სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მითრიდატე.

მითრიდატე Iიბერიის მეფე 30-35 წლებში. იხსენიებს რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიოსი 35 წელს სომხეთის სამეფო ტახტისთვის ატეხილ ბრძოლასთან დაკავშირებით. სომხეთის მეფის არტაშეს III-ის (18-34) გარდაცვალების შემდეგ რომაელები და პართიელები სომხეთში საკუთარი კანდიდატის გამეფებას ცდილობდნენ. ტაციტუსის ცნობით რომის იმპერატორმა ტიბერიუსმა თავის მოკავშირეს, ქართლის მეფე მითრიდატე I-ს სთხოვა შეჭრილიყო სომხეთში და დაეკავებინა იგი. მითრიდატე I-მა დაიპყრო სომხეთი და რომაელთა ნებართვით იქ თავისი ვაჟი მითრიდატე გაამეფა.

მითრიდატე I
მიჰრდატი
იბერიის მეფე
მმართ. წლები: 30–35
შვილები: მითრიდატე
ფარსმან I

მითრიდატე I-ის ვინაობა რედაქტირება

მითრიდატე I-ის შესახებ ისტორიოგრაფიაში არსებობს რამდენიმე მოსაზრება:

  1. დიონ კასიოსის მითრიდატე არის ლეონტი მროველის ადერკი (გიორგი მელიქიშვილი),
  2. პავლე ინგოროყვა წარმართი მეფეების სიაში მას საერთოდ არ იხსენიებს,
  3. მითრიდატე არის ლეონტი მროველის მეფე ქართამი (სერგი გორგაძე),
  4. ადერკი, ქართამი და მითრიდატე სამი სხვადასხვა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომელთაგან პირველი მეფობდა ძვ. წ. II ს.-ის I ნახევარში, მეორე – ძვ. წ. II ს.-ის 60-იან წლებში, მესამე კი – ახ. წ. I ს.-ის 30-იან წლებში (გ. მელიქიშვილი).

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება