ჯონ ფრანკლინი (ინგლ. John Franklin; დ. 15 აპრილი, 1786, ლინკოლნშირი — გ. 11 ივნისი, 1847, მეფე უილიამის კუნძული) — ინგლისელი პოლარეთის მკვლევარი. ჯონ ფრანკლინი 1845 წელს, ცურვით მიადგა კანადის ჩრდილო სანაპირო ზოლს, სადაც მანამდე არცერთ ევროპელ მოგზაურს არ გაევლო. ფრანკლინს მანამდეც ჰქონდა გადალახული კანადის სანაპირო, დიდი მონების ტბიდან არქტიკის სანაპირომდე (1819–1822). 1825–1827 წლებში მან რუკაზე დაიტანა არქტიკის სანაპირო ზოლის უმეტესი ნაწილი. 1844 წელს ფრანკლინი ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელის - ატლანტის გავლით წყნარ ოკეანეში გამავალი გზის საპოვნელად გაემართა, მაგრამ მასზე არაფერი ისმოდა. რამდენიმე წლის შემდეგ მის საძებნელად მაძიებელი რაზმი გაემართა. მაძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ ფრანკლინის გემები ყინულში ჩაჭედილიყო, ხოლო ფრანკლინი და მისი ეკიპაჟის 24 წევრი შიმშილით, სიცივითა და სნეულებით დაღუპულიყო. 1848 წელს ეკიპაჟის გადარჩენილმა 105 წევრმა გემები დატოვა და უახლოესი დასახლების — ფორტ-რეზოლუშენისკენ გაემართნენ. ფორტამდე ცოცხალმა ვერცერთმა ვერ მიაღწია.

ჯონ ფრანკლინი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დიდი მოგზაურები, მსოფლიო აღმოჩენა. ქარჩხაძის გამოც. გვ 98, თბ., 2009