სლოვაკეთის ადმინისტრაციული დაყოფა

სლოვაკეთი 1996 წლიდან იყოფა 8 მხარედ. (სლოვაკ. kraje, მხ.რ. სლოვაკ. kraj), რომელთაც სახელწოდება მიღებული აქვთ ადმინისტრაციული ცენტრის მიხედვით. მხარეები თავის მხრივ იყოფა რაიონებად (სლოვაკ. okresy, მხ.რ. სლოვაკ. okres). სლოვაკეთში სულ 79 რაიონია.

სლოვაკეთის რაიონები
მხარე მოსახლეობა,[1]
ად. (2011)
ფართობი,[2]
კმ²
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
ადმინისტრაციული ცენტრი
1 ბანსკა-ბისტრიცის მხარე 660 563 9455 69,86 ბანსკა-ბისტრიცა
2 ბრატისლავის მხარე 602 436 2052 293,58 ბრატისლავა
3 ჟილინის მხარე 688 851 6801 101,29 ჟილინა
4 კოშიცეს მხარე 791 723 6752 117,26 კოშიცე
5 ნიტრის მხარე 689 867 6344 108,74 ნიტრა
6 პრეშოვის მხარე 814 527 8981 90,69 პრეშოვი
7 ტრენჩინის მხარე 594 328 4502 132,01 ტრენჩინი
8 ტრნავის მხარე 554 741 4147 133,77 ტრნავა
სულ 5 397 036 49 034 110,07

რაიონები მხარეების მიხედვით

რედაქტირება
 
სლოვაკეთის დაყოფა რაიონებად

მხარეები იყოფა რამდენიმე რაიონად (სლოვაკ. okresy, მხ.რ. სლოვაკ. okres). ამჟამად სლოვაკეთში სულ არის 79 რაიონი.

რაიონები იყოფა თემებად (სლოვაკ. obce), რომლებიც სულ სლოვაკეთში არის 2891. მათგან 130 წარმოადგენს ქალაქს (სლოვაკ. mestá), ხოლო დანარჩენები — სოფლურ თემებს.

  1. Перепись населения (2011 год). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-14. ციტირების თარიღი: 2014-10-03.
  2. statoids