მაკა ჩიჩუა (დ. 31 მარტი, 1971, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, მხატვარი, ვიზაჟისტი და მუსიკოსი. საქართველოს პირველი ლედი (17 ნოემბერი 2013 – 16 დეკემბერი, 2018), საქართველოს მე-4 პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლე. არის შემსრულებელი სიმღერისა „ელექტროტალღები“.[1] ჰყავს ორი შვილი, მაშო და თეიმურაზი.[2]

მაკა ჩიჩუა
მაკა ჩიჩუა
საქართველოს მე-4 პირველი ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 ნოემბერი, 2013 – 16 დეკემბერი, 2018
წინამორბედისანდრა რულოვსი
მემკვიდრევაკანტური

დაბადებული31 მარტი, 1971 (1971-03-31) (53 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
მეუღლეგიორგი მარგველაშვილი
შვილებიმარიამ ჩიჩუა, თეიმურაზ მარგველაშვილი
პროფესიამსახიობი, მხატვარი
რელიგიამართლმადიდებელი

მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი დაქორწინდნენ 2014 წლის 10 სექტემბერს. მათ ხელი დუშეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მოაწერეს. საქორწინო ხელისმოწერისას მოწმეები მათი შვილები — ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა იყვნენ.[3] 2015 წლის 2 თებერვალს მეორე შვილი შეეძინა. მაკა ჩიჩუამ საკეისრო კვეთით იმშობიარა. ახალშობილი გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას პირველი საერთო შვილია. პრეზიდენტის ვაჟს ბაბუის სახელი, თეიმურაზი (თემიკო) დაარქვეს.[4]

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება