K
K, k — ლათინური ანბანის მეთერთმეტე ასო. მომდინიარეობს ბერძნულისგან K ან k (კაპა), რომელიც თავის მხრივ განვითარდა სემიტური კაპ-გან, სიმბოლო გახსნილი ხელისთვის. ეს კი, თავის მხრივ, ეგვიპტეში მცხოვრები სემიტების მიერ ათვისებულ იქნა იეროგლიფისგან „ხელი“, რომელიც „დ“-ს წარმოადგენს ეგვიპტურ სიტყვაში ხელისთვის: დ-რ-ტ. თუმცა სემიტებმა ეს ნიშანი ბგერას /k/ მიაკუთვნეს, ვინაიდან მათი სიტყვა ხელისთვის ამ ბგერით იწყებოდა.
ლათინური ასო „K“ | |
---|---|
Kk | |
სახელწოდება | |
K: |
LATIN CAPITAL LETTER K |
k: |
LATIN SMALL LETTER K |
უნიკოდი | |
K: |
U+004B |
k: |
U+006B |
HTML-კოდი | |
K: |
K ანK |
k: |
k ან k |
ასო „K-ს“ სურათი | |
ვიკისაწყობი ასო „K“ |
სემიტური მნიშვნელობა /k/ შენარჩუნებულ იქნა თითქმის ყველა კლასიკურ და თანამედროვე ენებში, თუმცა ლათინურმა სრულიად მოიშორა K, რის ნაცვლადაც ამჯობინებდა C-ს. როდესაც ბერძნული სიტყვები გადატანილ იყო ლათინურში, კაპა გარდაიქმნებოდა C-დ. ლათინური K-ს იყენებდა სხვა ენებისთვის, მაგ. ეტრუსკულისთვის, როგორც ჩანს სიტყვებში kalendae, „თვის პირველი დღე“, ინგლისურში ის იწერება როგორც calendar.
ეგვიპტური იეროგლიფი D | პროტო-სემიტური K | ფინიკიური K | ეტრუსკული K | ბერძნული კაპა | ||
---|---|---|---|---|---|---|
|
კლავიატურა
რედაქტირებაკომპიუტერის კლავიატურაზე წარმოადგენს შემდეგი სიმბოლოების ერთობლიობას:
- K — Alt + 0 0 7 5
- k — Alt + 0 1 0 7