მითრიდატე (კოლხეთი)
მითრიდატე, ფილადელფოს ფილოპატორი — პონტოს მეფის მითრიდატე VI ევპატორ დიონისეს შვილი, კოლხეთის მეფე ძვ. წ. 84 წ. იგი თვით მითრიდატე VI-ის წინააღმდეგ აჯანყებულმა კოლხებმა მოითხოვეს თავის მბრძანებლად. შესაძლოა, მათ შორის რაღაც კავშირი არსებობდა – უფრო ადრე მითრიდატე უმცროსი კოლხეთის სატრაპი იყო. მითრიდატე უმცროსი სურიონში (ვანში) იჯდა, ჭრიდა ლოტოსის ყვავილისა და რვაქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებიან ვერცხლისა და სპილენძის ანონიმურ მონეტებს.
აპიანე ალექსანდრიელი გვაუწყებს — მამამ იეჭვა, რომ ყველაფერი ეს მოაწყო მისმა შვილმა, რომელსაც მეფობა სურდა, მოაყვანინა იგი თავისთან, ოქროს ბორკილები დაადო მას და ცოტა ხანში სიცოცხლეს გამოასალმა.
მითრიდატე უმცროსის წინააღმდეგ კოლხეთში პონტოს მეფეს სამხედრო ექსპედიცია გაუგზავნია. ეშერა და ვანი პონტოელებს ბრძოლით აუღიათ — ამაზე მეტყველებს არქეოლოგიური მასალა.
იხილეთ ასევე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- თ. დუნდუა, კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, თბ., 1993
- მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი (2007). საქართველოს მეფეები. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, წიგნსაცავის განყოფილება, K 281.358/3, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, გვ. 11. ISBN 99928-58-36-2.
- მელიქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 683.
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970