ოპერაცია სამოკავშირეო ძალა
NATO-ს მიერ იუგოსლავიის დაბომბვა | |||
---|---|---|---|
კოსოვოს ომის ნაწილი | |||
თარიღი | 24 მარტი - 10 ივნისი, 1999 | ||
მდებარეობა | იუგოსლავიის სამოკავშირეო რესპუბლიკა | ||
შედეგი |
იუგოსლავიის არმიის მიერ კოსოვოსა და მეტოხიის დატოვება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1244 კუმანოვოს სამხედრო-ტექნიკური შეთანხმება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ოპერაცია სამოკავშირეო ძალა ვიკისაწყობში |
ნატოს მიერ იუგოსლავიის დაბომბვა (ინგლ. Operation Allied Force, ოპერაცია „სამოკავშირეო ძალა“) — ნატოს სამხედრო ოპერაცია იუგოსლავიის სამოკავშირეო რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც მიმდინარეობდა 1999 წლის 24 მარტიდან 10 ივნისამდე. ოპერაციის მსვლელობისას დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის დიდი რაოდენობით მცირეწლოვანი ბავშვი.
ამ ოპერაციით დასრულდა კოსოვოს ომი. კოსოვოზე კონტროლი დაამყარეს ნატოს ძალებმა, რომლებმაც შემდგომ ძალაუფლება გადასცეს ეთნიკურ ალბანელებს. 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა სერბეთისგან.[2]
ნატომ ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა დაასაბუთა რეგიონში მიმდინარე სისხლიანი ეთნიკური კონფლიქტის შეწყვეტის აუცილებლობით. იმის გამო, რომ იგი გაეროს მანდატის გარეშე განხორციელდა, კრიტიკოსები მას აღიქვამენ როგორც სამხედრო აგრესიას იუგოსლავიის წინააღმდეგ.
იუგოსლავიის წინააღმდეგ ნატომ გამოიყენა იარაღი, რომელიც აკრძალულია ნიურნბერგის ქარტიით, აგრეთვე, ჰააგისა და ჟენევის კონვენციებით. იუგოსლავიაში NATO იყენებდა ურანის დაბალი შემცველობის ბომბებს, რომელიც არა მხოლოდ მაღალი სიზუსტით გამოირჩევა, არამედ რადიოაქტიურიც არის და ტოქსიკურიც. გარდა ამისა, ნატომ გამოიყენა ე.წ. კასეტური ბომბები - იარაღი ფეთქებადი ყუმბარებით, რომელთა გამოყენებაც მოგვიანებით ოტავის კონვენციით აიკრძალა.[3]