ლაზეთი

ისტორიული რეგიონი კავკასიაში
(გადამისამართდა გვერდიდან ლაზისტანი)

ლაზეთი ან ჭანეთი (ლაზ. Lazistani, Lazona, ლაზისტანი, ლაზონა) — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე თანამედროვე თურქეთისა და ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზე, ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. დასახლებული იყო კოლხური ტომით — ჭანებით. იგივეა, რაც ლაზისტანი, ბერძნულ წყაროებში მოიხსენიება როგორც თიანიკე.

აღმოსავლეთ ლაზეთის რუკა

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთი პონტოს მთების ჩრდილოეთ კალთაზე. სიმაღლე 3931 მ-მდე (მთა ქაჩქარი, ჭანეთის ქედზე). კალთები ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა განივი ხეობებით. ჰავა ნოტიო სუბტროპიკული, ნალექები 2-3 ათასი მმ წელიწადში. სანაპირო ზოლი დამუშავებულია (თამბაქო, ვენახი, სიმინდი, ციტრუსები, ჩაი, თხილი). მთის ძირას ფართოფოთლოვანი ტყეებია (მუხა, წიფელი, რცხილა, ნეკერჩხალი) ხშირი მარადმწვანე ქვეტყით, 400-დან 1250 მ სიმაღლემდე გავრცელებულია წიფლნარი და ნაძვნარი. 1250-იდან 1900 მ-მდე ნაძვნარში შერეული სოჭი, უფრო მაღლა ტანბრეცილი ტყე და მთის მდელოებია.

 
ლაზეთი (ჭანეთი) შუა საუკუნეებში

III-IV საუკუნეებში მოიცავდა შავიზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მთიანეთს, მდინარე ჭოროხის ზემო წელის აუზს. მოგვიანებით სახელწოდება გავრცელდა მის მიმდებარე ზღვის სანაპირო ტერიტორიაზე. IV საუკუნის ბოლოს ჭანები იჭრებოდნენ ბიზანტიის საზღვრებში, კაპადოკიაში, კილიკიასა და სირიაში.[1]

VI ს-ში ჭანეთის ტერიტორია ბიზანტიამ დაიპყრო. ამავე პერიოდში აქ გავრცელდა ქრისტიანობა. XIII საუკუნეში რეგიონი საქართველოს სამეფოს გავლენის ქვეშ მოექცა. XIII-XIV სს-ში იგი ტრაპიზონის იმპერიაში მოექცა, თუმცა მისი აღმოსავლეთ ნაწილი სამცხის სამთავროს შემადგენლობაში იყო.

თურქ-ოსმალთა მიერ ტრაპიზონის აღების შემდეგ ლაზისტანი ოსმალეთის ერთ-ერთ ვილაიეთად იქცა. 1463-1502 წლებში ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილი გურიის სამთავროს შემადგენლობაშია, 1502-1535 წლებში — სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში, 1535-47 წლებში კვლავ გურიას ეკუთვნის. ჭანეთი ოსმალეთმა საბოლოოდ 1547 წელს მიიტაცა. რუსეთ-ოსმალეთის ომების დროს რეგიონი ხელიდან ხელში გადადიოდა. 1921 წელს ერთა ლიგამ ლაზისტანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაწილად აღიარა, მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდზე დარჩა და საქართველოს გავლენა რეგიონზე ნულოვანი აღმოჩნდა. 1921 წლიდან რეგიონის უმეტესი ნაწილი თურქეთის შემადგენლობაში მოექცა, მცირე ნაწილი (სოფელი სარფი) საქართველოს შემადგენლობაში დარჩა.

1878 წელს ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, ოსმალეთმა დათმო ჭანეთის ნაწილი, ახლანდელი სოფელი სარფი და მისი მიმდებარე რეგიონი, რომელიც ამჟამად შედის საქართველოს შემადგენლობაში.

აღმოსავლეთი ჭანეთის (ლაზეთის) მფლობელობა

რედაქტირება

ლაზეთ-ჭანეთის ციხე-სიმაგრეები

რედაქტირება
  1. ათინას ციხე
  2. არაკლის ციხე
  3. არდაშენის (ჯიბისტასი) ეკლესია
  4. არქაბის ეკლესია
  5. ბეიჩამის ციხე
  6. აჩქა კალე
  7. ბოზუკ-კალე
  8. გელიდა კალე
  9. გულთვათის ციხე და გულთვათის ეკლესია
  10. დანდიქოის ციხე
  11. დორთკონაკის ციხე
  12. ესენიურთის ციხე
  13. ესქიფაზარის ციხე
  14. ზიგანას ციხე
  15. ზინდალარის ციხე
  16. თორდოვათის ციხე
  17. თორულის ციხე
  18. ილანთაშის ციხე
  19. იქისუს ციხე
  20. კალეპარკის ციხე ( გიუზელჰისარი)
  21. კალექოის ციხე
  22. კალეჯიკის ციხე
  23. კოდილის ციხე
  24. კრომნის ციხე
  25. მაკრიალის ციხე-კოშკი და ეკლესია
  26. ოვუნდუს ციხე
  27. ოლუჯაქის კოშკი
  28. პირონითის ეკლესია
  29. სორუიანას ციხე (იალინ კავაქის ციხე)
  30. სუმეს ციხე
  31. ტრაპიზონის ციხე
  32. ქეჩი კალეს ციხე
  33. ქოფუზ-კალეს ციხე
  34. შაბანის ციხე
  35. ჩაიკარის ციხე
  36. ხორტოკოპის ციხე
  37. ხოფის ციხე
  38. ჯანჯის ციხე
  39. ჰამსიქოის ციხე
  40. ჰუმბულის ეკლესია

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ყაუხჩიშვილი, ს., ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. III, ტფილისი: ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1936. — გვ. 262.