G, gლათინური ანბანის მეშვიდე ასო, ლათინურად და გერმანულად წარმოითქმის „გე“, ფრანგულში (და ქართულში ზოგიერთი ტრადიციით, მაგ., მათემატიკაში, ფიზიკაში, ჭადრაკში და სხვა სფეროებში) - „ჟე“, ინგლისურად „ჯი“, ესპანურად „ხე“. ეს ასო მოიგონეს რომაელებმა, ვინაიდან არასწორად ჩათვალეს, რომ ასო C ერთბაშად ორ ბგერას აღწერდა: /კ/ და /გ/. წერილობით წყაროებში მითითებულია ასო G-ს აღმომჩენი (შემქმნელი) - სპურიუს კავრილიუს რუგი, რომელიც ძვ. წ. 230 წელს ასწავლიდა - პირველი რომაელი, რომელმაც ფასიანი სკოლა გახსნა.

  • ბიოქიმიაში G - გლიცინის და გუანოზინის სიმბოლო, ასევე პროტეინის ტიპი.
  • ასტრონომიაში G - კომეტის, ასტეროიდების და მცირე პლანეტების (რომლების ნებისმიერი წლის 1-15 აპრილს იქნა აღმოჩენილი) წინასწარი აღნიშვნის პრეფიქსი.
  • ტრანსპორტის საშუალებების სანომრე ნიშნების საერთაშორისო სისტემაში აღნიშნავს გაბონს.
  • მუსიკაში - ნოტა „სოლი“.
  • ფინანსებში - ნიუ-იორკის სააქციო ბირჟაზე აღნიშნავს კომპანიას ჯილეტი.
  • მასონურ სიმბოლიკაში ამ ასოს უკავშირებენ ღმერთს (God, Gott) და გეომეტრიას.
  • ფიზიკაში G - გრავიტაციული მუდმივა, ხოლო g - გრავიტაციით გამოწვეული აჩქარების ერთეული.
ლათინური ასო „G“
Gg
სახელწოდება
G:
LATIN CAPITAL LETTER G
g:
LATIN SMALL LETTER G
უნიკოდი
G:
U+0047
g:
U+0067
HTML-კოდი
G:
G ანG
g:
g ან g
ასო „G-ს“ სურათი
ვიკისაწყობი ასო „G“
პროტო-სემიტური ფუს ფინიკიური გიმელ ბერძნული გამა ეტრუსკული C
პროტო-სემიტური Fuß ფინიკიური Gimel ბერძნული Gamma ეტრუსკული C

კლავიატურა

რედაქტირება

კომპიუტერის კლავიატურაზე წარმოადგენს შემდეგი სიმბოლოების ერთობლიობას:

  • G —   Alt  +  0   0   7   1 
  • g —   Alt  +  0   1   0   3 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=G&oldid=4478446“-დან