ვიშეგრადული ჯგუფი
ვიშეგრადული ჯგუფი, ან ვიშეგრადული ოთხეული, ან V4 — ცენტრალური ევროპის ოთხი ქვეყნის კავშირი, ესენია: ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი. კავშირის მიზანია კოოპერაცია და მათი შემდგომი ევროპული ინტეგრაცია. ჯგუფის სახელი ოთხივე ქვეყნის ენაზე არის: Visegrádská čtyřka ან Visegrádská skupina (ჩეხურად); Visegrádi Együttműködés ან Visegrádi négyek (უნგრულად); Grupa Wyszehradzka (პოლონურად); და Vyšehradská skupina ან Vyšehradská štvorka (სლოვაკურად). მას ხანდახან ასევე უწოდებენ ვიშეგრადულ სამკუთხედს, რადგან 1993 წელ ჩეხოსლოვაკიის გაყოფამდე ის წარმოადგენდა სამი სახელმწიფოს ალიანსს.
დასახელება მომდინარეობს 1991 წლის 15 თებერვალს სამი ქვეყნის პირველი პირის მიერ მოწყობილი სამიტიდან, რომელიც შედგა ვიშეგრადის ციხე-სიმაგრეში.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official portal of the Visegrád Group
- International Visegrád Fund official homepage
- Visegrad Insight - Analysis and opinion journal edited by editors from V4 countires დაარქივებული 2013-03-15 საიტზე Wayback Machine.
- Cooperation of Visegrád Four Member Countries (V-4) in energy
- Visegrád Summer School in Villa Decius, Krakow, Poland დაარქივებული 2007-07-05 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Engelberg, Stephen (17 February 1991). „Three Eastern European Leaders Confer, Gingerly“. The New York Times. ციტირების თარიღი: 11 April 2009.