მირი

(გადამისამართდა გვერდიდან მირი სტეფანოზის ძე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მირი (მრავალმნიშვნელოვანი).

მირი სტეფანოზის ძე (გ. 738) — VIII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე. ისტორიკოსი ჯუანშერი მას „მეფეს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ მირს საუხუცესოდ ჰქონდა ეგრისი, სვანეთი, არგვეთი და გურია. ებრძოდა არაბ დამპყრობლებს. თავის უმცროს ძმასთან, არჩილთან ერთად ხელმძღვანელობდა ანაკოფიის ციხე-ქალაქის დაცვას. გარდაიცვალა იქ მიღებული ჭრილობებისაგან. დაკრძალეს მცხეთას. მემატიანე არჩილ სტეფანოზის ძის ე. წ. რეფორმას მირის ანდერძის განხორციელებად მიიჩნევს.

მირი
ქართლის ერისმთავარი
მმართ. დასაწყისი: 663
მმართ. დასასრული: 668
წინამორბედი: სტეფანოზ II
მემკვიდრე: არჩილი
გარდ. თარიღი: 738
შვილები: I ასული, ცოლი გუარამ IV-ის
II ასული, ცოლი არშუშა VI პიტიახშის, ფეროზის შთამომავალი, თრიალეთის ერისთავი
III ასული, ცოლი ნერსე I-ის (ნერსიანი). მათ ჰყავდათ ძე, ადარნასე III
IV ასული, ცოლი ადარნასე ადარნასიანის
V ასული, ცოლი ვარაზმან ერისთავის
VI ასული, ცოლი ჯუანშერ ჯუანშერიანის
VII ასული, გურანდუხტი, ცოლი ლეონ I-ის.
მამა: სტეფანოზ III

მირს ჰყავდა 7 ასული. მისი ასულებისთვის მომავალი მეუღლეები დანიშნა მისმა ძმამ, არჩილმა. სამთავროს სახელების უმრავლესობა უცნობია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
წინამორბედი:
სტეფანოზ III
ქართლის ერისმთავარი
735 - 738
დაახლ. 663–668ვახუშტი ბატონიშვილი
შემდეგი:
არჩილი
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მირი&oldid=4558646“-დან