა, არამედ მეფეთა რიგითობა (ნუმერაცია) ირევა.--Lasha-george განხილვაწვლილი 19:11, 29 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მაგალითად საქართველოს მმართველთა სია შექმნილია დასაბამიდან ვახუშტის მიხედვით ბაგრატ III-მდე. ბაგრატიდან საქართველოს სამეფო სახლის ქრონოლოგია მაქვს გამოყენებული, თუმცა ის გვერდი ჯერ კიდევ არაა დასრულებული. შეგვეძლო ასევე ეს გვერდი: იბერიის მეფეთა სია შეგვედგინა, სადაც სწორედ მომხმარებლის განხილვა:გიო ოქრო/სავარჯიშო 4-ის ადგილია, მაგრამ ჯერ უნდა ითარგმნოს ეს გვერდი და მხოლოდ შემდეგ დაემატოს ქართველი ისტორიკოსების ვერსიები, მაგრამ აქ ერთმანეთის გასწვრივი პრინციპით არ ივარგებს. ანუ ჯერ სიტყვაზე ქართლის ცხოვრების ვერსია, შემდეგ ვახუშტის ვერსია და არა ერთმანეთის გასწვრივ.--Lasha-george განხილვაწვლილი 19:24, 29 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მაგ., ქსე-ს მითრიდატე III მხოლოდ იმიტომ უწერია, რომ ერთ-ერთ მონეტაზე აღმოაჩინეს წარწერა და ეს მონეტა იმ დროით დაათარიღეს, რომ მაშინ არცერთი ცნობილი მითრიდატე არ მეფობდა. ასე პირდაპირ ვერ ვიტყვი რომ მითრიდატე I და III ერთიდაიგივეა. ასე რომ კარგი იქნება თუ შევხვდებით, დავუძახებთ სხვა დაინტერესებულ ადამიანებსაც და ერთად შევაჯერებთ გეგმებს. გიო ოქრო 19:44, 29 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ხოდა, სწორედ ამ წლებში მეფობდა ქართლის ცხოვრების მიხედვით მირდატ I მცხეთელი (113 – 129) (იბერიის მეფეთა სია). შეად.: მითრიდატე III. იგივეა–იგივე გიო. ოღონდ არა მირდატ I, რომელიც კირილ თუმანოვის ვერსიით და ასევე სხვა ისტორიკოსების ვერსიითაა ცნობილი.--Lasha-george განხილვაწვლილი 20:05, 29 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მირდატ I მცხეთელშია ჩასამატებელი მითრიდატე III-ის ტექსტი. არა მირდატ I-ში. ეს უნდა მეთქვა, დაბნეულობა გამოიწვია ალბათ შენში.--Lasha-george განხილვაწვლილი 20:15, 29 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ეხლა მაინტერესებს, მე რომ გამოგიგზავნე იქ რომ წერია მითრიდატე I, რომელი მეფეა? რა სათაური უნდა ჰქონდეს მაგ ინფორმაციას? გიო ოქრო 20:54, 29 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ქსე აქაც ურევს, როგორც ს. გორგაძე. იქ წერია რომ მითრიდატე (სომხეთის მეფე), მითრიდატე I-ის ძეა, მაგრამ ეს ასე არაა. ს. გორგოძის აზრით, მითრიდატე I-ის მეორე ვაჟი ფარსმან I-ია (?!). მაგრამ აქ დაბნეულობაში არ უნდა შევიდეთ ფარსმან I-ის მამასთან მიმართებაში. კ. თუმანოვი და უცხოური ვიკიპედიები ფარსმანის მამად იმიტომ თვლიან ქართამ კოლხს, რომ ფარსმანს აიდინტიფიცირებენ ადერკთან. ქართული ქრონიკებით კი ადერკი სწორედ ქართამ კოლხის ძეა. ანუ შენ კითხვას რომ დავუბრუნდე, მითრიდატე I, იგივე მირდატ I-ია, მაგრამ ქსე და ს. გორგაძე თვლიან რომ ქართამ I=მითრიდატე I-ს (მომხმარებლის განხილვა:გიო ოქრო/სავარჯიშო 4), აქედან გამომდინარე რუსული ვიკიპედია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, გ. მელიქიშვილი და ს. გორგაძე თვლიან რომ მითრიდატე I-ის უფროსი ძეა მითრიდატე (სომხეთის მეფე), ხოლო უმცროსი ძეა ფარსმან I. ყველა ვარიანტში, შენ კითხვაზე თუ რომელი მეფეა ეგ მითრიდატე I, იგივე მირდატ I-ად უნდა დარჩეს და ინფორმაცია მას ეკუთვნის. რათქმაუნდა მითრიდატეს გვერდზე მიეთითება სხვადასხვა ავტორის ინფორმაცია.--Lasha-george განხილვაწვლილი 07:29, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

მირდატზე რას შვები გიო?--Lasha-george განხილვაწვლილი 12:49, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

აქ ზემოთ მარჯვნივ→[28] იბერიის მეფეთა სია მინდა ჩავწერო და დამეხმარები?--Lasha-george განხილვაწვლილი 19:24, 30 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ატონალური მუსიკა

რედაქტირება

გაუმარჯოს. აშკარაა, რომ მომხმარებელი ამ სტატიას აქტიურად არედაქტირებს, რის შესახებ განაცხადა კიდეც განხილვაში. ალბათ ვერ ახერხებს შესაბამისი თარგის ჩასმას და იქნებ ცოტა ვაცადოთ, არსად გაგვექცევა მისი შესმდეგ შესწორება. ვიცით, არანაირი წესი არ გიკრძალავთ ამას, მაგრამ ასე ახალ მომხმარებლებს ვერ მოვიზიდავთ. გმადლობთ! — Mikheil მიწერა 08:40, 31 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ვახტანგ კიკაბიძე

რედაქტირება

ვახტანგ კიკაბიძე ეროვნული ფილმოგრაფია გადადის სხვა პიროვნებაზე. როგორ გამოვასწორო? დამეხმარე.--ცანგალა 12:26, 1 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

მოგასწრეს.--ცანგალა 16:45, 1 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

განხილვა

რედაქტირება

ადერკი რატომ გადადის ფარსმან I-ზე? იმიტომ, რომ მეფეთა ქრონოლოგია, ინფოდაფებით კ. თუმანოვის ვერსიაზე დაყრდნობითაა შესრულებული. მეფეთა ქრონოლოგიის ეს უკანასკნელი ავტორი კი მიიჩნევდა, რომ ადერკი, იგივე ფარსმან I იყო. აზორკი (ინგ. Azork of iberia) კი მირდატ I (?!).--Lasha-george განხილვაწვლილი 12:50, 2 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

ამაზასპი (მირდატ V-ის ძმა) და ამაზასპი (ფარსმან I-ის ძე) ერთიდა იგივეა. აქაც წყაროს მიუთითებლადაა ჩასმული ამაზასპი (მირდატ V-ის ძმა), რომელიც სინამდვილეში მირდატ I-ის ძმაა. მოკლეთ რა... მითრიდატე (სომხეთის მეფე) ქსე-დანაა როგორც ვხვდები. უწერია რომ ფარსმან I-ის ძმაა. რეალურად კ. თუმანოვი კი აიგივებს ფარსმანს ადერკთან, მაგრამ ქართული ქრონიკების მიხედვით ადერკი, ქართამ კოლხის ძეა, ფარსმან I კი ქართამ I-ის ძე.Lasha-george განხილვაწვლილი 13:10, 3 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

უახლესი წყარო არის 2012 წლის საქართველოს ისტორია. ყველა ტომი მაქვს I-ის გარდა (სოფელში მაქვს), მას უნდა გადავხედო, რას გვიწერენ. გიო ოქრო 13:21, 3 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
რომელი წიგნია ეგ? იქნებ ყდის ფოტო გამომიგზავნო მეილზე გიო.--Lasha-george განხილვაწვლილი 07:44, 4 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

ერთი კითხვა მაქვს. საათს თბილისის დროით რატომ არ აჩვენებს? რომ არედაქტირებ შენს გზავნილს აქ, 4 საათით უკანა დროს აჩვენებს...--Lasha-george განხილვაწვლილი 07:46, 4 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

კონფიგურაციაში შედი, მერე იერსახე და დაბლა სადღაც შუაში უნდა იყოს სასაათო სარტყელის შეცვლის ველი. გიო ოქრო 08:23, 4 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

მადლობა, გავაკეთე.--Lasha-george განხილვაწვლილი 10:05, 4 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

მაინც უკანა დრო დაწერა, მაგრამ რამეს მოვუხერხებ. გიორგი, ერთი შეკითხვა მაქვს. ლოგინის (lasha-george) შეცვლის შემთხვევაში ხომ არაფერი დაიკარგება? რატომ გეკითხები იცი, ინგლისურმა ვიკიპედიამ ადრე დამბლოკა უსასრულოდ (!) და თუ შევცვლი NIK NME-ს, ამ შემთხვევაში თუ მომეხსნება დლოკირება. ეს ბლოკირება ჩემდა უნებურად მოხდა.--Lasha-george განხილვაწვლილი 10:10, 4 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

გიო დამეხმარე. აქ →ჩემი გვერდის ინგლისურენოვანი გვერდი დაბლოკილია და რომ განიხილონ და ამნისტია თუ არა, შემიმსუბუქონ მაინც. ეს ვიკიპედიაში გაწევრიანების საწყის ეტაპზე წესების არცოდნის გამო, ჩემდა უნებურად დამემართა:-)--Lasha-george განხილვაწვლილი 11:01, 4 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

არ ვიცი, ადმინისტრატორს რომ მიწერო და დაასაბუთო რატომ ითხოვ ბლოკის მოხსნას? გიო ოქრო 11:56, 4 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

თბილისის დაარსების თარიღთან დაკავშირებით მოხდა ეს გაუგებრობა.--Lasha-george განხილვაწვლილი 11:59, 4 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

ვერ ვწერ გიო და შენ რომ მიწერო ჩემი სახელით ინგლისურ ვიკიპედიას არაფერი გამოვა? რომ სცადო.--Lasha-george განხილვაწვლილი 15:39, 4 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

{{unblock|reason=Your reason here ~~~~}} — ეს უნდა ჩასვა შენ განხილვის გვერდზე (Your reason here-ის მაგივრად მიზეზს ჩაწერ). დაწვრილებით იხ. en:Wikipedia:Appealing_a_block#Requesting_to_be_unblocked. გიო ოქრო 15:54, 4 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

ტფილისი

რედაქტირება

ეს ტექსტი მინდა მივწერო გიორგი. ჩემი დაბლოკვა მოხდა თბილისის დაარსების წელთან დაკავშირებით. თქვენ გიწერიათ 479 წელი, გაუგებარია თუ საიდან და თქვენივე მითითებული წელი ასევე მითითებული აქვს ქართულ ვიკიპედიას, წყაროს მიუთითებლად, მაგრამ მხოლოდ 379 წელს შექმნილა თბილისი, როგორც ციხესიმაგრე (Moses Janashvili: "Tfilisi". page 6 and 8.): ქართლის ცხოვრებაში ვკითხულობთ: „მოვიდეს სპარსნი სომხითს და მოაოხრეს. შემოვიდეს ქართლს. სპარსთა ერისთავმა ააშენა ტფილისი კართა შორის ციხედ მცხეთისა“ და კიდევ, "მაშასადამე უპირველესად თბილისი ყოფილა სოფელი, შემდეგ კი ციხესიმაგრედ შექმნილა (379 წ.) და მერე ქალაქად ვახტანგ გორგასლის დროს".). არსებობს წყარო, რომლის მიხედვით თბილისი დააარსა ვახტანგ გორგასალმა 455 წელს (კონსპექტი საქართველოს ისტორიიდან, გვერდი 38). ამ ტექსტის ზუსტად ვთარგმნი ინგლისურად და ჩავსვამ. ვნახოთ რა გამომივა. მადლობა წინასწარ (P.S. საინტერესოა, რომ 479 წელი თუ საიდან მოვიდა უცნობია, წყარო არ აქვს მითითებული ინგლისურ ვიკიპედიაში.).Lasha-george განხილვაწვლილი 16:45, 4 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

ასეც მივწერ. Hello. First of all I want to express my respect for you, the reason of my blocking was caused by my actions concerning the establishment of Tbilisi. According to your information Tbilisi was established in 479 which is not true. The year is mentioned in Georgian Wikipedia as well, but in 379 Tbilisi was established as a fortress. (Moses Janashvili: "Tfilisi". page 6 and 8.): In the life of “Kartli” we read: “Persians came to Armenia and they destroyed everything there. They came to Kartli. The Persian leader built Tbilisi between gates as a fortess of Mtskheta” and also, “So, firstly Tbilisi was a village and then it was changesd into a fortess (in 379) and after that in Vakhtang Gorgasali times Tbilisi became a city.” According to the true source Tbilisi was established by Vakhtang Gorgasali in 455. (Passage from the history of Georgia. I’m going to translate this passage accurately and insert it in here. Let’s see what will come out of this. (P.S. It is still very interesting where the year 479 comes from, the source is not mentioned in English Wikipedia.) I hope you will think over and unblock me.--Lasha-george განხილვაწვლილი 17:37, 4 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

წარმატებები, ვნახოთ რა იქნება. გიო ოქრო 17:38, 4 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

მადლობა გიო. აი აქ, ჩემი გვერდის სახელის განხილვაში ჩავსვი. ჰო ასე უნდა მექნა?--Lasha-george განხილვაწვლილი 18:24, 4 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

გიო მომწერა და სად შევიდე? გთხოვთ შეამოწმოთ აქტიური ბლოკების სია და მიჰყვეთ სიასო და შეგიძლია შეამოწმო ან დამეხმარო ჩემი გვერდის სახელის განხილვაში?--Lasha-george განხილვაწვლილი 18:36, 4 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

შენი მიწერილი ჩავსვი თარგში (Template:unblock), რაც აუცილებელი პროცედურაა და მაგ თარგის ტექსტი ჩანს. ახლა დაელოდე რას მოგწერენ. გიო ოქრო 18:48, 4 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

გიო ესეც საქართველოს მონარქთა სიაც სათარგმნია.--Lasha-george განხილვაწვლილი 19:48, 4 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

რაიმე სავარჯიშო ბმული მომწერე გიო და იქ გავაკეთებ გვერდს: იბერიის მეფეთა სია.--Lasha-george განხილვაწვლილი 09:38, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

თუ სავარჯიშოდ (სატესტოდ) გინდა მაშინ ეს — მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშო 1. გიო ოქრო 09:40, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი
კარგი. ეგ გამოდგება.--Lasha-george განხილვაწვლილი 09:41, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

იბერიის მეფეთა სია

რედაქტირება

მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშო 1-ეს ვავსებ იბერიის მეფეთა სიის გვერდის შესაქმნელად, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის გიორგი. აღრევაა იმ მეფეებთან მიმართებით, რომელიც გადაუთარგმნელია. პრობლემა იმაშია, რომ ზოგიერთი, ვთქვათ ბაკურ მესამე, ვიკის რეალობაში რიგითობით მეხუთეა...--Lasha-george განხილვაწვლილი 15:11, 5 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

ნახე გიო ისტორიის წიგნი, რომელზეც მელაპარაკე?--Lasha-george განხილვაწვლილი 11:52, 6 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

ვერ მოვახერხე ჯერ სოფელში წასვლა. შაბათ-კვირას შეიძლება ვნახო.