თუხარისი — ისტორიული პუნქტი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ციხე-ქალაქი. მდებარეობდა კლარჯეთში, ტაოსა და კლარჯეთის საზღვართან.

თუხარისი VIII-X საუკუნეების მესხეთის მხარის რუკაზე

ეტიმოლოგია

რედაქტირება

თუხარისის სახელწოდება ქართლის ცხოვრების მიხედვით იშიფრება შემდეგ ნაირად - თუ ხარ ის (ციხე).

ძვ. ქართული ტრადიციის თანახმად, თუხარისი საქართველოს უძველესი ციხექალაქთაგანია; დააარსა ქართველთა ერთ-ერთმა ლეგენდარულმა ეთნარქმა — ოძრხოსმა. IV საუკუნეში თუხარისსა და კლარჯეთს ბიზანტია დაეუფლა. V საუკუნის II ნახევარში თუხარისი კვლავ ქართლის სამეფოს დაუბრუნდა.

 
„რა შევკრბეთ, მიგცე ციხე თუხარისი და საზღვარნი ქართლისანი.“
 
„და უკუ-მოსცა კეისარმან საზღვარი ქართლისა ციხე თუხარისი და კლარჯეთი ყოველი ზღვიდან ვიდრე არსიანათმდე, და ხევნი რომელ მოსდგმანან ღადოთა.“
 
„და ვითარ მოიწია თუხარისად, მიხედნა და შეუყვარდა ციხე, და თქუა ჭეშმარიტად თუხარ შენ ციხე.“

შემდგომში იგი "ქართველთა საკურაპალატოში" (ტაო-კლარჯეთის სამთავროში) შედიოდა. IX-XI საუკუნეებში თუხარისი იყო ჯაყელთა საგვარეულოს ცენტრი და ერისთავთა რეზიდენცია. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის (XV ს.) შემდეგ სამცხე-საათაბაგოს ერთ-ერთი ცენტრი გახდა. XVI საუკუნეში საქართველოს სხვა მიწაწყალთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა.

ლოკალიზაცია

რედაქტირება

თუხარისის ციხის ზუსტი ლოკალიზაცია დღემდე დაუდგენელია.

 
ვახუშტი ბაგრატიონის ატლასები, თუხარისი

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით ის შავშეთში, ტბეთის თავზე მდებარეობდა.

ტბეთის პირისპირ, ჩრდილოთ კერძ, მდინარის გაღმა, არს ციხე თუხარისი, რომელი აღაშენა — პირველ ოძრაჴოს, ძემან მცხეთოსისამან, შემდგომად კვ მეფემან მირდატ აღაშენა ეკლესია ციხესა შინა, მერმე ყრუსაგან მოოხრებული, აღაშენა მტბევარ ეპისკოპოზმან. არამედ მოიგო სახელი სიმაგრით სიმტკიცისათვის: „თუ ხარ შენ ციხე, და არა სხვა“.

 
ივ. ჯავახიშვილის რუკა

ივანე ჯავახიშვილის რუკაზე ის ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა არტანუჯსა და იშხანს შორის.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ივ., „ქართველი ერის ისტორია“, წიგნი 2, თბილისი, 1965
  • კუდავა ბ., კიდევ ერთხელ ციხე-ქალაქ თუხარისის ლოკალიზაციისათვის, II საერთაშორისო კონფერენცია "ტაო-კლარჯეთი", მოხსენებათა თეზისები, თბილისი-ბათუმი, 2012 // Kudava B., Once Again on the Localization of the Fortified City Tukharisi, 2nd International Conference "Tao-Klarjeti", Abstracts of Papers, Tbilisi-Batumi, 2012.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება