სლოვაკეთი
სლოვაკეთი (სლოვაკ. Slovensko), ოფიციალურად სლოვაკეთის რესპუბლიკა (სლოვაკ. Slovenska Republika) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ესაზღვრება ჩეხეთს, პოლონეთს, უკრაინას, უნგრეთსა და ავსტრიას. ფართობი დაახლოებით 49 000 კვადრატული კილომეტრია უმეტესად მთიანი რელიეფით. მოსახლეობა 5.4 მილიონს აღემატება, რომლის უმეტეს ნაწილს სლოვაკები შეადგენენ. უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია ბრატისლავა, ხოლო მეორე უდიდესი ქალაქი – კოშიცე. სახელმწიფო ენა სლოვაკურია.
სლოვაკეთის რესპუბლიკა Slovenská republika სლოვაკეთი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: Nad Tatrou sa blýska |
||||||
სლოვაკეთის მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | ბრატისლავა 48°09′ ჩ. გ. 17°07′ ა. გ. / 48.150° ჩ. გ. 17.117° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | სლოვაკური | |||||
ეთნიკური ჯგუფები (2011[1]) | ||||||
ეთნოქორონიმი | სლოვაკი | |||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ზუზანა ჩაპუტოვა | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | რობერტ ფიცო | ||||
საკანონმდებლო ორგანო | ეროვნული საბჭო | |||||
დამოუკიდებლობა | ||||||
- | ავსტრია-უნგრეთისგან (როგორც ჩეხოსლოვაკიის ნაწილი) |
28 ოქტომბერი, 1918 | ||||
- | ჩეხოსლოვაკიისგან | 1 იანვარი, 1993 [ა] | ||||
- | ევროკავშირში გაწევრიანება | 1 მაისი, 2004 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 49 035 კმ2 (129-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0.0789 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2020 შეფასება | 5 457 926[2] (119-ე) | ||||
- | 2011 აღწერა | 5 397 036 | ||||
- | სიმჭიდროვე | 111 კაცი/კმ2 (88-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2020 შეფასება | |||||
- | სულ | $209.186 მილიარდი[3] (68-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $38 321[3] (37-ე) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2020 შეფასება | |||||
- | სულ | $111.874 მილიარდი[3] (მე-60) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $20,495[3] (მე-40) | ||||
ჯინი (2018) | 20.9[4] დაბალი · მე-8 |
|||||
აგი (2018) | 0.857[5] ძალიან მაღალი · 36-ე |
|||||
ვალუტა | ევრო (€) [ბ] (EUR ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC+01:00 (UTC+1) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+02:00 (UTC+2) | ||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +421 [გ] | |||||
მფარველი წმინდანი | კირილე და მეთოდე | |||||
ინტერნეტ-დომენი | .sk [დ] | |||||
ა. | ^ ჩეხოსლოვაკია გაიყო ჩეხეთის რესპუბლიკად და სლოვაკეთად; იხილეთ ხავერდოვანი გაყრა. | |||||
ბ. | ^ 2009 წლამდე სლოვაკური კრონა. | |||||
გ. | ^ 1997 წლამდე კოდი 42 საზიარო იყო ჩეხეთის რესპუბლიკასთან. | |||||
დ. | ^ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu. |
სლოვაკების წინაპარი სლავური ტომები დღევანდელი სლოვაკეთის ტერიტორიაზე V-VI საუკუნეებში გამოჩნდნენ, ხალხთა დიდი გადასახლების დროს. VII საუკუნეში, აქ მცხოვრებმა სლავებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სამოს მიერ ჩამოყალიბებურ იმპერიაში, რომელიც ისტორიულად პირველი სლავური სახელმწიფო იყო. სამოს იმპერიის ცენტრი დასავლეთ სლოვაკეთში იყო. IX საუკუნეში, სლოვაკთა სლავმა წინაპრებმა დააარსეს ნიტრის სამთავრო, რომელმაც მოგვიანებით მორავიის სამთავროსთან ერთად გახდა დიდი მორავიის ფორმირების საფუძველი.X საუკუნის შემდეგ სლოვაკეთის ტერიტორია თანდათანობით უნგრეთის სამეფოს შეუერთდა, რომელიც XIX საუკუნეში თავის მხრივ ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენელ ნაწილად იქცა. პირველი მსოფლიო ომის და ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ სლოვაკებმა და ჩეხებმა შექმნეს ერთობლივი სახელმწიფო, — ჩეხოსლოვაკია. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, შეიქმნა ნაცისტური გერმანიის სატელიტური სლოვაკეთის რესპუბლიკა, რომელიც ომის დასრულებისას გაუქმდა. სლოვაკეთი დამოუკიდებელი გახდა 1993 წლის 1 იანვარს, ჩეხოსლოვაკიის მშვიდობიანი დაშლის შემდეგ.
სლოვაკეთი არის განვითარებული ქვეყანა მოწინავე, მაღალშემოსავლიანი ეკონომიკით,[6][7] ძალიან მაღალი ადამიანის განვითარების ინდექსით,[8][9] ცხოვრების მაღალი დონით. ქვეყანა ინარჩუნებს საბაზრო ეკონომიკის ერთობლიობას სოციალური უსაფრთხოების სრულყოფილი სისტემით. ევროპის კავშირს 2004 წლის 1 მაისს, ხოლო ევროზონას 2009 წლის 1 იანვარს შეუერთდა.[10] აგრეთვე არის შენგენის ზონის, ნატოს, გაეროს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს და ვიშეგრადული ჯგუფის წევრი. როგორც ევროზონის ნაწილი, სლოვაკეთის ოფიციალური ვალუტა ევროა, მსოფლიოში მე-2 ყველაზე გამოყენებადი ვალუტა. სლოვაკეთი მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მსხვილი მანქანის მწარმოებელია, სულ 1,110,000 მანქანა იწარმოა ქვეყანაში მხოლოდ 2019 წელს;[11] არის ევროკავშირის მეხუთე უდიდესი ავტომობილების მწარმოებელი ქვეყანა; მანქანათმშენებლობა წარმოადგენს სლოვაკეთის მთლიანი სამრეწველო პროდუქტის 43%-ს.
სახელწოდება
რედაქტირება- ოფიციალური: სლოვაკეთის რესპუბლიკა.
- ეროვნული: Slovensko; Slovenska Republika.
- ეტიმოლოგია: სახელწოდება სლავურ ენაზე ითარგმნება როგორც „სიტყვა“ (შდრ. რუსული слово) ან „დიდება“ (შდრ. რუსული слава.)
ისტორია
რედაქტირებაადამიანი სლოვაკეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ შუა პალეოლითის დროს ცხოვრობდა. ძვ. წ. V ს-ში დასახლდნენ თრაკიული ტომები, ძვ. წ. III ს-ში კელტები. ახ. წ. I ს-ში სლოვაკეთის ტერიტორიის ნაწილი რომაელებმა დაიპყრეს. ახ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებიდან სლოვაკეთის მთავარი ეთნიკური ელემენტი სლავები იყვნენ. XI საუკუნეში უნგრეთის სამეფოს ნაწილია. 1241-1242 წლებში სლოვაკეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მონღოლებმა დალაშქრეს. XIII-XIV საუკუნეებში გერმანელთა კოლონიზაციის ობიექტი გახდა. დოჟა დიერდის აჯანყების (1514 წ) შემდეგ მოხდა სლოვაკეთის გლეხობის დაყმევება. XVI საუკუნეში გავრცელდა რეფორმაცია. იმავე საუკუნის შუა წლებში სამხრეთ სლოვაკეთი ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო, დანარჩენი ტერიტორია კი ჰაბსბურგების მონარქიის შემადგენლობაში შევიდა. XVIII ს-ის დასაწყისში სლოვაკეთში იფეთქა ანტიჰაბსბურგულმა მოძრაობამ. კაპიტალისტურ ურთიერთობათა განვითარებასთან ერთად (XVIII ს-ის დასასრული - XIX ს-ის დასაწყისი) წარმოიშვა ეროვნული მოძრაობა, რომელიც უმთავრესად სლოვაკური ენისა და კულტურის განვითარების მოთხოვნებს აყენებდა. ეროვნული მოძრაობა გააქტიურდა XIX ს-ის 60-იან წლებში. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში სლოვაკეთში გაძლიერდა ბრძოლა ეროვნული და სოციალური განთავისუფლებისათვის. 1918 წელს ე. წ. მარტინის დეკლარაციით სლოვაკეთი ჩეხოსლოვაკიის ნაწილი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების მიერ იყო ოკუპირებული, ომის შემდეგ კი საბჭოთა კავშირმა ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური მმართველობა დაამყარა და იგი სოციალისტური ბანაკის წევრად აქცია. 1993 წელს ყოფილი ჩეხოსლოვაკია მშვიდობიანად გაიყო ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ - ჩეხეთის რესპუბლიკად და სლოვაკეთის რესპუბლიკად. იმავე წელს სლოვაკეთი გაეროს წევრი გახდა. მეჩიარის მთავრობამ მიიღო რეფორმების პროგრამა და აიღო კურსი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე. გარდამავალი პერიოდი ქვეყნისთვის მძიმე გამოდგა - პრივატიზაციის პროცესმა გაზარდა უმუშევართა რიცხვი, რომელიც ახლაც 20 %-ს შეადგენს. სლოვაკეთში მწვავედ დგას ეთნიკური უმცირესობების საკითხი - უნგრელები პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტას ითხოვენ, ბოშები - სოციალურისა. 2004 წელს სლოვაკეთი ევროკავშირის წევრი გახდა.
გეოგრაფია
რედაქტირებასლოვაკეთი მოქცეულია ჩრდილოეთის 47 ° და 50 ° პარალელებსა და აღმოსავლეთის 16 ° და 23 ° მერიდიანებს შორის. უმთავრესად მთიანი ქვეყანაა, რომლის დიდი ნაწილი, კერძოდ, ჩრდილოეთი ნაწილი, უჭირავს დასავლეთ კარპატებს. ამ მთებს შორისაა ფატრა-ტატრების ოლქის მაღალი მწვერვალები (მათ შორის ტატრები, დიდი ფატრა და პატარა ფატრა), სლოვაკეთის მადნიანი მთები, სლოვაკეთის ცენტრალური მთები ან ბესკიდები. ყველაზე დიდი დაბლობია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე დუნაის დაბლობი; აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სლოვაკეთის დაბლობი.[12] სლოვაკეთის ხმელეთის 41% ტყეებით არის დაფარული.[13]
ტატრები
რედაქტირებატატრები, რომელშიც შედის 29 ზღვის დონიდან 2,500 მეტრზე მეტი სიმაღლის მწვერვალი, წარმოადგენს კარპატების მთების ყველაზე მაღალ ქედს. ტატრებს უკავია 750 კმ2-ის ტოლი ფართობი, რომელიც 600კმ2 სლოვაკეთის ტერიტორიაშია მოქცეული. იგი რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი.
ჩრდილოეთით, პოლონეთის საზღვართან ახლოს, ვხვდებით მაღალ ტარტებს, რომლებიც პოპულარული სალაშქრო და სათხილამურო დანიშნულების ადგილია; აქ ვხვდებით მრავალ ტბას და ბეობას, ასევე სლოვაკეთის უმაღლეს წერტილს, 2,655 მეტრის გერლახოვსკი-შტიტის და ქვეყნის უაღრესად სიმბოლურ მთა კრივანს. დასავლეთით ვხვდებით დასავლეთის ტატრებს, რომლის უმეღლესი მწვერვალია 2,248 მეტრი სიმაღლის ბისტრა, ხოლო აღმოსავლეთით – ბალინსკის ტატრებს. აღსანიშნავია დაბალი ტატრებიც, რომლის უმათლესი წერტილია 2,043 მეტრის დიუმბიერი.
ნალექები 500 - 700 მმ წელიწადში (მთაში 1000 მმ-მდე). იანვრის საშუალო ტემპერატურაა -1, -3 °C; ივლისისა კი 19-21 °C. მდინარეები უმთავრესად დუნაის (მიედინება სლოვაკეთის სამხრეთ-დასავლეთ კიდეზე) აუზს განეკუთვნება. მთავარი მდინარეებია ვაგი, ნიტრა, ჰრონი, ონდავა.
ტატრების სამი მთა ასახულია სლოვაკეთის გერბზეც.
ეროვნული პარკები
რედაქტირებასლოვაკეთში 9 ეროვნული პარკია, რომელთა საერთო ფართობი 3178 კმ²-ს (6.5%) შეადგენს.[14]
სახელი | დაარსების წელი | ფართობი |
---|---|---|
ტატრების ეროვნული პარკი | 1949 | 738 კმ² (73 800 ჰა) |
დაბალი ტატრების ეროვნული პარკი | 1978 | 728 კმ² (72 800 ჰა) |
დიდი ფატრის ეროვნული პარკი | 2002 | 404 კმ² (40 400 ჰა) |
სლოვაკეთის კარსტის ეროვნული პარკი | 2002 | 346 კმ² (34 600 ჰა) |
პოლონინის ეროვნული პარკი | 1997 | 298 კმ² (29 800 ჰა) |
პატარა ფატრის ეროვნული პარკი | 1988 | 226 კმ² (22 600 ჰა) |
მურანსკა პლანინას ეროვნული პარკი | 1998 | 203 კმ² (20 300 ჰა) |
სლოვაკეთის სამოთხის ეროვნული პარკი | 1988 | 197 კმ² (19 700 ჰა) |
პიენინის ეროვნული პარკი | 1967 | 38 კმ² (3800 ჰა) |
გამოქვაბულები
რედაქტირებასლოვაკეთში მთების ქვეშ ვხვდებით მრავალ გამოქვაბულს; მათგარ 30 გამოქვაბული ღიაა საზოგადოებისთვის.[15] გამოქვაბულების უმეტეს ნაწილში ვხვდებით სტალაგმიტებსა და სტალაქტიტებს. გამოქვაბულებიდან ხუთ მათგანს მინიჭებული აქვს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი; ეს გამოქვაბულებია: დობშინას ყინულის გამოქვაბული, დომიკას გამოქვაბული, გომბასეკის გამოქვაბული, იასოვსკას გამოქვაბული და ოჩტინსკა-არაგონიტის გამოქვაბული.
მდინარეები
რედაქტირებამდინარეების უმეტესი ნაწილი სლოვაკეთის მთებიდან მოედინება. ზოგი ქვეყნის შუა ნაწილში მიედინება, ზოგი კი ქვეყნის ბუნებრივ საზღვარს ქმნის მიმდებარე სახელმწიფოებთან. მაგალითად, ჩრდილოეთით საზღვარს ქმნის დუნაეცი (17 კმ), სამხრეთით საზღვარს დუნაი (172 კმ), ხოლო დასავლეთით საზღვარს მორავა (119 კმ) ქმნის. სლოვაკეთის მდინარეების მთლიანი სიგრძეა 49,774 კმ.
სლოვაკეთის ყველაზე გრძელი მდინარეა ვაგი, ხოლო ყველაზე მოკლე – კიერნა-ვოდა. სხვა მნიშვნელოვან და დიდ მდინარეებს მიეკუთვნება: მიჯავა, ნიტრა (197 კმ), ორავა, ჰრონი (198 კმ), ჰორნადი (193 კმ), სლანა (110 კმ), იპელი (232 კმ, ქმნის საზღვარს უნგრეთთან), ბოდროგი, ლაბორესი, ლატორისა და ონდავა.
სლოვაკეთის მდინარეები ყველაზე უხვწყლიანები გაზაფხულზე, თოვლის დნობის პერიოდში, პერიოდში არიან. ერთადერთი გამონაკლისია დუნაი, რომელიც შედარებით უხვწყლიანი ზაფხულშია, რადგან ამ პერიოდში დნება თოვლი ალპებში. სლოვაკეთში გამავალ მდინარეებს შორის უდიდესი დუნაია.[16]
კლიმატი
რედაქტირებასლოვაკეთის კლიმატი ზომიერისა და კონტინენტურს შორის არის მოქცეული, რომელიც ხასიათდება თბილი ზაფხულითა და ცივი, ღრუბლიანი, ტენიანი ზამთრით. ტემპერატურა მერყეობს −41-სა და 40.3 °C-ს შორის, თუმცა –20 °C-ზე დაბალი ტემპერატურა ქვეყანაში ძალიან იშვიათია. მთიანი ჩრდილოეთისა და სამხრეთ დაბლობის ამინდები ერთმანეთისგან მკაფიოდ განსხვავდებიან.
ყველაზე თბილი რეგიონი ბრატისლავა და სამხრეთ სლოვაკეთია, სადაც ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში 30 °C-ს აღწევს; ზოგჯერ ჰურბანოვოში 39 °C ტემპერატურაც ფიქსირდება. ღამით ტემპერატურა 20 °C-მდე ეცემა. ზამთარში საშუალო ტემპერატურა –5 °C-დან 10 °C-მდე მერყეობს. ზამთარში ღამით უმეტესწლად ვხვდებით ყინვას, თუმცა ტემპერატურა –10 °C-ზე დაბლა იშვიათად ეცემა.
სლოვაკეთში ვხვდებით ოთხ სეზონს (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი); თითოეული მათგანი სამი თვე გრძელდება. მშრალი კონტინენტური ჰაერის მასებს ზაფხულში სითბო, ხოლო ზამთარში ყინვა მოაქვთ. მათ საპირისპიროდ, ოკეანური ჰაერის მასებს ქვეყანაში ნალექი მოაქვს, რაც ზაფხულის ტემპერატურას შედარებით დაბლა სწევს. დაბლობებსა და ხეობებში, განსაკუთრებით ზამთარში, ხშირად გვხვდება ნისლი.
გაზაფხული ჩვეულებრივ იწყება 21 მარტს და ხასიათდება ცივი ამინდით; პირველ კვირაში საშუალო ტემპერატურა 9 °C-ია, მაისში – 14 °C, ხოლო ივნისში – 17 °C. სლოვაკეთში გაზაფხულზე ამინდი და კლიმატი ძალიან არასტაბილურია.
ზაფხული ჩვეულებრივ 22 ივნისს იწყება და ხასიათდება ცხელი ამინდით. საშუალო ტემპერატურა არის 30 °C. ყველაზე ცხელი თვე ივლისია, როცა ტემპერატურა დაახლოებით 37-40 °C აღწევს. ივლისი განსაკუთრებით ცხელია სლოვაკეთის სამხრეთ რეგიონებში – კომარნოში, ჰურბანოვსა და სტუროვოში. ზაფხული ჩრდილოეთ სლოვაკეთში, ჩვეულებრივ, ზომიერი ტემპერატურით (25 °C-ს გარშემო) ხასიათდება (მთებში ნაკლები).
შემოდგომა ქვეყანაში 23 სექტემბერს იწყება და უმეტესად ხასიათდება ნალექიანი და ქარიანი ამინდით (პირველი კვირა შეიძლება იყოს ძალიან ცხელი და მზიანი). სექტემბერში საშუალო ტემპერატურა 14 °C-ია, ნოემბერში – 3 °C. გვიანი სექტემბერი და ოქტომბრის დასაწყისი არის წლის ყველაზე მშრალი და მზიანი პერიოდი (ე.წ. ინდური ზაფხული).
ხოლო ზამთარი ჩვეულებრივ 21 დეკემბერს იწყება. საშუალო ტემპერატურა −5 °C და −10 °C შორის მერყეობს. დეკემბერი და იანვარი, ჩვეულებრივ, თოვლიანია; აღნიშნული თვეები ქვეყნის ყველაზე ცივი თვეებია. მაღალმთიან ადგილებში ზამთარი შედარებით ცივია; აქ თოვლის საფარი მარტამდე, შესაძლოა აპრილამდეც შენარჩუნდეს, ხოლო ღამით ტემპერატურამ შეიძლება –20 °C მიაღწიოს.[17]
სახელმწიფო
რედაქტირება- სახელმწიფო სისტემა: დემოკრატიული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ანდრეი კისკა.
- მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი.
- საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (150 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა: 8 მხარე (kraj).
დემოგრაფია
რედაქტირებაქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 5.4 მილიონია, რომლის უდიდეს ნაწილს სლოვაკები წარმოადგენენ. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა 110 მცხოვრები/კმ2.[18] 2011 წლის აღწერის მიხედვით,[19] სლოვაკეთის მოსახლეობის ძირითად ნაწილს სლოვაკები (80.7%) წარმოადგენენ. ეთნიკურ უმცირესობებს შორის უდიდეს ჯგუფს ქმნიან უნგრელები (8.5%). სხვა, შედარებით მცირე, ეთნიკურ ჯგუფებს ქმნიან: ბოშები (2%),[20] ჩეხები (0.6%) და რუსინები (0.6%), ხოლო სხვა შედარებით მცირე ჯგუფების ან გაურკვეველი წარმომავლობის მოსახლეობის წილი არის 7.6%.[21] არაოფიციალური შეფასების მიხედვით,[22] ქვეყანაში ბოშების რიცხვი ოფიციალურზე ბევრად მაღალი, 5.6%-ია.[23]
2018 წელს სლოვაკეთის მოსახლეობის საშუალო ასაკი იყო 41 წელი.[24]
სლოვაკთა ემიგრაციის ყველაზე დიდი ტალღები XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში დაფიქსირდა. აშშ-ის 1990-იანებში ჩატარებული აღწერის მიხედვით, აშშ-ში დაახლოებით 1.8 მილიონი სლოვაკური წარმოშობის ადამიანი ცხოვრობდა.[25]
- სახელმწიფო ენა: სლოვაკური . გავრცელებული ენები: უნგრული.
- რელიგია - კათოლიციზმი.
- დედაქალაქი - ბრატისლავა (428 ათასი).
- ქალაქები - კოშიცე (234), ნიტრა (87), ჟილინა (85), პრეშოვი (92).
რელიგია
რედაქტირებასლოვაკეთის კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებას. 2011 წლის გამოკითხვით მოსახლეობის 62 % კათოლიკეა; 8,9 % - პროტესტანტი; 3,8 % - ბერძენი კათოლიკე; 0,9 % - მართლმადიდებელი; 13,4 % - ათეისტი; 10,6 %-მა კი პასუხისაგან თავი შეიკავა.[26] 2004 წელს ეკლესიის წევრთა დაახლოებით მესამედი რეგულარულად ესწრებოდა საეკლესიო მსახურებებს.[27] მეორე მსოფლიო ომამდე სლოვაკეთში დაახლოებით 90,000 ებრაელი ცხოვრობდა (მოსახლეობის 1.6%), თუმცა უმეტესი მათგანი ჰოლოკოსტის დროს სიკვდილის დასაჯეს. ომისშემდგომის ემიგრაციისა და ასიმილაციის გამო, დღესდღეობით ქვეყანაში მხოლოდ დაახლოებით 2,300 ებრაელი ცხოვრობს (მთლიანი მოსახლეობის 0.04%).[28]
სლოვაკეთში რეგისტრირებულია 18 რელიგია, მათგან 16 ქრისტიანულია, ერთი – ებრაული, ხოლო ერთიც – ბაჰაიზმი.[29] 2016 წელს, სლოვაკეთის პარლამენტის ორმა მესამედმა მხარი დაუჭირა ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებდა რელიგიას, თუ მისი მიმდევართა რაოდენობა არა 25,000 (აქამდე არსებული), არამედ 50,000 იქნებოდა. ამან ისლამს და სხვა რელიგიურ დაჯგუფებებს ხელი შეუშალა ოფიციალური რელიგიის სტატუსის მოპოვებაში. თუმცა, აღნიშნულ კანონპროექტს სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ ვეტო დაადო.[29] 2010 წელს, სლოვაკეთში დაახლოებით 5,000 მუსლიმი ცხოვრობდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 0.1%-ს წარმოადგენს.[30] სლოვაკეთი არის ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანა მეჩეთის გარეშე.[31]
ეკონომიკა
რედაქტირება- რესურსები - მურა ნახშირი; რკინის მადნის, სპილენძისა და მანგანუმის მცირე მადანი; მარილი; სასოფლო-სამეურნეო მიწები.
- ექსპორტი - რკინის მადანი, ქიმიკატები, ნავთობპროდუქტები, იარაღი.
- ბიუჯეტი - 5,200 მლნ $.
- ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 3950 $.
- ვალუტა - სლოვაკური კრონა (SKK);
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირება- მაღალი ტატრის მთიანეთი
- ბანსკა-შტიავნიცა
- ვლკოლინეცი - ხალხური არქიტექტურის სოფელი რუჟომბეროკის ახლოს.
საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში
რედაქტირებასპორტი
რედაქტირებასპორტული აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით ფართოდ არის გავრცელებული; უმეტესი მათგანი ასულია პროფესიონალურ დონეზე. ტრადიციულად, სლოვაკეთის ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებია ფეხბურთი და ყინულის ჰოკეი, თუმცა დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩოგბურთი, ხელბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ჯომარდობა, ველოსნობა და მძლეოსნობა.
ყინულის ჰოკეი
რედაქტირებაერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა სლოვაკეთში ყინულის ჰოკეია. სლოვაკეთი ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის წევრი 1993 წლის 2 თებერვალს გახდა და მას შემდეგ ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატებზე ოთხი მედალი მოიგო (ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო). ნაკრებმა უახლეს წარმატებას ჰელსინკიში გამართულ 2012 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მიაღწია, როცა მათ ვერცხლის მედალი მოიპოვეს. სლოვაკეთის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ოლიმპიურ თამაშებში ხუთჯერ მიიღო მონაწილეობა; მათგან ყველაზე წარმატებული ვანკუვერში გამართული 2010 წლის ოლიმპიადა აღმოჩნდა, როცა გუნდმა ტურნირი მე-4 ადგილით დაასრულა. ამჟამად, სლოვაკეთში რეგისტრირებულია ყინულის ჰოკეის 8,280 მოთამაშე, რაც IIHF მსოფლიო რეიტინგის მიხედვით მე-7 უმაღლესი შედეგია. 2012 წლამდე, სლოვაკეთის გუნდმა HC Slovan Bratislava იასპარეზა კონტინენტური ჰოკეის ლიგაში, რომელიც ევროპაში ჰოკეის უძლიერეს ლიგად, ხოლო მსოფლიოში მეორე საუკეთესო ჰოკეის ჩემპიონატად მიიჩნევა.[32]
სლოვაკეთმა უმასპინძლა 2011 წლის IIHF მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ფინეთმა მოიგო, და 2019 IIHF მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც აგრეთვე ფინეთმა მოიგო. ორივე მათგანი ბრატისლავასა და კოშიცეში ჩატარდა.
ფეხბურთი
რედაქტირებასლოვაკეთში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა ფეხბურთია რეგისტრირებული 400,000-ზე მეტი მოთამაშით. 1993 წლის შემდეგ, სლოვაკეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ფიფას მსოფლიოს ჩემპიონატში საკვალიფიკაზიო ეტაპზე მოხვედრა ერთხელ, 2010 წელს შეძლო. ნაკრებმა 16 საუკეთესო გუნდში მოხვედრა შეძლო, თუმცა შემდეგ ნიდერლანდებთან დამარცხდა. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო იტალიის დამარცხება ანგარიშით 3–2. 2016 წელს, სლოვაკეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მთავარი მწვრთნელი იან კოზაკის ხელმძღვანელობით, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა. აღნიშნული წარმატება დაეხმარა გუნდს, რათა ფიფას რეიტინგში საუკეთესო შედეგი, მე-14 ადგილი დაეფიქსირებინათ.
კლუბურ ჩემპიონატებში, სლოვაკეთის მხოლოდ სამმა კლუბმა შეძლო ჩემპიონათა ლიგის ჯგუფურ ეტაპში მოხვედრა: 1997-1998 წლების სეზონში MFK კიოსიცემ, 2005-2006 წლების სეზონში FC არდემიდა ბრატისლავამ და 2010-2011 წლების სეზონში MSK ზილინამ. მათგან ყველაზე წარმატებული FC არდემიდა ბრატისლავას ასპარეზობა აღმოჩნდა, რომელმაც ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილით დაასრულა. აღნიშნული გუნდი რჩება ერთადერთ ლუბად, რომელმაც ჩემპიონათა ლიგაზე თამაშის მოგება შეძლო.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 435-437.
- Julius Bartl et al., Slovak History: Chronology & Lexicon. Wauconda, IL: Bolchazy-Carducci Publishers, 2002.
- Olga Drobna, Eduard Drobny, and Magdalena Gocnikova, Slovakia: The Heart of Europe. Wauconda, IL: Bolchazy-Carducci Publishers, 1996.
- Pavel Dvorak, The Early History of Slovakia in Images. Budmerice, Slovakia: Vydavatel'stvo Rak Budmerice, 2006.
- Sharon Fisher, Political Change in Post-Communist Slovakia and Croatia: From Nationalist to Europeanist. New York: Palgrave Macmillan, 2006.
- Karen Henderson, Slovakia: The Escape from Invisibility. London: Routledge, 2002.
- Rob Humphrey, The Rough Guide to the Czech and Slovak Republics. New York: Rough Guides, 2006.
- Michael Jacobs, Blue Guide: Czech and Slovak Republics. London: A.&C. Black, 1999.
- Owen V. Johnson, Slovakia 1918–1938: Education and the Making of a Nation. Boulder, CO: East European Monographs, 1985.
- Lil Junas, My Slovakia: An American's View. Martin, Slovakia: Vydavatelśtvo Matice slovenskej, 2001.
- Stanislav Kirschbaum, A History of Slovakia: The Struggle for Survival. New York: St. Martin's Press, 1995.
- Eugen Lazistan, Fedor Mikovič, Ivan Kučma, and Anna Jurečková, Slovakia: A Photographic Odyssey. Wauconda, IL: Bolchazy-Carducci Publishers, 2001.
- Elena Mannová, A Concise History of Slovakia. Bratislava: Historický ústav SAV, 2000.
- Anton Spiesz and Dusan Caplovic, Illustrated Slovak History: A Struggle for Sovereignty in Central Europe. Wauconda, IL : Bolchazy-Carducci Publishers, 2001.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ძირითადი ინფორმაცია
- "Slovakia" დაარქივებული 2020-04-07 საიტზე Wayback Machine. . The World Factbook. Central Intelligence Agency.
- Slovakia profile from the BBC News
- Key Development Forecasts for the Slovak Republic from International Futures
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Tab. 11 SODB 2001, 2011. Portal.statistics.sk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-17. ციტირების თარიღი: 2012-11-25.
- ↑ Stock of population in the SR on 31st March 2020 (1 June 2020).
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 World Economic Outlook Database, October 2019. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 15 January 2020
- ↑ Gini coefficient of equivalised disposable income - EU-SILC survey. Eurostat. ციტირების თარიღი: 8 January 2020
- ↑ 2017 Human Development Report (14 September 2018). ციტირების თარიღი: 14 September 2018
- ↑ Country and Lending Groups. worldbank.org.
- ↑ Advanced economies. IMF (14 September 2006). ციტირების თარიღი: 16 October 2010.
- ↑ Country and Lending Groups |Data. Data.worldbank.org. Retrieved on 11 August 2014.
- ↑ United Nations Development Programme: Human Development Report, 2014. undp.org.
- ↑ Kyiv Post. Independence. Community. Trust – World – Slovakia 16th country to adopt euro. Kyivpost.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 February 2011. ციტირების თარიღი: 22 May 2012.
- ↑ Slovakia beats record in car production, again. ციტირების თარიღი: 1 February 2020.
- ↑ Slovakia. The World Factbook. CIA (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 26 April 2008.
- ↑ Až dve pätiny územia Slovenska pokrývajú lesy. etrend.sk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 29 August 2017.
- ↑ Národné parky na Slovensku. lamnia.sk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 26 August 2017.
- ↑ Verejnosti voľne prístupné jaskyne. ssj.sk. ციტირების თარიღი: 19 August 2017.
- ↑ Nie ste prihlásený.. Translated from Slovak language. Slovakregion.sk. ციტირების თარიღი: 10 September 2013.
- ↑ Based on the "Climate" article from. www.slovensko.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 October 2007. ციტირების თარიღი: 10 September 2013.
- ↑ Europe :: Slovakia — The World Factbook - Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 28 July 2019
- ↑ Official data on the structure of the Slovak population (PDF). Portal.statistics.sk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 November 2012. ციტირების თარიღი: 12 November 2012.
- ↑ Roma political and cultural activists estimate that the number of Roma in Slovakia is higher, citing a figure of 350,000 to 400,000. Slovakia.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აგვისტო 2013. ციტირების თარიღი: 25 November 2012.
- ↑ Slovakia: Ethnicity of the Population Section. Government of Slovakia (2010). ციტირების თარიღი: 5 October 2010.
- ↑ „Slovakia 'anti-Roma' wall in Kosice riles EU“. BBC News. 20 August 2013.
- ↑ M. Vašečka, "A Global Report on Roma in Slovakia", (Institute of Public Affairs: Bratislava, 2002) + Minority Rights Group. See:Equality, Diversity and Enlargement. European Commission: Brussels, 2003, p. 104
- ↑ "The World FactBook - Serbia" დაარქივებული 2020-04-07 საიტზე Wayback Machine. , The World Factbook, 12 July 2018 This article incorporates text from this source, which is in the public domain.
- ↑ "The Slovaks in America". European Reading Room, Library of Congress.
- ↑ Data from the Slovak Statistical Office 2011 (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 November 2012.
- ↑ Manchin, Robert. (2004)Religion in Europe: Trust Not Filling the Pews. Gallup. ციტირების თარიღი: 4 December 2009.
- ↑ Vogelsang, Peter; Brian B. M. Larsen. (2002)Deportations. The Danish Center for Holocaust and Genocide Studies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 August 2011. ციტირების თარიღი: 26 April 2008.
- ↑ 29.0 29.1 Miroslava Hukelova (5 January 2017). „Slovak president vetoes controversial law heaping hostility on Muslims in Central Europe“. The Conversation.
- ↑ Na Slovensku je 5-tisíc moslimov: Bude v našej krajine mešita? | Nový Čas. Cas.sk (11 August 2010). Retrieved on 2017-02-04.
- ↑ Slovensko je poslednou krajinou únie, kde nie je mešita slovak. 7 PLUS, s.r.o. (15 November 2014). ციტირების თარიღი: 5 April 2014.
- ↑ World of difference for KHL?. iihf.com (7 May 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 January 2013.