სერბულ-ხორვატული ენა

(გადამისამართდა გვერდიდან სერბულ–ხორვატული ენა)

სერბულ-ხორვატული ენა (სერბულ-ხორვატულად srpskohrvatski ან cрпскохрватски) — ენების კრებითი სახელწოდება, რომლებზეც საუბრობენ იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოშობილ ქვეყნებში — სერბეთში, ხორვატიაში, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მონტენეგროში.

სერბულ–ხორვატული ენა
srpskohrvatski, hrvatskosrpski
српскохрватски, хрватскосрпски
გავრცელებულია სერბეთი, ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ავსტრია (ბურგენლანდი), უნგრეთი (ბარანია), ჩრდილოეთი მაკედონია, თურქეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა დაუდგენელი
ოფიციალური სტატუსი სერბეთის დროშა სერბეთი
ხორვატიის დროშა ხორვატია
მონტენეგროს დროშა მონტენეგრო
ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული
სლავური
სამხრეთსლავური
დამწერლობის სისტემა ლათინური ანბანი და კირილური ანბანი
ენის კოდები ISO1, ISO2, SIL

უწინ, იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის (1991/1992) დაშლამდე სერბულ-ხორვატულს უწოდებდნენ ერთ ენას, დღესდღეობით კი ახლადაღმოცენებული ქვეყნების მიხედვით ცალ-ცალკე ენებად მოიხსენიებენ მათ, ძირითადად მაინც სერბულ და ხორვატულ ენებად, ხოლო უფრო იშვიათად ასევე ბოსნიურად და მონტენეგრულად.

ამ სივრცეში პოლიტიკური სეპარაციის პროცესი ჯერ არაა დასრულებული. სწორედ მწვავედ მიმდინარე პოლიტიკური სეპარაციის გამო, არც იმის შესახებ არ არსებობს ზუსტი რიცხვითი მონაცემი, თუ სინამდვილეში რამდენი ადამიანი მიიჩნევს თავს სერბულ-ხორვატულად მოსაუბრედ. სერბულად, ხორვატულად, ბოსნიურად და მონტენეგრულად (ანუ ჩერნოგორულად) მოსაუბრეთა რიცხვი კი მთლიანობაში 17–22 მლნ. კაცი არის.

სერბულ–ხორვატული ენის ყველაზე ოპტიმალური დახასიათება იქნებოდა თუ ვიტყოდით, რომ ეს არის ენა, რომელსაც რამდენიმე ეთნოსი (სერბები, ხორვატები, ბოსნიელები, მონტენეგროელები) მიიჩნევს მშობლიურად, თუმცა სხვადასხვა სახელს კი არქმევს.

სახელის „სერბულ–ხორვატული ენის“ ისტორიისათვის

რედაქტირება
 
 

(ქვემორე ტექსტში გრამატიკული მაგალითები მხოლოდ ლათინურ ანბანზეა მოტანილი)

მთელი XX საუკუნის განმავლობაში გამუდმებით წამოიჭრებოდა–ხოლმე საკითხი იმის თაობაზე, რომ როგორმე ახალი სახელი დაერქვათ სერბულ–ხორვატული ენისთვის. ნათლიობის ახალ მსურველთა შემოთავაზებული წინადადებები კი იყო შემდეგი: სერბულ–ხორვატული, ხორვატულ–სერბული, ანდა ერთმანეთის მიყოლებით, მაგრამ ცალ-ცალკე მოხსენიებულიყო, ანუ სერბული ენა/ხორვატული ენა და პირიქით ხორვატული ენა/სერბული ენა, იმისდა მიხედვით, თუ სად მოიხსენიებდნენ ამ ენას სერბიაში თუ ხორვატიაში პირველად შესაბამისი სახელი სერბული ან ხორვატული ეხსენებინათ. ერთხანს სერბები იმ ჭკუაზეც დადგნენ, რომ მოინდომეს საერთოდ გაეუქმებინათ და ამოეღოთ ხმარებიდან სახელი „სერბული“ და „სერბია“, რათა იქნებ ხორვატების გული მოეგოთ ამით და ერთიანობაც შეენარჩუნებინათ, მაგრამ ეს იდეა განუხორციელებელი დარჩა იმის გამო, რომ ისევდაისევ ახალი ძალით თავი იჩინა სერბებს, ხორვატებსა და ბოსნიელებს შორის არსებულმა პრობლემებმა, კერძოდ კი, რელიგიური საკითხების, გადაუმუშავებელი ისტორიული წარსულის; მათი არაეთგვაროვანი და ხშირად წინაააღმეგობრივი შეფასებების, და საერთოდ, დაუძლეველი ტრადიციული წინააღმდეგობების გამძაფრებამ მათი პოლიტიზაციის გზით (განსაკუთრებით ზემოხსენებულ სამ რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფს შორის).

იმის გათვალისწინებით, რომ სლავური ენები და მით უფრო სამხრეთსლავური ენები ისედაც ახლოს დგანან ერთმანეთთან, სერბულ-ხორვატული ენა უფრო ენობრივ კონტინუუმად შეიძლებოდა მიგვეჩნია და არა ცალ-ცალკე ენებად.

ამ შემთხვევაში მეცნიერული თვალსაზრისი ნაკლებადაა აქტუალური და ყოველივე შექმნილი რეალობიდან გამომდინარე პოლიტიკური კორექტულობის წესებს მორჩილებს. ტენდენცია იქით მიდის, რომ „სერბულ–ხორვატული ენა“ სერბეთში სერბულად, ხორვატიაში ხორვატულად, ბოსნიაში ბოსნიურად, მონტენეგროში მონტენეგრულად ან ჩერნოგორიულად იწოდებოდეს თვალსაწიერ მომავალშიც, როგორც მინიმუმ, მომდევნო (ახალი) გეოპოლიტიკური რეალობის დადგომამდე.

  • აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოცემულ სტატიაში სერბულ–ხორვატულად წოდებულ ენას ვიკიპედიაში, როგორც ჩანს ისევ პოლიტიკური მოსაზრების გამო, აქვს 4, სერბულ-ხორვატული, სერბული, ხორვატული და ბოსნიური ოფციონი.
  1. სერბულ-ხორვატული აღნიშნულია ორივე ანბანზე ჯერ ლათინურ, ხოლო მერე კი კირილურ ანბანზე ამ თანმიმდევრობით – Srpskohrvatski / Српскохрватски და აქვს კოდი (sh)
  2. სერბული აღნიშნულია ორივე ანბანზე ჯერ კირილურ, ხოლო მერე კი ლათინურ ანბანზე ამ თანმიმდევრობით – Српски / Srpski და აქვს კოდი (sr)
  3. ხორვატული აღნიშნულია ლათინურ ანბანზე ასე Hrvatski და აქვს კოდი (hr)
  4. ბოსნიური აღნიშნულია ლათინურ ანბანზე ასე Bosanski და აქვს კოდი (bs)

სერბულ-ხორვატული ენის მთავარი დიალექტები

რედაქტირება

სერბულ-ხორვატული ენა იყოფა სამ მთავარ დიალექტად, რომელთაც ერთმანეთისაგან იმისდა მიხედვით განარჩევენ, თუ ყოფილი იუგოსლავიის რომელ მხარეში როგორ იტყვიან კითხვით ნაცვალსახელ „რა–ს“.

1. კაჲკავური დიალექტი (=> kaj–ს [კაჲ] ფორმის მიხედვით) – Kajkavština (კაჲკავშტინა).
2. ჩაკავური დიალექტი (=> ča–ს [ჩა] ფორმის მიხედვით) – Čakavština (ჩაკავშტინა).
3. შტოკავური დიალექტი (=> što–ს [შტო] ფორმის მიხედვით) – Štokavština (შტოკავშტინა).

სერბულ-ხორვატული ენის ქვედიალექტები

რედაქტირება

სერბულ-ხორვატული ენას სამი ქვედიალექტი (ანუ კილო–კავი) გააჩნია და სამივე ფაქტობრივად (და მნიშვნელოვანწილად) შტოკავურის შიდაგანშტოებები არის. ე.წ. ისტორიულმა ჲატმა (Ѣ/ѣ) ფონეტიკური ცვლილებები განიცადა „იჲე–ს“ („(i)je“), „–სა“ („e“) და „–ს“ („i“) სახით და სწორედ აქედან წარმოდგა ამ ქვეჯგუფების სახელებიც.

1. იჲეკავური კილო–კავი.
mlijeko [მლიჲეკო](რძე), dijete [იჲეტე] (ბავშვი), djed [ჲე] (პაპა), pjesma [ჲესმა] (ლექსი).
2. ეკავური კილო–კავი.
mleko [მლკო] (რძე), dete [ტე] (ბავშვი), ded [] (პაპა), pesma [სმა] (ლექსი).
3. იკავური კილო–კავი.
mliko [მლკო] (რძე), dite [ტე] (ბავშვი), did [] (პაპა), pisma [სმა] (ლექსი).

სხვაობათა შესახებ ხორვატულ, სერბულ და ბოსნიურ ვარიანტებს შორის

რედაქტირება

ენათმეცნიერული თვალსაზრისით სერბულ–ხორვატული ენის ახალ ენებად დაცალკავება შეუძლებელია, ისევე როგორც შეუძლებელია ამერიკის შეერთებული შტატების ინგლისურისა და ბრიტანეთის ინგლისურის, ან პირინეული ესპანურისა და მექსიკის ესპანურის ცალკე ენებად დაყოფა. ენათმეცნიერების აზრითვე, ე.წ. სერბული და ხორვატული კიდევ უფრო ახლოს დგას ერთმანეთთან ვიდრე ამერიკული და ბრიტანული ინგლისურის ვარიანტები. ენათმეცნიერთა წრეებშიც არიან სერბულის, ხორვატულისა და ბოსნიურის ცალკე ენებად მოხსენიების მომხრენი, რომელთა რაოდენობა და პოლიტიკური სიძლიერე განსაკუთრებით თვალშისაცემია ხორვატიაში. ისინი გამუდმებით ხაზს ერთმანეთს შორის არსებულ ენობრივ განსხვავებებს და თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მაგალითად მოუხმობენ რუმინულისა და მოლდავურის, ბულგარულისა და მაკედონურის შეთხვევებს, მაგრამ ამ მხრივ, ანუ რელიგიურ–პოლიტიკური მოტივაციით პარტიკულირების კლასიკური შემთხვევა ალბათ ჰინდისა და ურდუს ცალკე ენებად მიჩნევაა: ჰინდი და ურდუ გამოიყენებენ განსხვავებულ სადამწერლობო სისტემებს, გარდა ამისა არაბული ანბანის გამომყენებელი ურდუს ენა რელიგიური სიახლოვის გამო ტენდენციურად მიდრეკილია არაბულიდან და ირანული ენებიდან ისესხოს სიტყვები.

უკანასკნელი წლების სერბეთში, ხორვატიასა და ბოსნიაში ჩამოყალიბებულ ენობრივ მდგომარეობაზე საუბრისას ბევრი ნეიტრალური, არაპოლიტიკური პოზიციის მქონე სერბულ–ხორვატული ენის სპეციალისტი შენიშნავს ენათმეცნიერული საკითხების სავალალო „გახალხურების“ ტენდენციას. იმისდა მიხედვით, თუ რას აბრალებენ ერთმანეთს, ან იბრალებენ ყოფილი იუგოსლავიის სერბულ–ხორვატულენოვან სივრცეში დანარჩენ ეთნოსებთან (სერბები, ხორვატები, ბოსნიელები) შედარებით სხვაობის, ან განსაკუთრებულობის ხაზგასასმელად რამდენიმე პუნქტად გამოიყოფა.

1. ხორვატული ვარიანტი – ბრალად ედება ლათინურისაკენ მიდრეკილება.

2. სერბული ვარიანტი – ბრალად ედება რუსული ან სლავური ენებისკენ მიდრეკილება.

3. ბოსნიური ვარიანტი – ბრალად ედება ისესხოს სიტყვები არაბული ენიდან ძირითადად თურქულის შუალობით.

ამ სამი თვალსაზრისიდან საბოლოოდ არც ერთი არ არის მართებული. რადგან სამივე სერბული, ხორვატული თუ ბოსნიური ვარიანტი შეიცავს როგორც საერთოსლავურ სიტყვებს, ასევე ნასესხობებს ბერძნული, არაბულ–თურქული თუ ლათინური ენებიდან. ბოლო წლების ხორვატიაში არის მცდელობა გერმანული, ინგლისური და ფრანგული ნასესხობები, ან კონკრეტული საკუთარი სახელები (ტოპოპიმები, ისტორიულად ცნობილი პიროვნებების სახელები) გადმოიტანონ ჩვეული ფონეტიკურის ნაცვლად მორფოფონოლოგიური ადაპტაციის მეშვეობით. თუმცა ეს სიახლე ჯერჯერობით არა მარტო სერბებს უქმნის პრობლემას, არამედ თავად ხორვატებსაც.

ხორვატული ვერსუს სერბული

რედაქტირება

ხორვატული ლექსიკური ვარიანტების სერბული შესატყვისები მითითებულია ლატინიცაზე. ქვემოთ უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის მითითებულია რამდენიმე მაგალითი ყოველდღიური ლექსიკიდან, რომელთა უნებლიე, გაუცნობიერებელი გამოყენება დაპირისპირების ერთ, ან მეორე მხარეზე ხშირად გამხდარა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის და შუღლის მიზეზი ერთმანეთის მეზობლად მცხოვრებ სერბთა და ხორვატთა შორის.

  • deka vs. ćeba – სახურავი
  • glazba vs. muzika – მუსიკა
  • grah vs. pasulj – ლობიო
  • hlaće vs. pantalone – შარვალი
  • juha vs. supa – სუპი
  • kat vs. sprat – სართული
  • kazalište vs. pozorište – თეატრი
  • kolodvor vs. stanica – რკინიგზის სადგური
  • kruh vs. hleb – პური
  • lijčnik vs. lekar – ექიმი
  • mrkva vs. šargarepa – ჭარხალი
  • nogomet vs. fudbal – ფეხბურთი
  • obrtnik vs. zanatlija – ხელოსანი
  • ocat vs. sirće – ძმარი
  • plahta vs. čaršav – ზეწარი
  • ručnik vs. peškir – პირსახოცი
  • spružva vs. sunđer – ჩვარი
  • stanarina vs. kirja – ქირა
  • stroj vs. mašina – მანქანა
  • sudjelovati vs. učestvovati – მონაწილეობა
  • susjed vs. komšija – მეზობელი
  • sveučilište vs. universitet – უნივერსიტეტი
  • škare vs. makaze – მაკრატელი
  • tisuću vs. hiljadu – ათასი
  • tjedan vs. sedmica, nedelja – კვირა
  • ulje vs. zejtin – ზეთი
  • vlak vs. voz – მატარებელი
  • zrak vs. vazduh – ჰაერი
  • žarulja vs. sijalica – ნათურა
  • žlica vs. kašika – კოვზი

განსხვავებები არის ასევე ტერმინოლოგიაში.

  • kemija vs. hemija – ქიმია
  • dušik vs. azot – აზოტი (ქიმ. ნიშანი N)
  • kisik vs. kiseonik – ჟანგბადი (ქიმ. ნიშანი O)
  • svemir vs. vasiona – კოსმოსი
  • tlak vs. pritisak – წნევა
  • točka vs. tačka – წერტილი
  • Španiolska vs. Španija - ესპანეთი
  • Rumunjska vs. Rumunija - რუმინეთი
  • talijanski vs. italijanski - იტალიური

მთელ რიგ ლექსიკურ ერთეულებს როგორც ხორვატები ასევე სერბები სხვადასხვაგვარად იტყვიან და გამოიყენებენ. მაგ,; ზედსართავი სახელსslovenskiხორვატები თარგმნიან მნიშვნელობით „სლოვენური“, ხოლო სერბები კი – „სლავური“.

თვეთა სახელებშიც სცილდება ერთმანეთს ხორვატული და სერბული ენები.

  • siječanj vs. januar – იანვარი
  • veljača vs. februar – თებერვალი
  • ožujak vs. mart - მარტი
  • travanj vs. april – აპრილი
  • svibanj vs. maj – მაისი
  • lipanj vs. juni – ივნისი
  • spranj vs. juli – ივლისი
  • kolovoz vs. august – აგვისტო
  • rujan vs. septembar – სექტემბერი
  • listopad vs. oktobar – ოქტომბერი
  • studenj vs. novembar – ნოემბერი
  • prosinac vs. decembar – დეკემბერი

განსხვავებები არის ზოგ აბსტრაქტულ სახელებს შორისაც.

  • uvjerenje vs. ubeđenje - რწმენა (დარწმუნება)
  • sigurnost vs. bezbednost - უსაფრთხოება
  • uvjet vs. uslov – პირობა, წინაპირობა

სერბულ–ხორვატული ენის ანბანი

რედაქტირება

სერბთა და ხორვატთა შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული პოლიტიკური და კულტურული უთანხმოების ერთ–ერთი სიმბოლო არის ისიც, რომ ანბანის გამოყენების საქმეშიც არაერთგვაროვნება სუფევს; კათოლიკე ხორვატები ლათინური ანბანზე წერენ და კითხულობენ, ხოლო მართლმადიდებელი სერბები და მუსლიმი ბოსნიელებიკირილურ ანბანზე, თუმცა ხორვატიის გარდა ჟურნალ-გაზეთები ორივე შრიფტზე გამოიცემა, ასე მაგალითად, სერბეთის სამთავრობო საიტი ორანბანია, ანუ საინტერნეტო გვერდი შეიცავს ორივე ანბანის ოფციონს, რომელიც მკითხველის სურვილისამებრ შეიცვლება.

სერბული ანბანი (Азбука / Azbuka ანუ Ћирилица / Ćirilica), ანუ ჩირილიცა კირილური თანმიმდევრობით (იხ. კირილიცა):
ხორვატული ანბანი, ანუ ლატინიცა ლათინური თანმიმდევრობით (იხ. ლათინური ანბანი):

–––––––––––––––––––––

  • (კირილიცას შემოღება ვუკ კარაჯიჩის (Vuk Karadžić) მიერ გამოცემულ „სრპსკი რიეჩნიკს“ (სერბული ლექსიკონი) უკავშირდება, მაგრამ სერბები ამ ანბანს თანმიმდევრულად მაინც 1868 წლიდან გამოიყენებენ.) კირილური ანბანი დაეფუძნა პეტრე დიდის მიერ შემოღებულ სამოქალაქო შრიფტს, ანუ ე.წ. გრაჟდანკას.
  • (სერბულ–ხორვატული ანბანის მეორე ნაირსახეობაა ე.წ. ხორვატული ანბანი, ან უბრალოდ ლატინიცა. ლატინიცა, იმ სახითა და ფორმით, რომლითაც მას დღეს გამოიყენებენ, უკავშირდება ლიუდევიტ გაის (Ljudevit Gaj) სახელს, რომელმაც 1836 წელს გამოიყენა იგი დანიცა ილირსკაში. ეს ვარიანტი შეიქმნა ჩეხური ანბანის გავლენით, რაც თვალშისაცემია ასო–ნიშანთა დიაკრიტიკული გაფორმებით. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა დროს იმის მცდელობებიც იყო, რომ სერბულ–ხორვატულად ეწერათ იტალიური, უნგრული, ფრანგული ორთოგრაფიის გათვალისწინებით, რაც წერილობით დაფიქსირებულია კიდეც)

სერბულ-ხორვატული ზმნა იცნობს პირის, რიცხვის, დროის, ასპექტის, კილოსა და გვარის გრამატიკულ კატეგორიებს.

სერბულ-ხორვატულ ზმნას აქვს სრული (lični glagolski oblici) და უსრული (nelični glagolski oblici) ფორმები.

სტრუქტურული თვალსაზრისით განასხვავებენ სინთეზურ და ანალიტიკურ ზმნურ ფორმებს.

სინთეზური ზმნური ფორმები აფიქსების, ანუ თავსართებისა და ბოლოსართების მეშვეობით იწარმოება.
ანალიტიკური ზმნური ფორმები იწარმოება დამხმარე ზმნების, ან ფორმათმწარმოებელი წინდებულების მეშვეობით.

დროის კატეგორია

რედაქტირება

სერბულ-ხორვატული ზმნა სულ 7 დროის ფორმას იცნობს: ახლანდელი დრო (პრეზენსი), ნამყო სრული (პერფექტი), მყოფადი I (ფუტურუმ I), მყოფადი II (ფუტურუმ II), ნამყო წინარე–წარსული (პლუკვამპერფექტი), ნამყო წყვეტილი დრო (აორისტი) და ნამყო უწყვეტელი (უსრული) დრო (იმპერფექტი).

წარმოების ტიპის მიხედვით ახლანდელი დრო, ნამყო წყვეტილი დრო და ნამყო უწყვეტელი (უსრული) დრო სინთეზურ ზმნურ ფორმებს ქმნიან, ხოლო ნამყო სრული დრო, მყოფადი I და II, ასევე ნამყო წინარე–წარსული დრო კი ანალიტიკურ ზმნურ ფორმებს.

ახლანდელი დრო
რედაქტირება
ახლანდელი დრო (პრეზენსი – prezent)
რედაქტირება
წარსული დრო
რედაქტირება
ნამყო სრული (პერფექტი - perfekt)
რედაქტირება
ნამყო წყვეტილი დრო (აორისტი - aorist)
რედაქტირება
ნამყო უწყვეტელი (უსრული) დრო (იმპერფექტი - imperfekt)
რედაქტირება
ნამყო წინარე–წარსული (პლუკვამპერფექტი - pretpošlo vrijeme)
რედაქტირება
მომავალი დრო
რედაქტირება
მყოფადი I (ფუტურუმ I - futur I)
რედაქტირება
მყოფადი II (ფუტურუმ II - futur II)
რედაქტირება

რამდენიმე სიტყვა და გამოთქმა

რედაქტირება
  • da – დიახ
  • ne – არა
  • Dobar dan! - გამარჯობა(თ)!
  • Bog! - სალამი (ფამილარულად)
  • Kako ste? Kako si? - როგორ ხარ? როგორ ხართ?
  • Dobro, hvala. - გმადლობ(თ), კარგად.
  • Pa, nažalost, loše. - სამწუხაროდ ცუდად.
  • U redu. - ყველაფერი რიგზეა.
  • Hvala također! – მადლობა ჩემგანაც.
  • Hvala. - გმადლობ(თ).
  • – Dobrodošli! - (შე)მობრძანდით.
  • – Bolje vas našli! – (Dobrodošli–ზე საპასუხო ფორმულა).
  • Doviđenja! - ნახვამდის!
  • Ne znam. - არ ვიცი.
  • Živjeli! - გაგვიმარჯოს!
  • Dobar tek! - შეგარგოს! / შეგარგოთ!
  • Dozvolite! - უკაცრავად! (თხოვნისას გაგატარონ, რისამე ნება მოგცენ)
  • Oprostite! მაპატიეთ!
  • Molim vas, pomozite mi! - გთხოვთ დამეხმაროთ!
  • Veoma mi je žao! - ძალიან ვწუხვარ
  • Ima li ovdje? ... - აქ (თუ) არის ...?
  • Trazim ... – ვეძებ ...
  • Koliko košta ...?/ Pošto je? – რა ღირს?/რამდენადა არის?
  • Što je to? – რა არის ეს?
  • To je ... – ეს არის ...
  • Dajte mi, molim, ... - მომეცით, გეთაყვა.
  • Gospođo! - თქვენ, მანდ! (მიმართვა ქალისადმი)
  • Gospodine! - თქვენ, მანდ! (მიმართვა მამაკაცისადმი)

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Palzer, Die sprachliche Situation in der Slavia zehn Jahre nach der Wende: Beiträge zum Internationalen Symposium des slavischen Instituts der Universität Heidelberg vom 29. September bis 2. Oktober 1999 / Baldur Panzer (გამომცემელი) (Heidelberger Publikationen zur Slavistik. Linguistische Reihe; Bd. 10) – Frankfurt am Main; Berlin; Bern; Bruxelles; New York; Oxford; Wien: Peter Lang, 2007
  • Popović, Ivan: Geschichte der serbokroatischen Sprache. Bibliotheca Slavica. Wiebaden: Otto Harassowitz, 1960.
  • Hamm, Josip: Grammatik der serbokroatischen Sprache. 3. unveränderte Auflage. Wiebaden: Otto Harassowitz, 1981.
  • Kunzmann-Müller, Barbara: Grammatikhandbuch des Kroatischen unter Einschluß des Serbischen. 3., durchges. u. erg. Aufl. Heidelberger Publikationen zur Slavistik. Linguistische Reihe; Bd. 7) Frankfurt am Main; Berlin; Bern; Bruxelles; New York; Oxford; Wien: Peter Lang, 2002.
  • Kordić, Snježana: Kroatisch-Serbisch: Ein Lehrbuch für Fortgeschrittene mit Grammatik. Hamburg: Buske, 1997.
  • Raguž, Dragutin: Practična hrvatska gramatika. Biblioteka Udžbenici i priručnici. Zagreb, medicinska naklada, 1997.