სლოვაკეთის გეოგრაფია

სლოვაკეთიცენტრალური ევროპის ქვეყანაა, რომელიც ჩრდილოეთ ნაწილში მთებითაა დაფარული, სამხრეთში კი დაბლობები ჭარბობს.

სლოვაკეთის ტოპოგრაფიული რუკა

ტერიტორია

რედაქტირება

კოორდინატები

რედაქტირება
 
სლოვაკეთის მნიშვნელოვანი ქალაქები

სლოვაკეთი მდებარეობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს 49°36'48" – 47°44'21"-ებსა და აღმოსავლეთ ნახევასფეროსს 16°50'56" – 22°33'53"-ებს შორის.

უკიდურესი წერტილები

რედაქტირება
 
გერლახოვსკი-შტიტი

ქვეყნის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი მდებარეობს ბესკიდების ქედების ზოლში, მთა ბესკიდოკის მახლობლად. უკიდურესი სმხრეთი უნგრეთის საზღვართან, მდინარე დუნაიზე. უკიდურესი დასავლეთი მდინარე მორავაზე, ავსტრიის საზღვართან. ხოლო აღმოსავლეთი სლოვაკეთის, პოლონეთისა და უკრაინის შეხვედრის ადგილზე. ქვეყნის უმაღლესი ადგილია გერლახოვსკი-შტიტი (სიმაღლე 2 655 მეტრი) მაღალ ტატრებზე, უდაბლესი კი მდინარე ბორდოგის ნაპიზე, უნგრეთის საზღვრის მახლობლად.

ქვეყნის ფართობია 48,845 კმ². აქედან:

გეოგრაფიული ფორმა ფართობის ნაწილი (%-ში)[1]
სამეურნეო მიწები 31%
საძოვრები 17%
ტყეები 41%
კულტივირებული მიწები 3%
ინფრასტრუქტურა (ქალაქები, გზები, ხიდები...) 8%

საზღვრები

რედაქტირება

სლოვაკეთს ესაზღვრება შემდეგი ქვეყნები:

მოსაზღვრე ქვეყანა საზღვრის სიგრძე (კმ) ჰორიზონტის მომართულება
  პოლონეთი 547 კმ ჩრდილოეთი
  უკრაინა 98 კმ აღმოსავლეთი
  უნგრეთი 679 კმ სამხრეთი
  ავსტრია 106 კმ სამხრეთ-დასავლეთი
  ჩეხეთი 252 კმ ჩრდილო-დასავლეთი
სულ ჯამში 1 672 კმ

საზოგადოებრივი გეოგრაფია

რედაქტირება

ეკონომიკური გეოგრაფია

რედაქტირება

2006 წელს სლოვაკეთის მთლიანმა შიდა მპროდუქტმა (მშპ) 1.66 ტრილიონი სლოვაკური კორუნასი შეადგინა, რაც 50 მილიონ ევროსა და 71 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტია.[2] მშპ პროცენტულად ასე ნაწილდება:

  • აგროკულტურა 3.6 %
  • ინდუსტრია 31.6 %
  • სერვისები 64.8 %

ქვეყნის დასავლეთი რეგიონი აღმოსავლეთზე მეტადაა განვითარებული. მშპ-ის ძირითადი ნაწილი ბრატისლავის მხარეზე მოდის.

აგროკულტურა

რედაქტირება

სლოვაკეთის 29% კულტივირებულ მიწებს უკავია. ძირითადი კულტურებია ხორბალი, ქერი, სიმინდი, შაქრის ჭარხალი და კარტოფილი. მევენახეობა გავრცელებულია სამხრეთ რაიონებში, ძირითადად პატარა კარპატებზე, დუნაის დაბლობზე და ტოკაისტერიტორიაზე. ცხოველებიდან მოშენებულია ღორი და ცხვარი.[3]

ინდუსტრია

რედაქტირება

სლოვაკეთმა, როგორც ინდუსტრიულმა ქვეყანამ განვითარება XIX საუკუნეში დაიწყო და XX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბებლ ინდუსტრიულ ქვეყანათა შორის შედიოდა. კომუნისტურმა მთავრობამ აქცენტი მძიმე და სამხედრო ინდუსტრიაზე გაამახვილა. ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ჩეხეთის ინდუსტრია შესუსტდა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2006 წლის მონაცემებით ქვეყანაში 5 391 000 ადამიანი ცხოვრობს. აქედან:

ხალხები პროცენტული რაოდენობა (%)
სლოვაკები 85.8%
უნგრელები 9.7%
ბოშები 1.7%
ხორვატები 0.8%
რუსინები 0.4%
უკრაინელები 0.2%
სხვა 1.4%

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. www.bedekr.cz დაარქივებული 2020-11-27 საიტზე Wayback Machine. ფართობის დანაწილება
  2. სლოვაკეთის რესპუბლიკის სტატისტიკური ოფისი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-06. ციტირების თარიღი: 2016-03-23.
  3. Slovakia at MSN Encarta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-01. ციტირების თარიღი: 2016-03-23.