ჰარლინგი
ჰარლინგი (ირლ. Iománaíocht/Iomáint) — გელური წარმოშობის თამაში, რომელსაც მართავს გელური ათლეტიკის ასოციაცია. თამაშის წარმოშობა პირველყოფილი საზოგადოებიდან დაიწყო, მას სულ მცირე 3000 წელია თამაშობენ და ითვლება მინდვრის თამაშებს შორის უსწრაფესად. როგორც ირლანდიის ადგილობრივ თამაშს, ჰარლინგს ბევრი საერთო აქვს გელურ ფეხბურთთან, მათ შორის: მოედანი, მოთამაშეთა რაოდენობა და ტერმინოლოგია. ის მსგავსია კამოგისა, რომელსაც ქალები თამაშობენ. იგი მიმდინარეობს იგივე ფუძიდან, საიდანაც შინტი, რომელსაც ძირითადად შოტლანდიაში თამაშობენ.
უმაღლესი ორგანო | გელური ათლეტიკის ასოციაცია |
---|---|
მეტსახელი | Iománaíocht, iomáint, iomáin |
მახასიათებლები | |
ტიპი | კონტაქტური |
წევრები |
15 წევრი გუნდში, შეცვლა ნებადართულია |
შერეული სქესი |
მამრობითი (კამოგი არის ქალთა ვარიანტი) |
აღჭურვილობა |
შლიტერი (ბურთი) ჰარლი (ჯოხი) |
ოლიმპიადა | არაოლიმპიური |
ქვეყანა/რეგიონი | ირლანდია |
ჰარლინგის მოთამაშეების მიზანია გამოიყენონ ხის ჯოხი, რომელსაც ეწოდება ჰარლი (ირლ. camán), რათა დაარტყან პატარა ბურთს, შლიტერს. თუ ბურთი გაივლის ჰორიზონტალურ ძელს ზევით, რომელიც მიწიდან 2.5 მეტრის სიმაღლეზეა, გუნდი იღებს 1 ქულას, ხოლო თუ ბურთი გავა ძელს ქვევით, ბადეში, მაშინ ითვლება გოლი, რომელიც 3 ქულის ექვივალენტურია. შლიტერის ხელით ტარება ნებადართულია არაუმეტეს ოთხი ნაბიჯისა, ამის შემდეგ მოთამაშემ ის ან უნდა დაარტყას ხელით, ან ჰარლის მეშვეობით დააგდოს მიწაზე და კვლავ დაიბრუნოს ხელში.
ჰარლინგს თამაშობენ მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით პოპულარულია ირლანდიური დიასპორის წევრებს შორის გაერთიანებულ სამეფოში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და არგენტინაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თამაშის წესები დაარქივებული 2012-02-12 საიტზე Wayback Machine.
- გელური ათლეტიკის ასოციაცია
- ჰარლინგი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში დაარქივებული 2008-07-24 საიტზე Wayback Machine.