ხუან მარტინ დელ პოტრო

ხუან მარტინ დელ პოტრო (ესპ. Juan Martín del Potro; დ. 23 სექტემბერი, 1988, ტანდილი, არგენტინა) — არგენტინელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი.

ხუან მარტინ დელ პოტრო

დელ პოტრო აშშ-ის ღია პირველობაზე 2016 წელს
ქვეყანა (სპორტი) არგენტინის დროშა არგენტინა
საცხოვრებელი ადგილი ტანდილი, არგენტინა
დაიბადა 23 სექტემბერი, 1988 (1988-09-23) (36 წლის)
ტანდილი, არგენტინა
სიმაღლე 198 სმ.
პროფესიონალი 2005
თამაში მემარჯვენე
მწვრთნელ(ებ)ი სებასტიან პრიეტო
ფულადი პრიზი 24,742,348 აშშ დოლარი
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 430–168 (71.91%)
ტიტულები კარიერაში 22
უმაღლესი რეიტინგი მე-3 (13 აგვისტო, 2018)
მიმდინარე რეიტინგი მე-4 (10 სექტემბერი, 2018)[1]
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა მეოთხედფინალი (2009, 2012)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (2009)
უიმბლდონი ნახევარფინალი (2013)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (2009)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი ფინალი (2009)
ოლიმპიური თამაშები ფინალი (2016)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 40–42 (48.78%)
ტიტულები კარიერაში 1
უმაღლესი რეიტინგი 105-ე (25 მაისი, 2009)
მიმდინარე რეიტინგი 321-ე (8 ოქტომბერი, 2018)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
საფრანგეთის ღია პირველობა 1რ (2006, 2007)
უიმბლდონი 1რ (2007, 2008)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი გამარჯვება (2016)
ბოლოს განახლდა: 14 ოქტომბერი 2018.

2009 წელს, 21 წლის დელ პოტრომ კარიერაში ერთადერთი დიდი სლემის ტურნირი მოიგო. ნახევარფინალში რაფაელ ნადალის დამარცხების შემდეგ[2], ფინალში არგენტინელმა როჯერ ფედერერს სძლია და აშშ-ის ღია პირველობა მოიგო[3]. დელ პოტრო გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის ერთ ტურნირზე ფედერერი და ნადალი დაამარცხა. ასევე 2005 წლის საფრანგეთის ღია პირველობიდან 2013 წლის აშშ-ის ღია პირველობის ჩათვლით, დელ პოტრო დიდი ოთხეულის გარდა იყო ერთადერთი ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირი მოიგო. მან ასევე ერთხელ გაიმარჯვა მასტერსის ტურნირზე. ჯამში დელ პოტროს ATP-ის 22 ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული.

ოლიმპიურ თამაშებზე, დელ პოტრომ ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა ერთეულებში. სანაკრებო დონეზე, მან არგენტინას 2016 წელს პირველი დეივისის თასი მოუტანა.

სტატისტიკა და მიღწევები

რედაქტირება

დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 2 (1–1)

რედაქტირება
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 2009 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი   როჯერ ფედერერი 3–6, 7–6(7–5), 4–6, 7–6(7–4), 6–2
მარცხი 2018 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი   ნოვაკ ჯოკოვიჩი 3–6, 6–7(4–7), 3–6

ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალი: 1 (0–1)

რედაქტირება
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 2009 ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალი, ლონდონი ჰარდი (დ)   ნიკოლოზ დავიდენკო 3–6, 4–6

(დ) – დახურული კორტი

ოლიმპიური ფინალები: 1 (0–1)

რედაქტირება
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი (ვერცხლი) 2016 ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2016 ჰარდი   ენდი მარი 5–7, 6–4, 2–6, 5–7

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Men's Tennis ATP Rankings“. atpworldtour.com. ციტირების თარიღი: 11 სექტემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  2. „Del Potro thrashes Nadal in semis“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი 2017.
  3. „Del Potro dethrones Federer in US“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო 2017.