მითრიდატე (სომხეთის მეფე)
მითრიდატე (მითრიდატე I-ის ძე)
მითრიდატე — ქართლის მეფის მითრიდატე I-ის ძე. მეფობდა სომხეთში (35–51), მისი გამეფება მოხდა სომხეთის დაუფლებისათვის რომის და პართიის ბრძოლის შედეგად. 37 წელს გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულამ მითრიდატე რომში გამოიძახა და ციხეში ჩასვა. კალიგულას მემკვიდრე კლავდიუსმა იგი გაათავისუფლა და მითრიდატემ თავისი ძმის, ქართლის მეფე ფარსმანის დახმარებით (47) კვლავ დაიკავა სომხეთის ტახტი. მითრიდატე ტახტიდან ჩამოაგდო და მოკლა მისმა ძმისწულმა რადამისტმა. მითრიდატეს შესახებ ცნობები მოეპოვებათ რომაელ ისტორიკოსებს დიონ კასიუსსა და ტაციტუსს.
ლიტერატურა
რედაქტირება- მელიქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 683.