იუგოსლავიის სახალხო არმია

იუგოსლავიის სახალხო არმია შეიქმნა იუგოსლავიის კომუნისტური პარტიის მეთაურობით მეორე მსოფლიო ომის დროს 1941–1945 წლებში, როგორც ანტიფაშისტური წინააღმდეგობის შეიარაღებული ნაწილი.

ინას (იუგოსლავიის სახალხო არმია) ოფიციალური დროშა

ომის შემდეგ ეს ერთეულები რეგულარულ არმიად ჩამოყალიბდა და იდგა კომუნისტური იდეოლოგიაზე. (ასე მაგალითად 1990 წელს ოფიცერთა 96 % და იქ დაკავებულ სამოქალაქო მოსამსახურე პირთა დაახლოებით ნახევარი იუგოსლავიის კომუნისტთა კავშირის წევრი იყო.)

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ დაარსებისას საბჭოთა მოდელის მიხედვით პოლიტკომისრები თანამდებობები 1953 წლისათვის გაუქმებული იყო, ინას პოლიტიკური საქმიანობა მაინც უჩვეულოდ ინტენსიური იყო.

ინა ჯერ კიდევ 1980–იან წლებში 240.000 ჯარისკაცისაგან შედგარ ლაშქარს წარმოადგენდა; ჯარი 190.000 კაცი, სამხედრო–საჰაერო ძალები 37.000, საზღვაო ძალები 13.000). ამას ემატებოდა 500.000 რეზერვისტები, დაახლ. 1 მილიონი "ტერიტორიული თავდაცვის" (ტერიტორიალნა ობრამბა – TO) წევრი და დაახლ. 2 მილიონი კაცი "სამოქალაქო თავდაცვაში". სამხედრო სავლდებულო სამსახურის ვადა 15 თვეს შეადგენდა.

1990–იანი წლების დასაწყისში ინა სიძლიერით მსოფლიოს მეოთხე არმიად ითვლებოდა.

იუგოსლავიის სახალხო არმიის სახელი

რედაქტირება

სერბები და ხორვატები მიუხედავად იმისა, რომ ერთ ენაზე საუბრობენ, სხვადასხვა შრიფტს გამოიყენებენ. ამ მიზეზის გამო, სერბულ–ხორვატული ენის არმცოდნისათვის ყოველთვის არაა ადვილი გაერკვეს ამ ანბანებთან და ზოგჯერ ენებად წოდებულ, მაგრამ ფაქტობრივად ერთ ენასთან დაკავშირებულ პრობლემებში.

იუგოსლავიის სახალხო არმიის შემოკლებული სახელია ინა. ეს აბრევიატურა ე.წ. ლატინიცაზე გამოისახება როგორც JNA, ხოლო კირილიცაზე კი JНA, შესაბამისად სერბულ–ხორვატულის ლათინურ ვარიანტზე Jugoslovenska Narodna Armija, ამავე (სერბულ–ხორვატული) ენის კირილურ ვარიანტზე კი Југословенска Народна Армија, ხორვატთა შორის დამკვიდრებული იყო და არის ირონიული შეფერილობის ხალხური ფორმა "იუგოვოისკა" (Jugovojska).

სლოვენურად იუგოსლავიის სახალხო არმიის შემოკლებული სახელია Jugoslovanska ljudska armada.

იუგოსლავიის სახალხო არმიას 1951 წლამდე იუგოსლავიის არმია ერქვა.

იუგოსლავიის სახალხო არმიის სტრუქტურა

რედაქტირება

ინას სტრუქტურა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის პროცესის დაწყებისთანავე 1991, 1992 და 1993 წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ინა უკანასკნელი სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით შეიცვალა და სამ სამხედრო ოლქად, ანუ ნუმერაციით I, III და V არმიებად და ერთ საზღვაო–სამხედრო ოლქად დაიყო. საჰაერო ძალებს ჰქონდა საკუთარი მთავარი შტაბი და საკომანდო (სამეთაურო) სტრუქტურა. ყოველი სამხედრო ოლქი პასუხისმგებელი იყო იმ გეოგრაფიულ რეგიონზე, სადაც თვითონ იყო განლაგებული.

იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკისდროინდელი ინას სტრუქტურა:

ბელგრადი დაიყოფოდა შემდეგ კორპუსებად.

სკოპიე დაიყოფოდა შემდეგ კორპუსებად.

  • 2–ე კორპუსი – მთავარი შტაბი მდებარეობდა ტიტოგრადში (დღევანდელი პოდგორიცა)
  • 21–ე კორპუსი – მთავარი შტაბი მდებარეობდა ნიშში
  • 41–ე კორპუსი – მთავარი შტაბი მდებარეობდა ბიტოლაში
  • 42–ე კორპუსი – მთავარი შტაბი მდებარეობდა კუმანოვოში
  • 52–ე კორპუსი – მთავარი შტაბი მდებარეობდა პრიშტინაში

ზაგრები დაიყოფოდა შემდეგ კორპუსებად.

  • 10–ე კორპუსი – მთავარი შტაბი მდებარეობდა ზაგრები
  • 13–ე კორპუსი – მთავარი შტაბი მდებარეობდა რიეკა
  • 14–ე კორპუსი – მთავარი შტაბი მდებარეობდა ლიუბლიანა
  • 31–ე კორპუსი – მთავარი შტაბი მდებარეობდა მარიბორი
  • 32–ე კორპუსი – მთავარი შტაბი მდებარეობდა ვარაჟდინი

სამხედრო–საზღვაო ძალების მთავარი შტაბი მდებარეობდა სპლიტში.

სამხედრო–საჰაერო ძალების მთავარი შტაბი მდებარეობდა ზემუნში.

2002 წლის 1 მარტს ინაში მოხდა სტრუქტურული ცვლილებები. მანამდელი სამხედრო ოლქების, ანუ არმიების ნაცვლად ამჯერად 9 კორპუსი შედგა. მესამე საგანგებო დივიზიონი (სერბულ–ხორვატ. Treći odred za specijalne namene), ე.წ. კოსოვო–მეტოჰიის დივიზიონი არ დაუშლიათ, არამედ ხელახლა მოახდინეს მისი ორგანიზება და სხვაგან იქნა გადატანილი.

სტატისტიკა

რედაქტირება
 
სოკო (სერბულ–ხორვატ.შევარდენი) სუპერ გალები, 1991

უკანასკნელად ჩატარებული აღრიცხვის შედეგად (1991 წელს, ხორვატიის ომის დამდეგს) ინას სტატისტიკა ასეთი იყო:

  • დაახლ. 150.000 - 180.000 ჯარისკაცი (70.000 საკადრო და ქვედა რანგის ოფიცერი მათ შორის 100.000 სამხედროვალდებული ახალწვეული (რეკრუტი))

ლაშქარი

  • 1.850 ტანკი (M-84 ტიპის 300, T-54 და T-55 (საბჭოთა წარმოების) ტიპის 850,

500 ჯავშანტრანსპორტიორი და მათ შორის ამერიკული M 47 (Patton) პატონი)

  • 19.030 ქვემეხი (1800 ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი, 4200 უკუუგორებული ქვემეხი, 6400 მორზეს აპარატი, 1934 მძიმე საარტილერიო ქვემეხი, 250 თვითმავალი ჰაუბიცა/ქვემეხი და 4286 ჰაერსაწინააღმდეგო ქვემეხი)
  • 160 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა

სამხედრო–საჰაერო ძალები (ეი პე–ე–)

რედაქტირება

იუგოსლავიის სამხედრო–საჰაერო ძალები;

(მონაცემები გაკეთებულია 1998 წელს)

საბრძოლო თვითმფრინავი (ბომბდამშენი)

რედაქტირება
(სულ 254)

ვერტმფრენი

რედაქტირება
(სულ 125)

სატრანსპორტო თვითმფრინავი

რედაქტირება

სავარჯიშო

რედაქტირება

საზღვაო ძალები(–ე–ეი)

რედაქტირება

იუგოსლავიის საზღვაო ძალები;

იუგოსლავიის სამხედრო–საზღვაო ძალებს შეიარაღებაში ჰქონდა შემდეგი იღჭურვილობა:

წყალქვეშა ნავები

რედაქტირება
  • 3 x ჰეროის კლასის საბადრაგო წყალქვეშა ნავი
  • 3 x სავას კლასის საბადრაგო წყალქვეშა ნავი
  • 2 x სუტიესკას კლასის საწვრთნელი ნავი
  • 2 x უნას კლასის პატარა წყალქვეშა ნავი
  • 4 x მალას კლასის პატარა წყალქვეშა ნავი

წყალზედა დახმარება

რედაქტირება
  • 2 x კონის კლასის ფრეგატი
  • 10 x ოსას კლასის საბადრაგო ნავი
  • 6 x რეიდ კონკარის-კლასის (Rade Concar) საბადრაგო ნავი
  • 60 სხვადასხვა ხომალდი
  • დაახლ. 250.000–დან 300.000 ტ.–მდე მუნიცია

იუგოსლავიის შეიარაღების მრეწველობა მოიცავდა 56 ფაბრიკა–ქარხანას დაკავებული ჰყავდა 8.000 მეცნიერი და 72.000 მუშა. დანარჩენი 100.000 მუშა კი დასაქმებული იყო მიმწოდებელ ფირმებში. პროდუქციის დაახლ. 60 % მოდიოდა ბოსნიასა და ჰერცეგოვინაზე

საავიაციო ბაზები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
1. იუგოსლავია
2. იუგოსლავიის დაშლა
3. სლავები
4. სლავური ენები
5. სამხრეთსლავური ენები
6. სერბულ–ხორვატული ენა
7. სლავისტიკა
8. ილირია
9. ბადენტერის კომისია
10. რობერ ბადენტერი