ყინულის ჰოკეი
ყინულის ჰოკეი — გუნდური სპორტი, რომელსაც თამაშობენ ყინულზე. ყინულის ჰოკეიში ციგურებზე მდგომი მოთამაშის მიზანია ხის ან კომპოზიტური მასალის ყვანჭით მეტოქის კარში გაიტანოს მყარი რეზინის შაიბა. ამერიკასა და კანადაში, სადაც ეს სპორტი ძალიან პოპულარულია, მას იხსენიებენ, როგორც უბრალოდ „ჰოკეი“; თუმცა, სრულ სახელს, „ყინულის ჰოკეი“, იყენებენ უმაღლესი საერთაშორისო ორგანოსა (IIHF) და მისი წევრი ქვეყნების უმეტესობაში. ამ სახელმწიფოებში სიტყვით — ჰოკეი, ძირითადად, მოიხსენიება სპორტის სხვა სახეობები, როგორებიცაა ბალახის და გორგოლაჭებიანი ჰოკეი.
საერთაშორისო მატჩი უნგრეთისა და პოლონეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის | |
უმაღლესი ორგანო | IIHF |
---|---|
მეტსახელი | „ყველაზე სწრაფი თამაში დედამიწაზე“ |
პირველი თამაში | XIX საუკუნე, კანადა |
მახასიათებლები | |
ტიპი | კონტაქტური |
წევრები | 6 წევრი გუნდში (მეკარის ჩათვლით) |
შერეული სქესი | კი |
კატეგორიზაცია |
გუნდური სპორტი ზამთრის სპორტი |
აღჭურვილობა |
შაიბა ყვანჭი ციგურები |
ოლიმპიადა |
1920 1924-დან დღემდე |
ქვეყანა/რეგიონი | მსოფლიოს მასშტაბით |
თამაში იმართება ორ გუნდს შორის, რომლებშიც ექვსი (ხუთი მოციგურავე და ერთი მეკარე) მოთამაშეა. გუნდში ჩვეულებრივ ირიცხება ოთხი მოთამაშე თითოეულ შემტევ პოზიციაზე (ცენტრი, მარცხენა შემტევი და მარჯვენა შემტევი), მცველთა სამი წყვილი და ორი მეკარე. თამაშისას თითოეული გუნდის ხუთი მოციგურავე ცდილობს შაიბა გაიტანოს მეტოქის კარში. ყოველ გუნდს ჰყავს ერთი მეკარე, რომლის მიზანია, არ გაუშვას შაიბა საკუთარი გუნდის კარში.
ყინულის ჰოკეი ყველაზე პოპულარულია ჩრდილოეთ ამერიკასა (ძირითადად აშშ-სა და კანადაში) და ევროპაში, სადაც საკმარისად ცივა, რათა ბუნებრივად ჩამოყალიბდეს ყინულის მტკიცე ფენა. ჰოკეის ხელოვნური მოედნების მოწყობა თავიდან გართობის მიზნით დაიწყეს. ჩრდილოეთ ამერიკაში ნაციონალური ჰოკეის ლიგა (NHL) მამაკაცთა შორის გამართული უმაღლესი დონის და ყველაზე პოპულარული ჩემპიონატია. ყინულის ჰოკეი სპორტის ეროვნულ სახეობად ითვლება კანადაში,[1] სადაც ის უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.
ჰოკეის პირველი ორგანიზებული შეხვედრა 1875 წლის 3 მარტს კანადის ქალაქ მონრეალში გაიმართა.
ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) 72 წევრი ქვეყნიდან დღემდე გამართულ მსოფლიო ჩემპიონატების 177 მედლიდან 162 შემდეგ შვიდ ქვეყანას აქვს მოპოვებული: კანადა, ჩეხეთის რესპუბლიკა, ფინეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, შვედეთი და აშშ.[2][3] ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გათამაშებული 66 მედლიდან მხოლოდ 6 არ მოუპოვებიათ ამ სახელმწიფოებს. ყველა საერთაშორისო (12 ოლიმპიური და 36 მსოფლიო ჩემპიონატების) მედალი ქალთა შორის აღებული აქვს ამ შვიდი სახელმწიფოდან ერთ-ერთს, ხოლო ოქრო მხოლოდ კანადასა და ამერიკას.[4][5]
ისტორია
რედაქტირებაისტორიაში მრავლადაა ყინულიან ზედაპირზე ბურთით თამაშის მაგალითები, რამაც ყინულის ჰოკეის ჩამოყალიბებას დაუდო სათავე. შუა საუკუნეებში და ჰოლანდიის ოქროს ხანაში იჯსკოლფი, კოლვენის მსგავსი თამაში, რომელსაც ყინულის ზედაპირზე თამაშობდნენ, ძალიან პოპულარული იყო ისტორიულ ნიდერლნადებში. ამ თამაშს თამაშობდნენ ხის საცემელით (კოლფით), ხის ან ტყავის ბურთით და ორი ძელით (ან ახლომდებარე სამანით), რომელიც სამიზნის ფუნქციას ასრულბდა. მისთვის მოთამაშეებს რაც შეიძლება ცოტა დარტყმით უნდა მოეხვედრებინათ ბურთი. ისლანდიურ თქმულებებში აღნიშნულია, რომ მსგავს თამაშს (კნატლეიკრს) ათასზე მეტი წლის წინ თამაშობდნენ ვიკინგები.
თუმცა, ითვლება, რომ თანამედროვე ყინულის ჰოკეი განვითარდა XIX საუკუნის კანადაში, ღია ცის ქვეშ ჯოხით და ბურთით სათამაშებელი თამაშებიდან, რომლებიც მორგებული იყო ყინულოვან გარემოს. არის ვარაუდი, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები და იმიგრანტები (მკვიდრი მოსახლეების თამაშების გავლენით) მსგავს თამაშს ციგურებზე შემდგარნი (ხშირად შაიბითაც) მიკმაკის ტომის ჯოხებით თამაშობდნენ ახალ შოტლანდიაში. სხვა თეორეის მიხედვით, ყინულის ჰოკეი ჩამოაყალიბეს ისლანდიელმა იმიგრანტებმა, კნატლეიკრის გარემოსთან მორგებით. აშშ-სა და კანადაში ემიგრანტები ისლანდიიდან 1875 წლის ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ წავიდნენ. ისლანდიელი ემიგრანტებმა კანადის სახელით ითამაშეს 1920 ზამთრის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც ოქროს მედალი მოიპოვეს.[6]
კანადის მკვიდრი მოსახლეობის ზეპირ გადმოცემებში მოიხსენიება მსგავსი თამაში, რომელიც ჯოხით ითამაშებოდა მიკმაკის ტომში, აღმოსავლეთ კანადაში, ხოლო კანადელი მღვდელი და მისიონერი, სილას ტერტიუს რენდი თავის „მიკმაკის ლეგენდებში“ აღწერს თამაშს, რომელსაც ადგილობრივები ტუადიჯიკის უწოდებდნენ. რენდი, ასევე, მოგვითხრობს სხვა თამაშზე, რომელიც ჰარლით ითამაშებოდა (რომელიც, ალბათ ევროპელებთან კონტაქტის შემდეგ გავრცელდა), ამ თამაშს ვოლჩამაადიჯიკი ერქვა.[7]
ბურთით და ჯოხით სათამაშო სპორტები წინა-ქრისტიანული ხანიდან მოდის. ევროპაში ასეთი თამაშებია: ირლანდიური ჰარლინგი, შოტლანდიური შინტი და ბალახის ჰოკეის მსგავსი სხვა თამაშები. ევროპელმა ემიგრანტებმა ეს თამაშები კანადაში შეიტანეს და მოარგეს ადილობრივ გარემოს.
XIX საუკუნის დასაწყისის ნახატებში გამოსახულია შინი, ყინულის ჰოკეის ადრეული ფორმა, რომელსაც არ გააჩნდა სტანდარტული წესები და მოთამაშეთა რაოდენობა ხშირად ძალიან ბევრი იყო. შინის თამაშობდნენ წმინდა ლავრენტის მდინარეზე მონრეალში, კვებეკში, კინგსტონსა და ოტავაში.[8] დღესდღეობით, შინი ქუჩის ჰოკეისთან ერთად ძალიან პოპულარულია კანადაში.
1825 წელს, ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ოფიცერი, ჯონ ფრანკლინი დიდი დათვის ტბაზე არქტიკული ექსპედიციისას წერს:
„თამაში ჰოკეი ყინულზე იყო დილით სათამაშო სპორტი“
|
1830-იანი წლების აკვარელში შესრულებულ ნახატზე გამოსახულია ნიუ-ბრანსუიკის ლეიტენანტი არჩიბალდ კემპბელი და მისი ოჯახის წევრები ბრიტანელ ჯარისკაცებთან ერთად, რომლებიც ყინულზე ციგურებზე მდგომნი თამაშობენ. კაპიტანი ლავინი, ბრიტანეთის არმიის ოფიცერი, ნიუ-ბრანსუიკში კემპბელებთან ყოფნის დროს, წერს „ჰოკეი ყინულზე“–ს შესახებ, რომელსაც ჩიპეუას ნაკადულზე (მდინარე ნიაგარას შენაკადი) თამაშობდნენ 1839 წელს. 1843 წელს ბრიტანეთის არმიის სხვა ოფიცერი კინგსტონში, ონტარიოში წერს:
„დაიწყო ციგურებით სრიალი წელს, უმჯობესდება სწრაფად და მოაქვს დიდი მხიარულება ჰოკეის ყინულზე.[9]“
|
1859 წელს ბოსტონის საღამოს გაზეთის ერთ-ერთ ნომერში დაბეჭდილი სტატია ეხება ჰალიფაქსში გამართულ ადრეული ყინულის ჰოკეის თამაშს.
ბრიტანელი პოლიტიკოსი, ტომას ჩენდლერ ჰალიბარტონი თავის ნაშრომში ატაშე: ნაწილი მეორე (გამოიცა 1844 წელს) იხსენებს ახალი შოტლანდიის პროვინციის ქალაქ უინძორის კინგზის კოლეჯის მოსწავლეებს, რომლებიც „თამაშობდნენ ჰარლით ყინულის დიდ ტბორზე“, როდესაც ის სტუდენტი იყო იქ, 1810 წელს და უფრო ადრე.[7][10] ჰალიბარტონის ნაშრომზე დაყრდნობით ზოგი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ჰოკეის გამოგონების ადგილი სწორედ ახალი შოტლანდიის ქალაქი უინძორია.[11] სხვები კი თვლიან, რომ ყინულის ჰოკეი ჩამოყალიბდა იმ თამაშებიდან, რომლებიც იმართებოდა ჰალიფაქსში.
სახელი
რედაქტირება1799 წელს უილიამ პიერ ლე კოკი, ინგლისის ქალაქ ჩეშმში დაწერილ წერილში იწერება:
„ახლა მე უნდა აღგიწეროთ თამაში ჰოკეი. თითოეულ ჩვენგანს აქვს ჯოხი. ჩვენ გვეძლევა საცობი. აქ არის ორი მხარე, ერთი მათგანი ურტყამს მეორესკენ, ხოლო მეორე - პირველისკენ. თუ რომელიმე მხარის საცობმა მიაღწია სასაფლაოს ბოლოს, ეს გამარჯვებაა.[12]“
|
სიტყვა „ჰოკეი“ საუკუნეებით ადრე გამოიყენებოდა. 1363 წელს ინგლისის მეფე, ედუარდ III-ის ბრძანებით გამოცემული დეკლარაცია კრძალავს ზოგიერთ თამაშს:
თანამედროვე ჰოკეი
რედაქტირებათანამედროვე ჰოკეის განვითარების მთავარი ცენტრი მონრეალია. 1875 წლის 3 მარტს ღია ცის ქვეშ მდებარე „ვიქტორიას ციცურების მოედანზე“ გაიმართა პირველი ორგანიზებული თამაში ორ ცხრაკაციან გუნდს შორის. შეხვედრაში მონაწილეობას მაკგილის უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტიც იღებდა. ამ თამაშისას, ისტორიაში პირველად, ბურთის ნაცვლად გამოიყენეს შაიბა. ამის მიზეზი მისი ყინულზე გაჩერების აუცილებლობა და მაყურებელთა უსაფრთხოება გახდა. კარის სიგრძე იყო 1,8 მეტრი, ხოლო თამაში 60 წუთს გაგრძელდა.
1877 წელს მაკგილის უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტმა, ბალახის ჰოკეის წესების მიხედვით, ჩამოაყალიბა ყინულის ჰოკეის შვიდი წესი. მაკგილის უნივერსიტეტის ჰოკეის კლუბი, ყინულის ჰოკეის პირველი გუნდი, დაარსდა 1877 წელს.[13] 1881 წელს შეიქმნა კიდევ ერთი გუნდი, „მონრეალ ვიქტორიასი“.[14]
თამაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ 1883 წელს მონრეალში ჩამოყალიბდა პირველი ყოველწლიური ჩემპიონატი, ზამთრის კარნავალი. პირველი ჩემპიონატი მაკგილის უნივერსიტეტის გუნდის გამარჯვებით დამთავრდა.[15] ამ შეჯიბრზე თითოეულ გუნდში მოთამაშეთა რაოდენობა შვიდ კაცამდე შემცირდა, ხოლო თამაში დაიყო ორ ოცდაათწუთიან ნაწილად. სათამაშო პოზიციებს დაერქვათ: მარჯვენა და მარცხენა შემტევი, ცენტრი, როვერი, პოინტი, ქავერ-პოინტი და მეკარე. 1885 წელს შეიქმნა მონრეალის ჰოკეის ლიგა.[16] 1886 წელს ზამთრის კარნავალში მონაწილე გუნდებმა ჩამოაყალიბეს „კანადის სამოყვარულო ჰოკეის ლიგა“ (AHAC) და ჩაატარეს სეზონი ჩემპიონი გუნდის გამოსავლენად.[17]
ევროპაში პირველ თამაშად 1885 წელს შვეიცარიის ქალაქ სანქტ-მორიცში გამართული შეხვედრა ითვლება, სადაც ოქსფორდის უნივერსიტეტის ყინულის ჰოკეის კლუბი თავის ტრადიციულ მეტოქეს, კემბრიჯს დაუპირისპირდა; თუმცა ეს ფაქტი არ არის დამტკიცებული. შეხვედრა ოქსფორდელებმა 6-0 მოიგეს.[18][19] ევროპაში ყინულის ჰოკეის პირველი ფოტო-სურათები და გუნდის სიები დათარიღებულია 1895 წლით.[20] ამ პერიოდში დაიწყეს ევროპაში გავრცელებული სპორტის – ბენდის ყინულზე თამაში. ის დღემდე რჩება პოპულარულ ზამთრის თამაშად ჩრდილოეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.
1888 წელს კანადის გენერალ-გუბერნატორი, ლორდი ფრედერიკ სტენლი, რომლის ვაჟები და ქალიშვილი ყინულის ჰოკეის თაყვანისმცემლები იყვნენ, დაესწრო მონრეალის ზამთრის კარნავალს და მოიხიბლა თამაშით. იმ პერიოდის კანადაში საუკეთესო გუნდს ჯილდოდ არაფერი ერგებოდა, ამიტომ 1892 წელს ლორდმა სტენლიმ შეიძინა თასი გამარჯვებულისთვის. The Dominion Hockey Challenge Cup (შემდეგში სტენლის თასი) პირველად გადაეცა მონრეალის ჰოკეის კლუბს, რომელმაც 1893 წელს მოიგო კანადის სამოყვარულო ჰოკეის ლიგა (AHAC). სტენლის თასი დღემდე ყოველწლიურად გადაეცემა ნაციონალური ჰოკეის ლიგის გამარჯვებულ გუნდს.[21] ლორდ სტენლის ვაჟი არტური დაეხმარა ონტარიოს ჰოკეის ასოციაციას ჩამოყალიბებაში, ხოლო ქალიშვილი იზაბელი იყო ერთ-ერთი პირველი ყინულის ჰოკეის მოთამაშე ქალი.
1893 წლისთვის მარტო მონრეალში თითქმის ასი ჰოკეი გუნდი იყო. გარდა ამისა, არსებობდა არა ერთი ლიგა მთელი კანადის მასშტაბით. უინიპეგის ჰოკეის გუნდის მოთამაშეებმა პირველად გამოიყენეს კრიკეტის რბილი დამცავები მეკარეების ფეხების დასაცავად. ასევე, მათ შემოიღეს „აქანდაზის დარტყმა“, შემდეგში ცნობილი, როგორც მაჯის დარტყმა. კარებმა მიიღეს სტანდარტული ზომა 1900 წლის კანადის სამოყვარულო ჰოკეის ლიგის მიმდინარეობისას. ხოლო ტერმინები პოინტი და ქავერ პოინტი 1906 წელს ჩაანაცვლა შესაბამისად, მარცხენა და მარჯვენა მცველმა.[22]
ამ პერიოდისთვის აშშ-ში პოპულარული იყო მსგავსი თამაში, „ყინულის პოლო“. მიუხედავად ამისა, 1893 წელს იელისა და ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტებში დაიწყეს ყინულის ჰოკეის თამაშიც.[23] ყინულის პოლო, რომელსაც ძირითადად ახალ ინგლისში თამაშობდნენ, დავიწყებას მიეცა მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა ყინულის ჰოკეი აითვისეს. 1896 წელს ჩამოყალიბდა პირველი ამერიკული ჰოკეის ლიგა. აშშ–ს სამოყვარულო ლიგა დაარსდა ნიუ–იორკში მალევე მას შემდეგ, რაც გაიხსნა წმ. ნიკოლოზის საციგურაო მოედანი.
ევროპაში ყინული ჰოკეის გავრცელების ხელშემწყობთა შორის იყო ლორდ სტენლის ხუთი ვაჟიც, რომლებმაც 1895 წელს ბაკინგემის სასახლეში გამართულ თამაშში დაამარცხეს სამეფო კარის გუნდი, რომლის შემადგენლობაში დიდი ბრიტანეთის მომავალი მეფეებიც, ედუარდ VII და ჯორჯ V შედიოდნენ. 1903 წელს დიდ ბრიტანეთში შეიქმნა პირველი ხუთგუნდიანი ლიგა. 1908 წელს ჩამოყალიბდა Ligue Internationale de Hockey sur Glace — უმაღლესი მმართველი ორგანო. 1910 წელს ჩატარდა პირველი ევროპის ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა მოიგო. მეოცე საუკუნის შუა წლებში Ligue Internationale de Hockey sur Glace გადაკეთდა ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციად.[24]
ღია ცის ქვეშ არსებული მოედნების უმრავლესობა დღეს დანგრეულია; მონრეალში მდებარე, 1865 წელს აშენებული „ვიქტორიას ციგურების მოედანი“ 1925 წელს დაანგრიეს.[25] უინძორის სტანუუსის ქუჩის ყინულის მოედანი, რომელიც 1897 წელს აშენდა, ითვლება დღემდე შემორჩენილ უძველეს საციგურაო მოედნად, თუმცა მას ყინულის ჰოკეისთვის აღარ იყენებენ. აბერდინის პავილიონი, რომელიც 1898 წელს ააგეს ოტავაში, არის უძველესი დღემდე შემორჩენილი ნაგებობა, რომელიც სტენლის თასის თამაშებს მასპინძლობდა. უძველესი დახურული არენა, რომელიც დღემდე გამოიყენება ყინულის ჰოკეისთვის, არის 1910 წელს აშენებული ბოსტონის მეთიუს არენა.[26] ნიუ–იორკში მდებარე მედისონ-სკვერ-გარდენი, რომელიც აგებულია 1968 წელს, არის უძველესი მოქმედი არენა ნაციონალურ ჰოკეის ლიგაში.[27]
პროფესიული ხანა
რედაქტირებაყინულის ჰოკეის პროფესიული ხანა მეოცე საუკუნედან იწყება. 1902 წელს დასავლეთ პენსილვანიის ჰოკეის ლიგა იყო პირველი ორგანიზაცია, რომელმაც დაასაქმა პროფესიონალი მოთამაშეები. ლიგას შეუერთდა გუნდები მიჩიგანიდან და ონტარიოდან, შედეგად, 1904 წელს, შეიქმნა პირველი სრულად პროფესიული ლიგა — საერთაშორისო პროფესიული ჰოკეის ლიგა (IPHL). IPHL მოთამაშეებს კანადიდან ქირაობდა, პასუხად კანადურმა ლიგებმაც დაიწყეს მოყვარული მოთამაშეებისთვის ხელფასის გადახდა, რის გამოც კანადელმა ჰოკეისტებმა იწყეს სამშობლოში დაბრუნება. შედეგად, მნიშვნელოვანი მოთამაშეებისგან დაცლილი IPHL დაიშალა 1907 წელს. იმ დროისთვის კანადაში უკვე მოქმედებდა რამდენიმე პროფესიული ლიგა, მათ შორის მანიტობაში, ონტარიოსა და კვებეკში.
1910 წელს მონრეალში შეიქმნა ნაციონალური ჰოკეის ასოციაცია (NHA). NHA-მა კიდევ უფრო დახვეწა ყინულის ჰოკეის წესები: ამოიღო როვერის პოზიცია, თამაში დაყო სამ ოცწუთიან ტაიმებად და შემოიღო პატარა და მთავარი გაძევებები. 1917 წელს რეორგანიზების შემდეგ NHA გადაკეთდა ნაციონალურ ჰოკეის ლიგად (NHL) და მას აშშ-დან დაემატა ბოსტონ ბრუინსი.
პროფესიული ლიგები მოგვიანებით ჩამოყალიბდა ევროპაშიც, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პოპულარული კვლავ ბენდი იყო. ერთ–ერთი პირველი იყო შვეიცარიის ნაციონალური ლიგა A, რომელიც 1916 წელს დაარსდა. დღეს პროფესიული ლიგები შექმნილია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. მათ შორის მოწინავე ლიგებია: კონტინენტური ჰოკეის ლიგა (КХЛ), ჩეხეთის ექსტრალიგა, ფინური სმ–ლიგა და შვედეთის ჰოკეის ლიგა (SHL).
ყინულის ჰოკეი საქართველოში
რედაქტირებასაქართველოში ყინულის ჰოკეის ისტორია მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება. ორი წლით ადრე სსრკ ხალხთა ზამთრის პირველ სპარტაკიადამდე, რომელიც 1962 წელს იმართებოდა ბაკურიანში, საქართველოში დაიწყეს ყინულის ჰოკეის გუნდის შექმნა. მოსკოვიდან მოიწვიეს მწვრთნელი ვალენტინ ზახაროვი, ხოლო 1961 წლის იანვარში ბაკურიანში რესპუბლიკის პირველი ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობდა თბილისის, ბათუმის, ახალქალაქის, ქუთაისის, ადიგენისა და დუშეთის 7 გუნდი. მონაწილეებს ძირითადად საქართველოში მოსამსახურე სსრკ-ს შეირაღებული წარმომადგენლები შეადგენდნენ, თუმცა მათთან ერთად რამდენიმე ქართველი ახალგაზრდაც თამაშობდა. ჩემპიონატი ახალქალაქის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ფინალში ბათუმის გუნდი დაამარცხა, ანგარიშით 9-4. პირველ ჩემპიონატში მონაწილეობა არ მიუღია თბილისის პირველ გუნდს, რომელიც იმ დროს მოკავშირე რესპუბლიკების ჩემპიონატში თამაშობდა. საქართველოს სახელით გამოსულმა გუნდმა ორჯერ წააგო ესტონეთთან (0-25 და 0-12), ხოლო შემდეგ ბელორუსიისა და უკრაინის ნაკრებებთან. გათამაშების მეორე ეტაპზე, რომელიც ბაკურიანში გაიმართა, საქართველოს ნაკრები კვლავ ყველა მატჩში დამარცხდა და შეჯიბრი ბოლო ადგილზე დაასრულა.[28]
1962 წლის თებერვალში ჩატარდა საქართველოს მეორე ჩემპიონატი. ამჯერად შეჯიბრებაში თბილისის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, მესტიის, ქუთაისისა და ბათუმის 8 გუნდი მონაწილეობდა. ჩემპიონობა თბილისის პირველმა გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში წინა პირველობაში გამარჯვებული ახალქალაქის მოთამაშეები 4-2 დაამარცხა. ჩემპიონატის შემდეგ შეიქმნა საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები, რომელმაც 1962 წლის მარტში სსრკ ხალხთა ზამთრის სპარტაკიადაში ითამაშა. ქართველებმა შეჯიბრში ორი შეხვედრა მოიგეს (ყირგიზეთთან 1-0 და სომხეთთან 11-2)[29] და 12 მონაწილე გუნდს შორის მეათე ადგილზე გავიდნენ.[28]
1970-იან წლებში საქართველოში განახლდა ინტერესი კვლავ განახლდა. 60-იანი წლების ნაკრების წევრმა ნოდარ დონაძემ ჩამოაყალიბა მოზარდთა გუნდი „პირველი მერცხალი“, რომელმაც მოსწავლეთა საკავშირო შეჯიბრებაში — „ოქროს შაიბაშიც“ ითამაშა.[28]
2009 წელს საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ასოცირებული წევრი გახდა.[30][31] 2010 წელს, დიდი ხნის შესვენების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველი საერთაშორისო შეხვედრები გამართეს ერევანში სომხეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წინააღმდეგ და ორივე მათგანში დამარცხდნენ, შესაბამისად ანგარიშებით 8–1 და 22–1.[29] 2012 წელს საქართველო პირველად შევიდა მსოფლიო ჩემპიონატის პროგრამაში, მან მონაწილეობა მიიღო IIHF-ის 2013 წლის ჩემპიონატის მესამე დივიზიონის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართა. ქართველები ყველა შეხვედრაში დამარცხდნენ და საკვალიფიკაციო ეტაპი ბოლო ადგილზე დაასრულეს.[32]
2013 წლისთვის საქართველოში რეგისტრირებულ ყინულის ჰოკეის მოთამაშეთა რაოდენობა შეადგენს 266 ადამიანს, მათ შორის 77 მამაკაცსა და 189 ჭაბუკს.[33] ქვეყანაში არის დახურული, ხოლო ერთი ღია საციგურაო მოედანი.[34]
აღჭურვილობა
რედაქტირებადაზიანებები
რედაქტირებათავის ტრავმები
რედაქტირებათამაში
რედაქტირებაგაძევებები
რედაქტირებამსაჯები
რედაქტირებატაქტიკა
რედაქტირებაშეტაკება
რედაქტირებაშეტევითი ტაქტიკები
რედაქტირებამოტყუება
რედაქტირებაბრძოლები
რედაქტირებაპერიოდები და დამატებითი დრო
რედაქტირებაქალთა ყინულის ჰოკეი
რედაქტირებათანამედროვე ქალთა ყინულის ჰოკეი
რედაქტირებაყინულის ჰოკეი ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალთა სპორტია. ბოლო ათი წლის განმავლობაში მოთამაშეთა რაოდენობამ 350 %–ით მოიმატა.[35] 2011 წლისთვის კანადაში რეგისტრირებული იყო 85 827 ქალი მოთამაშე,[36] აშშ–ში – 65 609,[37] ფინეთში – 4760,[38] შვედეთში – 3075 [39], ხოლო – შვეიცარიაში 1172.[40] ქალთა ყინულის ჰოკეიში არ არის იმდენივე ლიგა, რამდენიც მამაკაცებში, მათგან ძირითადებია: კანადის ქალთა ჰოკეის ლიგა (CWHL), დასავლეთის ქალთა ჰოკეის ლიგა (WWHL), შუა-ატლანტიკური ქალთა ჰოკეის ლიგა (MAWHL) და რამდენიმე ევროპული ლიგა. 2013 წლისთვის ჩატარებული იყო ქალთა ყინულის ჰოკეის 15 მსოფლიო ჩემპიონატი.[41]
ტბორის ჰოკეი
რედაქტირებატბორის ჰოკეი არის ყინულის ჰოკეის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ძირითადად გაყინულ ტბორზე, ტბასა და ხელოვნურ საციგურაო მოედნებზე თამაშობენ ზამთრის განმავლობაში. მისი წესები განსხვავდება ტრადიციული ყინულის ჰოკეისგან, რადგან აქ არ არის ხელის კვრა და ძალიან ცოტაა კარში დარტყმები; მეტი ყურადღება ექცევა ციგურებით სრიალს, შაიბის ტარებასა და გადაცემებს. 2002 წლიდან კანადაში, ნიუ-ბრანსუიკის სოფელ პლასტერ-როკთან რულსტონის ტბაზე ტბორის ჰოკეიში იმართება მსოფლიო ჩემპიონატი.[42] 2006 წლიდან მინესოტას ქალაქ მინეაპოლისში იმართება აშშ-ს ტბორის ჰოკეის ჩემპიონატი, ხოლო კანადაში – ჰანტსვილში, ონტარიოში.
საერთაშორისო შეჯიბრებები
რედაქტირებაეროვნული ნაკრებები
რედაქტირებამამაკაცთა უმთავრესი ყოველწლიური ტურნირი, ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი, უფრო მეტად ევროპაშია პოპულარული,ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკაში, რადგან მისი ჩატარების დრო ემთხვევა სტენლის თასის პლეი–ოფებს. ამიტომაც, კანადა, აშშ და ის ქვეყნები, რომელთაც ბევრი მოთამაშე ჰყავთ NHL–ში, ვერ ახერხებენ მსოფლიო ჩემპიონატზე წარადგინონ საუკეთესო შემადგენლობა. გარდა ამისა, ნაციონალურ ჰოკეის ლიგაში დიდი ხნის განმავლობაში არ თამაშობდნენ ევროპელი მოთამაშეები. დღეს კი, როდესაც ბევრი ევროპელი თამაშობს NHL-ში, მსოფლიო ჩემპიონატებზე თავს აღარ იყრიან მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები.
ყინულის ჰოკეის 1924 წლიდან შეტანილია ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში (1920 წელს – ზაფხულის ოლიმპიადაზე). პირველი შვიდი ოლიმპიადიდან კანადამ ოქროს მედლები 6-ჯერ მოიპოვა, ერთადერთი გამონაკლისი 1936 წელს დაფიქსირდა, როდესაც ოლიმპიური ჩემპიონობა ბრიტანელებმა მოიპოვეს. 1956 წლიდან მოყოლებული 1992 წლამდე საბჭოთა კავშირმა მოიგო ყველა ოლიმპიური თამაშები, ორის გამოკლებით.
აშშ–მ თავისი პირველი ოლიმპიური ოქროს მედლები ყინულის ჰოკეიში 1960 წელს მოიგეს. 1980 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე აშშ-ს კოლეჯის მოსწავლეებისგან შედგენილმა გუნდმა დაამარცხა ფავორიტი საბჭოთა კავშირის ნაკრები ფინალში, რომელსაც შემდეგ „სასწაული ყინულზე“ უწოდეს. 1998 წლიდან ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას იღებენ NHL-ის ვარსკვლავებიც. დღესდღეობით ოლიმპიური თამაშები ყველაზე პოპულარული საერთაშორისო ტურნირია მსოფლიოში.
1972 და 1974 წლის სუპერსერიები იყო მთავარი საერთაშორისო დაპირისპირებები კანადასა და საბჭოთა კავშირს შორის. ამას მოჰყვა კანადის თასის შეჯიბრებები, სადაც ყველა გამორჩეული ქვეყნის საუკეთესო ნაკრებები იღებდნენ მონაწილეობას, და ორი საჩვენებელი სერია: 1979 წლის ჩელენჯ–თასი და რანდე–ვუ 87, სადაც ერთმანეთს საბჭოთა კავშირის და NHL-ის საუკეთესო მოთამაშეები დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით კანადის თასი გახდა ჰოკეის მსოფლიო თასი. ახალი სახელით ის გაიმართა ორჯერ: 1996 და 2004 წლებში. 1996 წელს შეჯიბრი მოიგო აშშ-მა, ხოლო 2004-ში კანადამ.
1990 წელს ქალების ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის შექმნის შემდეგ ეს ტურნირი დღემდე თხუთმეტჯერ გაიმართა.[41] ქალთა ყინულის ჰოკეი ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეტანილია 1998 წლიდან.[43] 2006 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალი კანადასა და შვედეთს შორის იყო პირველი და დღემდე ერთადერთი ოლიმპიური ფინალი ქალთა ყინულის ჰოკეიში, რომელშიც ერთმანეთს არ ხვდებოდნენ კანადისა და აშშ-ს ნაკრებები.
ყოველწლიური ევრო ჰოკეის ლიგა წარმოადგენს არაოფიციალურ მამაკაცთა ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთის, ფინეთის, რუსეთის და შვედეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის. ეს ტურნირი იმართება 1996-97 წლების შემდეგ.
სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებია: 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი, 18 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი, 17 წლამდე მსოფლიო ჩელენჯი, მსოფლიო ახალგაზრდული A ჩელენჯი, ივან ჰლინკას მემორიალური ტურნირი, ქალთა მსოფლიო 18 წლამდე ჩემპიონატი და ოთხი ერის თასი.
საერთაშორისო ლიგები
რედაქტირება- ნაციონალური ჰოკეის ლიგა (NHL), რომლის გამარჯვებულსაც სტენლის თასი გადაეცემა, არის უძველესი დღემდე მოქმედი საერთაშორისო შეჯიბრება, რომელშიც გუნდები მონაწილეობენ აშშ–დან და კანადიდან.
- კონტინენტური ჰოკეის ლიგა (КХЛ) — ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ლიგა ევრაზიაში, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ჩემპიონატების მემკვიდრე, რომელიც 2008 წლიდან ამოქმედდა და მასში პოსტსაბჭოთა ქვეყნების გუნდები თამაშობდნენ. 2011 წელს ლიგა გასცდა ყოფილი სსრკ–ს ფარგლებს, როდესაც მას დაემატა სლოვაკური ლევ პოდრადი, რომელიც ერთი სეზონის შემდეგ დაიშალა. 2012 წელს КХЛ–ს შეუერთდნენ ჩეხური ლევ პრაღა და სლოვაკური სლოვან ბრატისლავა. 2013 წლიდან აქ, ასევე, თამაშობს ხორვატული მედვესჩაკი.
- აზიის ყინულის ჰოკეის ლიგა (ALH) — საერთაშორისო ყინულის ჰოკეის ლიგა, რომელიც მოიცავს გუნდებს ჩინეთიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან.
- ავსტრიის ჰოკეის ლიგა (ასევე ცნობილია, როგორც ერსტ ბანკის ყინულის ჰოკეის ლიგა) არის უმაღლესი რანგის პროფესიული ყინულის ჰოკეის ლიგა ავსტრიაში. ლიგის ფესვები 1923 წლიდან მოდის, დღევანდელი სახით არსებობს 1665-66 წლების სეზონიდან. 2005-06 წლებიდან ავსტრიის ჰოკეის ლიგას შეუერთდნენ გუნდები სლოვენიიდან, უნგრეთიდან, ხორვატიიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან. 2012-13 წლებიდან ლიგაში 12 გუნდი მონაწილეობს.
- ძირითადი წინასასეზონო ტურნირებია: ევროპის ალაფი, ტემპერეს თასი და პაჯულაჰტის თასი.
- ყინულის ჰოკეის ერთ–ერთი უძველესი საერთაშორისო საკლუბო შეჯიბრება არის შპენგლერის თასი, რომელიც ყოველწლიურად შვეიცარიის ქალაქ დავოსში შობიდან ახალ წლამდე ტარდება. შპენგლერის თასი პირველად ოქსფორდის უნივერსიტეტის ყინულის ჰოკეის კლუბმა 1923 წელს მოიგო.
ლიგები
რედაქტირება- კანადური ჰოკეის ლიგა — ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სამ მთავარ ახალგაზრდულ ლიგას. ესენია: ონტარიოს ჰოკეის ლიგა, დასავლური ჰოკეის ლიგა და კვებეკის მთავარი ახალგაზრდული ლიგა.
- GET-ligaen — უმაღლესი რანგის პროფესიული ყინულის ჰოკეის ლიგა ნორვეგიაში.
- ჩეხეთის ექსტრალიგა — უმაღლესი რანგის პროფესიული ყინულის ჰოკეის ლიგა ჩეხეთის რესპუბლიკაში.
- სმ–ლიგა (SM-liiga) — უმაღლესი რანგის პროფესიული ყინულის ჰოკეის ლიგა ფინეთში.
- სლოვაკეთის ექსტრალიგა არის სლოვაკეთის უმაღლესი რანგის პროფესიული ყინულის ჰოკეის ლიგა.
- Elitserien, იგივე შვედეთის ელიტ ლიგა — უმაღლესი რანგის პროფესიული ყინულის ჰოკეის ლიგა შვედეთში.
- ამერიკის ჰოკეის ლიგა (AHL) არის მთავარი განვითარების ლიგა იმ მოთამააშებისთვის, ვინც ისწრაფვის NHL–ში მოსახვედრად. ის მოიცავს 30 გუნდს აშშ–დან და კანადიდან. AHL–ს მოთამაშეთა უმეტესობას კონტრაქტი აქვთ გაფორმებული NHL–ის გუნდებთან.
- ნაციონალური ლიგა A (NLA) — უმაღლესი რანგის პროფესიული ყინულის ჰოკეის ლიგა შვეიცარიაში.
- გერმანიის ჰოკეის ლიგა (DEL) — უმაღლესი რანგის პროფესიული ყინულის ჰოკეის ლიგა გერმანიაში.
- აღმოსავლეთ სანაპიროს ჰოკეის ლიგა (ECHL) — საშუალო დონის ყინულის ჰოკეის ლიგა აშშ-ში. ECHL–ს მოთამაშეთა ნაწილს კონტრაქტი გაფორმებული აქვთ NHL–ის გუნდებთან.
- პროფესიული ჰოკეის ლიგა (ПХЛ) არის ყინულის ჰოკეის ერთადერთი პროფესიული ლიგა უკრაინაში. ლიგის ისტორია მოდის 1992 წლიდან, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
- ელიტარული ყინულის ჰოკეის ლიგა (EIHL) — უმაღლესი რანგის პროფესიული ყინულის ჰოკეის ლიგა გაერთიანებულ სამეფოში. ლიგაში გუნდები მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის ოთხივე ნაწილიდან.
- ავსტრალიის ყინულის ჰოკეის ლიგა და ახალი ზელანდიის ყინულის ჰოკეის ლიგა, შესაბამისად, 9 და 5 გუნდს მოიცავენ. 2012 წლიდან ამ ლიგების საუკეთესო ორ-ორი გუნდი ერთმანეთს ეჯიბრებიან ტრანს-ტასმანიის ჩემპიონთა ლიგაზე.
- IIHF-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო საკლუბო ტურნირებია: ჩემპიონთა ჰოკეის ლიგა (დღეს გაუქმებულია), კონტინენტის თასი, ვიქტორიას თასი და ევროპის ქალთა ჩემპიონთა თასი.
- მსოფლიოს ახალგაზრდული საკლუბო თასი არის შეჯიბრი ახალგაზრდულ კლუბებს შორის, რომელშიც მონაწილეობას გუნდები მთელი მსოფლიოდან იღებენ.
ყინულის ჰოკეი პოპ-კულტურაში
რედაქტირებაყინულის ჰოკეი წარმოადგენს კანადის სპორტის ეროვნულ სახეობას. ის, როგორც ყველაზე პოპულარული პროფესიული სპორტი, შთაგონების წყარო გახდა არაერთი ფილმის, სატელევიზიო ეპიზოდისა თუ სიმღერისთვის ჩრდილოეთ ამერიკის პოპ-კულტურაში.
დასწრების რეკორდები
რედაქტირება30 000 მაყურებლიანი თამაშები ჩვეულებრივი მოვლენა იყო 40-იანი და 50-იანი წლების მოსკოვში, სადაც საერთაშორისო შეხვედრები ღია ცის ქვეშ იმართებოდა ლუჟნიკის სტადიონზე. მაყურებელთა მსგავსი რაოდენობა დღესაც ხშირია ბენდის თამაშებზე.
სტენლის თასის პლეი–ოფების რეკორდი დაფიქსირდა 1996 წლის 23 აპრილს, ტამაპა ბეი ლაითნინგსა და ფილადელფია ფლაიერსს შორის გამართულ შეხვედრაში, რომელსაც 28 183 მაყურებელი დაესწრო.[44]
ახალი რეკორდი დამყარდა 2010 წლის 11 დეკემბერს, როდესაც მიჩიგანის უნივერსიტეტის ყინულის ჰოკეის გუნდი თანაშტატელ მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა. შეხვედრა გაიმართა ქალაქ ენ-არბორში მდებარე მიჩიგანის სტადიონზე, რომლის ტევადობა 2010 წლისთვის 109 901 იყო, თუმცა შეხვედრას 113 411 ადამიანი დაესწრო, რაც სტადიონის ისტორიაში უდიდესი მაჩვენებელია. შეხვედრა მიჩიგანის უნივერსიტეტის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 5-0. გინესის მსოფლიო რეკორდებმა დათვალა იმ მაყურებელთა რაოდენობა, რომლებიც სტადიონზე ბილეთით შევიდნენ და საბოლოო რიხცვმა 104 173 ადამიანი შეადგინა.[45][46]
ახალი რეკორდი 2014 წლის იანვარში, NHL-ის ზამთრის კლასიკაზე, დაემხო, რომელიც მიჩიგანის სტადიონზე გაიმართა და მასში ერთმანეთს დეტროიტ რედ ვინგსი და ტორონტო მეიპლ ლივზი დაუპირისპირდნენ.
რეგისტრირებული მოთამაშეების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით
რედაქტირებარეგისტრირებული მოთამაშეები მოიცავს როგორც მამაკაცებს, ისე ქალებსა და ახალგაზრდებს. სია დალაგებულია რეგისტრირებული მოთამაშეების რაოდენობის მიხედვით და მასში IIHF-ის წევრი 72 ქვეყნიდან შესულია მხოლოდ ის 32, სადაც რეგისტრირებულ მოთამაშეთა რაოდენობა ათასს აღემატებოდა 2012 წლის დეკემბრისთვის.[47][48]
ქვეყანა | მოთამაშეები | % მთლიან მოსახლეობაში |
---|---|---|
კანადა | 617 107 | 1,799 % |
აშშ | 511 178 | 0,163 % |
ჩეხეთი | 95 094 | 0,934 % |
შვედეთი | 69 921 | 0,768 % |
რუსეთი | 64 326 | 0,047 % |
ფინეთი | 56 626 | 1,076 % |
გერმანია | 27 068 | 0,033 % |
შვეიცარია | 26 166 | 0,342 % |
იაპონია | 19 975 | 0,016 % |
საფრანგეთი | 17 381 | 0,026 % |
ავსტრია | 11 202 | 0,136 % |
სლოვაკეთი | 9034 | 0,165 % |
ნორვეგია | 6893 | 0,146 % |
იტალია | 6774 | 0,011 % |
გაერთიანებული სამეფო | 5119 | 0,008 % |
დანია | 4405 | 0,079 % |
ყაზახეთი | 4067 | 0,023 % |
უკრაინა | 4003 | 0,009 % |
ლატვია | 3979 | 0,182 % |
ბელარუსი | 3937 | 0,041 % |
ავსტრალია | 3721 | 0,017 % |
უნგრეთი | 3320 | 0,033 % |
ნიდერლანდი | 2842 | 0,017 % |
პოლონეთი | 2575 | 0,007 % |
სამხრეთი კორეა | 1636 | 0,003 % |
ჩრდილოეთი კორეა | 1575 | 0,006 % |
მექსიკა | 1568 | 0,001 % |
ესტონეთი | 1510 | 0,118 % |
ბელგია | 1490 | 0,014 % |
ახალი ზელანდია | 1193 | 0,028 % |
რუმინეთი | 1093 | 0,005 % |
მონღოლეთი | 1001 | 0,031 % |
სულ | 1 549 984 |
ლიტერატურა
რედაქტირება- დრაიდენი, კენ (2005). The Game: 20th Anniversary Edition. ტორონტო: Wiley Canada. ISBN 978-0-470-83584-5.
- ფარელი, ართურ (1899). Hockey: Canada's Royal Winter Game. Library and Archives Canada.
- პირსელი, დეივიდ; აშეირი, ალან (2003). Safety in Ice Hockey. ფილადელფია: Astm International.
- სელკი, ფრენკ (1962). Behind The Cheering. ტორონტო: McClelland and Stewart Ltd.
- ვოგანი, გართ (1996). The Puck Stops Here: The origin of Canada's great winter game. ფრედერიქტონი: Goose Lane Editions.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ კანადის ეროვნული სპორტის სახეობები
- ↑ მოიცავს ყოფილ სახელმწიფოებსაც, როგორიცაა ჩეხოსლოვაკია და საბჭოთა კავშირი.
- ↑ მამაკაცთა ჰოკეი. Iihf.com.
- ↑ ქალთა ჰოკეი. Iihf.com.
- ↑ ქალთა ჰოკეი. Iihf.com.
- ↑ ისლანდიური ემიგრაცია. ისლანდიის ეროვნული სამაუწყებლო კომპანია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-11.
- ↑ 7.0 7.1 დელჰაუზის უნივერსიტეტი (2000). თომას რედოლის რჩეული წერილები: ელექტრონული გამოცემა დაარქივებული 2009-08-13 საიტზე Wayback Machine. . Print source: Thomas Raddall Fonds, Correspondence. From Thomas Raddall to Douglas M. Fisher, January 25, 1954. MS-2-202 41.14. Retrieved on May 10, 2009.
- ↑ About Shinny USA. Shinny USA. ციტირების თარიღი: October 16, 2011.
- ↑ Hockey night in Kingston. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-27. ციტირების თარიღი: June 21, 2006.
- ↑ Vaughan, G. (1999). "Quotes Prove Ice Hockey's Origin. " დაარქივებული 2013-05-22 საიტზე Wayback Machine. Birthplace of Hockey. Retrieved on: May 10, 2009.
- ↑ Vaughan, Garth (1996). The Puck Stops Here: The origin of Canada's great winter game. Fredericton: Goose Lane Editions, გვ. 23.
- ↑ Giden, Carl; Houda, Patrick. (2010)Stick and Ball Game Timeline. Society for International Hockey Research.
- ↑ Zukerman, Earl. (March 17,2005) McGill's contribution to the origins of ice hockey. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 4, 2006. ციტირების თარიღი: October 11, 2006.
- ↑ Farrell, Arthur (1899). Hockey: Canada's Royal Winter Game, გვ. 27.
- ↑ The trophy for this tournament is on display at the Musee McCord Museum in Montreal. A picture of this trophy can be seen at ?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-19.
- ↑ The article is called "Creation & Foundation of Modern Hockey," at http://www.hockey-information.com/hockey-history.html დაარქივებული 2010-08-15 საიტზე Wayback Machine.
- ↑ „Sports and Pastimes, hockey, Formation of a Dominion Hockey Association“. The Gazette. Montreal, Quebec. December 9, 1889.
- ↑ Talbot, Michael (March 5, 2001). „On Frozen Ponds“. Macleans. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 13, 2014. ციტირების თარიღი: ივნისი 20, 2013.
- ↑ Cambridge Evening News, "Sporting Heritage is Found," July 26, 2003.
- ↑ Oxford University Ice Hockey Club. History. ციტირების თარიღი: October 11, 2006.[მკვდარი ბმული]
- ↑ Podnieks, Andrew; Hockey Hall of Fame (2004). Lord Stanley's Cup. Triumph Books. ISBN 1-55168-261-3.
- ↑ Selke, p. 21.
- ↑ „Hockey (Ice)“. The Canadian Encyclopedia. Historical Foundation of Canada. 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-30. ციტირების თარიღი: 2013-07-01.
- ↑ International Ice Hockey Federation. History of Ice Hockey. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 19, 2006. ციტირების თარიღი: October 11, 2006.
- ↑ „Victoria Skating Rink Property Sold“. Montreal Gazette. September 5, 1925. p. 4.
- ↑ Northeastern University Athletics Official Website. Gonu.com. ციტირების თარიღი: March 18, 2011.
- ↑ Key Dates in The Madison Square Garden Company History. The Madison Square Garden Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი 2013. ციტირების თარიღი: 23 February 2013.
- ↑ 28.0 28.1 28.2 ქართული ყინულის ჰოკეის ისტორია. International Ice Hockey Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-26. ციტირების თარიღი: 2012-10-20.
- ↑ 29.0 29.1 Georgia All Time Results. National Teams of Ice Hockey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-14. ციტირების თარიღი: 2010-05-11.
- ↑ Georgia. International Ice Hockey Federation. ციტირების თარიღი: 2010-05-11.
- ↑ Members. International Ice Hockey Federation. ციტირების თარიღი: 2010-05-11.
- ↑ 2013 IIHF Ice Hockey World Championship Division III Qual.. International Ice Hockey Federation. ციტირების თარიღი: 2012-10-20.
- ↑ მოთამაშეთა რაოდენობა საქართველოში. IIHF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-22. ციტირების თარიღი: 2012-10-20.
- ↑ საციგურაო მოედნების რაოდენობა საქართველოში. IIHF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-22. ციტირების თარიღი: 2012-10-20.
- ↑ Industry Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 27, 2004. ციტირების თარიღი: December 4, 2005.
- ↑ IIHF About Hockey Canada
- ↑ IIHF About United States
- ↑ IIHF About Finland
- ↑ IIHF About Sweden
- ↑ IIHF About Switzerland
- ↑ 41.0 41.1 IIHF World Women's Championships (PDF). International Ice Hockey Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 10, 2006. ციტირების თარიღი: December 28, 2006.
- ↑ World Pond Hockey Championship – History of the World Pond Hockey Championships. Worldpondhockey.com. ციტირების თარიღი: February 24, 2011.
- ↑ Andria Hunter. 1998 Winter Olympics. ციტირების თარიღი: December 28, 2006.
- ↑ Hackel, Stu (January 2, 2009). „The Morning Skate: Assessing the Winter Classic“. The New York Times. ციტირების თარიღი: May 8, 2010.
- ↑ Janela, Mike. (December 14, 2010) Highest ice hockey game attendance. guinnessworldrecords.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 25, 2011. ციტირების თარიღი: December 16, 2010.
- ↑ „Record crowd watches hockey game“. ESPN.com. Associated Press. December 11, 2010. ციტირების თარიღი: December 12, 2010.
- ↑ IIHF Member National Associations. IIHF. ციტირების თარიღი: December 28, 2012.
- ↑ Survey of Players (2012). IIHF. ციტირების თარიღი: December 28, 2012.