რობერ ბადენტერი (ფრანგ. Robert Badinter; დ. 30 მარტი, 1928, პარიზი — გ 9 თებერვალი, 2024, პარიზი) — ფრანგი იურისპრუდენციის პროფესორი, ადვოკატი, ავტორი და პოლიტიკოსი (სოციალისტთა პარტია). ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრად მოვალეობის შედგომიდან, 1981 წელს გამოვიდა საფრანგეთში სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. იმყოფება ოფიციალურ ქორწინებაში ფემინისტ ქალთან ელიზაბეთ ბადენტერთან და ჰყავს ორი შვილი.

რობერ ბადენტერი 2007 წლის 3 თებერვალს სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გამართულ ერთ-ერთ დემონსტრაციაზე პარიზში.

მოკლე ბიოგრაფია

რედაქტირება

პარიზისა და (ამერიკის) კოლამბიის უნივერსიტეტებში იურისპრუდენციის სწავლის დასრულების შემდეგ იგი პარიზში (1951 წლიდან) დაუშვეს ვექილად. 1965 წელს მან დააფუძნა სადვოკატო საზოგადოება თავის რამდენიმე მეგობართან და პარტნიორთან ერთად, სადაც 1981 წლამდე მუშაობს. 1966 წელს რობერ ბადენტერი პროფესორი გახდა და ასწავლის დიჟონში, ბესანსონსში, ამიანსა და სორბონში . 1994 წლიდან არის ემერიტირებული.

1972 წლის ივნისში რობერ ბადენტერი მარცხს განიცდის სასამართლოს წინაშე და საკუთარი კლიენტის როჟერ ბონტემის სიკვდილის დასჯის მოწმე ხდება. როჟერ ბონტემს მის თანამზრახველ კლოდ ბუფესთან ერთად ბრალად დასდეს ორი მძევლის მკვლელობა ციხიდან გაქცევის მცდელობის მიზნით, მიუხედავად იმ მტკიცებულებისა, რომ ბონტემს მკვლელობა არ ჩაუდენია. რობერ ბადენტერი იწყებს გამოსვლას მკვეთრი კრიტიკით სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. ამიერიდან ის იცავს ხშირად იმ ბრალდებულებს, რომელთაც სიკვდილით დასჯა ემუქრებათ, რის გამოც მას ჟურნალისტებმა მეტსახელად „ბატონი აბოლიციაც“ (გაუქმება) შეარქვეს.

1977 წლის ივნისში საზოგადოებრივი ზეწოლის მიუხედავად მან სასამრთლოს წინაშე შთამბეჭდავი გამოსვლით იმას მიაღწია, რომ ბავშვის მკვლელ პატრიკ ანრის სიკვდილით დასჯის ნაცვლად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

სიკვდილით დასჯის გაუქმება

რედაქტირება

1981 წელს საარჩევნო კამპანიის დროს ფრანსუა მიტერანმა პირობა დადო, რომ სიკვდილით დასჯას გააუქმებდა. მიტერანმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რობერ ბადენტერი, რომელიც მას ორივე საარჩევნო კამპანიაში (1974 და 1981 წლებში) ეხმარებოდა, იუსტიციის მინისტრად დანიშნა. 1981 წლის 18 სექტემბერს იგი სიტყვით გამოვიდა ეროვნული კრების წინაშე და ხმათა ¾–ის მეტობით სიკვდილით დასჯის გაუქმებას მიაღწია. ამ გამოსვლაში მან გამოთქვა და ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი (საფრანგეთის) უახლესი ისტორიის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას:

 
„„Utiliser contre les terroristes la peine de mort, c'est, pour une démocratie, faire sienne les valeurs de ces derniers.“ „დემოკრატია, რომელიც ტერორისტებს სიკვდილის დასჯით უსწორდება, ითვისებს ამ უკანასკნელთა ფასეულობებს.““

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

რობერ ბადენტერი 1981 წლის 23 ივლისიდან 1986 წლის 18 თებერვლამდე იუსტიციის მინისტრია. მისი მინისტრობის დროს გაუქმდა ე.წ. "Cour de sûreté de l'État", ერთგვარი საგანგებო სასამართლო „სახელმწიფოსთვის საშიშ“ სისხლის დამნაშავეთათვის.

მან განახორციელა, ან ხელი შეუწყო სხვა იმ რეფორმათა განხორციელებას, რომლებიც იუსტიციის სფეროში კანონის წინაშე თანაბარუფლებიანობასა და სამოქალაქო თავისუფლებებს განამტკიცებდნენ. 1986 წლის მარტში ფრანსუა მიტერანმა იგი დაასახელა საკონსტიტუციო საბჭოს (Conseil constitutionnel) პრეზიდენტად, რომლის მოვალეობასაც იგი 1995 წლის მარტამდე ასრულებდა. 1995 წლის 24 სექტემბრიდან რობერ ბადენტერი ოტ დე სენის დეპარტამენტის სენატორია, სადაც იგი 2004 წელს ხელახლა აირჩიეს.

1991 წლის 27 აგვისტოს რობერ ბადენტერი ევროპის თანამეგობრობის თაოსნობით შექმნილი კომისიის თამჯდომარედ დაასახელეს. ეს კომისია მოწოდებული იყო საერთაშორისო სამართლის კონტექსტში განესაჯა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე წარმოშობილ ახალ სახელმწიფოებთან.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Les Conflits de lois en matière de responsabilité civile dans le droit des Etats-Unis (1952), სადოქტორო ნაშრომი, პარიზი.
  • L'Exécution (1973), კლოდ ბუფესა და როჟერ ბონტემის მკვლელობის საქმის საპროცესო ანგარიში.
  • Condorcet, 1743-1794 (1988), ელიზაბეთ ბადენტერთან ერთად.
  • Une autre justice (1989).
  • Libres et égaux : L'émancipation des Juifs (1789-1791) (1989).
  • Présence de Beccaria (1991), წინასიტყვაობა Des délits et des peines]]–ში (Beccaria)
  • La prison républicaine, 1871-1914 (1992).
  • C.3.3 - Oscar Wilde ou l'injustice (1995).
  • Un antisémitisme ordinaire (1997).
  • L'Abolition, (2000), მისი ბრძოლის შესახებ საფრანგეთში სიკვდილით დასჯის გაუქმებასთან დაკავშირებით.
  • Une constitution européenne (2002).
  • Le rôle du juge dans la société moderne (2003).
  • Le plus grand bien (2004), სამოქალაქო კოდექსის 200-ე წლისთავთან დაკავშირებით.
  • Contre la peine de mort (2006).