დაბალი ტატრების ეროვნული პარკი

დაბალი ტატრების ეროვნული პარკი (სლოვაკ. Národný park Nízke Tatry; აბრ. NAPANT) — ეროვნული პარკი სლოვაკეთში. ერთ-ერთი სლოვაკეთის ცხრა ეროვნული პარკიდან. დაარსდა 1978 წელს. მდებარეობს ბანსკა-ბისტრიცის, ჟილინისა და პრეშოვის მხარეების ტერიტორიაზე, დაბალი ტატრების არეალში. პარკის ფართობი 728 კმ2-ია, რითაც სიდიდით მეორე ეროვნული პარკია სლოვაკეთში, თუმცა ბუფერული ზონების ჩათვლით უდიდესია. პარკის ბუნებრივ საზღვრებს წარმოადგენს მდინარეების ვაგისა და ჰრონის ხეობები. პარკის უმაღლეს წერტილს წარმოადგენს მთა დიუმბიერი (2043 მ).

დაბალი ტატრების ეროვნული პარკი
Národný park Nízke Tatry
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ბანსკა-ბისტრიცის მხარე, ჟილინის მხარე, პრეშოვის მხარე - ცენტრალური სლოვაკეთი
ფართობი 72 800 ჰა (728 კმ2)
დაარსდა 1978 წ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება