სერბეთი

(გადამისამართდა გვერდიდან სერბეთის რესპუბლიკა)
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 25 ოქტომბერი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

სერბეთი (სერბ. Србија / Srbija), ოფიციალურად სერბეთის რესპუბლიკა (სერბ. Република Србија / Republika Srbija) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ[3] და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.[4] ესაზღვრება უნგრეთი ჩრდილოეთით; რუმინეთი და ბულგარეთი — აღმოსავლეთით; ჩრდილოეთი მაკედონია და ალბანეთი — სამხრეთით; ხოლო მონტენეგროს, ხორვატიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას — დასავლეთით. სერბეთის ტერიტორიაზე მდებარეობს თვითაღიარებული სახელმწიფო კოსოვო, რომლის მოსახლეობის უმეტესობას ეთნიკური ალბანელები შეადგენენ. რესპუბლიკის მოსახლეობა კოსოვოს გამოკლებით დაახლოებით 7 მილიონია,[5] ხოლო კოსოვოს ჩათვლით - დაახლოებით 8.8 მილიონი. მისი დედაქალაქი, ბელგრადი, არის სამხრეთ ევროპის უდიდესი და უძველესი ქალაქი.[6]

სერბეთის რესპუბლიკა
Република Србија
Republika Srbija
სერბეთი
სერბეთის
დროშა გერბი
ჰიმნი: სერბეთის ჰიმნი (სერბ. Боже правде)
"სამართლიანობის ღმერთი"

სერბეთის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ბელგრადი
44°48′ ჩ. გ. 20°28′ ა. გ. / 44.800° ჩ. გ. 20.467° ა. გ. / 44.800; 20.467
ოფიციალური ენა სერბული1
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია
 -  პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი
 -  პრ.-მინისტრი ანა ბრნაბიჩი
ფართობი
 -  სულ
მოსახლეობა
 -   შეფასებით 6,963,764 - კოსოვოს გარეშე, 8,963,753 - კოსოვოს ჩათვლით 
 -  სიმჭიდროვე 89 კაცი/კმ2 (95-ე)
მშპ (მუპ) 2020 შეფასებით
 -  სულ $137.126 მილიარდი კოსოვოს გარეშე[2] (75-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $19,767 კოსოვოს გარეშე[2] (67-ე)
აგი  0.811 (მაღალი
ვალუტა დინარი2 (CSD)
დროის სარტყელი UTC+01:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+02:00 (UTC)
ქვეყნის კოდი SRB
Internet TLD .yu (.cs რეზერვ.)
სატელეფონო კოდი 381

1სერბო-ხორვატული სერბიის კონსტიტუციის მიხედვით; ვოევოდინაში შემდეგი ოფიც. ენებია: რუმინული, რუსინული, უნგრული, სლოვაკური, და ხორვატული; კოსოვო-მეტოხიაში ასევე: ალბანური.
2კოსოვო-მეტოხიაში გამოიყენება ევრო.

ქვეყნის ტერიტორია პალეოლითის ხანიდან დასახლებულია. 1217 წელს სერბეთის სამეფომ მიიღო აღიარება წმინდა საყდრისა და კონსტანტინოპოლისგან; 1346 წელს მიაღწია ტერიტორიულ მაქსიმუმს და მცირე დროით (1346-1371) იწოდებოდა სერბეთის იმპერიად. XVI საუკუნის შუა წლებში დღევანდელი სერბეთის ტერიტორია ოსმალებმა დაიქვემდებარეს. ოსმალების მმართველობა რამდენჯერმე გაწყვიტა ჰაბსბურგის იმპერიამ, რომელმაც XVII საუკუნის ბოლოს ცენტრალური სერბეთისკენ დაიწყო გაფართოება. XIX საუკუნის დასაწყისში სერბეთის რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა სამთავრო, რომელიც რეგიონის პირველ კონსტიტუციურ მონარქიას წარმოადგენდა; სამთავრომ შემდგომში ტერიტორიები გააფართვა.[7] პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რომელმაც სერბები ძლიერ დააზიანა, ქვეყანა გახდა ხორვატების, სლოვენიისა და სერბების სამეფოების ცენტრი. იუგოსლავიის დაშლის დროს, სერბეთმა ჩამოაყალიბა კავშირი მონტენეგროსთან,[8] რომელიც მშვიდობიანად დაიშალა 2006 წელს და 1928 წლის შემდეგ პირველად, სერბეთმა, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ, დამოუკიდებლობა მოიპოვა.[9] 2008 წელს კოსოვოს პროვინციის პარლამენტმა ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან განსხვავებული პასუხები მოჰყვა. სერბეთი არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, სადაც ეროვნული უმცირესობების დიდი რაოდენობაა რეგისტრირებული; ხოლო ვოევოდინა, ავტონომიური პროვინცია, აღიარებულია თასივი მრავალ-ეთნიკური და მრავალ-კულტურული თვითმყოფადობით.[10][11][12]

უნიტარული საპარლამენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა, სერბეთი, არის UN-ს, CoE-ს, OSCE-ს, PfP-ს, BSEC-ს, CEFTA-ს წევრი; აგრეთვე უერთდება WTO-ს.[13] 2025 წლისთვის ევროკავშირში შესვლის პერსპექტივით, 2014 წლიდან ქვეყანა ევროკავშირთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს.[14]

ისტორია

სერბეთის ისტორია ათვლას იწყებს VI საუკუნიდან, სლავებით დასახლების მომენტიდან, დასავლეთ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. VIII–IX საუკუნეებში შეიქმნა სერბეთის პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. XII საუკუნის დასასრულს სერბეთი გათავისუფლდა ბიზანტიისგან და XIV საუკუნეში ჩამოყალიბდა დიდ ძალად, რომელიც მოიცავდა ბალკანეთის თითქმის მთელ დასავლეთ ნაწილს. სერბეთს აყვავების ხანა დაუდგა სტეფან დუშანის მმართველობის დროს (1331–1355). მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ, სახელმწიფო დანაწევრებულ იქნა. 1389 წელს სერბი მთავრები დამარცხდნენ თურქებთან ბრძოლაში კოსოვოს ველზე. საბოლოოდ, თურქებმა სერბეთი 1459 წელს დაიპყრეს. შემდგომი 350 წლის განმავლობაში, სერბეთს მართავს ოსმალთა იმპერია, ხოლო ჩრდილოეთ ტერიტორიები XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ავსტრიის იმპერიის ნაწილი იყო.

სერბეთის სამეფო შეიქმნა სერბების პირველი აჯანყების (1804–1813) შედეგად ოსმალების წინააღმდეგ. უმაღლეს ლიდერად, ამბოხებულებმა აირჩიეს გიორგი პეტროვიჩი, მეტსახელად „კარაგიორგი“, რომელიც ადრე ავსტრიის არმიაში მსახურობდა. 1811 წელს ბელგრადში კარაგიორგი გამოაცხადეს სერბეთის მემკვიდრეობით მმართველად. თუმცა 1813 წელს ამბოხება ჩახშობილ იქნა, კარაგიორგი ავსტრიაში გაიქცა. 1815 წელს დაიწყო სერბეთის მეორე ამბოხება, რომელსაც ხელმძღვანელობდა პირველი აჯანყების წევრი მილოშ ობრენოვიჩი. აჯანყებამ წარმარტებით ჩაიარა, თუმცა მხოლოდ თხუთმეტი წლის შემდეგ სულთანმა აღიარა ოფიციალურად სულთანმა მილოშ ობრენოვიჩი სერბეთის მმართველად. 1817 წელს კარაგიორგი დაბრუნდა სერბეთში, თუმცა მილოშ ობრენოვიჩის ბრძანებით მოკლულ იქნა. 1878 წელს სერბეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა, ხოლო 1882 წელს გამოაცხადა სამეფო. XX საუკუნის დასაწყისში სერბეთი კონსტიტუციურ მონარქიად გარდაიქმნა, მონარქიას სწრაფი ზრდის ტემპები ჰქონდა ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში. ორი გლეხური წარმოშობის დინასტია – კარაგიორგის და ობრენოვიჩის მემკვიდრეები ერთმანეთს ცვლიდნენ სერბეთის ტახტზე 1903 წლამდე. 1903 წელს მეფე ალექსანდრე ობრენოვიჩი და მისი ცოლი დრაგა მოკლეს სასახლის გადატრიალების შედეგად. 1912–1913 წლებში ბალკანეთის ომების დროს სერბეთმა შემოიერთა კოსოვო და მაკედონია. პირველ მსოფლიო ომში, სერბეთი „ანტანტის“ მხარეზე იბრძოდა. ომის შედეგად, სერბეთმა დაკარგა მოსახლეობის მესამედი. ომის შემდეგ, სერბეთი გახდა ბირთვი სერბების, ხორვატიის და სლოვენიის სამეფოსი. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის აპრილში სერბეთი დაიპყრო ჰიტლერულმა გერმანიამ. ტერიტორიების ნაწილი გადაეცა გერმანიის სატელიტ ქვეყნებს – უნგრეთს, ბულგარეთს და ალბანეთს. 1944–1945 წლებში სერბეთი გათავისუფლდა საბჭოთა არმიისა და იუგოსლავიის პარტიზანული და რეგულარული სახალხო განმათავისუფლებელი ჯარების მიერ.

1945 წელს გამოცხადდა იუგოსლავიის ფედერაციული სახალხო რესპუბლიკა (1963 წლიდან – იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა), რომლის შემადგენლობაშიც სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკაც შევიდა. 1990 წლის დასაწყისში დაიწყო იუგოსლავიის ომები, რაც საბოლოოდ, მისი დაშლით დასრულდა. სოციალისტების სერბეთის ხელისუფლების სათავეში ყოფნის ხანგრძლივი პერიოდი დასრულდა 1999 წელს ნატო-ს მიერ სერბული ქალაქების დაბომბვისა და გაეროს სამშვიდობო ძალების კოსოვოში შესვლის შემდეგ. 2006 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, არსებობა შეწყვიტა სერბეთისა და ჩერნოგორიის სახელმწიფოების კავშირმა და სერბეთმა დაკარგა ზღვაში გასასვლელი.

2008 წლის 18 თებერვალს სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა კოსოვომ. სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, კოსოვო არის კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური მხარის ნაწილი, რომლის პარლამენტსაც არ აქვს დამოუკიდებლობის გამოცხადების უფლება. დღეს კოსოვო სუვერენიტეტს აღიარებს 114 ქვეყანა, თუმცა სერბეთი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს პატივი სცეს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას.

გეოგრაფია

 
ტოპოგრაფიული რუკა

სერბეთი მდებარეობს ცენტრალური[15][16][17] და სამხრეთ ევროპის საზღვარზე, ბალკანეთის ნახევარკუძულსა და შუა დუნაის დაბლობზე. მოქცეულია ჩრდილოეთ განედის 41° და 47° პარალელებსა და აღმოსავლეთ გრძედის 18° და 23° მერიდიანებს შორის. სერბეთის ფართობი 88,361 კვადრატურლი კილომეტრია; ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში 113-ე ადგილს იკავებს; კოსოვოს გამოკლებით, საერთო ფართობი 77,474 კვადრატული კილომეტრია;[1] აღნიშნული მაჩვენებლით იგი მსოფლიოს სიდიდით 117-ე ქვეყანაა. საზღვრების საერთო სიგრძე 2,027 კმ-ია (ალბანეთთან 115 კმ, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან 302 კმ, ბულგარეთთან 318 კმ, ხორვატიასთან 241 კმ, უნგრეთთან 151 კმ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 221 კმ, ჩერნოგორიასთან 203 კმ და რუმინეთთან 476 კმ).[1] კოსოვოს ყველა საზღვარი ალბანეთთან (115 კმ), ჩრდილოეთ მაკესონიასა (169 კმ) და მონტენეგროსთან (79 კმ)[18] კოსოვოს სასაზღვრო პოლიციის მიერ კონტროლდება.[19] სერბეთი კოსოვოსა და მას შორის 352 კმ სიგრძის საზღვარს განიხილავს, როგორც „ადმინისტრაციულ ხაზს“; საზღვარი კოსოვოს სასაზღვრო პოლიციისა და სერბეთის პოლიციის ძალების საერთო კონტროლის ქვეშ იმყოფება; ვხვდებით 11 სასაზღვრო გამტარ პუნქტს.[20] შუა დუნაის დაბლობი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის მესამედს ფარავს, ხოლო უკიდურესი აღმოსავლეთ ტერიტორია ქვემო დუნაის ვაკეს უკავია. ქვეყნის ცენტრალური ნაწილის („სამადიას“) რელიეფი, ძირითადად წარმოადგენს მდინარეებით დაქსელილ მიმოფანტულ გორაკებს. სერბეთის სამხრეთ ნაწილში უმეტესად მთიან რელიეფს ვხვდებით. დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით გადაჭიმულია დინარის მთიანეთი. სერბეთის აღმოსავლეთ ნაწილში ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით ვხვდებით კარპატებსა და სტარა-პლანინას.[21]

ქვეყნის სამხრეთ-საღმოსავლეთით მდებარე უძველესი მთები როდოპებს ეკუთვნის. სიმაღლე ზღვის დონიდან 2,169 მეტრიდან (ბალკანეთის მთიანეთის უმაღლესი მთის, მიძორის, მწვერვალიდან) 17 მეტრამდე (მდინარე დუნაის მახლობლად მდებარე დასახლების, პრაჰოვოს სიმაღლემდე) მერყეობს.[22] ქვეყნის უდიდესი ტბა დერდაპის ტბაა (163 კვადრატული კილომეტრი), ხოლო უგრძესი მდინარე სერბეთის პერიტორიაზე დუნაია (587.35 კილომეტრი).

კლიმატი

სერბეთის კლიმატი ევრაზიის ტეროტორის, ატლანტის ოკეანისა და ხმელთაშუა ზღვის გავლენის ქვეშაა მოქცეული. იანვარში საშუალოდ 0 გრადუსითა და ივლისის საშუალო 22 გრადუს ტემპერატურით, კიოპენის კლასიფიკაციის მიხედვით სერბეთის კლიმატი შეიძლება ნოტიო კონტინენტურად ან ნოტიო სუბტროპიკულად მივიჩნიოთ.[23] ქვეყნის ჩრდილოეთით კლიმატი უფრო კონტინენტურია, რომელიც ცივი ზამთრითა და ცხელი, ტენიანი ზაფხულით, აგრეთვე კარგად განაწილებული ნალექებით ხასიათდება. სამხრეთით, ზაფხული და შემოდგომა შედარებით მშრალია, ზამთარი — უფრო ცივი, მთებში დიდი თოვლით.

ზღვის დონიდან ქვეყნის ტერიტორიების არასწორი განაწილება, ადრიატიკის ზღვასთან სიახლოვე და დიდ მდინარეთა აუზები, აგრეთვე ქარები, იწვევს კლიმატის ცვალებადობას.[24] სამხრეთ-აღმოსავლეთ სერბეთი ხმელთაშუა ზღვის კლიმატის გავლენის ქვეშა არის მოქცეული.[25] დინარის ალპები და სხვა ქედები ხელს უწყობენ თბილი ჰაერის მასების გაგრილებას. პესტერის პლატოს ტერიტორიაზე, შემოსაზღვრული მთების გამო, ზამთარი საკმაოდ მკაცრია.[26]

1961–1990 წლებში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ზღვის დონიდან 300 მეტრზე ქვემოთ მდებარე რეგიონებში 10.9 გრადუსია. 300-500 მეტრი შუალედში აღნიშნული მაჩვენებელი 10.0 გრადუსია, ხოლო 1,000 მეტრზე ზემოთ მდებარე რეგიონებში - 6.0 გრადუსი.[27] უდაბლესი ტემპერატურა სერბეთში, −39.5 გრადუსი, 1985 წლის 13 იანვარს, კარაჯუკიკა ბუნარში, პესტერში დაფიქსირდა, ხოლო უმაღლესი, 44.9 გრადუსი, - 2007 წლის 24 ივლისს, სმედერევსკა პალანკაში.[28]

სერბეთი ერთ-ერთია იმ ევროპულ ქვეყნებში, რომლებიც ბუნებრივი კატასტროფების (მიწისძვრები, ქარიშხლები, წყალდიდობა, გვალვა) კუთხით ძალიან მაღალი რისკის ტერიტორიადაა მიჩნეული.[29] დადგენილია, რომ პოტენციური წყალდიდობა, განსაკუთრებით ცენტრალური სერბეთის ტერიტორიებზე, საფრთხეს უქმნის 500-ზე მეტ დასახლებას და 16,000 კვადრატულ კილომეტრის ტოლ ტერიტორიას.[30] ყველაზე დამღუპველი წყალდიდობა 2014 წლის მაისში მოხდა: დაიღუპა 57 ადამიანი, ხოლო ქალაქმა 1.5 მილიარდზე მეტი ზიანი მიიღო.[31]

ჰიდროლოგია

სერბეთის თითქმის ყველა მდინარე დუნაის გავლით შავ ზღვაში ჩაედინება. დუნაი, ევროპის მეორე უდიდესი მდინარე, სერბეთს 588 კმ სიგრძის[32] მანძილზე (მდინარის მთლიანი სიგრძის დაახლოებით 21%) კვეთს და წარმოადგენს ქვეყნის მტკნარი წყლის მთავარ რესურსს.[33][34] ქვეყნის ტერიტორიაზე დუნაის თავისი უდიდესი შენაკადები, მორავა (ყველაზე გრძელი, 493 კმ, იმ მდინარეთა შორის, რომლებიც სათავეს ქვეყანაში იღებს),[35] სავა და ტისა უერთდება.[36] გამონაკლისია მდინარე პინჯა, რომელიც ეგეოსის ზღვაში ჩაედინება. სერბეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის ბუნებრივ საზღვარს ქმნის მდინარე დრინა, რომელიც წარმოადგენს ორივე ქვეყნის კეიკინგისა და ჯომარდობის მთავარ ცენტრს.

რელიეფის განაწლების გამო სერბეთში ბუნებრივი ტბები იშვიათი და მცირე ზომი არის; მათი უმეტესი ნაწილი ვოევოდინას დაბლობზე მდებარეობს. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში, ძირითადად ჰიდროელექტროსადგუბერისთვის, მრავლადაა ხელოვნული წყალსაცავები. მათ შორისაა: დუნაიზე მდებარე რკინის ჭიშკრის წყალსაცავი, რომლის 163 კვადრატული კილომეტრის ტოლი ნაწილი სერბეთს, ხოლო 253 კვადრატული კილომეტრი - რუმინეთს ეკუთვნის); პერურაკიწ წყალსაცავი, რომელიც დრინაზე მდებარეობს, და ვლასინას წყალსაცავი.

დემოგრაფია

2011 წლის აღწერის მონაცემებით, სერბეთის (კოსოვოს გამოკლებით) საერთო მოსახლეობა 7,186,862-ის ტოლია; მოსახლეობის სიმჭიდროვე საშუალოა - კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 92.8 მცხოვრები.[37] აღწერა არ ჩატარებულა კოსოვოში, რომელმაც საკუთარი კვლევა ჩაატარა; კვლევის მიხედვით მისი მოსახლეობა 1,739,825-ს შეადგენდა[38] სერბებით დასახლებული ჩრდილოეთ კოსოვოს გამოკლებით, რადგანაც ამ ტერიტორიაზე მცხოვრებმა სერბებმა (დაახლოებით 50,000) უარი განაცხადეს აღწერაში მონაწილეობაზე.

ეთნიკური შემადგენლობა (2011)
სერბები
  
83.3%
უნგრელები
  
3.5%
ბოშები
  
2.1%
ბოსნიელები
  
2%
სორვატები
  
0.8%
სლავები
  
0.7%
სხვა
  
4.7%
დაუზუსტებელი/უცნობი
  
3.3%

სერბეთი 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული დემოგრაფიულ კრიზისი განიცდის; ამ პერიოდში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველთვის აღემატებოდა შობადობის მაჩვენებელს.[39][40] დადგენილია, რომ 1990-იანებში ქვეყანა დატოვა დაახლოებით 300,000 სერბმა, რომელთა 20%-ს უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული.[41][42] სერბეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხნიერი საზოგადოება ჰყავს (მოსახლეობის საშუალო ასაკი 42.9 წელია);[43] სერბეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 76.1 წელია.[44]

90-იანი წლების განმავლობაში, სერბეთს ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანი ლტოლვილი მოსახლეობა ჰყავდა.[45] ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა ქვეყნის პოპულაციის დაახლოებით 7-7.5%-ს შეადგენდა - იუგოსლავიის ომების სერიის შემდეგ, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლტოლვილი ქვეყანაში თავშესაფარს ეძებდა (ძირითადად ხორვატიიდან და კოსოსოდან დევნილები; აგრეთვე, მცირე რაოდენობა ბოსნია და ჰერცეგოვინადანაც).[46]

სერბები 5,988,150 ადამიანით(კოსოვოს გამოკლებით, ქვეყნის მოსახლეობის 83%) ქვეყანაში უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს ქმნიან. სერბეთი მიეკუთვნება იმ ევროპულ ქვეყნებს, სადაც ეროვნული უმცირესობების დიდი რაოდენობაა რეგისტრირებული; ხოლო ვოევოდინა, ავტონომიური პროვინცია, აღიარებულია თასივი მრავალ-ეთნიკური და მრავალ-კულტურული თვითმყოფადობით.[47][48][49] ეთნიკურ უმცირესობებს შორის უნგრელები 253,899 მოსახლით უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს ქმნიან (მთლიანი მოსახლეობის 3.5%); მათი ძირითადი ნაწილი ჩრდილოეთ ვოევოდინაშია კონცენტრირებული (მთლიანი ეთნიკური ჯგუფის დაახლოებით 13%). 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ბოშათა მოსახლეობა 147,604-ს შეადგენს, მაგრამ არაოფიციალური შეფასებით, მათი რეალური რაოდენობა დაახლოებით 400,000-500,000-ია.[50] ბოსნიელები კონცენტრირებულნი არიან ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სანძაკში. სხვა ეთნიკურ უმცირესობებს შორის არიან: ხორვატები, სლოვაკები, ალბანელები, მონტენეგროელები, ვლაშები, რუმინელები, მაკედონელები და ბულგარელები.[51][52]

მოსახლეობის უმრავლესობა, ანუ 59.4% ცხოვრობს ქალაქგარეთ, ხოლო 16.1% - ბელგრადში. ბელგრადი ქვეყანაში ერთადერთი ქალაქია, რომელსაც მილიონზე მეტი მოსახლე ჰყავს; ქვეყანაში აგრეთვე ოთხი ქალაქია, სადაც 100000–ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.[53]

განათლება

2011 წლის აღწერის მიხედვით, სერბეთის მოსახლეობის 98%-მა იცის წერა-კითხვა, ხოლო კომპიუტერის მოხმარება 49%-ს შეუძლია (კომპიუტერის სრულიად 34.2%-ს ესმის).[54] იგივე აღწერამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 16.2%-ს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, 49%-ს - დამთავრებული აქვს საშუალო სკოლა, 20.7%-ს - დაწყებით განათლება, ხოლო 13.7%-ს დაწყებითი განაღლება არ აქვს დასრულებული.[55]

ქვეყანაში განათლებას არეგულირებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ბავშვები განათლების მიღებას სკოლამდელი აღზრდის სკოლებში, ან დაწყებით სკოლებში იწყებენ. დაწყებით სკოლებში ბავშვები შვიდი წლის ასაკში ირიცხებიან. სავალდებულო განათლება დაწყებითი სკოლის რვა კლასისგან შედგება. მოსწავლეებს საშუალება აქვთ სწავლა გიმნაზიებსა და პროფესიულ სკოლებში კიდევ ოთხი წლის განმავლობაში განარგძონ, ან მიიღონ პროფესიული კუთხით მოემზადონ კიდევ 2-3 წელი. გიმნაზიის ან პროფესიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ უნივერსიტეტში ჩაირიცხონ.[56] დაწყებითი და საშუალო განათლების მიღება სერბეთში ასევე შესაძლებელია ეთნიკური უმცირესობების ენებზე; მათ შორისაა: უნგრული, სლოვაკური, ალბანური, რუმინული, რუსინული, ბულგარული, ბოსნიური და ხორვატული ენები. პეტნიკას სამეცნიერო ცენტრი არის მნიშვნელოვანი კლასგარეშე სამეცნიერო განათლებისთვის ინსტიტუტი, რომელიც ორიენტირებულია ნიჭიერი სტუდენტების სწავლებაზე.[57]

სერბეთში ვხვდებით 19 უნივერსიტეტს (ცხრა საჯარო უნივერსიტეტი ჯამში 86 ფაკულტეტით, ხოლო ათი კერძო უნივერსიტეტი 51 ფაკულტეტით).[58] 2018-2019 სასწავლო წელს 19-ივე უნივერსიტეტში 210,480 მოსწავლე ირიცხებოდა (181,310 საჯარო უნივერსიტეტებში და 29,170 კერძო უნივერსიტეტებში), ხოლო 81 „უმაღლეს სკოლაში“ - 47,169 მოსწავლე.[59][60]

სპორტი

 
ნიკოლა იოკიჩი, ორგზის NBA-ს ყველა-ვარსკვლავის მატჩის მონაწილე და 2018–19 სეზონის პირველი გუნდის წევრი.

სპორტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სერბეთის საზოგადოებაში. ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებია: ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი, ფრენბურთი, წყალბურთი და ხელბურთი. სერბეთში სპორტის სახეობები სპორტული ფედერაციებითა და ლიგებით იმართება (გუნდური სპორტის შემთხვევაში). ქვეყანაში მრავალი სპორტული კლუბი ფუნქციონირებს; მათ შორის ყველაზე წარმატებულია: ცრვენა ზვეზდა, JSD პარტიზანი და OSD ბეოგორდი ბელგრადში, SD ვოჯვოდინა ნოვი-სედში, FK რადნიკი კრაგუჯავაში და სპარტაკ სპარტაკი სუბოტიკაში.

სერბეთი კალათბურთში მსოფლიოს მასშტაბით, ტრადიციულად, ერთ-ერთ ძლიერი ქვეყანაა.[61][62] სერბეთის კაცთა ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი 2-ჯერ აქვს მოგებული (1998 და 2002 წელს), ევროპის ჩემპიონატი 3-ჯერ 1995, 1997, და 2001), აგრეთე მოპოვებული აქვს ორი ოლიმპიური ვერცხლის მედალი (1996 და 2016). ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 2015 წელს ევროპის ჩემპიონატი, ხოლო 2016 წელს ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოიგო. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში NBA-ში 31 სერბი მოთამაშე თამაშობდა; მათ შორისაა ნიკოლა იოკიჩი (2019 წლის NBA-ის ყველა მოთამაშის გუნდის წევრი), პრედრაგ სტოიაკოვიჩი (2011 წლის NBA-ს ჩემპიონი და სამგზის NBA-ს ყველა ვარსკვლავის თამაშის მონაწილე), ვლად დივაკი (2001 წლის NBA-ს ყველა ვარსკვლავის თამაშის მონაწილე და საკალათბურთო დიდების დარბაზის წევრი.[63]

სერბეთის მამაკაცთა წყალბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეროვნული გუნდია, რომელსაც მოგებული აქვს 2016 წლის ოლიმპიური ოქროს მედალი, სამი მსოფლიო ჩემპიონატი (2005, 2009 და 2015) და შვიდი ევროპის ჩემპიონატი (2001, 2003, 2006, 2012, 2014, 2016 და 2018).[64]

ლიტერატურა

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • მეშველიანი, კ.: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია: (სერბეთი) XIX-1917 წ. ოქტომბერი - თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1985

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 The World Factbook: Serbia. Central Intelligence Agency (20 June 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 18 December 2014. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "cia_profile" defined multiple times with different content; $2
  2. 2.0 2.1 World Economic Outlook Database, January 2020. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 2 March 2020
  3. (2011) Comparative Hungarian Cultural Studies. Purdue University Press. ISBN 9781557535931. 
  4. (2014) Calcium and Magnesium in Groundwater: Occurrence and Significance for Human Health – Serbia. Lidia Razowska-Jaworek, CRC Press. ISBN 9781315764160. ციტირების თარიღი: 3 June 2017. 
  5. Official population projection for Serbia (2016). Republic of Serbia Statistical Bureau. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 February 2016. ციტირების თარიღი: 7 January 2016.
  6. (2009) The Age of Nepotism: Travel Journals and Observations from the Balkans. Vahid Razavi. ISBN 9780615274331. ციტირების თარიღი: 3 June 2017. 
  7. The Serbian Revolution and the Serbian State. Steven W. Sowards, Michigan State University Libraries (11 June 2009). ციტირების თარიღი: 28 April 2010.
  8. Yugoslav Agreement on Succession Issues (2001) (2010-10-03). ციტირების თარიღი: 14 June 2012.
  9. FR Yugoslavia Investment Profile 2001. EBRD Country Promotion Programme. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 September 2011.
  10. Slovakia's national minority makes Serbia nicer, richer (11 December 2018).
  11. Lux, Gábor; Horváth, Gyula (2017) The Routledge Handbook to Regional Development in Central and Eastern Europe. Taylor & Francis, გვ. 190. 
  12. Filep, Béla (2016) The Politics of Good Neighbourhood: State, civil society and the enhancement of cultural capital in East Central Europe. Taylor & Francis, გვ. 71. 
  13. „Serbia a few steps away from concluding WTO accession negotiations“. WTO News. 13 November 2013. ციტირების თარიღი: 13 November 2013.
  14. „A credible enlargement perspective for and enhanced EU engagement with the Western Balkans“ (PDF). European Commission. 9 February 2018. ციტირების თარიღი: 9 February 2018.
  15. Serbia: On the Way to EU Accession. World Bank Group. ციტირების თარიღი: 21 October 2014.
  16. Serbia: Introduction. Michigan State University. ციტირების თარიღი: 3 October 2014.
  17. Serbia. Balkans 360. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 October 2014. ციტირების თარიღი: 3 October 2014.
  18. The World Factbook: Kosovo. Central Intelligence Agency (19 June 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 8 January 2015.
  19. Border Police Department. Kosovo Police. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 8 January 2015.
  20. Uredba o kontroli prelaska administrativne linije prema Autonomnoj pokrajini Kosovo i Metohija Serbian. Official gazette of the Republic of Serbia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 January 2015. ციტირების თარიღი: 8 January 2015.
  21. About the Carpathians – Carpathian Heritage Society. Carpathian Heritage Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 April 2010. ციტირების თარიღი: 28 April 2010.
  22. O Srbiji. Turistickimagazin.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 31 ივლისი 2020.
  23. The Times Atlas of the World (1993). Times Books ISBN 0-7230-0492-7.
  24. „Serbia :: Climate“. Encyclopædia Britannica Online. 2007. pp. 5 of 71.
  25. CIA – The World Factbook. Cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 24 May 2012.
  26. Radovanović, M and Dučić, V, 2002, Variability of Climate in Serbia in the Second Half of the 20th century, EGS XXVII General Assembly, Nice, 21 to 26 April 2002, abstract #2283, 27:2283–, provided by the Smithsonian / NASA Astrophysics Data System
  27. Basic Climate Characteristics for the Territory of Serbia. Hydrometeorological Service of Serbia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-10. ციტირების თარიღი: 2020-07-31.
  28. Past temperature extremes since the beginning of the measurement. Hydrometeorological Service of Serbia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 May 2011. ციტირების თარიღი: 5 November 2010.
  29. World Risk Report 2013 – Exposure to natural hazards გვ. 3–4. Alliance Development Works (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 August 2014.
  30. River floods Serbia. European Centre for Climate Adaptation. ციტირების თარიღი: 18 December 2014.
  31. „Serbia gets $300 million from World Bank to aid floods recovery“. Reuters. 4 October 2014. ციტირების თარიღი: 18 December 2014.
  32. The Danube | National Tourism Organisation of Serbia. ციტირების თარიღი: 2019-04-27
  33. Jolović, Dejan. (2016-08-19) Ten economic benefits of the Danube for Serbia English. ციტირების თარიღი: 2019-04-27
  34. Takić, Ljiljana M.; Mladenović-Ranisavljević, Ivana I.; Nikolić, Vesna D.; Nikolić, Ljubiša B.; Vuković, Milovan V.; Živković, Nenad V. (2012). „The assessment of the Danube water quality in Serbia“ (PDF). Advanced Technologies: 59. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2020-05-01. ციტირების თარიღი: 2020-07-31.
  35. Morava River - (2015-10-09). ციტირების თარიღი: 2019-04-27
  36. Navigation and Transportation: Waterways. Danube Strategy in Serbia. ციტირების თარიღი: 18 December 2014.
  37. Попис у Србији 2011. Popis2011.stat.rs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-09. ციტირების თარიღი: 2020-07-31.
  38. REKOS2011. Esk.rks-gov.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 31 ივლისი 2020.
  39. Sebičnost žena u Srbiji nije uzrok bele kuge | EurActiv Srbija. Euractiv.rs (26 July 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 31 ივლისი 2020.
  40. Roser, Max (2014), "Total Fertility Rate around the world over the last centuries", Our World In Data, Gapminder Foundation, https://ourworldindata.org/grapher/children-born-per-woman?year=1800&country=FRA. წაკითხვის თარიღი: 8 May 2019
  41. Serbia seeks to fill the '90s brain-drainage gap. EMG.rs (5 September 2008).
  42. Survey S&M 1/2003. Yugoslav Survey.
  43. PBC stats (2019).
  44. Europe Central Asia Economic Update, Spring 2020 : Fighting COVID-19. World Bank. ციტირების თარიღი: 9 April 2020.
  45. Tanjug. (22 October 2007) Serbia's refugee population largest in Europe. B92. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ნოემბერი 2007. ციტირების თარიღი: 31 ივლისი 2020.
  46. Serbia currently hosts over 260K refugees and IDPs. B92 (20 June 2013). ციტირების თარიღი: 21 June 2013.
  47. Slovakia's national minority makes Serbia nicer, richer (11 December 2018).
  48. Lux, Gábor; Horváth, Gyula (2017) The Routledge Handbook to Regional Development in Central and Eastern Europe. Taylor & Francis, გვ. 190. 
  49. Filep, Béla (2016) The Politics of Good Neighbourhood: State, civil society and the enhancement of cultural capital in East Central Europe. Taylor & Francis, გვ. 71. 
  50. Vesti – Zvaničan broj Roma u Srbiji. B92 (7 April 2009).
  51. Chinese Migrants Use Serbia as Gate to Europe, ABC News, 13 July 2010.
  52. V. Mijatović – B. Hadžić. I Kinezi napuštaju Srbiju. Novosti.rs.
  53. "2011 Census of Population, Households and Dwellings in the Republic of Serbia: Comparative Overview of the Number of Population in 1948, 1953, 1961, 1971, 1981, 1991, 2002 and 2011, Data by settlements" (PDF). Statistical Office of Republic Of Serbia, Belgrade. 2014. ISBN 978-86-6161-109-4. Retrieved 27 June 2014.
  54. 2011 Census of Population, Households and Dwellings in the Republic of Serbia Statistical Office of the Republic of Serbia
  55. Education stats in Serbia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 20 March 2013.
  56. Education rights. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 October 2007. ციტირების თარიღი: 20 March 2013.
  57. Petnica kao nacionalni brend. ციტირების თარიღი: 2019-09-01
  58. Survey Serbia Online, Retrieved on 31 July 2009
  59. "Statistical Yearbook of the Republic of Serbia" (PDF). Statistical Office of the Republic of Serbia. 2012.
  60. Уписани студенти, 2018/2019. школска година Serbian. Statistical Office of the Republic of Serbia (25 June 2019). ციტირების თარიღი: 30 June 2019.
  61. Basketball is no ordinary sport in Serbia en. ციტირების თარიღი: 2019-04-26
  62. Can Serbia get back on track, deny Greece moving to 10–0? en. ციტირების თარიღი: 2019-04-26
  63. Srbija prva, Hrvatska treća po broju igrača u NBA.
  64. Osvojene medalje. waterpoloserbia.org. ციტირების თარიღი: 20 March 2013.