ეგრისწყალი
ეგრისწყალი, ეგრისის წყალი — ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, მდინარე დასავლეთ საქართველოში.
მოხსენიებულია „ქართლის ცხოვრებასა“ („ცხოვრება ქართველთა მეფეთა“,[1] „ცხოვრება ვახტანგ გორგასლია“[2]) და „მოქცევაჲ ქართლისაჲში“.[3] ქართულ ისტორიოგრაფიაში ეგრისწყალის ლოკალიზაციის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობაა. ისტორიკოსთა ნაწილი მას აიგივებს ენგურთან, სხვები ოხოჯად ან ღალიძგად მიიჩნევენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 543.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ფარნავაზის მიერ აზოს დამარცხების შემდეგ „ეგრის წყალს ქუემოთ დარჩა ბერძენთა, რამეთუ მკჳდრთა მის ადგილისათა არა ინებეს განდგომა ბერძენთა... და მისცა ქუჯის ქუეყანა ეგრის წყალსა და რიონს შუა, ზღჳთგან მთამდე, რომელსა შინა არს ეგრისი და სუანეთი.“
- ↑ ვახტანგ გორგასლის ყრმობაში „გამოვიდეს ბერძენნი აფხაზეთით, რამეთუ ბერძენთა ჰქონდა ეგრის-წყალს ქუემოთი კერძი ყოველი, და დაიპყრეს ეგრის-წყლითგან ვიდრე ციხე-გოჯადმდე“; შემდეგ „და გამოიკითხა კეისარმან საზღვარი საბერძნეთისა, ქუეყანა ზღჳს-პირისა, რომელ არს აფხაზეთი, და რქუა ესრეთ: ეგრის-წყლითგან ვიდრე მდინარედმდე მცირისა ხაზარეთისა — ესე საზღვარი არს საბერძნეთისა ალექსანდრობითგან“.
- ↑ ალექსანდრემ „გამოიღო სარკინე. თჳთ დაყარეს და მეოტ იქმნნეს. და თანა-ჰყვანდა ალექსანდრეს მეფესა აზოჲ, ძჱ არიან-ქართლისა მეფისაჲ, და მას მიუბოძა მცხეთაჲ საჯდომად და საზღვარი დაუდვა მას ჰერეთი, და ეგრის წყალი, და სომხითი და მთაჲ ცროლისა[ჲ] და წარვიდა“.