Џ
Џ, џ (IPA გამოთქმა /ɖʐ/ , /dʒ/) — კირილური დამწერლობის ასო. ის თანხმოვანია. გამოიყენება სერბულ, მაკედონურ და აფხაზურ ენებში. წარმოითქმება, როგორც ქართული „ჯ“.
კირილური ასო „Џ“ | |
---|---|
Џџ | |
სახელწოდება | |
Џ: |
CYRILLIC CAPITAL LETTER DZHE |
џ: |
CYRILLIC SMALL LETTER DZHE |
უნიკოდი | |
Џ: |
U+040F |
џ: |
U+045F |
HTML-კოდი | |
Џ: |
Џ ანЏ |
џ: |
џ ან џ |
ასო „Џ-ს“ სურათი | |
![]() | |
ვიკისაწყობი ![]() |
როგორც ცნობილია, სერბეთი მოიხმარს ორ, კირილურსა (ე. წ. ჩირილიცას) და ლათინურ (ე. წ. ლატინიცას) ანბანს, ანუ ჟურნალ-გაზეთები სერბეთში ორ ანბანზე იბეჭდება. ხორვატულში, ლატინიცაზე მას შეესაბამება დიგრაფი Dž, dž. მაგ.; (კირილ.) Џорџиjа = (ლათ.) Džordžija [ჯორჯია], ან (კირილ.) џез = (ლათ.) džez [ჯეზ]
რაც შეეხება აფხაზურს, ამ ენას გააჩნია ორნაირი, ე. წ. მაგარი და რბილი ჯ. მაგარ ჯ-ს გამოსახავენ ასე — Џ, џ, ხოლო რბილი ჯ გამოისახება შემდეგ ასოთა კომბინირებით — Џь, џь. მაგ.; аџыр [აჯირ] — ფოლადი. аџыш [აჯიშ] ნიორი, მაგრამ абџьар [აბჯ’არ] — იარაღი.
გამოიყენება მონტენეგრულ ენაში.
დამატებითი ინფორმაცია რედაქტირება
აღნიშნული ასო გამოიყენება შემდეგ ენებში:
# | ენები | რიგითი ნომერი |
IPA გამოთქმა |
ენათა ჯგუფი |
---|---|---|---|---|
1 | სერბული ენა | 29 | /dʒ/ | სლავური ენა |
2 | მაკედონური ენა | 30 | /dʒ/ | სლავური ენა |
3 | აფხაზური ენა | 61 | /dʐ/ | კავკასიური ენა |
ლიტერატურა რედაქტირება
Jahić, Dževad; Halilović, Senahid; Palić, Ismail; Gramatika Bosanskoga Jezika. Urednik izdanija prof. Redžo Čaušević. Glavni i odgovorni urednik: dr. Hasnija Muratagić. Zenica: Dom Štampe, 2000.