ქართამი (კოლხი)
ქართამი — კოლხი უფლისწული.[1][2]ქუჯის ძის შვილი, ასევე საურმაგ მეფის ასულის შვილი და იბერიის მეფის, ფარნავაზ II-ის შვილობილი, სიძე და მემკვიდრე. მაგრამ მას არ დასცალდა მეფობა. იგი დაიღუპა ძვ. წ. 33 წელს თავის სიმამრთან ერთად, იბერიის მომავალი მეფის, მირიან II-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ქართამს ფარნავაზ II-ის ქალიშვილისგან ჰყავდა ერთი ძე: ადერკი.