ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი (დ. 23 თებერვალი, 1992, თბილისი, საქართველო) — ქართველი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მოქმედი 21-ე ჩოგანი, საქართველოს დეივისის თასის ნაკრების წევრი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობაზე 2018 წელს
ქვეყანა (სპორტი) საქართველოს დროშა საქართველო
საცხოვრებელი ადგილი თბილისი, საქართველო
დაიბადა 23 თებერვალი, 1992 (1992-02-23) (32 წლის)
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 185 სმ
პროფესიონალი 2008
თამაში მემარჯვენე
მწვრთნელ(ებ)ი ჟან დე ვიტი
ფულადი პრიზი 8 197 660 აშშ დოლარი
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 130-136 (48,9%)
ტიტულები კარიერაში 5 ATP-ის რანგის ტურნირი
უმაღლესი რეიტინგი მე-16 (მაისი, 2019)
მიმდინარე რეიტინგი 21-ე (1 ნოემბერი, 2021)[1]
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 3რ (2018)
საფრანგეთის ღია პირველობა 3რ (2017)
უიმბლდონი 3რ (2015)
აშშ-ის ღია პირველობა 4რ (2018)
სხვა ტურნირები
ოლიმპიური თამაშები 1რ (2016)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 6–20 (23.08%)
ტიტულები კარიერაში 0 ATP-ის რანგის ტურნირი
უმაღლესი რეიტინგი მე-200 (5 ნოემბერი, 2018)
მიმდინარე რეიტინგი მე-200 (5 ნოემბერი, 2018)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 1რ (2018)
საფრანგეთის ღია პირველობა 2რ (2018)
უიმბლდონი 1რ (2017)
აშშ-ის ღია პირველობა 1რ (2017)
ბოლოს განახლდა: 28 ივლისი, 2019.

ბასილაშვილმა კარიერაში ერთეულთა თანრიგში ATP-ის 3 ტურნირი მოიგო. 2018 წლის 29 ივლისს, მან გერმანიის ღია პირველობის ფინალში არგენტინელი ლეონარდო მაიერი სამ სეტში დაამარცხა და გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP-ის ტურნირის მოგება შეძლო[2]. 2018 წლის 7 ოქტომბერს, ჩინეთის ღია პირველობის ფინალში ხუან მარტინ დელ პოტროს ორ სეტში დამარცხებით, ბასილაშვილმა კარიერაში ATP-ის მეორე ტურნირი მოიგო და რეიტინგში უმაღლეს – 23-ე ადგილზე გადაინაცვლა[3]. მას ასევე მოგებული აქვს 5 ATP-ის ჩელენჯერის და 10 ITF-ის მამაკაცთა ტურნირი ერთეულთა თანრიგში. ქართველ ჩოგბურთელს ოთხჯერ ჰყავს დამარცხებული რეიტინგში ტოპ-10-ის ჩოგბურთელები. დიდი სლემის ტურნირებზე ბასილაშვილს ორჯერ როჯერ ფედერერთან[4] და ორჯერ რაფაელ ნადალთან[5][6] აქვს ნათამაშები, სადაც იგი სამჯერ დამარცხდა. 2021 წლის 11 მარტს ბასილაშვილმა იგი დოჰას 250-იან ტურნირზე დაამარცხა.[7] 13 მარტს ტურნირის ფინალი მოიგო. მან მოწინააღმდეგე რობერტო ბაუტისტა აუგუტი 2 სეტში დაამარცხა.[8]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ბასილაშვილი დაიბადა 1992 წლის 23 თებერვალს თბილისში. მამამისი – ნოდარი ქართული ეროვნული ბალეტის წევრი იყო, ხოლო დედამისი – ნატალია ექიმი. ჰყავს ძმა, სახელად თენგიზი. ნიკოლოზმა 5 წლის ასაკში, მამასთან დაიწყო ჩოგბურთის თამაში. 2007–2011 წლებში, აშშ-ში კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოში ვარჯიშობდა. ბასილაშვილის ფავორიტი საჩოგბურთო საფარია ჰარდი.

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. გატაცებულია ავიაციით, კინოფილმებით და კულინარიით. ჰყავდა მეუღლე ნეკა დოროყაშვილი, რომელთანაც ჰყავს ერთი შვილი და ვაჟი – ლუკა, რომელიც 2015 წლის 4 მაისს შეეძინა[9].

2020 წლის 24 მაისს დააკავეს, ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის ბრალდებით.[10] მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.[11] სპორტსმენი დანაშაულს არ აღიარებს. ამასთან, შემაკავებელი ორდერია გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ.[9]

ATP-ის ტურნირების ფინალები

რედაქტირება

ერთეულები: 4 (2 გამარჯვება, 2 მარცხი)

რედაქტირება
ტურნირები
დიდი სლემის ტურნირები (0–0)
ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალი (0–0)
ATP-ის მსოფლიო ტურის მასტერსი 1000 (0–0)
ATP-ის მსოფლიო ტურის 500 სერიები (2–0)
ATP-ის მსოფლიო ტურის 250 სერიები (0–2)
ფინალები საფარის მიხედვით
ჰარდი (1–1)
თიხა (1–1)
ბალახი (0–0)
ხალიჩა (0–0)
ტიტულები გარემოს მიხედვით
ღია კორტები (2–1)
დახურული კორტები (0–1)
შედეგი # წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 1. 23 ივლისი 2016 ავსტრიის ღია პირველობა, ავსტრია თიხა   პაოლო ლორენცი 3–6, 4–6
მარცხი 2. 19 თებერვალი 2017 მემფისის ღია პირველობა, აშშ ჰარდი (დ)   რაიან ჰარისონი 1–6, 4–6
გამარჯვება 3 29 ივლისი 2018 გერმანიის ღია პირველობა, გერმანია თიხა   ლეონარდო მაიერი 6–4, 0–6, 7–5
გამარჯვება 4 7 ოქტომბერი 2018 ჩინეთის ღია პირველობა, ჩინეთი ჰარდი   ხუან მარტინ დელ პოტრო 6–4, 6–4

(დ) – დახურული კორტი

ერთეულებში ასპარეზობის შედეგები

რედაქტირება
ჩ – ჩემპიონი ფ – ფინალი ნ – ნახევარფინალი მ – მეოთხედფინალი რ – რაუნდი კ – საკვალიფიკაციო ეტაპი
ტურნირი 2014 2015 2016 2017 2018 შედეგი მ–წ მოგების %
დიდი სლემის ტურნირები
ავსტრალიის ღია პირველობა 1კ 1რ 1რ 3რ 0 / 3 2–3 40%
საფრანგეთის ღია პირველობა 1რ 1რ 3რ 1რ 0 / 4 2–4 33%
უიმბლდონი 1კ 3რ 2კ 2რ 1რ 0 / 3 3–3 50%
აშშ-ის ღია პირველობა 2კ 1რ 1კ 1რ 4რ 0 / 3 3–3 50%
მოგება–წაგება 0–0 2–3 0–2 3–4 5–4 0 / 13 10–13 43%
ATP-ის მსოფლიო ტურის მასტერსი 1000
ინდიან უელსის მასტერსი 2კ 1რ 1რ 0 / 2 0–2 0%
მაიამის მასტერსი 1რ 2რ 0 / 2 1–2 33%
მონტე-კარლოს მასტერსი 1რ 0 / 1 0–1 0%
მადრიდის მასტერსი 1კ 1რ 0 / 1 0–1 0%
რომის მასტერსი 2რ 0 / 1 1–1 50%
კანადის მასტერსი 1რ 0 / 1 0–1 0%
ცინცინატის მასტერსი 1კ 1რ 3რ 0 / 2 2–2 50%
შანხაის მასტერსი 1რ 1კ 1რ 2რ 0 / 3 1–3 25%
პარიზის მასტერსი 2კ 1კ 2რ 0 / 1 1–1 50%
მოგება–წაგება 0–0 0–1 0–1 2–6 4–6 0 / 14 6–14 30%
ოლიმპიური თამაშები არ ჩატარდა 1რ არ ჩატარდა 0 / 1 0–1 0%
კარიერის სტატისტიკა
ტიტულები–მარცხი ფინალში 0 / 0 0 / 0 0 / 1 0 / 1 2 / 2 2 / 4
ჯამური მოგება–წაგება 0–1 4–8 8–10 25–27 29–28 66–74
ადგილი რეიტინგში წლის ბოლოს 178 113 94 59 21 47%

გამარჯვებები ტოპ-10-ის ჩოგბურთელებთან სეზონის მიხედვით

რედაქტირება
სეზონი 2016 2017 2018 ჯამი
მოგება 1 1 1 3
# მოთამაშე რეიტინგი ტურნირი საფარი რაუნდი ანგარიში ბასილაშვილის რეიტინგი
2016
1.   ტომაშ ბერდიხი 10 ვენის ღია პირველობა, ავსტრია ჰარდი (დ) 1რ 6–4, 6–7(5–7), 7–5 107
2017
2.   დომინიკ ტიმი 8 სოფიის ღია პირველობა, ბულგარეთი ჰარდი (დ) 2რ 6–4, 6–4 87
2018
3.   ხუან მარტინ დელ პოტრო 4 ჩინეთის ღია პირველობა, ჩინეთი ჰარდი 6–4, 6–4 34

ATP-ის ჩელენჯერის & ITF-ის მამაკაცთა ტურნირების ფინალები

რედაქტირება

ერთეულები: 20 (15–5)

რედაქტირება
ტურნირები
ATP-ის ჩელენჯერის ტური (5–1)
ITF-ის მამაკაცთა ტურნირები (10–4)
შედეგი # თარიღი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 1. 24 აგვისტო 2009 სოჭი, რუსეთი თიხა   მიხეილ ფუფიგინი 2–6, 7–5, 7–5
გამარჯვება 2. 18 ივნისი 2012 ყაზანი, რუსეთი თიხა   ივან სერგეევი 6–4, 7–6(7–4)
მარცხი 3. 2 ივლისი 2012 ერევანი, სომხეთი თიხა   არტურ დე გრიფი 0–6, 1–6
მარცხი 4. 6 აგვისტო 2012 მოსკოვი, რუსეთი თიხა   ბოი ვესტერჰოფი 4–6, 4–6
გამარჯვება 5. 13 აგვისტო 2012 მოსკოვი, რუსეთი თიხა   ალექსანდრე ლობკოვი 6–3, 7–6(7–0)
გამარჯვება 6. 10 სექტემბერი 2012 თბილისი, საქართველო თიხა   ტონი ანდროიჩი 6–3, 4–6, 7–6(7–1)
გამარჯვება 7. 3 დეკემბერი 2012 ანტალია, თურქეთი ჰარდი   ვლადიმერ უჟილოვსკი 3–6, 6–2, 6–2
გამარჯვება 8. 10 დეკემბერი 2012 ანტალია, თურქეთი ჰარდი   გილიერმო ოლასო 6–2, 6–2
გამარჯვება 9. 12 აგვისტო 2013 აპიანო, იტალია თიხა   მატეო ტრევიზანი 7–5, 3–6, 6–4
მარცხი 10. 4 ნოემბერი 2013 ანტალია, თურქეთი ჰარდი   რობინ კერნი 6–4, 3–6, 3–6
მარცხი 11. 11 ნოემბერი 2013 ანტალია, თურქეთი თიხა   მარკ რატი 1–6, 3–6
გამარჯვება 12. 20 იანვარი 2014 კარსტი, გერმანია ხალიჩა (დ)   მილოსლავ მეჩირჟი უმცროსი 2–6, 7–5, 6–3
გამარჯვება 13. 19 მაისი 2014 კარში, უზბეკეთი ჰარდი   ჩეიზ ბიუკენენი 7–6(7–2), 6–2
მარცხი 14. 17 ნოემბერი 2014 ანდრია, იტალია ხალიჩა (დ)   რიჩარდას ბერანკისი 4–6, 0–1 შეწყვიტა
გამარჯვება 15. 8 დეკემბერი 2014 დოჰა, კატარი ჰარდი   რამკუმარ რამანატჰანი 7–6(7–5), 6–2
გამარჯვება 16. 15 დეკემბერი 2014 დოჰა, კატარი ჰარდი   ჯეიმზ მარსალეკი 6–1, 6–2
გამარჯვება 17. 5 მარტი 2015 რაანანა, ისრაელი ჰარდი   ლუკაშ ლაცკო 4–6, 6–4, 6–3
გამარჯვება 18. 26 ივლისი 2015 სჰევენინგენი, ნიდერლანდები თიხა   ანდრეი კუზნეცოვი 6–7(3–7), 7–6(7–4), 6–3
გამარჯვება 19. 21 მარტი 2016 გუანჯოუ, ჩინეთი ჰარდი   ლუკაშ ლაცკო 6–1, 6–7(6–8), 7–5
გამარჯვება 20. 14 მაისი 2016 ჰაილბრონი, გერმანია თიხა   იან-ლენარდ შტრუფი 6–4, 7–6(7–3)

წყვილები: 6 (2–4)

რედაქტირება
შედეგი # თარიღი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება 1. 7 მარტი 2010 მაკ-ალენი, აშშ ჰარდი   ჩჟენ ტი   ჯარედ ისტონი
  მეტისონ კლეინი
7–5, 4–6, [10–4]
მარცხი 2. 28 თებერვალი 2011 ბრაუნსვილი, აშშ ჰარდი   ბორის ნიკოლა ბაკალოვი   დევინ ბრიტონი
  გრეგორი უელეტი
1–6, 3–6
მარცხი 3. 18 ნოემბერი 2013 ანტალია, თურქეთი თიხა   მილიან ზეკიჩი   ტომ შიონენბერგი
  მატიას ვუნერი
0–6, 4–6
მარცხი 4. 16 დეკემბერი 2013 დოჰა, კატარი ჰარდი   იგორ იაცუკი   ევან ჰოიტი
  სკანდერ მანსური
4–6, 6–7(2–7)
გამარჯვება 5. 27 იანვარი 2014 კარსტი, გერმანია ხალიჩა (დ)   ალექსანდრე ბური   ვლადიმერ იგნატიკი
  დიმიტარ კუტროვსკი
4–6, 6–4, [10–6]
მარცხი 6. 12 აპრილი 2015 ნეაპოლი, იტალია თიხა   ალექსანდრე ბური   ილია ბოზოლიაცი
  ფილიპ კრაინოვიჩი
1–6, 2–6

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Men's Tennis ATP Rankings“. atpworldtour.com. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  2. „Georgian History! Basilashvili Lifts Maiden Title In Hamburg“. atpworldtour.com. ციტირების თარიღი: 30 ივლისი 2018.
  3. „Read & Watch: Basilashvili Stuns Del Potro To Lift Beijing Trophy“. atpworldtour.com. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი 2018.
  4. „Roger Federer escapes the heat in easy win over Nikoloz Basilashvili“. theguardian.com. ციტირების თარიღი: 27 იანვარი 2018.
  5. „Rafael Nadal races into French Open fourth round with one-sided win“. bbc.com. ციტირების თარიღი: 27 იანვარი 2018.
  6. „US Open 2018: Rafael Nadal beats Nikoloz Basilashvili to reach quarter-finals“. bbc.com. ციტირების თარიღი: 3 სექტემბერი 2018.
  7. „არის - ბასილაშვილმა ფედერერი დაამარცხა!“. Sportall. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  8. „ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი მოიგო“. On.ge. 13 მარტი, 2021. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  9. 9.0 9.1 „Nikoloz Basilashvili player bio“. atpworldtour.com. ციტირების თარიღი: 27 იანვარი 2018.
  10. „ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  11. „ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა“. On.ge. 24 მაისი, 2020. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)