ეგრისი, ეგრი, ეგური, შიდა ეგრი — ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში. წარმოდგება ეგრის ტომის სახელიდან. დღესდღეისობით ფუძე „ეგრ“ შემორჩენილია დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის „სა-მ-ეგრ-ელ-ო“-ს სახელში.[1]

გააჩნია ორი მნიშვნელობა:

  • ფართო მნიშვნელობით — დასავლეთ საქართველოს ძველი ქართული სახელწოდება. ეგრისი იგივეა, რაც კოლხეთი და ლაზიკა.
  • ვიწრო მნიშვნელობით — ფეოდალური ხანის ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი პროვინცია. მოიცავდა მდინარე რიონსა და ეგრისწყალს (მოგვიანებით კოდორს) შორის მოქცეულ ტერიტორიას.

ლეონტი მროველის სიტყვებით: ხოლოა მან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თჳსი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქჳან ბედია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერაძე თ., ქსე, ტ. 4, გვ. 25, თბ., 1979
  • ქსე, ტ. 5, გვ. 597, თბ., 1980
  1. (2018) „Georgia“, The Oxford Dictionary of Late Antiquity (en). Oxford University Press, გვ. 656. ISBN 978-0-19-866277-8.