არშუშა (ქართლის ერისმთავარი)

(გადამისამართდა გვერდიდან არშუშა VI)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არშუშა (მრავალმნიშვნელოვანი).

არშუშა — ქართლის ერისმთავარი, ვარაზ-ბაკურის შესაძლო ძმა.[1]

არშუშა
ქართლის ერისმთავარი
მმართ. დასაწყისი: 687
მმართ. დასასრული: 700
წინამორბედი: ნერსე I
მემკვიდრე: ვარაზ-ბაკური
დინასტია: ფეროზიანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

„მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ში შესულ "დიდ ერისთავთა" სიაში მოხსენიებულია კურაპალატის[2] ტიტულით და აგრეთვე აბასთუმნის ეკლესიის ჯვრის კვარცხლბეკის წარწერაში ბიზანტიის იმპერატორის იუსტინინე II-ის (685–695; 705–711) მმართველობის პირველ პერიოდში "ქართველთა ერისთავად", "მამფალის" და "პატრიკოსის" ტიტულებით. არშუშას ბიზანტიური ტიტულები მოწმობენ, რომ ქართლი ამ პერიოდში ბიზანტიის პოლიტიკის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რაც 689 წელს ბიზანტია-სახალიფოს ზავის პირობებიდან უნდა გამომდინარეობდეს.

მის სამფლობელოში შედიოდა თრიალეთი, ტაშირი და აბოცი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მ.ლორთქიფანიძე, რ.მეტრეველი, საქართველოს მეფეები, თბ., 2007