ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი

ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი (ინგლ. Johns Hopkins University) — კერძო უმაღლესი სასწავლებელია ბალტიმორში, მერილენდი, აშშ. დაარსდა 1876 წელს. ჯონს ჰოპკინზის ძირითადი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები მის ჰოუმვუდ კამპუსშია(ბალტიმორი), უნივერსიტეტს კამპუსი აქვს ვაშინგტონში, ასევე იტალიაში, სინგაპურსა და ჩინეთში.

ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი
Hopkinslogo2.jpeg
Johns Hopkins' Historic Dome - panoramio.jpg
185px-JHU seal.png
დევიზი Veritas vos liberabit - სიმართლე გაგათავისუფლებს
დაფუძნდა 1876; 147 წლის წინ (1876)
ატარებს სახელს Johns Hopkins
დამფუძნებელი (-ები) Daniel Coit Gilman
ტიპი კერძო
ფონდები 6 750 092 000[1]
თავმჯდომარე Ronald J. Daniels[2]
სტუდენტი 25 151[3]
ქალაქი ბალტიმორი
შტატი მერილენდი
ქვეყანა აშშ
კავშირები Oak Ridge Associated Universities, ORCID[4] , Digital Library Federation[5] , Association of Research Libraries[6] , IIIF Consortium[7] , Scholarly Publishing and Academic Resources Coalition[8] , Consortium of Social Science Associations[9] და arXiv[10]
კარნეგის კლასიფიკაცია doctoral university: highest research activity[11] , majority graduate[11] , research doctoral: comprehensive programs, with medical/veterinary school[11] , four-year, large, highly residential[11] , four-year, full-time, more selective, lower transfer-in[11] და balanced arts & sciences/professions, high graduate coexistence[11]
ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი — აშშ
ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი
jhu.edu

ჯონს ჰოპკინზს მიიჩნევენ ერთ-ერთ წამყვან კვლევით და აკადემიურ დაწესებულებად მსოფლიოში და რანგით ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტთა რიგშია. US News-ის კვლევის მიხედვით იგი შტატების უნივერსიტეტების ათეულში შედის. 2016 წელს Times Higher Education-მა ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტს მე-11 ადგილი მიანიჭა მსოფლიოს მასშტაბით[12]. ამავე წელს QS World University-ის მიხედვით იგი მე-16 იყო. 2015 წელს Academic Ranking of World Universities-ის კვლევებში ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტმა მე-16 ადგილი დაიკავა, National Universities Rankings-საში კი მე-10.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება