სლოვაკეთის გერბი
სლოვაკეთის გერბი — სლოვაკეთის ერთ-ერთი სახელმწიფო სიმბოლო (დროშასა და ჰიმნთან ერთად). დამტკიცდა 1993 წლის 1 იანვარს, მას შემდეგ, რაც ჩეხოსლოვაკია ორ სუვერენულ სახელმწიფოდ - ჩეხეთად და სლოვაკეთად დაიშალა.
სლოვაკეთის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
დამტკიცდა | 1993 წლის 1 იანვარს |
ფარი | წითელ ფონზე გამოსახულია თეთრი ორმაგი ჯვარი, რომლის საფუძველსაც მომრგვალებულ-თავებიანი სამი ლურჯი მთა წარმოადგენს. |
აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთის დღევანდელ გერბზე გამოსახული სიმბოლოები ჩეხოსლოვაკიის გერბზეც იყო გამოსახული ჩეხურ სიმბოლოებთან ერთად. გერბზე გამოსახული სიმბოლოები მეორდება როგორც სლოვაკეთის სახელმწიფო, ისე პრეზიდენტის დროშაზეც.
სიმბოლოები
რედაქტირებაორმაგი ჯვარი
რედაქტირებათანამედროვე შეფასებით, ორმაგი ჯვარის სიმბოლო წარმოიქმნა ბიზანტიის იმპერიაში IX საუკუნეში. სავარაუდოდ ეს სიმბოლო სლოვაკეთში ორმა ბიზანტიელმა მისიონერმა - წმინდა კირილემ და მეთოდემ შემოიტანეს.
ჩვეულებრივი ჯვრისაგან განსხვავებით ორმაგი ჯვრის სიმბოლური დატვირთვა და მნიშვნელობა ბოლომდე გასაგები არაა. ერთ-ერთი ვერსიით, პირველი ჰორიზონტალური მკლავი განასახიერებს ბიზანტიის იმპერატორის საერო, მეორე კი საეკლესიო ძალაუფლებას. სხვა ვერსიის თანახმად კი ერთი მკლავი განასახიერებს სიკვდილს, მეორე კი - იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას.
სამი მთა
რედაქტირებაგერბზე გამოსახული სამი მთა განასახიერებს ტატრებს, მატრასა და ფატრას მთებს, რომლებიც სიმბოლურად უნგრეთის სამეფოს ჩრდილოეთ მთიან ნაწილს წარმოადგენენ. ამ სიმბოლოს იყენებდნენ უნგრეთის მეფე ვლადისლავი და მისი მემკვიდრე ოტო ბავარიელი XIV საუკუნის დასაწყისში.
-
სლოვაკეთის გერბი 1960-1990 წლებში.
-
სლოვაკეთის პრეზიდენტის დროშა.
-
სლოვაკეთის სახელმწიფო დროშა.