მითრიდატე V

(გადამისამართდა გვერდიდან მირდატ III)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მითრიდატე.

მითრიდატე V — ქართლის მეფე IV საუკუნის 60–70-იან წლებში. „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, იგი იყო ქართლის გამაქრისტიანებელი მეფის მირიანის შვილიშვილი, მისი ვაჟის – ბაქარის (ბაკურის) ძე. ზრუნავდა ეკლესიების მშენებლობაზე; კერძოდ, მას აუშენებია ეკლესია თუხარისის ციხის შიგნით, შეუმკია ერუშეთისა და წუნდის ეკლესიები.[1]

მითრიდატე V
იბერიის მეფე
წინამორბედი: ბაქარ I
მემკვიდრე: ვარაზ-ბაკური
შვილები: ვარაზ-ბაკური
დინასტია: ფარნავაზიანი
მამა: ბაქარ I

ლიტერატურა რედაქტირება

  • გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიური საკითხისათვის. საქ. მეც. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IV. ნაკ. I, 1958.
  • მელიქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 683.
  • ვ. გოილაძე, ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბ. 1990.
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963.
  • შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979.
  • ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, განათლება, თბ., 1955.

სქოლიო რედაქტირება

წინამორბედი:
ბაქარ I
იბერიის მეფე
364–379
შემდეგი:
ვარაზ-ბაქარი